„რასაც თავის დროზე გენიალურმა კისინჯერმა ვერ მიაღწია, დილეტანტი ტრამპი ვერ შეძლებს“
პოლიტიკა

„რასაც თავის დროზე გენიალურმა კისინჯერმა ვერ მიაღწია, დილეტანტი ტრამპი ვერ შეძლებს“

„რასაც თავის დროზე გენიალურმა კისინჯერმა ვერ მიაღწია, დილეტანტი ტრამპი ვერ შეძლებს“
მანანა ნოზაძე

2017-03-15 18:30:59

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დრო მოვიდა, პალესტინა-ისრაელს შორის მშვიდობა დამყარდეს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა და მაჰმუდ აბასი თეთრ სახლშიც დაპატიჟა. მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის გზებსა და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე ისაუბრეს, რომელმაც ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს ბოლო უნდა მოუღოს.

ტრამპსა და მაჰმუდ აბასს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პალესტინელები შეწუხებულნი იყვნენ ვაშინგტონის მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ უფრო კეთილმოსურნე მიდგომის გამო. მეტიც, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელ დედაქალაქად აღიარებდა.

რა შემთხვევაში დამყარდება ისრაელ-პალესტინას შორის მშვიდობა დაუსრულებელი კონფლიქტის შემდეგ და ეს ხომ არ არის ტრამპის ილუზორული ხედვები ან კეთილი სურვილები?

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპს პირველად არ გაუკეთებია ასეთი განცხადება და ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ყოვლისმომცველი მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებდა. მშვიდობის დამყარება კი რამდენიმე ფაქტორს მოიცავს: პირველი, პალესტინელმა არაბებმა და არაბული ქვეყნების ნაწილმა, რომლებიც არ ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს, უნდა ცნონ ებრაელთა სახელმწიფოს არსებობა და ის, რომ იერუსალიმი არის ისრაელის განუყოფელი და ერთიანი დედაქალაქი. უფრო მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარგზავნილი დელეგაციაც ჩავიდა ისრაელში, რომელიც ადგილს ეძებდა აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადასატანად. აქედან გამომდინარე, პალესტინელებმაც აუცილებლად უნდა ცნონ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი.

„სანამ არაბული ქვეყნების ნაწილი არ ცნობს ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, ეს პრობლემა არ მოგვარდება და რეგიონალური მშვიდობაც არ დამყარდება. გარდა ამისა, აქ გოლანის სიმაღლეებზეა საუბარი, რომლებიც 1967 წლის ომის დროს ისრაელის გამგებლობაში გადავიდა, ამაზე წითელი ხაზია გავლებული. ნეთანიაჰუსა და ისრაელის მემარჯვენე კოალიციის აზრით, ეს სიმაღლეები აუცილებლად უნდა დარჩეს ისრაელის გამგებლობაში. კიდევ რამდენიმე საკითხია, რომელზეც ისრაელი უკან არ დაიხევს, თუმცა არის საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს. აქ ორი სახელმწიფოს თემაზეა საუბარი, მაგრამ რომელ ტერიტორიებს მოიცავს ეს ორი სახელმწიფო და პალესტინელ არაბებს რა ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება ჩამოუყალიბდეთ სახელმწიფო, ეს მოლაპარაკების საგანია. დონალდ ტრამპი კი გამოირჩევა მოლაპარაკების კარგი წარმართვით. აქედან გამომდინარე, პალესტინა-ისრაელს შორის მშვიდობის დამყარება ილუზორულად არ მიმაჩნია. მოგეხსენებათ, პალესტინელ არაბებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ობამას ადმინისტრაციისგან, აგრეთვე, - ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებისგან. პალესტინის ადმინისტრაცია დღესაც ფულს იღებს დონორებისგან, თვითონ ფული არ აქვთ. ეს დონორები კი არიან ევროპა, აშშ, თავად ისრაელი და არაბული ქვეყნები. თუკი პალესტინის ადმინისტრაციას ფულს აღარ მისცემენ, მაჰმუდ აბასს პრობლემები შეექმნება“, - აღნიშნავს სოსო ზაალიშვილი.

მისივე განმარტებით, მაჰმუდ აბასი უკვე დიდი ხნის განმავლობაში მართავს პალესტინის ადმინისტრაციას. იმ შემთხვევაში, თუკი აბასი არ დათანხმდება ტრამპის ან თავად ისრაელის ხელისუფლების პოზიციას, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა, აშშ-ის თამადობით, უბრალოდ, მოითხოვს არჩევნების ჩატარებას, რის შემდეგაც მაჰმუდ აბასი დამარცხდება. ეს დაადასტურა ადგილობრივმა არჩევნებმაც, როდესაც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ მოიგო არჩევნები. ფაქტობრივად, პალესტინაში ორი ძალაა - „ფათხი“, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია იყო, მაგრამ ახლა შეიცვალა სტატუსი და პოლიტიკურად გარდაიქმნა და ეს არის იასირ არაფატის მიერ ჩამოყალიბებული პალესტინური გათავისუფლების არმია. ხოლო მეორე ძალაა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“. სწორედ „ჰამასმა“ მოიგო ადგილობრივი არჩევნები და მთავრობა დაკომპლეტდა „ჰამასის“ ხალხით ღაზის სექტორში. ამდენად, თუ მოვა ხელისუფლებაში „ჰამასი“, ის დაუწყებს ისრაელს ომს და ისრაელი გაანადგურებს „ჰამასს“.

„სხვათა შორის, მაჰმუდ აბასს თვითონ „ჰამასის“ წევრებიც ემუქრებიან. ასე რომ, თუ მონდომება იქნება, ისრაელ-პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება შესაძლებელია. თუმცა აქ გასათვალისწინებელია არა მარტო პალესტინის ადმინისტრაციის პოზიცია, არამედ თურქეთისა და ირანის, ამ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშის პოზიცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანქციების ქვეშ მყოფ ირანს უკვე მოეხსნა ეკონომიკური პრობლემები და თავისი ხელისუფლების ბოლო სამ თვეში ობამამ ასეულ მილიარდობით დოლარი გადაურიცხა ამ ქვეყანას და ყადაღა მოუხსნა. ამ რამდენიმე დღის წინ კი თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა შემაშფოთებელი განცხადება, რომ ირანი უნდა შეუერთდეს ბაქო-ყარსის რკინიგზას. ირანს, რომელსაც ორმუზის სრუტე დაკეტილი აქვს, რადგან არაბებთან აქვს პრობლემა და ნავთობი ვერ გააქვს იქიდან, საქართველოდან რკინიზგით გადაზიდვის გზა გაეხსნება და სანქციებმოხსნილი, ნომერ პირველი ტერორისტების დამფინანსებელი ირანი გაქაჩავს თავის ეკონომიკას. ეს ცუდია საქართველოსთვისაც, მიუხედვად იმისა, რომ ამან შეიძლება ეკონომიკური სარგებელი მოგვიტანოს. ეს ფული გაგვიფუჭებს ურთიერთობას აშშ-სა და ისრაელთან“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პალესტინა-ისრაელს შორის შეთანხმება მიღწევადი არ არის, რადგან, რასაც თავის დროზე გენიალურმა კისინჯერმა ვერ მიაღწია, დილეტანტი ტრამპი ვერ შეძლებს. სოსო ცინცაძის აზრით, ტრამპს წარმოდგენაც არ აქვს, რამდენად ღრმა წინააღმდეგობაა ისრაელ-პალესტინას შორის. აქ ხომ მარტო მაჰმუდ აბასი არ წყვეტს ამ საკითხს. აქ მთავარია „ჰესბოლა“, მთავარია ღაზის სექტორი და ის ტერიტორია, სადაც სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების სათავეში მოვიდა „ჰესბოლა“, ანუ ორგანიზაცია, რომელსაც კურსი აღებული აქვს ბრძოლაზე და, ისრაელის შეხედულებით, ტერორისტულ აქტებზე.

სოსო ცინცაძის აზრით, კიდევ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი. კერძოდ, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ რეგიონში მშვიდობით. ტრადიციულად, ჯერ კიდევ სტალინის პერიოდიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის გავლენა პირდაპირ კავშირში იყო ებრაულ-არაბულ წინააღმდეგობასთან. რაც უფრო მწვავდებოდა ეს წინააღმდეგობა, სულ უფრო იზრდებოდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის გავლენა. ელემენტარულად, თუ არა სირიის მოვლენები, პუტინი ვერ მოესწრებოდა იმას, რომ მისი ხმა გადამწყვეტი იქნებოდა სირიის პრობლემებთან დაკავშირებით.

„ამიტომ რუსეთი ღიად არა, მაგრამ ყოველმხრივ შეეცდება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ტორპედირებას. მით უმეტეს, ახლა პუტინს მშვენიერი შანსი აქვს ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების თუ არა, ზოგიერთ ვექტორზე ერთობლივი პოზიციისთვის. ორი დღის წინ ნეთანიაჰუ კვლავაც ჩავიდა მოსკოვში მოლაპარაკების მიზნით. პალესტინა და მაჰმუდ აბასი კი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან სამხედრო დასახლებების გაგრძელებას ისრაელის მიერ ოკუპირებულ მიწაზე. ნეთანიაჰუსაც სურს, შეაჩეროს ამ სამხედრო დასახლებების ტემპი, მაგრამ თვითონ პარტიასა და საკუთარ ქვეყანაში აქვს წინააღმდეგობა. ამ დასახლებებში ებრაული ინტელიგენცია არ სახლდება. იქ მიდიან ფანატიკოსები, რომლებსაც ზოგჯერ ფეხებითა და თმებით ათრევენ, როდესაც რომელიმე დასახლების გაუქმებაზე მიდგება საქმე. ასეთ დროს იქ პირდაპირ ხელჩართული ომი იწყება ებრაელ ჯარისკაცებსა და სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულთა შორის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და ისრაელ-პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებას სკეპტიკურად უყურებს ტრამპის გუნდის არაპროფესიონალიზმის გამოც.

მისი თვალსაზრისით, ტრამპს საკუთარ გუნდში არც ერთი პროფესიონალი დიპლომატი არ ჰყავს, კისინჯერის კი არა, ბჟეზინსკის დონის პროფესიონალითაც ვერ დაიკვეხნის. ძირითადად იქ არიან დილეტანტები, ასაკოვანი სამხედროები, ან პატარა ბიჭები, როგორიცაა 30 წლის ჯარედ კუშნერი, ტრამპის სიძე, ასევე, 31 წლის მილერი. ამიტომ დონალდ ტრამპმა შეიძლება მაჰმუდ აბასთან გამართოს დროებითი მოლაპარაკება. რასაკვირველია, ტრამპი შეჰპირდება ფულს პალესტინას, რომლის ადმინისტრაციაც კორუფციაშია ჩაფლული და ამიტომაც გაიმარჯვა ღაზის სექტორში ჩატარებულ სამართლიან არჩევნებში „ჰამასმა“, რადგან იქ გაყალბების ტექნოლოგიებს ჯერ არ მიუღწევია. თუმცა ტრამპსა და აბასს შორის გამართული მოლაპარაკება ისრაელ-პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებით, სავარაუდოდ, ვერ დასრულდება. 

ნანახია - 1418

Maverick

2017-03-15 20:22:45

სოსო ბატონო,

დელიტანტმა ტრამპმა სულ დედის ტY..., ტYვ...თ გათანგა და დაახურდავა კლინტონ-ობამას ლესბიან-პიდარული "დემოკრატია" რომლის პრეზიდენტად გახდომის შანსს პულსს ვერ უზომავდით;

პალესტინას რაც შეეხება სადღაა პალესტინელები, მარტო "ჰესბოლა", "ფათხი", კიდევ არმენები /ანალოგიურად როგორც აფხაზეთში, იცით ალბათ/, მოსახლეობიდან მოხუცები, ქალები და ბავშვებია დარჩენილი, ზრდასრული მოსახლეობა, ვისაც მობეზრდა ასეთი ცხოვრება საშოვარზეა გასული, თუ თქვენ მიერ დაწუნებული ტრამპი ამ "ჰესბოლა"-"ფათახს" დახმარების /იგივე იარაღის შესაძენ/ მაყუთის ჩაპაჭკვას შეუწყვიტავს, ესენი ერთმანეთს დაჭამენ რითაც ხალხიც დაისვენებს და მსოფლიოც...

მეგრელი

2017-03-15 20:43:00

კერძოდ, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ რეგიონში მშვიდობით.
------------------------------------------------------------------
მშვიდობას ამ რეგიონში ვერავინ ვერ დაამყარებს . და ეს პროცესი რუსეთზე არარის დამოკიდებული. ამიტომ რუსეთის პოლიტიკა ამას ითვალსიწინებს. ამ რეგიონში თავმოყრილია უამრავი ინტრესთა კონფლიქტი. ამ რეგიონში მშვიდობა თავის ისტორიის მანძილზე არც არასდროს იყო. რელიგიური , ეთნიკური, პოლიტიკური , ფინანსური. ირანს ძველი დიდება და ლიდერობა უნდა . ეს საუდიდებს არ უნდა. საუდიდები ქვეყანა რელიგიურმა კონფლიქტმა მოიცვა თუმცა ამაზე ჩვენი პრესა დუმს. ყატარი , ერაყი. ალავიტები, ქურთების რამოდენიმე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები ტურქეთის ტერიტორიული პრეტენზია ვერსალის ზავიდან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი ქვეყანა ლიბანიდა როგორც კუვეიტი , ხელოვნურად შექმნილი ხალხი პალესტინელები, ვინმეს შეუზლია ამისთანა ხალხი სადმე ისტორიაში მოზებნოს და რაც მთავარია ისრაელის ფაქტორი რომელსა ზუსტად რომ რეგიონის მინი ომები სულ აწყობს. ისრაელი არარის დაინტერესებული მარადიული მშვიდობით. იქ რომ მშვიდობა დამყარდეს გაუწირდება პირველ რიგში ისრაელს . ვინც სერიოზულად ფიქრობს რუსეთის ან ვიმეს მიერ მშვიდობის დამყარებაზე ან არა დამყარებაზე მისი პოლიტიკური ხედვა არარის ჩემთვის საინტერესო.ეს დილეტანტებისათვის და ღირს მათვის ოპიუმი? ვიმეორებ ომი ამ რეგინში დიდხანს იქნება. საუკუნეები. მეორედ მოსვლმადე

მეგრელი

2017-03-15 22:11:01

ამ რამდენიმე დღის წინ კი თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა შემაშფოთებელი განცხადება, რომ ირანი უნდა შეუერთდეს ბაქო-ყარსის რკინიგზას. ირანს, რომელსაც ორმუზის სრუტე დაკეტილი აქვს, რადგან არაბებთან აქვს პრობლემა და ნავთობი ვერ გააქვს იქიდან, საქართველოდან რკინიზგით გადაზიდვის გზა გაეხსნება და სანქციებმოხსნილი, ნომერ პირველი ტერორისტების დამფინანსებელი ირანი გაქაჩავს თავის ეკონომიკას. ეს ცუდია საქართველოსთვისაც, მიუხედვად იმისა, რომ ამან შეიძლება ეკონომიკური სარგებელი მოგვიტანოს.
--------------------------------------------------------------------------

გამარჯობათ თქვენი. მოხვდით ხომ რა გააკეთა თქვენმა რჩეულმა შევარდნაძემ 1992 წელს ? და ვის ინტერესში შედიოდა რუსეთ ირანის შორის არსებული სარკინიგზო მაგისტრალის გაჩერება? შევის მეგობრობა ბეიკერთან და გენშერთან მთლა ისე ლაითად არ იყო. არაფერი არ იმალება .

მეგრელი

2017-03-15 23:36:40

ამ პოსტრ არ ეხება. ეროღანზეა.

Hurriyet იუწყება რომ ერდოღანმა ბრალი დასდო ჰოლანდიას 1995 წელს სერებრინაცში 8 ათასი ბოსნიელის სიკვდილში.

"Мы знаем Нидерланды и голландцев по резне в Сребренице. Мы знаем, насколько гнилой у них характер со времен убийства ими восьми тысяч боснийцев", — заявил Эрдоган.
Он также назвал характер всей их цивилизации "испорченным".

საინტერესოა ეს ინფორმაცია ერდოღანს საიდან აქვს. ცირკია რა. ისე ჩემი პროგნოზი მართლდება . რას იტყვით ბატონებო. ევროზე ფსონი არ დადოთ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80