ჩხუბი პირდაპირ ეთერში
რეტრომედია

ჩხუბი პირდაპირ ეთერში

ჩხუბი პირდაპირ ეთერში
„კვირის პალიტრა“, 18 თებერვალი, 2013 წელი

2017-03-16 12:18:03

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "არგუმენტების" პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დებატებისას კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა.

მოგვიანებით რატიანმა ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა.

დავითაშვილმა კი განაცხადა, რომ არც მონანიებას აპირებს, არც ბოდიშის მოხდას მკვლელების წინაშე, არც იმის თქმას, რომ მეტს აღარ იზამს და მზად არის, პასუხი აგოს როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად.

 

 

 

 

ნანახია - 339

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80