არჩილ გამზარდიას საპატრიარქოს დაცვის სამსახური ემუქრება?
დაიჯესტი

არჩილ გამზარდიას საპატრიარქოს დაცვის სამსახური ემუქრება?

არჩილ გამზარდიას საპატრიარქოს დაცვის სამსახური ემუქრება?
თათია გოჩაძე,"ვერსია"

2017-03-16 13:04:29

რა კითხვები აქვს და რას ითხოვს პროკურატურისგან ანალიტიკოსი

14 მარტს ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი დიმიტრისა და ჭყონდიდის ეპარქიის გარემოცვისგან მისი ლიკვიდაციის მცდელობას არ გამორიცხავს. ამ განცხადების მიზეზი დაკავებული გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ გავრცელებული ჩანაწერი/სტენოგრამა გახდა, სადაც დეკანოზი უცნობ მამაკაცს ტელეფონით საუბრისას ეუბნება, რომ 8 თებერვალს არჩილ გამზარდიას მიერ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ, ყურადღებამისაქცევია და ამას პატრიარქის დაცვის სამსახურმა უნდა მიხედოს. იმის გასარკვევად, რა კავშირი აქვსციანიდის სკანდალთან“, ვისგან გრძნობს საფრთხეს და ზოგადად, როგორ აფასებს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, „ვერსიაარჩილ გამზარდიას დაუკავშირდა.


- სამართალდამცავებს მოვუწოდე შეფასებისკენ და რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, გამოვხატე ეს აზრი. დეკანოზის ადვოკატებმა გაავრცელეს სტენოგრამა, სადაც ასეთი ეპიზოდი იყო - 8 თებერვალს Fაცებოოკ-ზე დაწერილი ჩემი სტატუსის გამო, დეკანოზი ითხოვდა, პატრიარქის სამსახურის დაცვის უფროსის რეაგირებას. ეს მათი კი არა, სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციაა. აქ კიდევ ერთი დეტალია - 8 თებერვალსვე ჩემ მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია მედიაში, დეკანოზი კი ყურადღებით მოეკიდა და ცდილობდა, ლოკალურად მოევლოთ ამ საქმისთვის. მან ხომ მაშინ არ იცოდა, დააკავებდნენ თუ არა. აღმოაჩინა, რომ მე, ერთმა მოქალაქემ, ეს ინფორმაცია გავავრცელე და იქვე ითხოვა ამბის დალუქვა. რამდენიმე ხნის წინ კი, პატრიარქის დაცვის სამსახურის წარმომადგენლის სახელით დამემუქრა ვიღაც ფიზიკური ანგარიშსწორებით. ცოტა წინდაუხედაობა გამოვიჩინე, ეს კომენტარი წავშალე და ის პიროვნება დავბლოკე, რადგან გავბრაზდი. ზოგადად, ბოლო პერიოდში ე.წ. ტროლები ხშირად მსტუმრობენ პირად მიმოწერაშიც და კომენტარების ველშიც. ახლა უკვე სტენოგრამით დადასტურდა, რომ დაკავებულმა დეკანოზმა რეაგირებისკენ მოუწოდა დაცვის სამსახურს, რაც, ცხადია, სამართლებრივ სივრცეში არ ჯდება; ამასთან ვვარაუდობ, რომ სწორედ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები გამოხატავდნენ აგრესიას ჩემ მიმართ, რაც იმან განაპირობა, რომ ფაქტობრივად, პირველმა გავასაჯაროე მოსაზრება პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ, რის გარეშეც შესაძლოა, ეს პროცესები არც გასაჯაროებულიყო. 


- სტენოგრამის გამოქვეყნების შემდეგ რა კითხვები გაგიჩნდათ? 


- რატომ მიაქცია მამა გიორგიმ 8 თებერვალს ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასე ყურადღება, თუ ხელი არ ეშლებოდა ამით? რატომ მიმართავს დეკანოზი პატრიარქის დაცვას, როგორც მხარეს და რატომ მოიაზრებს დაცვის სამსახურს თავის მხარედ? რატომ არ მიმართავს პროკურატურას? ამ დიალოგით ხომ არ ცდილობს მამა გიორგი, დაცვის სამსახურს გადაუმისამართოს ჩემი ვინაობა ჩემი ლიკვიდაციის ან ჩემზე თავდასხმის მიზნით? მამა გიორგი ახსენებს - ვაითუ, პატრიარქმა წაიკითხოს, ოპერაცია არ გაიკეთოს და ტკივილისგან მოკვდესო. რატომ აქვს დეკანოზს აქცენტი გაკეთებული პატრიარქის სიკვდილზე? მამა გიორგი და უცნობი გადატრიალებაზე საუბრობენ, საიდან მოდის ეს მოტივაციები? ან მიპასუხონ ამ კითხვებზე, ან დააზუსტონ, რომ ცრუ ჩანაწერია. 


- მიტროპოლიტ დიმიტრის გარემოცვიდან რატომ გრძნობთ ამ საფრთხეს? 


- დაკავებული დეკანოზი, დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი მიტროპოლიტ დიმიტრის სივრცეა, ამიტომაც გამოვხატე აზრი, რომ შესაძლოა, მათგან იგეგმებოდეს ჩემი ლიკვიდაცია. წარმოიდგინეთ, ათასი რამ იწერება სოციალურ ქსელში, იმ დღეს, როცა ეს სტატუსი გამოვაქვეყნე, დეკანოზი ორჯერ ესაუბრა უცნობ მამაკაცს და გამიჩნდა კითხვები. სამართალდამცავმა ორგანოებმა შეაფასოს ვითარება - მემუქრება საფრთხე თუ არა, რადგან ახლაც აქტიურად გამოვხატავ ამ და სხვა ყველა პროცესზე მოსაზრებებს. 


- „ციანიდის სკანდალზეროცა საუბრობთ, ყოველთვის შეინიშნება თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება მიტროპოლიტ დიმიტრის მიმართ. რაიმე ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ? 


- დაკავებული პირით დაწყებული, პატრიარქის სამსახურის უფროსამდე და სიტუაციურ რეალობამდე გაგრძელებული, შეიკრა ჯაჭვი მიტროპოლიტ დიმიტრის გარშემო. თუ გგონიათ, ჩემთვის შეღავათი იქნება, მის ნაცვლად სხვა მიტროპოლიტი რომ იყოს, ცდებით. ხელისგულზე დადებული ფაქტებია, რაზეც ვსაუბრობ. არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია არ მაქვს, თორემ ვიტყოდი. ვითარების გამო მაქვს მათ მიმართ კრიტიკული მოსაზრებები, თორემ პირადი რა ფაქტორი უნდა გამაჩნდეს?! მეუფე პეტრესაც ასევე, ზოგჯერ ვიცავ, ზოგჯერ კი მის მიმართ კრიტიკული ვარ. 


- თქვენი ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურას საქმე ხომ არ აღუძრავს ხომ არ აპირებთ, უწყებას ოფიციალურად მიმართოთ? 


- არა, ჯერჯერობით მხოლოდ რისკფაქტორი უნდა შეაფასონ. როცა ვფიქრობ, რა იდეით გავრცელდა ეს სტენოგრამა მაინცდამაინც ჩემთან მიმართებაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაც საკითხებზე ჩემ გაჩუმებას ცდილობენ. მხოლოდ აზრი გამოვხატე, რადგან სამართალდამცავებს მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე მე. სტენოგრამის ნაწილი გავრცელდა, სადაც დეკანოზმა ჩემთან ანგარიშსწორება მოითხოვა, მაგრამ ამის გარდა ხომ კიდევ არსებობს ინფორმაცია? ამჯერად მხოლოდ იმას ვითხოვ, მეტი ყურადღებით იყვნენ და რისკების პრევენცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, დაცვის გამოყოფას კი არა, მხოლოდ ვითარების შეფასებას ვითხოვ. ფაქტია, დეკანოზმა მოითხოვა, პატრიარქის დაცვის სამსახურის მეშვეობით გავეჩუმებინე, რაც ფიზიკური ანგარიშსწორებით, მორალური ზეწოლით ან ჩემი ლიკვიდაციით უნდა მოეხერხებინათ. 


- იანვარში გაავრცელეთ ინფორმაცია პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის შესაძლო ლიკვიდაციაზე. მაშინ პროკურატურამ საქმე აღძრა და დაგკითხათ. ეს საქმეციანიდის საქმესთანხომ არ გაერთიანდა? 


- არ ვიცი, გამოძიება არაა ვალდებული, ანგარიში მაბაროს. მაშინ ინფორმაცია გამომიგზავნა Fაცებოოკ-ზე წყარომ, რომელმაც შემდეგ დამბლოკა და ეს განვაცხადე პროკურატურაში. საჯარო პირი ვარ და მსგავს შემთხვევაში მივმართავ საჯაროობას. 


- პრაქტიკულად, თქვენ გააჟღერეთ პირველად საპატრიარქოში არსებული საშიშროება და, გარკვეულწილად, მოვლენებიც დააჩქარეთ. ამ გადმოსახედიდანციანიდის სკანდალისროგორ ანალიზს გააკეთებთ? 


- თუ 8 თებერვალს მოსაზრება გამოვთქვი, ხომ არ იყო პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის საშიშროება, მიმდინარე პროცესებმა ამაში დამარწმუნა. პროკურატურასაც მოვუწოდე, კვალიფიკაცია დააზუსტოს და ფორმულირება მისცეს პატრიარქის ლიკვიდაციის მზადებასთან დაკავშირებით. პერსონალია ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. ჩემი მიზანია, პატრიარქი და ეკლესია იყოს დაცული. 


- როგორ ფიქრობთ, მამა გიორგის მოტივი ამ შესაძლო დანაშაულში რა უნდა ყოფილიყო? 


- მოსაზრებების გამოთქმისას ვცდილობ, დაკავებული დეკანოზი ამ საქმეს პირდაპირი მნიშვნელობით არ მივაბა, რადგან მისი ვინაობა უკვე ვიცით და საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადასტურონ, რასთან გვაქვს საქმე. დეკანოზი პირდაპირაა ჩართული ამ საქმეში თუ ირიბად, არაა მთავარი, მნიშვნელოვანია, მის უკან ვინ დგას ან პატრიარქის ლიკვიდაციით დაინტერესებული პირები ვინ არიან. ჩემი ვარაუდით, ისინი ეკლესიის წიაღში, ეპისკოპატში არიან, რასაც ისტორიული კანონზომიერება ამტკიცებს. მაინტერესებს, გამოძიება როდის მივა სინოდამდე, იპოვის ადამიანებს და ამხელს მათ. 


- თუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ დეკანოზის უკან ჯგუფი დგას, ვისგანაც ელის ციხიდან გაყვანას და ჯერჯერობით ამიტომ დუმს? 


- ყველაფერი შეიძლება... ისიც, რომ თავს დაუცველად გრძნობს ან, შესაძლოა, რაღაც გაახმაურა და ჯერ გარეთ არ გამოსულა ეს ინფორმაცია, ან რაღაცას ელის, ან იმდენად მძიმეა პასუხი, რომ გასაჯაროებას თავს არიდებენ.

 

ნანახია - 711

Munji

2017-03-16 17:32:50

"პირველმა გავასაჯაროე მოსაზრება პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ"... რასაც ჯერ-ჯერობით არავინ ადასტურებს, არც პროკურატურა, არც საპატრიარქო.
ამბავს, რომელსაც არავინ ადასტურებს, ჰქვია ჭორი.
ესე იგი ეს ტიპი არამცთუ მალავს, ტრაბახობს კიდევაც, რომ გაავრცელა ჭორი!
მისმა მშობელმა უნდა თქვას გამზარდია შვილიო!

anti

2017-03-20 13:00:56

არავინ ადასტურებს, პიროვნულად, მაგრამ ადასტურებს ფაქტი!ე.ი არ არის ჭორი!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80