სახელმწიფო დაზღვევის საფეხურები ღარიბებიდან მდიდრებამდე
ეკონომიკა

სახელმწიფო დაზღვევის საფეხურები ღარიბებიდან მდიდრებამდე

სახელმწიფო დაზღვევის საფეხურები ღარიბებიდან მდიდრებამდე
ბექა დანელია

2017-03-18 09:00:14

საყოველთაო ჯანდაცვაში დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ გრძელდება. პროგრამის საბოლოო კლასიფიკაცია დაახლოებით ერთ თვეში უნდა მოხდეს. მანამდე გაირკვა, რომ ზოგიერთი კატეგორია საერთოდ ამოვარდა სახელმწიფო დაზღვევიდან, ზოგიერთს კი შეუმცირდა დაფინანსება.

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი დაყოფა და 6 ჯგუფი წარმოადგინა. ყველაზე მეტი ადამიანი 1,7 მლნ მიზნობრივ ჯგუფში შედის, რომელიც მოიცავს: 0-5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს.

ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების სრული მოცულობა და ემატებათ მედიკამენტების კომპონენტი. სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს პირველადი მოხმარების მედიკამენტები, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებების წამლები, დიაბეტის მეორე ტიპის მედიკამენტები, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ყოველთვიურად მოქალაქეებს ამ მედიკამენტებში სიმბოლური თანხების გადახდა მოუწევთ. ამასთან, ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ენიჭებათ პრივილეგია და აქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო (ზედნაშენი) პაკეტით.

ცვლილებები შეეხო მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც, რომელთა რაოდენობა 32 ათასია, ისინი საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ და მათ კერძო დაზღვევის შეძენა მოუწევთ. სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ისევ შეეძლებათ.

რაც შეეხებათ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, მათი დაფინანსება მცირდება. მათ ასევე არ ეძლევათ პრივილეგია, მიიღონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტი.

დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასევე უმცირდებათ სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთდროულად საყოველთაო ჯანდაცვითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება მიუხედავად შემოსავლისა. ამასთან, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, გარდა მაღალშემოსავლიანი პირებისა (წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარი და ზევით).

რაც შეეხება 6-დან 18 წლამდე მოზარდებს, მათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

„საყოველთაო ჯანდაცვა 2013 წელს დაიწყო. თავისი შინაარსიით ის მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელიც არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც სადაზღვეო ბაზარზეც. მონაცემთა 2013 წლის ბაზები საჭიროებდა განახლებას. ამ პროცესმა ბევრი რამ დაგვანახა. ერთი მხრივ, ანალიზმა საფუძველი მოგვცა, რომ მიგვეღო ახალი გადაწყვეტილებები, უფრო ხარჯეფექტური, ხარისხიანი და საჭიროებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისის მისაწოდებლად. მეორე მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან გამოიკვეთა მიღწევებიც და გამოწვევებიც, რომელიც უფრო თვალსაჩინო გახდა“, - განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მანვე „ზედნაშენის“ ცნება განმარტა: „თუკი მოქალაქეს რაღაც სერვისებს უფინანსებს სახელმწიფო, მათ შეუძლიათ შეიძინონ ისეთი პაკეტი, რასაც არ დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, პლუს შეუძლიათ თანაგადახდის დაფარვა, მაგალითად, საყოველთაო უფინანსებს 70%-ს, მათ შეუძლიათ იყიდონ პაკეტი, რომელიც დანარჩენ 30%-ს დააფინანსებს“, - განმარტა სერგეენკომ.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი შიშობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა, უარყოფით შედეგი გამოიღებს.

„ვიდრე კიდევ რამეს შეცვლიდნენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება ადამიანი ღარიბი არ არის, მაგრამ სამედიცინო ხარჯების წინაშე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი ყოველთვის უძლურია. ფაქტია, რომ ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები უარყოფითად შეეხო 100 000 ადამიანს - ისინი დაზღვევის გარეშე დარჩნენ. ხვალ მათ გულის ოპერაცია ან ონკოლოგიური მკურნალობა რომ დასჭირდეს, დაფინანსება არ ექნებათ. იმედია, აპრილში ისეთ ცვლილებებს გაატარებენ, რომ დამატებით უარყოფით შედეგებს აღარ მივიღებთ“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

ნანახია - 680

natali

2017-03-18 10:06:45

აი ესა დისკრიმინაცია.

ვინც ქვეყანაში მართლა რაღაცას ქმნის, ის დაჩაგრეთ. დაჩაგრეთ წესიერი ადამიანი, ვისაც ლეგალურად აქვს შემოსავალი. 40 000 ლარი რომ აქვს წელიწადში ოჯახს, ის მაღალი შემოსავალია და არალეგალურად რომ აქვს 80 000 ის დაბალი არა? თურმე ძალიან ცოტას ჰქონია 40 000 ლარზე მეტი. აბა ვინ ყიდულობს იმდენ ბინებს ქალაქში სუნთქვა რომ აღარ შეიძლება? წელიწადში 40000 ლარით შვილები შეინახო, პენსიონერი მშობლები შეინახო, ბინის კრედიტი იხადო....ის 3 ოთახიანი ბინა ქონებად რომ გეთვლება, იმის გადასახადი იხადო....და რომ დამჭირდეს (თქვენ დაგჭირდეთ), ბინა უნდა გავყიდო და ისიც არ მეყოს??? სულ 10000 კაცია ასე ლეგალურად ვისაც აქვს შემოსავალი 40000 ლარზე მეტიო და 2 კაცამდე უნდა დაიყვანოთ? თან ოჯახს რომ უთვლით მაგ შემოსავალს და პენსიასაც რომ უმატებთ, პირიქით ხომ არ უნდა გააკეთოთ? ერთს თუ აქვს შემოსავალი, ოჯახის წევრთა რაოდენობაზე ხომ არ უნდა გაყოთ და ისე დათვალოთ? ასე ხომ ახალგაზრდები აღარ დაქორწინდებიან? გერმანიაში მაგალითად, ქორწინების შეთხვევაში გადასახადები უნახევრდებათ. ჩვენთან პირიქით. რა ხდება????

ისე ნუ იზამთ, ნაცების შემდეგ მიტინგზე პირველი მე გამიყვანოთ.

natali

2017-03-18 10:07:49

ე.ი. ვიღაც ბაზრობაზე რომ დგას, არალეგალურად 40 000 კი არა, 80 000 რომ აქვს შემოსავალი, არაფერს არ იხდის, იმან უნდა ისარგებლოს და მე ვერა? იმისთვის ვიხადე გადასახადები? თუ რამე ზარალი ნახეს, მე უნდა ავუნაზღაურიო ბიუჯეტიდან და მე არაფრით არ უნდა ვისარგებლო?

ბატონო სერგეენკო! თქვენ მენეჯმენტი ვერ გასწიეთ, უსინდისო ექიმები ასარგებლეთ, (სხვათა შორის მე ამაზე თავიდანვე ვლაპარაკობდი), უპრაკუნოდ და უკონტროლოდ ხარჯეთ და მე დამსაჯეთ არა? დიიიდი მადლობა! აღარ მომწონხართ!!!!

ჩემნაირები ცოტანი ვართ არ გენაღვლებათ ჩვენი პროტესტი ხომ? მთელს მსოფლიოში იმას ცდილობენ, რომ ჩემნაირები გამრავლდნენ და ბევრნი იყვნენ ქვეყანაში, თქვენ კი.....

ხოდა იცით რა? თქვენს ჯინაზე აქამდე არ დამჭირვებია არც ექიმი და არც გადაუდებელი თუ გადადებული დახმარება. კაჟივით ჯანმრთელები ვართ მთელი ოჯახი. არც დამჭირდება. იცით რატომ? იმიტომ რომ უფალი დიდია!!!!!

natali

2017-03-18 10:09:18

arichopra 2
2017-03-16 19:15:03
მაგას ჯობდა წერილის შეთხზვას შედგომოდი...!
-----------------------------

რა წერილის? აბუჩად რომ გვიგდებს სტრასბურგი,ის? რომ ქონება დაუბრუნდეს ხალვაშს? რატომ მივწერო? იმან მისწეროს, ვისაც რამე გააჩნია და ეშინია მერე მის ქონებასაც არ დაემუქროს საშიშროება. მე არაფერი გამაჩნია ამ ქვეყანაზე. მე ვერ ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა ჩემიცაა. აქ ბევრჯერ გვქონია კამათი, ჯარი სავალდებულო უნდა იყოს თუ არა.

ერთ ნაწყვეტს გადმოვაკოპირებ ჟორდანიას წიგნიდან "დემოკრატია"--

დემოკრატიის ძირითადი პოლიტიკური პრინციპია თავისუფლება, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური. მაგრამ თავისუფლების ტენდენციაა შექმნას მოქალაქეთა ნივთიერი უთანასწორობა, გააბატონოს ეკონომიურათ ერთი მეორეზე, ღარიბი გააღარიბოს, მდიდარი გაამდიდროს. ასეთ პირობაში ხალხი აღარ არის დაინტერესებული დემოკრატიის შენახვასა და დაცვაში და მისი სუვერენობა ეცემა. თავისუფლება სპობს დემოკრატიას. ცხადია, დემოკრატიის მიუცილებელი საფუძველია არა ყოველნაირი თავისუფლება, არამედ თავისუფლება განსაზღვრული, რომლის ასპარეზი იფარგლება მოქალაქის და საზოგადოების ინტერესებით. ეს საზღვარია მოქალაქეთა ეკონომიური თანასწორობა, პიროვნების ნივთიერი დამოუკიდებლობა, რომლის ჩარჩოში ადამიანი თავისუფლათ მოქმედებს. დემოკრატიის პრინციპია თავისუფლება და თანასწორობა. აქედან მძიმე პრობლემა: ამ ორი პრინციპის შეთავსება პოლიტიკაში ისე, რომ მათ ერთიმეორე არ მოსპონ და მით დემოკრატია არ დაანგრიონ. თუ თავისუფლების ტენდენციაა თანასწორობის დანგრევა, თავის მხრით თანასწორობის ტენდენციაა თავისუფლების მოსპობა ან მისი მინიმუმამდე დაყვანა და მთელის, საზოგადოების და მისი მართველობის, მოქალაქეზე გაბატონება. დემოკრატიის ძირითადი პრინციპი ილახება, დემოკრატია ეცემა. კერძო და საზოგადო ინტერესების შეთანხმება, მაშასადამე, არის საგანი ყველა დემოკრატიული უფლებრივი ნორმის. ეს ასე ესმოდათ ძველათ დემოკრატიის ყველა კანონმდებელთ და მის საფუძველზე აშენებდნენ ხალხურ წყობილებას.

natali

2017-03-18 10:09:40

პრიმიტიული დემოკრატია, როგორც უკლასო, შინაგან სოციალურ ბრძოლას მოკლებული, ამ პრობლემას სჭრიდა თავისთავათ, ბუნებრივათ. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთმა წერილობითმა საბუთმა ასეთი დემოკრატიისა, საიდანაც ნათლად სჩანს მისი სოციალური აგებულება. ეს საბუთია დაბადება, მოსეს ხუთი წიგნი, რომელშიაც თავმოყრილია ე/ბ/რ/აელთა დემოკრატიის ძირითადი კანონები. ამ საზოგადოებაში ბატონობდა მაღლა ღმერთი, დაბლა ხალხი, თემებათ დაყოფილი. თემი ირჩევს თავის მეთაურთ, საკითხები წყდება თემის ყრილობაზე. სიმდიდრის მთავარი წყარო მიწა დაყოფილია თემთა შორის, თემში ოჯახთა შორის. ეს თანასწორ ადამიანთა პირველი სახელმწიფო წყობილება აგებულია შესაფერ სოციალურ კანონმდებლობაზე. ათი მცნება უკრძალავს ე/ბ/რ/ა/ელს „ისურვოს ცოლი მოყვასისა მისისა, სახლი მოყვასისა მისისა, ნუცა მიწისა მისისა, ნუცა ხარისა მისისა, ნუცა ვირისა მისისა, ნუცა ქონებისა მისისა“. ღმერთი ეუნრბა მოსეს: „მიწის სამუდამოთ გაყიდვა არ შეიძლება, რამეთუ მიწა ჩემია, თქვენ კი მოსულნი და დაბინავებულნი ხართ ჩემსას. თუ ძმა შენი გაღარიბდა და გაყიდა თავისი მიწა, მივიდეს მისი უახლოესი ნათესავი და გამოიყიდოს იგი. და თუ ასეთი ნათესავი არ აღმოჩნდა, იუბილეის წელს მიწა მუქთათ დაუბრუნდეს გამყიდველს“. ხოლო ასეთი ყველას გამათანასწორებელი იუბილეი იმართებოდა 50 წელში ერთხელ. ამ კანონს ექვემდებარებოდა სოფლის შენობებიც. აკრძალული იყო ე/ბ/რ//აელის დამონება ან დაყმობა და თუ ვალის გასასტუმრებლათ ასეთ ზომას მიმართავდა, პატრონი ვალდებული იყო მეშვიდე წელს მას ან ყმათ შესული უსასყიდლოდ გაენთავისუფლებია და თან მისი ნამუშევრის ერთი ნაწილი გაეტანებია.

natali

2017-03-18 10:09:56

ამავე სოციალურ გეზს მისდევდა კლასიკური დემოკრატია. მონტესკიო სწერს:

„ძველ რესპუბლიკათა დაამარსებელნი თანასწორათ ყოფდნენ მიწას. ამით ხალხი ძლიერდებოდა და მით კარგათ მოწესრიგებული საზოგადოება დგებოდა. ეს ქმნიდა ძლიერ მ ხ ე დ რ ო ბ ა ს ა ც,!!!!!!!!!!!!!!!! ვინაიდან თვითეულ მოქალაქეს ქონდა თანასწორი ინტერესი და დიდი ინტერესიც დაეცვა სამშობლო“. ------------- (გაიგეთ?)


როგორც კი ასეთ საზოგადოებაში მიწის მობილიზაცია გაძლიერდებოდა და უმამულო ხალხი მრავლდებოდა, დემოკრატიის გადასარჩენათ ხდებოდა მიწის რეფორმები, დარღვეული მიწათმფლობელობის წონასწორობის აღდგენა (სოლონი, ლიკურგი და სხვ).

ამნაირათ, დემოკრატიის პოლიტიკური პრინციპია თავისუფლება, სოციალური პრინციპია - თანასწორობა; ამათ შორის გამართულია მუდმივი შუღლი და ბრძოლა. დემოკრატიაში რაც უფრო მეტი გავლენა აქვს შეძლებულთ, მითუ ფრო მეტია თავისუფლება და ნაკლები თანასწორობა; და პირიქით, რაც მეტი გავლენა აქვთ ღარიბ ხალხს, მითუ უფრო მეტია თანასწორობა და ნაკლები თავისუფლება. პირველი მდგომარეობა ქმნის გარდამავალ საფეხურს ოლიგარქიისაკენ, მონარქიისაკენ და სხვ., მეორე კი ტირანიისაკენ: ყველა ტირანი ხალხისაგან გამოვიდა, დემაგოგიით გაბატონდა. ორივე ამ მდგომარეობას გზას უჭრის თავისუფლების და თანასწორობის შეხამებულათ შეტვისება და მკვიდრი პოლიტიკური წესებით დამაგრება. ამ წესების შემუშავება და შენახვა შეუძლია მხოლოდ დემოკრატიას. ე.ი. დემოკრატიის არსებობა მათი არსებობის წინასწარი პირობაა. ჯერ დემოკრატია, შემდეგ თავისუფლება და ტანასწორობა. მაშასადამე, დემოკრატიის დამახასიათებელი ატრიბუტი ეს ორი დებულება არ არის.

natali

2017-03-18 10:13:15

და მართლაც, თავისუფლება შეიძლება იყოს დემოკრატიის გარეშეც. ლიბერალების რეჟიმი თავისუფლების რეჟიმია. ასევეა თანასწორობა. დესპოტიაში ყველა თანასწორია უუფლებობით; საბჭოთა ქვეყანაში მთელი ხალხი ყოველ მხრივ გათანაბრებულია სიღატაკეში და მორჩილებაში. ცხადია მხოლოდ თვით დემოკრატიის მიერ დამყარებული თავისუფლება და თანასწორობა შეიძლება იყოს ხალხური, დიდი უმრავლესობის ინტერესების და აზრების გამომხატველი. ხოლო დემოკრატია არსებობს იქ, სადაც თვითეული მოქალაქე არის ერთ და იმავე დროს სუვერენი და ქვეშევრდომი, ბრძანებელი და ბრძანების ამსრულებელი.ის, როგორც სუვერენი, კანონმდებელია, აღმასრულებელია, მოსამართლეა; როგორც ქვეშევრდომი - კანონის მორჩილია, განჩინების და სასჯელის მიმღებია. სადაც ასეთი წყობილება არსებობს, იქ თავისუფლების და თანასწორობის საკითხი ღებულობს ხალხურ ხასიათს. აქ თავისუფლება არ ნიშნავს მოქალაქის უფლებას  - აკეთოს რაც მოეპრიანება. არც თანასწორობა ნიშნავს მოქალაქის ქონებრივი უფლების აყრას და ძალით, მექანიკურათ მათ გათანაბრებას. ეს იქნებოდა არა დემოკრატიზმი, არამედ ბოლშევიზმი. ანტიდემოკრატიულ ქვეყანაში თავისუფლების შეკვეცა წარმოებს მუდამ ხალხის საწინააღმდეგოთ, დემოკრატიაში კი - ხალხის სასარგებლოთ. დემოკრატიული ათინის კანონმდებლობით აკრძალული იყო თავსდასხმა ორ უზენაესობაზე: მაღლა ღმერთზე და დაბლა დემოკრატიულ წყობილებაზე.

მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვა ეკონომიურ და პოლიტიკურ სფეროში ხალხის სუვერენობის გადასარჩენათ და უზრუნველსაყოფათ დემოკრატიის არსებითი პოლიტიკაა. დემოკრატიის მიუცილებელი ატრიბუტი თავისუფლებაა, მარა არა იმდენი რომ მან შესჭამოს მშობელი დედა.

natali

2017-03-18 10:18:10

აი ესენი კი როგორ კანონებს იღებენ? რამდენიმე ძალიან მდიდარია, უმრავლესობა ძალიან ღარიბი. ხოლო ის უმნიშვნელო რაოდენობა, ვინც უბრალოდ ძალიან ღარიბი არაა, თორემ სულაც არაა მდიდარი, ისიც სიღარიბისკენ მიჰყავთ.

სულ ტყუილად მომწონდა ეს სერგეენკო. ვერ ყოფილა წინდახედული კაცი.

natali

2017-03-18 11:24:40

არა რაააა....რაც მეტს ვფიქრობ, მით მეტად ვიშლები ნერვებზე. თქვენ ნამდვილად გადარევთ ხალხს. თან ეს საქართველო ძალიან პატარაა და ყველამ ვიცით ვინ რით სუნთქავს. ე.ი ვიღაცამ, რომელსაც არალეგალური შემოსავალი აქვს ჩემზე 3-ჯერ მეტი, ჩემს მეზობლად რომ 3-ჯერ ჩემზე დიდი ბინა იყიდა, მაგრად გაარემონტა(მე ვერ გამირემონტებია), მისი მკურნალობის ფული მე უნდა გადავიხადო, და მე თვითონ რომ დამჭირდეს, ვერ უნდა ვისარგებლო ჩემივე შევსებული ბიუჯეტიდან?

ძალიან, ძალიან მაგრად გავბრაზდი და დამიჯერეთ, იმხელა გავლენა კი მაქვს ჩემს ნაცნობებ-მეგობრებში და ისინი ძალიან ბევრნი არიან, რომ ყველამ ხელი ჩაიქნიოს თქვენზე. მათ შორის იმ არალეგალურშემოსავლიანმაც და იცით რატომ? არც იმას არ უნდა არალეგალურად ჰქონდეს შემოსავალი, უბრალოდ ჩემზე ჭკვიანია და ჩემზე ჭკვიანურად ახერხებს ამას. იმიტომ რომ ღირსები არ ხართ იხადოს გადასახადები.მაგრამ სურვილიიმისა, რომ წესიერად იცხოვროს და ქვეყანას დაეხმაროს ფეხზე წამოდგომაში, ყველას აქვს. უბრალოდ ამის ხალისი უნდა გქონდეს. თქვენ კი პირიქით, ამის ჩაკვლას ცდილობთ მოსახლეობაში.
რატომ? ნეტავ მხოლოდ უტვინობით მოგდიოდეთ ეს და არა განზრახ. ამის დაჯერება ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ მინდა.
სამართლიანობა კი არა ძალიან დიდ უსამართლობას სჩადიხართ თქვენ! მიშა არაკანონიერად სჩადიოდა უსამართლობას. თქვენ კანონებს იღებთ უსამართლოს. გადუჯოკრეთ რაააა.

დომნა

2017-03-18 13:44:53

ვამბობდი რომ უფასო არაფერი არ უნდა იყოს მეთქი წიგნები, სკოლა-ბაღები, დაზღვევები, მაგრამ აბა ვინ ისმინა, ასევე არ შეიძლებოდა პრემიების უპრაგუნოდ გაცემა მანამ ქვეყანა ოდნავ მაინც არ წაიწევდა წინ ეკონომიურად. შეიძლებოდა ჩარევა ნაწილობრივი დაფინანსებით სახელმწიფო მხრიდან, მაგრამ ასე ბიუჯეტზე საბალახოდ მიშვება, რომ ქვეყნის დაამუხრუჭებდა ნამდვილად უნდა სცოდნოდატ. ახლა კი მიედ მოედებიან და ვინ იცის სად გაუტევენ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80