როდის გამოიგონეს „ვიკიპედია“
სხვადასხვა

როდის გამოიგონეს „ვიკიპედია“

როდის გამოიგონეს „ვიკიპედია“
for.ge

2017-03-18 09:58:24

ვიკიპედია - ეს არის უნივერსალური ენციკლოპედია, რომელიც თავისუფლად ვრცელდება ინტერნეტის მსოფლიო ქსელში. ენციკლოპედიის სტატიები იქმნება მსოფლიოს მრავალ ენაზე ავტორთა კოლექტიური შრომით.

მონაცემების მოცულობითა და  თემატიკური მრავალფეროვნებით  ეს ყველაზე სრული ენციკლოპედიაა აქამდე არსებულ მსგავს ნაშრომებთან შედარებით. ინტერნეტის ნებისმიერ  მომხმარებელს შეუძლია ესტუმროს ვიკიპედიას და იპოვოს და წაიკითხოს მისთვის სასურველი სტატია, ხოლო შეცდომისა და ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევაში, „რედაქტირების“ ღილაკზე დაჭერით შეასწოროს შეცდომა,   დაამატოს ინფორმაცია ან დაწეროს ახალი ნაშრომი.

ვიკიპედიის წინამორბედი იყო „ნუპედია“ - ენციკლოპედიის პროექტი ინგლისურ ენაზე, სადაც რეალიზდებოდა თავისუფალი ინფორმაციის პრინციპი.

იმისათვის, რათა შეევსოთ ენციკლოპედია, ნუპედიის შემქმნელებმა - ლარი სენგერმა და ჯიმი უეილსმა გახსნეს საიტი „ვიკიპედია“. ეს  მოხდა 2001 წლის 15 იანვარს. მას შემდეგ ენციკლოპედიის რედაქტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიო ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს.

ვიკიპედიამ თავისი სახელი მიიღო მისი რეალიზაციისთვის გამოყენებული ტექნოლოგია „ვიკისაგან“. ჰავაიურ  ენაზე ამ სიტყვის მნიშვნელობაა  „ჩქარა“.

 

 

ნანახია - 270

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80