„პრეზიდენტი იმაზე დაყრდნობით უნდა აირჩიონ, კონკრეტულ კანდიდატს ცხოვრების როგორი გზა აქვს გავლილი“
პოლიტიკა

„პრეზიდენტი იმაზე დაყრდნობით უნდა აირჩიონ, კონკრეტულ კანდიდატს ცხოვრების როგორი გზა აქვს გავლილი“

„პრეზიდენტი იმაზე დაყრდნობით უნდა აირჩიონ, კონკრეტულ კანდიდატს ცხოვრების როგორი გზა აქვს გავლილი“
თეონა მანაგაძე

2017-03-20 09:00:59

საქართველოში, 2018 წლის შემდეგ, ქვეყნის პირველ პირს ამომრჩევლის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანო აირჩევს, თუმცა რა ფორმით და ვისთან ერთად, ამის თაობაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მსჯელობს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით გაუქმება მოითხოვა.

თუ როგორ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, ამის თაობაზე for.ge კონსტიტუციონალისტ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტისა და დელეგატების მიერ სთავაზობთ. for.ge- ინფორმაციით, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნებათქვენს იდეას გაიზიარებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესაბამისი ინიციატივის მომზადების სურვილი გამოთქვა. შეგიძლიათ, განგვიმარტოთ, თქვენი წინადადება რას გულისხმობს?

- ჩემი წინადადება იტალიურ მოდელს ეფუძნება, სადაც პრეზიდენტს ე.წ. ამრჩევთა კოლეგია ირჩევს, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, პარლამენტის 150 წევრისგან და წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეული იმდენივე დელეგატისგან შედგება. რომელ წარმომადგენლობით ორგანოებს ვგულისხმობ? - ეს შეიძლება როგორც აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოები იყოს, ასევე სხვა საკრებულოების გაერთიანებათა მიერ არჩეული დელეგატებიც იყვნენ. ეს ყველა ერთად 150 უნდა იყოს და რომელ გაერთიანებას რამდენი დელეგატის არჩევის უფლება მიეცემა, ეს იმის პროპორციულად განისაზღვრება, ამ გაერთიანებაში რამდენი ამომრჩეველიც არის. დელეგატების არჩევისას დაცული უნდა იყოს საკრებულოთა გაერთიანებაში პარტიული წარმომადგენლობის პროპორცია და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტს 300 კაცი აირჩევს.

ხმათა რა უმრავლესობით?

- მხარს დავუჭერდი იმას, რომ პირველი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვალოს ის, ვინც ხმათა კვალიფიციურ უმრავლესობას მიიღებს, რაც შეიძლება იყოს 3/5 ან 2/3. თუ ხმათა ამ რაოდენობას ვერავინ მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს, ხოლო მათ შორის გამარჯვებული დელეგატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერით გამოვლინდება.

საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა როგორ და ვის მიერ მოხდება?

- აქ იმ გზით უნდა წავიდეთ, რომ კანდიდატები თავად დელეგატებმა წარადგინონ, თუმცა იმისათვის, რომ კანდიდატთა რაოდენობა ძალიან დიდი არ იყოს, საკმარისი იქნება, თუკი კანდიდატთა წარდგენის უფლება დელეგატთა 1/4-ზე მეტს ან 1/5-ზე მეტს ექნება. ასეთ შემთხვევაში, წარდგენილი სამ კანდიდატზე მეტი ვერ იქნება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ოთხზე მეტი. ალბათ, საკმარისი იქნება, საპრეზიდენტო კანდიდატი 1/5-მა წარადგინოს. მნიშვნელოვანია, რომ დელეგატებმა არჩევნები ისე ჩაატარონ, კანდიდატების თაობაზე პოლიტიკური დებატები წინასწარ არ გაიმართოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარდგენილი კანდიდატები საზოგადოებისთვის იმდენად ცნობილი უნდა იყვნენ, რომ დამატებითი კითხვების დასმა საჭირო აღარ უნდა იყოს. ისიც უნდა გავითვალიწინოთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით, საპრეზიდენტო კანდიდატს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმისა, რომ თავისი პროგრამა წარადგინოს, რადგან ის არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების ბერკეტებს არ ფლობს. შესაბამისად, ის საზოგადოებას ამის მსგავსს ვერაფერს შესთავაზებს.

პარლამენტმა და ე.წ. ამრჩევთა კოლეგიამ პრეზიდენტი იმაზე დაყრდნობით უნდა აირჩიონ, კონკრეტული კანდიდატი თუ რას წარმოადგენს, მას ცხოვრების როგორი გზა აქვს გავლილი და რამდენად შეიძლება, მას ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ჩააბარო.

საპრეზიდენტო კანდიდატი რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?

- კომისიის ფარგლებში ორ საკითხზე შევთანხმდით. კერძოდ, პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზი 45 წლამდე გაიზარდება და კანდიდატი არანაკლებ 45 წლის უნდა იყოს. ასევე პრეზიდენტი პარტიის წევრი არ უნდა იყოს. ანუ, როცა პირი პრეზიდენტი გახდება, მან პარტია უნდა დატოვოს. იმაზეც იყო საუბარი, რომ კონსტიტუციაში საპრეზიდენტო კანდიდატის ბინადრობის ცენზთან დაკავშირებით ჩაიწეროს, რომ კანდიდატს საქართველოში ნაცხოვრებელი 15 წელი მაინც უნდა ჰქონდეს. ანუ, კონსტიტუციიდან „ბოლო ამდენი წელი“ უნდა ამოვიღოთ. ვინაიდან, პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით ხდება, პოპულიზმის საფრთხე ნაკლებია. შესაბამისად, შესაძლებელია, ეს ამოღებული იქნეს.

რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი პარტიებს შორის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს?

- ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის ვაჭრობის საგანია ამომრჩევლებს შორის თუ პარტიებს შორის. თავისთავად ვაჭრობა ცუდი არ არის, რადგან ჩვენ სისტემატურად ვვაჭრობთ, როცა პროდუქტს და რაღაცეებს ვყიდულობთ. ანუ, ვაჭრობა ცუდი არ არის. ვაჭრობა უარყოფით კონტექსტში მაშინ მოიხსენება, როცა არაკეთილსინდისიერი გარიგება ხდება. ისეთი ვაჭრობა კარგია, რომელსაც მხარეებისთვის სარგებლობა მოაქვს. იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიმპათიები უფრო სწორად იქნას გათვალისწინებული, უმჯობესია, პრეზიდენტს კოლეგიაც ირჩევდეს და არა მხოლოდ პარლამენტი. ამ თვალსაზრისით უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკრებულოთა არჩევნები პარლამენტის არჩევნებიდან ერთი-ორი-სამი წლის შემდეგ ტარდება. შესაბამისად, იმ საკრებულოებში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმადგენლობა პარლამენტის შემადგენლობიდან განსხვავებული იქნება. ამ კუთხით, გაზავებული სურათი გვექნება.

ქართულ პოლიტიკურ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ საპარლამენტო ბარიერს ორი-სამი პარტია ლახავს და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია თვითმართველობებშიც. შესაბამისად, ეს საკითხი მრავალპარტიულობასთან კავშირში არ არის?

- პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესის შემოღება და ობიექტური სურათის მიღება არსებითად საპარლამენტო არჩევნების წესს უკავშირდება. ანუ, პარლამენტის არჩევნების სისტემაც ისეთი უნდა იყოს, რომელმაც საზოგადოების ადეკვატური წარმომადგენლობა უნდა უზრუნველყოს. როცა ვსაუბრობთ მხარი რომელ მოდელს დავუჭიროთ, პარლამენტის არჩევნების და პრეზიდენტის არჩევის წესი ერთად უნდა განვიხილოთ.

ანუ, თუ პრეზიდენტის არჩევა არაპირიდაპირი წესით მოხდება, უმჯობესია, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს, რომლის საშუალებითაც შანსი ჩნდება, რომ პარლამენტში უფრო მეტი პარტია მოხვდეს?

- პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს, ოღონდ, არა ხუთპროენტიანი ბარიერით, არამედ სამი პროცენტიანით. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი საარჩევნო ბლოკების შექმნა აკრძალული იქნება. აუცილებელია, ამ დროს საარჩევნო ზღრუბლის დაწევა მოხდეს. ამ კონტექსტში, საპრეზიდენტო არჩევნების ამ მოდელის მიღება შესაძლებელია და ეს კარგს სურათს მოგვცემს. თუ არსებული საარჩევნო სისტემა იქნება შენარჩუნებული და თან მაღალი საარჩევნო ზღურბლით, მაშინ პრობლემა ისევ წარმოდგენილი იქნება, ორი-სამი პარტია იარსებებს და არა - მეტი.

ნანახია - 1320

გებელსი

2017-03-20 09:35:24

აღარ დაანებებინებთ თავს ამ კაცს კონსტიტუციაზე მუშაობას?რამდენი კონსტიტუციაც შეიცვალა ყველას განხილვაში იღებს მონაწილეობას. ყველა ცვლილებაში თავკაცია , ახალი მთავრობა მოვა ახალად მოარგებს კონსტიტუციას .ხოლო ძველი აღარ მოსწონს , რა ხდება რა ჯანდაბაა, აღარ აქვს დასასრული?გავბედოთ და მივიღოთ ნორმალური კონსტიტუცია ,რომელიც არასდროს შესაცვლელი აღარ იქნება

natali

2017-03-20 10:20:06

უკვე გული მერევა ამდენ სიბინძურეზე.

მარჯანიშვილის მეტროსთან გარე მოვაჭრეები აყარეს. ხალხს უხრია.:))))))))მე კი ვბრაზდები!

კი მაგრამ, სად იყავით ამდენ ხანს? ძლივს აყარა მიშამ ეგენი, რას ჰგავდა ქალაქი, ხალხი სახლებში ვერ შედიოდა და დიდი უკმაყოფილების მიუხდავად აყარა.
მერე რატომ მიუშვით? რატომ და ვიღაც მაგათ კრიშავდა და ფულს აკეთებდა არა?თქვენ ხალხი დებილები ხომ არ გგონიათ? ვინ რით სუნთქავს, ყველა ყველაფერი იცის. კარგია რომ გაწმინდეთ, მაგრამ ხომ არ დაგაგვიანდათ?

ან ეს ნახეთ

http://www.palitravideo.ge/yvela-video/skhvadaskhva/84432-sad-midis-fuli-romelsac-metroshi-qvelmoqmedebis-sakhelith-agroveben.html

ახლა ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ამათა ვიღაც კრიშავს და მასთან მიდის ფული. რას მიკეთებთ? ჟურნალისტებმა უნდა გამოიძიონ?????

natali

2017-03-20 12:08:53

ხოდა ამათ ვინც კრიშავთ, ჩემზე 10-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, სასახლეები ქონებად არ ეთვლებათ და გადასახადს არ იხდიან, მე კი გაურემონტებელი 3 ოთახი მეთვლება ქონებად.არავინ ეკითხება, შემოსავალი თუ არ გაქვს, ამხელა სახლები და ძვირადღირებული მანქანები საიდანო. ამათ ბიუჯეტში კაპიკი არ შეაქვთ, მე ვიხდი ბლომად, ამან უნდა ისარგებლოს საყოველთაო დაზღვევით და მე ვერა.
გენაცვალეთ სამართლიანობაში!!!!!

natali

2017-03-20 12:16:20

გალარების პროგრამის ფარგლებში, 5092 მსესხებლის მიერ 71 მლნ დოლარის მოცულობის სესხი გალარდა
--------------
დოლარზე 20 თეთრი, ანუ 14 მილიონი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ბანკების ჯიბეში. გილოცავთ ბანკებო!!!!

მ ა რ ე

2017-03-24 13:02:34

სათაურში გამოტანილი ფორმულირება არ არის სრულყოფილი. უნდა იყოს ასე:

"პრეზიდენტი იმაზე დაყრდნობით უნდა აირჩიონ, კონკრეტულ კანდიდატს როგორი გზა აქვს გავლილი და რამდენად მრავალფეროვანია მისი სექსუალური ცხოვრება“

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80