„მოქალაქეებს უნდა ვთხოვოთ, რომ ვიზალიბერალიზაციას პასუხისმგებლობით მიუდგნენ და კრიტერიუმები არ დაარღვიონ“
პოლიტიკა

„მოქალაქეებს უნდა ვთხოვოთ, რომ ვიზალიბერალიზაციას პასუხისმგებლობით მიუდგნენ და კრიტერიუმები არ დაარღვიონ“

„მოქალაქეებს უნდა ვთხოვოთ, რომ ვიზალიბერალიზაციას პასუხისმგებლობით მიუდგნენ და კრიტერიუმები არ დაარღვიონ“
თეონა მანაგაძე

2017-03-20 14:00:19

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, 28 მარტიდან ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას ვიზის გარეშე, მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით შეძლებენ, რომელიც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გრძელვადიან ვიზიტებს არ შეეხება, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღებას ან დასაქმებას. აღსანიშნავია, რომ მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება.

საქართველო თუ რამდენად მომზადებული ხვდება ისტორიულ დღეს, ამის თაობაზე for.ge ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ვიქტორ დოლიძე ესაუბრა:

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას 28 მარტიდან დაიწყებენ. რას ურჩევდით, მოქალაქეებს?

- ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან კამპანიას ვაწარმოებთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კამპანია დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც, რეგიონებში მოსახლეობას ვხვდებით, მათ ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდით და ვახსენებთ, უვიზო მიმოსვლის დროს რა ხდება, როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ - არა. საზღვრის კვეთას ვერავის ვერ შევუზღუდავთ, მაგრამ მესაზღვრეებსა და პოლიციას შეუძლიათ, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, კარგი როლი ითამაშონ და მოქალაქეები საჭირო დოკუმენტაციაზე გამოკითხონ, რათა მათ ევროპის საზღვარზე პრობლემები არ შეექმნათ. კერძოდ, აქვთ თუ არა სადაზღვევო ბარათი, გააჩნიათ თუ არა ნაღდი ფული ან ბარათზე შესაბამისი თანხა და ა.შ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვთხოვოთ, რომ ამ თემას პასუხისმგებლობით მიუდგნენ და ის კრიტერიუმები არ დაარღვიონ, რაც მიმოსვლას ეხება. ამის დიდი იმედი მაქვს.

საქართველოს უვიზო მიმოსვლა ისრაელთანაც აქვს, თუმცა საზღვარზე შესვლა რთულია და როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს უკან აბრუნებენ. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში, რამდენად მარტივი იქნება ევროპული საზღვრის გადაკვეთა?

- ზოგ შემთხვევაში, საზღვრის გადაკვეთა მარტივი იქნება, ზოგ შემთხვევაში - არა. სწორედ ამიტომ გვინდა, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა ჰქონდეთ და რა - არა. თუკი მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტიდან დაწყებული სადაზღვევო ბარათით დამთავრებული ყველაფერი წესრიგში ექნება, მიმოსვლის რეჟიმს არ დაარღვევს და ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღეზე მეტი არ გაჩერდება, რა თქმა უნდა, მას პრობლემა არ შეექმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრობლემები შეექმნება და შესაძლოა, ის საზღვრიდან გამოაბრუნონ, ან მიმოსვლა ხუთი წლის ვადით შეეზღუდოს, ისევე როგორც 3000 ევროიანი ჯარიმა დაეკისროს.

ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებენ საქართველოში რეადმისირებული და დეპორტირებული მოქალაქეები?

- ყველას შეეხება, მაგრამ გააჩნია, რა შემთხვევაში. თუკი პირი მძიმე დანაშაულის გამო დეპორტირებული ან ექსტრადირებულია, ბუნებრივია, ის უვიზო მიმოსვლით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუკი საუბარია იმაზე, რომ პირმა მიმოსვლის რეჟიმი 10-15 წლის წინ დაარღვია და ხანდაზმულობის ვადა გასულია, შესაძლოა, მან ვიზალიბერალიზაციით ისარგებლოს. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს. შესაძლებელია, გამგზავრების უფლება რომელიმე პრობაციონერს ჰქონდეს, რომელიმეს - არა. მთავარია, მოქალაქეებმა დოკუმენტაციის საკითხი, კრიტერიუმები და ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას თან .. შეჩერების მექანიზმი ახლავს. ეს წესი რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული და ამ მიმართულებით ქვეყანას საფრთხე თუ ემუქრება?

- თუკი ევროკავშირის ქვეყნებს ე.წ თავშესაფრის მაძიებლები მიაწყდებიან, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას მასიურად არ ველოდები, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედის და იმ ქვეყნების რაოდენობა იზრდება, რომელთათვის საქართველო საფრთხის შემცველი უკვე აღარ არის. ამ შემთხვევაში, ე.წ. თავშესაფრის მაძიებლებს ნაკლები შანსები აქვთ. კრიმინალზე საუბარი არც მაქვს, რადგან კრიმინალი საქართველოშიც დასჯადია და ევროკავშირის ზონაშიც.

რაც შეეხება რუსეთს, ვიზალიბერალიზაციის ფონზე, მოსკოვის კიდევ უფრო გააქტიურებას და მისი მხრიდან საფრთხეების შექმნას ელოდებით?

- რუსეთი გააქტიურებულია და ყოველდღიურად, რაღაც ახალ სიურპრიზს გვთავაზობს, ეს იქნება სამხედრო-პოლიტიკური თემები, მილიტარიზაცია თუ სარაკეტო დანადგარებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს საკმაოდ დესტრუქციული ნაბიჯებია. საქართველოს პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმოების გზა დარჩენია, რასაც ვაწარმოებთ კიდეც. სამწუხაროდ, ამის გარდა, სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. არანაირი მილიტარიზაცია, არანაირი ჩაკეტილობა და წნეხი არ უშველის იმას, რასაც რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი მოქალაქეების მიმართ აკეთებს. შესაძლოა, მას ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდეს, რადგან მსოფლიო ისტორიამ გვასწავლა, რომ ამგვარი ჩარაზული და ჩაკეტილი პოლიტიკა კარგს არაფერს არ იძლევა. პირიქით, მეტი კონტაქტი და მეტი ინტეგრაცია უნდა იყოს. ჩვენ დასაბრუნებელი მარტო მიწები არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი ხალხი გვყავს დასაბრუნებელი და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაპირებთ.

თქვენ აცხადებთ, რომ აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებთ და ინტენსიურად მუშაობთ, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებაში, საერთაშორისო არენაზე არ აქტიურობთ და ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან მავნებლობაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია თქვენგან უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს...

- საპარლამენტო ოპოზიცია იმიტომ არსებობს, რომ გვაკრიტიკონ, გამოგვაფხიზლონ და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი, მაგრამ მათ ამ ამბავში ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ისევე როგორც სხვა ამბებშიც. ჩვენი აქტიურობა, ჩვენი პოლიტიკა და თითოეული ნაბიჯი საკმაოდ ნათელია გარეთ - ბრიუსელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, პარიზში თუ ბერლინში. უკვე აღარ ვიცი, რაღა უნდა დავამატოთ?! ძალიან მადლიერი ვიქნები, თუკი რომელიმე ოპოზიციონერი რაიმე ღირებულს გვეტყვის და გვირჩევს, მეტი კიდევ რა უნდა ვაკეთოთ. შეუძლიათ, პირდაპირ მოგვმართონ და გვირჩიონ. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ძალამ ანგარიშის გაგზავნა მომთხოვა, რა ვაკეთეთ და რა გეგმები გვაქვს. შეუძლიათ, იმ სქელკანიან დოკუმენტს ჩაუღრმავდნენ, თუ რა იყო გაკეთებული და რა გეგმები გვაქვს. მზად ვარ, ამ საკითხზე დიალოგი გავმართო.

 

ნანახია - 1168

მ ა რ ე

2017-03-20 15:00:50

ძალიან ბევრი იკითხავს მალე - ნეტა, რა გვიხაროდაო?:)

papa

2017-03-21 13:30:25

მარე
გამარჯობა
შენ მაქედან ანტიდასვლურ პროპაგანდას(ანუ ლებერალების დასკვნით პრორუსულ),,ნუ ატარებ,,
სჯობია ამათ თავები თვითონ დაიხეთქონ და მაქამდე თვითონ მივიდნენ--- მასე უფრო კარგად გაიგებენ
ხოოდა ვინც შენ ანტიდასავლელს დაგიძახებს(ან ნატალის) ის სიკეთეები სუ იმათიც იყოს
ხოო მართლა ტრამპი მომიკითხე ტრამპი(ჩემი ბრატიშკა).....მხოლოდ ეგღა თუ გვიშველის ჩვენ.

papa

2017-03-21 13:42:21

მარე

ნაწყვეტი დათო მაღრაძის ინტერვიუდან



"ისევ შეერთებულ შტატებს რომ დავუბრუნდე, ის არის დღევანდელი სამყაროსთვის ტენდენციის მიმცემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. მაგრამ რაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებებს მივადევნე თვალი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება მხოლოდ "რუსთავი 2"-ს უყურებს და იქ რაღაცას ატყუებენ. ზემოთ ნახსენები პოლიტკონიუნქტურის ტენდენციის მიმდევრებს შემონახული ჰყავდათ ოდესელი უმუშევარი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც უკრაინაშიც აღარავის სჭირდება და მით უფრო არავის დასჭირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აშშ და ა.შ. რატომ ჰყავდათ შემონახული, რა ეგონათ, არ ვიცი..



აი ჯიგარი...... სუ კულტურულად დააქაქა ამერიკის ელჩს...ფაქტიურად შტერი ეძახა.
ძაანაც კარგად
აი ამას ვიძახი ხოლმე...... ასეთი ხალხი უნდა ყავდეთ ხელისუფლებაში მეთქი,რომ მომხდურს(შინაურსაც და გარეულსაც) საკადრისი პასუხი გასცენ ხოლმე
არადა ამ ამერიკის ელჩმა თავისი ცალმხრივი,,დემოკრატიით,, ბოლომდე გადაი---ვა თავზე

მოკლედ კარგი ინტერვიუა .. წაიკითხე

serapina

2017-03-21 20:47:20



საპატ/რიარქოში რომ შაშკინიზე მლოცველი, ტარას შავიშვილი ყოფილა დასაქმებული...
...და სამინისტ/როები სავსეა მიშას მრევლით,ახლა რა მნიშვნელობა,აქვს აშშ-ს ელჩს რას უმალავენ და რას არა?(რომც უმალავდნენ... ისე კარგი ნათქვამია).

წრის შუაში დასმული წერტილი ხანდახან მეტად მოჩანს, ვიდრე დანარჩენი სივრცე ამ წრეში...

ერთი მიშა რომ არ/ვერ ანგრევდა საქართველოს, ამაში ახლა მაინც ხომ ყველა დავრწმუნდით?!

რა სწრაფი ტემპით იცვლება მოვლენები და არადროული რეაგირების გამო

papa

2017-03-21 21:30:38

გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩ იან კელის საგანგებო წერილით მიმართავს
17:24 21-03-2017
გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩ იან კელის საგანგებო წერილით მიმართავს რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის საგანგებო წერილით მიმართავს.

„მოგმართავთ, როგორც საქართველოში თავისუფალი მედიის და კონკრეტულად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დიდ ქომაგს და გულშემატკივარს.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური პროკურორის, უკაცრავად - გენერალური დირექტორის, წერილობითი ინსტრუქცია „რუსთავის 2“-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტების და თავისუფლებისმოყვარე თანამშრომლებისთვის. გაახლებთ რა ბატონ გვარამიას განკარგულებების ორიგინალურ ტექტს და მის ინგლისურენოვან თარგმანს, გამოვთქვამ ღრმა და ყოვლისმომცველ შეშფოთებას საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალების, კერძოდ - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხის გამო. მინდა, მჯეროდეს, რომ ბატონ გვარამიას ეს უმსგავსო გამოხტომა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ობიექტური ჟურნალისტიკისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება. აღნიშნული ფაქტით თქვენი სამართლიანი გულისწყრომა, რომლის საჯაროდ გამოხატვის იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს ქართულ მედიაში პლურალისტული გარემოს შენარჩუნებას. ამასთან, მჯერა, რომ ამ მიმართულებით თქვენს ძალისხმევას საერთაშორისო საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს და, შედეგად, საქართველოში მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე აღარ დაემუქრება“, - აღნიშნავს წერილში გოგა ხაინდრავა.

გოგა ხაინდრავა საგანგებო მიმართვის ასლს ასევე უგზავნის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპარლამენტარებს.





როცა რომ ქართველებმა დემოკრატიის ეს ,,მასწავლებლები,, უკვე ესე აიგდეს..... წასულია მაგათი საქმე ....თანაც რუსზე უარესად
არადა თვითონ ცდილობდნენ ამას

თაგვმა თხარა,.... თხარაო
...ჰოოოდა ...გამოთხარეს კიდეც დემოკრატიული დედის პრჭჭჭჭჭჭ....
წასულია უკვე მაგათი საქმე.... თანაც უკვე მთელ მსოფლიოში....

ჰაეეეს??...... კოლუმბ როგორა ხარ??
ხედააავ შენმა დედამოტ/ყნულმა შთამომავლებმა როგორ გაიბანძეს თავიიი?? ..რუსებზე უარესად. დაჟე ცოცხალიც რომ იყო, ეგრევე დაიჭახუნებდი ამისთანა დეგენერატი შთამომავლების დატოვების გამო

მარე
კი მაგრამ შენისთანა ქართველი, როგორა ძლებ მაგ ,,ქუნემ აკრუჟენიაში,,
უბრალოდ ძაან მიკვირს.

papa

2017-03-21 21:52:37



უმალავენ ტრამპმა რომ გაიმარჯვაო....

მაგარია....მაგარი!!

მე რომ კრუგლი სუტკა, 24 საათიც კი, სუ დედპჭჭჭჭ რომ მეგინებინა ამაზე მეტი ხომ მაინც არ იქნებოდა??....ჰოოდა მაჯობა მაღრაძემ, მაჯობა ...მალადეც მაგას
ეხლა ეს ლიბერალ ფანდარასტები ატეხავენ ერთ ამბავს... იტყვიან ანტიდასავლური პროპაგანდაო....
ხოოდა თქვენ მოგხვდეთ რუსი ვანიასი, ვისაც მაღრაძის ეს წერილი ანტიდასავლურ პროპაგანდად მიგაჩნიათ
კი მაგრამ ამერიკის საელჩოზე მეტ ანტიდასავლურ კომპანიას საქართველოში განა ვინმე ატარეეებს?? ეგ ქაჯები, დაჟე ისე არიან რამსებ არეულები, რომ რას და როგორ ამბობენ იმასაც ვეღარ იგებენ
და მაგათ ჩვენ რამე უნდა გვასწავლოოონ??...
. ტემ ბოლე კაკ ნადა ვაივააატ??
წავიდნენ ..... მაგათი კოლუმბი წინაპარიც ქუნემ!!!!

papa

2017-03-21 22:03:24

რაც მაღრაძემ დააკლო ....ხაინდრავამ დაუგვირგვინა
ეხლა ნახეთ თუ არ ჩაიგდოს მაგ ყ/ლენჩმა ენა..

მ ა რ ე

2017-03-22 21:43:41

papa,
უყურადღებობაში არ ჩამომართვა - ბოლო დღეები თოვლის შედეგების "სალიკვიდაციო სამუშაოებს" ვასრულებ და ვეღარ მოვიცალე...
რომ დათბა და გამოზაფხულდა, უცებ მოტრიალდა ზამთარი და მაისურებიდან ისევ თბილ ქურთუკებში შეგვფუთნა. აი, გზად მიმავალს რომ რაღაც გაგახსენდება და შუა გზიდან მიბრუნდები შინ, ისე მობრუნდა ზამთარი: - უი, მანდ ხომ კიდევ უნდა დამეყარა თოვლიო!:)

... მე ძალიან კარგ გარემოცვაში ვარ. საერთოდ არ მეხება არც პოლიტიკოსების, არც პოლიტიკანების ინტრიგები. (სადღაც წავიკითხე ამასწინათ, როგორ უნდა გავარჩიოთ ეს ორი კატეგორია ერთმანეთისაგან: ვის შეხედულებებსაც ვიზიარებთ, ის არის პოლიტიკოსი. ხოლო, ვის შეხედულებებსაც არ ვიზიარებთ, ის არის პოლიტიკანი!:))

რაც შეეხება ვიზა-ლიბერალიზაციას, როგორც პატივცემული ვიქტორ დოლიძე ბრძანებს, იმდენი რამე ნდომებია, მართლა არ მესმის, რა უხაროდა ამ ხალხს წინასწარ? ადრე, თუ რაღაცა, 3000-ევროიან ჯარიმას მაინც არ აიკიდებდი და ახლა ამ თანხის გადამხდელი რამდენია იმათში, ვინც წინასწარ ზეიმობდა ამ "ლიბერალიზაციას"?!

(რა მაგის პასუხია, მაგრამ სიტჸვამ მოიტანა: ფემინისტებს რომ ლოზუნგები ჰქონდათ გამოტანილი, ნახავდი. ახლა, ქალი რომ ქუჩაში დგას და ხელში დიდი ტრანსპარანტი უჭირავს, წარწერით - "ფ უ ჩ უ - ლიბერალიცია!", იმას ახლომახლო ქუდის დამხურავი არავინ ჰყავს? - არც მამა, არც ძმა, არც ქმარი, არც ბიძა ან ბიძაშვილი?..).

მ ა რ ე

2017-03-22 21:46:14

"...-ლიბერალიზაცია"

მ ა რ ე

2017-03-22 21:48:56

ვინ რითი შეზღუდა ეს ძუკნები, ვინ სად დაადო ბოქლომი?!.
გადაირევი კაცი!

papa

2017-03-22 22:21:08


შენმა ზემლიაკმა გ.ონიანმა ხომ ჩამოაყალიბა კიდეც ორგანიზაცია ,,ფუჩუ,,
არადა მერე ისევ ონიანს დაუწყეს ლანძღვა... ეს რეებს ამბობსო ..
არადა თვიაანთ მიტინგზე თვითონ ყვიროდნენ--- ფუჩუ ჩემია,.. ვისაც მინდა მივცემო..
აძლიონ მაგათი ოხერი დედაც..... მართლა ბოქლომით ხომ არ გამოეკიდებათ ხალხი

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80