მიწების რეგისტრაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის
ეკონომიკა

მიწების რეგისტრაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის

მიწების რეგისტრაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის
ბექა დანელია

2017-04-08 18:00:56

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწების რეგისტრაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ საჯარო რეესტრში გატარებული ფართობების რაოდენობა მაინც ცოტაა. პროგრამის დასრულებამდე 15 თვეა დარჩენილი და სასურველია მოქალაქეები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

საჯარო რეესტრის მონაცემით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით 170 ათასამდე მოქალაქემ მიმართა. აქედან 100 000 რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა. ამჟამად საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 15 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 8 ათასამდე მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 44 000- მდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვლად, უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში იძიებს. ამ ეტაპზე საკუთრებაში საერთო მიწების სულ 35%-ია მოქცეული, 2/3 ჯერ ისევ დასარეგისტრირებელია ჯერ. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტემპი დაბალია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ამბობს, რომ საჯარო რეესტრი განცხადებით მიმართვის შემდეგ თავად წარმართავს პროცესს მოქალაქესთან კომუნიკაციით, მისთვის უფასო სერვისების შეთავაზებით.

„მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიზანია რაც შეიძლება მეტმა მესაკუთრემ შეძლოს მიწისდარეგისტრირება იმ ფონზე, როცა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო დარეგისტრირებული. რეფორმის დაწყებამ გაახუთმაგა მოქალაქეთა მომართვიანობა“, - განაცხადა უგრეხელიძემ და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებულ დავების მოგვარების მექანიზმსაც. ეს არის უფასო მედიაცია, რომელიც დავების სასამართლოს გარეშე - სწრაფად და მარტივად გადაჭრას გულისხმობს.

„მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. ყველაზე ხშირ პრობლემად სახელდება ე.წ. „გადაფარვები“, რაც თავის დროზე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ხარვეზიანმა პროცედურებმა განაპირობა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

სხვაგვარად აფასებენ ვითარებას ეკონომისტები. მათი აზრით, რეგისტრაციის ტემპი ჯერ კიდევ დაბალია და დარჩენილ 15 თვეში მიწების დარეგისტრირება ვერ მოესწრება.

„პროცესი მართლაც გამარტივდა, ეს ძალიან კარგია, თუმცა რეგისტრირებული მიწების მოცულობა მაინც ცოტაა. სასურველია, ეს პროცესი უფრო მეტად გაიოლებულიყო. მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა არის გაუფასურებული და ხალხიც არ იჩენს ინტერესს, რომ მიწის ნაკვეთი დაიკანონოს. მიწას რომ ჰონდეს ისეთივე ფასი, როგორიც, ვთქვათ, ურბანულ ტერიტორიას, მოქალაქეები რეგისტრაციის პროცესს რამდენიმე დღეშიც დაასრულებდნენ.

ქონების დასაკუთრების საშუალება აქვს ადამიანს და არ სარგებლობს ამ შეღავათით, რადგან მის თვალში მიწა ფასეული აღარ არის. შეიძლება არ მოხნას, არ დაამუშაოს, მაგრამ თუკი მიწა ძვირი ეღირება, ხალხს რეგისტრაციის სურვილი მაინც გაუჩნდება“, - აცხადებს ეკონომიკური

პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი გარდავა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც 2016 წლის 1-ლი აგვისტოს დაიწყო, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. რეფორმის დაწყება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რეფორმის ფარგლებში კი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია 10% -ით გაიზარდა.

რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრს დღეში, საშუალოდ, 2200-მდე განცხადება შედის.

ნანახია - 622

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80