ჩიხი - სუვერენიზაცია დეზინტეგრაციით თუ რეინტეგრაცია დესუვერენიზაციით?
ბლოგი

ჩიხი - სუვერენიზაცია დეზინტეგრაციით თუ რეინტეგრაცია დესუვერენიზაციით?

ჩიხი  - სუვერენიზაცია დეზინტეგრაციით თუ რეინტეგრაცია დესუვერენიზაციით?
გურამ სანადირაძე

2017-04-09 23:11:53

ტერიტორიული მოუწყობლობა უმწვავეს პრობლემად რჩება ჩვენი მოსახლეობისათვის. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მრავალწლიანი მცდელობებისა მაქსიმალურად მიეჩქმალა და უკანა პლანზე გადაეწია ტერიტორიული პრობლემის აქტუალობა (მას-მედიაში ამ საკითხს კარგა ხანია ერთსულოვანი ტაბუ ადევს, უკანასკნელ წინასაარჩევნო პერიოდში ტერიტორიული საკითხი საერთოდ არ გაჟღერებულა), მიზანი დღემდე მიუღწეველია - ჩვენ ხალხს არ სურს დაივიწყოს ტერიტორიული დანაკარგები და მისი აღდგენა უპირველეს ამოცანად მიაჩნია. ამას ადასტურებენ სხვადასხვა წარმომავლობის ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები: ამდენი წელია ტარდება კვლევები, სადაც კითხვარში საკითხს „ეკონომიკური სიდუხჭირე“ 2-3 საკითხად ანაწევრებენ (ცალკე „ფასების ზრდა“, ცალკე „უმუშევრობა“, ცალკე „სიღარიბე“), მაგრამ აქტუალურ პრობლემათა რეიტინგში ტერიტორიული საკითხი არაფრით არ ჩამოდის მესამე ადგილს ქვემოთ.

საქართველოს ხელისუფლება იმიტომაც ცდილობს უკანა პლანზე გადასწიოს დაკარგული ტერიტორიების პრობლება, რომ ვერ ახერხებს მის მოგვარებას, ვერც დამოუკიდებლად და ვერც ჩვენი რეგიონით დაინტერესებულ ზესახელმწიფოთა მეშვეობით. იმყოფება გამოუვალ მდგომარეობაში. ამ მხრივ ხელისუფლება მარტო არ არის. ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრი.

ახლახანს თითქოს გამოჩნდა სინათლე გვირაბში. კვიპროსში ბერძნულ და თურქულ თემებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებმა, აგრეთვე მოლდავეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პრორუსულმა განცხადებებმა შექმნა ამ ქვეყნების (კვიპროსისა და მოლდავეთის) გამთლიანების ილუზიები, რაც ერთობ ნოყიერი საკვები აღმოჩნდა ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსისათვის. მათი აზრით, კვიპროსისა და მოლდავეთის ანალოგიით, ჩვენს ქვეყანას რეინტეგრაციის რეალური პერსპექტივა გაუჩნდა.

სამწუხაროდ, მოვლენები არც ისე წარმატებით ვითარდებიან, როგორც ეს ჩვენთან ეიმედებათ. კვიპროსის შემთხვევაში მოლაპარაკებები, რომელიც გაეროს ეგიდით მიმდინარეობს, შეფერხდა, რადგან თურქეთი ითხოვს ჯარების დატოვებას ქვეყნის გაერთიანების შემდეგაც (დღეს ჩრდილოეთ კვიპროსში 35 000-იანი კონტინგენტია  განთავსებული), აქაოდა მშვიდობის უზრუნველსაყოფად. თურქეთის ჯარის კვიპროსზე დატოვების შემთხვევაში, ერთიანი კვიპროსი დემილიტარიზაციის მაგიერ ავტომატურად ხდება ნატოს წევრი, რაც არ აწყობს რუსეთს, რომელიც სამხრეთ კვიპროსის საზღვაო პორტებს თავისი ახლოაღმოსავლური მიზნებისათვის იყენებს.

პრობლემებია მოლდავეთშიც. პრეზიდენტ იგორ დოდონს არ გააჩნია საკმარისი ძალაუფლება, რომ მისი განცხადება ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტისა და ევრაზიულ კავშირთან მიერთების შესახებ, აგრეთვე დნესტრისპირეთის მოლდავეთთან განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსით მიერთებისა (გასვლის უფლებით) და რუსის ჯარის დატოვების შესახებ პარლამენტმა უყოყმანოდ დაადასტუროს (აკი არც ადასტურებს).

რუსული გეგმა

კვიპროსისა და მოლდავეთის რეინტეგრაციის პროცესი წარმატებითაც რომ დასრულდეს, იგი ანალოგიად მაინც არ გამოგვადგება. ჯერ ერთი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, არავის უღიარებია. რაც შეეხება კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, იგი მართალია, მხოლოდ თურქეთმა აღიარა, მაგრამ რეინტეგრაციის პროცესი კონფლიქტურ მხარეებს შორის უშუალო მოლაპარაკებებით დაიწყო და განვითარდა (თურქეთი მხოლოდ მერე ჩაერთო), რაც ჩვენსა და აფხაზების შემთხვევაში (აგრეთვე ცხინვალელი ოსების შემთხვევაში) ჯერჯერობით მიუღწეველია.

სამაგიეროდ, რუსეთი უთუოდ გამოიყენებს კვიპროსისა და მოლდავეთის რეინტეგრაციული პროცესის მისთვის საინტერესო მომენტებს ჩვენი „გამთლიანების“ თავსმოსახვევად. თუ ტრამპსა და პუტინს შორის ხანმოკლე ურთიერთგაგება მაინც დამყარდა (გრძელვადიანი გამორიცხულია), მოსკოვი აუცილებლად შეეცდება შემოგვიტიოს და შემოგვტენოს რეინტეგრაციის მისეული პროექტი, რაც გულისხმობს: საქართველო-აფხაზეთ-ცხინვალის კონფედერაციის ფორმირებას (რისთვისაც მოგვიწევს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობა და შემდეგ სამივე სუბიექტი შევქმნით კონფედერაციას წევრთა გასვლის უფლებით), რომელიც გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში და დააკანონებს რუსის ჯარის გრძელვადიან ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე.

მოსალოდნელი სცენარის განამდვილების შემთხვევაში ჩვენი უბედური ქვეყანა დაუბრუნდება ზუსტად იმ მდგომარეობას, როგორშიც ვიმყოფებოდით ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ნოვო-ოგარევოს სახაროვ-გორბაჩოვისეული პროექტი განახლებულ საბჭოთა კავშირშივე უქადდა საქართველოს ეთნოავტონომიებად დაშლას, რაც საბჭოთა კავშირიდან ჩვენი გასვლის გადამწყვეტი მიზეზი გახდა (გავიხსენოთ ეტაპები: 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვება, 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის ბოიკოტირება, დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს);

მოკლედ, რუსული გეგმის მიხედვით, საქართველოს ე.წ. რეინტეგრაცია შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიაში (პარდონ, თანამეგობრობაში) დაბრუნების შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს, რომ რუსული გეგმა გვთავაზობს რეინტეგრაციას სუვერენიტეტის სანაცვლოდ, რომელსაც მერე კვლავ დეზინტეგრაცია მოჰყვება. ეს აუცილებლად მოხდება, თუ მივიღეთ მათი გეგმა. რუსეთი არასოდეს შეურიგდება საქართველოს გეოპოლიტიკურ მომხიბვლელობას (იგი ერთადერთია კავკასია-შუა აზიის რეგიონში, რომელიც გადის საერთაშორისო ზღვებზე), და მუდამ ეცდება ევრაზიულ კავშირში შეტყუებული ჩვენი სამსუბიექტიანი კონფედერაცია მრავალსუბიექტიანი გახადოს. ანუ გააფართოვოს და გააღრმავოს ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაცია.

ჩვენი დაშლა-დანაწევრება არ არის მხოლოდ ამჟამინდელი კრემლის ახირება. ჯერ კიდევ 1829 წელს დაავალა ნიკოლოზ I-მა გენერალ პასკევიჩს (http://kopomko.ru/pismo-nikolaya-i-general-feldmarshalu-paskevichu-ob-usmirenii-gorskih-narodov/) შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან ანაპიდან ფოთამდე (აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის შემადგენლობაში იყო). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთის ათვისება ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა (ქართველები იმპერიის მოკავშირეები იყვნენ კავკასიის ომში, რაც გამორიცხავდა მათ აყრა-გასახლებას, ხოლო კოლხეთის დაბლობზე გავრცელებული მალარია შეუძლებელს ხდიდა უცხო ხალხების ჩასახლებას, მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს მიზერული სუვერენიტეტი საკმარისი ბარიერი აღმოჩნდა ამ გეგმის აღსრულების გზაზე), პროექტი დღესაც ძალაშია და კრემლი მაქსიმალურად ცდილობს მის რეალიზაციას. ვიმეორებთ, თუ რუსეთმა ვერ გააკონტროლა საქართველოს შავიზღვისპირეთი, ვერც კავკასია-შუა აზიის რეგიონს გააკონტროლებს და ვერც ევროპა-ჩინეთის სატრანსპორტო ნაკადებს, და, შესაბამისად, ვეღარასდროს  დაიბრუნებს დიდი სახელმწიფოს სტატუსს.  ეს მომენტი კარგად უნდა გაითვალისწინონ რუსეთის კალთის ქვეშ შესვლის მსურველებმა.

ამრიგად, რუსული პროექტის რეალიზაცია გამოიწვევს საქართველოს დესუვერენიზა-ციასა და დეზინტეგრაციას.

დასავლეთის გეგმა

დასავლეთი (ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები) კარგა ხანია „გვინამიოკებს“, რომ ვცნოთ განდგომილი ტერიტორიების დამოუკიდებლობა (ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ეშელონის როგორც ამჟამინდელმა, ისე ყოფილმა წევრებმა ეს კარგად იციან), რათა უპრობლემოდ გავხდეთ დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი (ნატოსი, ევროკავშირის).

2006 წლის ზაფხულში თბილისში ჩამოსულმა ნატოს იმდროინდელმა გენერალურმა მდივანმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პირდაპირ გაგვიცხადა, რომ რადგან ვერ ვახერხებდით ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას, გვეცნო ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა და ამ გზით იოლად გავწევრიანებულიყავით ნატოში.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ქვეყნისათვის უმჯობესია ამ ეტაპზე დაგვეჯერებინა დასავლეთის რჩევისათვის და ლტოლვილების აუცილებელი დაბრუნების პირობით (თუ ქართველები სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებოდნენ), გვეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ხომ არსებობს რამდენიმე გერმანული სახელმწიფო. დაე იარსებოს აფხაზეთის და საქართველოს სახელმწიფოებმა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. სულ არარაობას ხომ სჯობია. მაგრამ არა, დღევანდელ საქართველოში ეს განუხორციელებელია. ზვიად გამსახურდიას თავდადებამ,  როცა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა (1993 წლის ნოემბერი), დევნილმა და ყოველმხრივ გზაშეკრულმა, როცა გადარჩენის ერთადერთ შანსზე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა და ქვეყნის დეზინტეგრაციას სიკვდილი არჩია, იმ სიმაღლეზე ასწია თამასა ანუ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთი ფასი დაადო, რომ არა მგონია აწი რომელიმე ხელისუფალმა ეჭვის ქვეშ დააყენოს საკუთარი რეპუტაცია და აღიაროს განდგომილ ეთნოტერიტორიათა დამოუკიდებლობა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რუსეთმა ცნო ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა, დასავლეთმა მხარი დაგვიჭირა და მანაც ოკუპირებულად მიიჩნია ეს ტერიტორიები. მაგრამ ჩვენი გაწევრიანება დასავლურ სტრუქტურებში მაინც ჭიანურდება. ღიად აღარ გვირჩევენ ამ ტერიტორიების აღიარებას მაგრამ... აი სულ ახლახანს  „ნეიტრალურმა“ კონფლიქტოლოგებმა ბრეიმანმა და პეკმა გულწრფელად გვირჩიეს: გზა გავუხსნათ „დანარჩენ მსოფლიოს აფხაზეთისკენ“ (http://netgazeti.ge/news/177209/). 

მოკლედ, დასავლეთი გვთავაზობს ნატოში გაწევრიანებით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, ოღონდ  ტერიტორიული დანაკარგების სანაცვლოდ.

მთელი იმედი ეხლა იმაზეა, რომ რუსეთი დამარცხდება მეორე ცივ ომში, დატოვებს კავკასიას და ჩვენი ხელისუფალნი თეთრი ცხენით შეგრიალდებიან სოხუმსა და ცხინვალში.

სამწუხაროდ ასე მარტივად არ არის საქმე. იმპერიების დაშლა, როგორც წესი, დროში გაწელილი პროცესია. ევროპულ იმპერიათაგან ყველაზე სწრაფად ავსტრიის იმპერია დაიშალა და მასაც ას წელზე მეტი დასჭირდა (რომის საღვთო იმპერიის დასრულებიდან ავსტრო-უნგრეთის დაშლამდე). რუსეთს აღმასვლა ნამდვილად არ უწერია, მაგრამ როდის დაიშლება იგი, 5 წლის თუ 50 წლის შემდეგ, არავინ იცის.

მთავარი კი ის არის, რომ აფხაზეთში რუსეთის ავტომატური ჩანაცვლება არ იქნება მარტივი საქმე. ჩვენ იქ არავინ გველოდება. ღმერთმა არა ქნას, მაგრამ თუ სისხლი დაიღვარა მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ დაირაზმება. ასე რომ, თავს ნუ მოვიტყუებთ, ტერიტორიულ მთლიანობას ვერც დასავლეთის ფარვატერში მიდევნებით აღვადგენთ.

ასე, რომ სრულ ჩიხში ვიმყოფებით.

ჩიხში გამომწყვდევის მიზეზები

გამოუვალ ჩიხში ჩვენ თვითონვე გამოვიმწყვდიეთ თავი.

ეროვნული ხელისუფლება განასხვავებდა აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნოკონფლიქტებს, მათი განსხვავებული ბუნებისა და მიზნების გამო. საკუთარ მხარეში უმცირესობაში მყოფი აფხაზები ცდილობდნენ ისე მორიგებულიყვნენ თბილისთან, რომ აფხაზი ეთნოსი სამართლებრივად დაცული ყოფილიყო  (ამიტომ იყო, რომ მათ 1999 წლის შემოდგომამდე გააჭიანურეს დამოუკიდებლობის გამოცხადება). ცხინვალელი ოსებისათვის კი, უმთავრესი იყო ოლქის სტატუსის ამაღლება ავტონომიურ რესპუბლიკამდე, რათა  მერე გაერთიანებულიყვნენ ჩრდილოეთ ოსეთთან (ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ამის საშუალებას იძლეოდა), რისკენაც დღემდე მიილტვიან. შესაბამისად განვითარდა ურთიერთობანიც. თბილისსა და ცხინვალს შორის მორიგება ვერ შედგა (ვერც შედგებოდა, ოსთა მიზნებიდან გამომდინარე). მეტიც, კონფლიქტმა შეიარაღებული დაპირისპირების სახე მიიღო, სადაც უხვად იყო ორმხრივი ექსცესები. სამაგიეროდ თბილისმა და სოხუმმა წარმატებით შეათანხმეს ურთიერთინტერესები და გადაინაწილეს ხელისუფლება აფხაზეთში (შეთანხმება ეხებოდა საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელებას, რაც ფაქტიურად ხელისუფლების გადანაწილებას ნიშნავდა).

სამწუხაროდ, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ (შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) რადიკალურად შეცვალა კონფლიქტების მოგვარების პარადიგმა. 1991 წლის აფხაზეთის საარჩევნო შეთანხმება აპარტჰეიდად შეფასდა (იხ: პარლამენტის 1994 წლის 15 მარტის დადგენილება, www.parliament.ge/files/613_8104_476160_Doc_4.pdf), ხოლო ქართულ მხარეს ოსთა გენოციდი დაბრალდა (Свободная Грузия, 16.01.1992). მოგვიანებით (2007 წელს), აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ოლქი (სხვა სახელით).

რაც მთავარია, შეიცვალა ეთნოტერიტორიებთან დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა ჩაითვალა, რომ აფხაზებსა და ცხინვალელ ოსებს არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესები და მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის კარნახით. ცხადზე ცხადია, რომ რუსეთი იყენებდა და კვლავაც იყენებს ეთნიკურ სეპარატიზმს ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ (განა სწორედ ამიტომ არ შექმნა ეთნოავტონომიები ჩვენს ტერიტორიაზე), მაგრამ არ აღიარო ეთნიკური ჯგუფების საკუთარი ინტერესები ნამდვილად კონტრპროდუქტიული პოლიტიკაა, რაც დაადასტურეს კიდეც შემდგომმა მოვლენებმა.

პარადიგმის შეცვლამ შესაბამისად შეცვალა პრობლემის მოგვარების ტაქტიკა. თუ აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნოკონფლიქტებს ერთი და იგივე მიზეზი გააჩნიათ და ეს მიზეზი მოსკოვის პოლიტიკაა, მაშინ:

(1) მათ სეპარატულ, შერჩევით მოგვარებას აზრი არ აქვს, პრობლემა ერთად უნდა გადაიჭრას. მართლაც, დღეს ჩვენი ქვეყნის ეთნოტერიტორიულ კონფლიქტებს საერთაშორისო არენაზე ერთ პაკეტში განიხილავენ.

(2) მოსკოვთან უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა: ან მას მოვაგვარებინოთ (შევარდნაძის პოლიტიკა), ან საერთოდ ჩამოვაშოროთ პრობლემას, რომ მხარეს არ წარმოადგენდეს (სააკაშვილის პოლიტიკა), ან მხოლოდ კუდი ვუქიცინოთ (ივანიშვილი პოლიტიკა).

პარადიგმის შეცვლამ ხეირი არ მოგვიტანა. პირიქით, მივიღეთ კონფლიქტების გამწვავება: რუსეთთან ომები, ჯერ აფხაზეთში (წავაგეთ!), მერე ცხინვალში (ისევ წავაგეთ!), დავკარგეთ ტერიტორიები, ჯერ de facto (შევარდნაძის ნობათი), მერე de jure (სააკაშვილის ნობათი). რაც მთავარია, აღმოვჩნდით გამოუვალ ჩიხში და ვირივით ფეხს არ ვიცვლით იქიდან.

რა ვქნათ, რა ვიღონოთ?

ჩიხიდან გამოსვლის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს - უკან დაბრუნება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეთნოკონფლიქტის მხარესთან უშუალო მოლაპარაკებისა და შეთანხმების პოლიტიკა იყო სწორი. მაშინ აფხაზები წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე და შეთანხმებას მივაღწიეთ (რაც მოგვიანებით, ჩვენმა ურა-პატრიოტულმა ელიტამ აპარტჰეიდათ შერაცხა). ცხინვალმა იუარა ჩვენთან ურთიერთობა (მიზეზი ზემოთ იქნა აღნიშნული), და მხოლოდ ამიტომ ვერ მოხერხდა შეთანხმება. მაგრამ ვიმეორებთ, კონფლიქტის მხარესთან შუამავლის გარეშე მოლაპარაკებისა და შეთანხმების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. განვლილმა ოცდახუთმა წელიწადმა ეს თვალნათლივ დაადასტურა.

შეთანხმების წარმატება, როგორც წესი, დამოკიდებულია მხარეთა ინტერესების თანხვედრაზე. ამ მხრივ ჩვენი მდგომარეობა არასახარბიელოა. კონფლიქტის დაწყებიდან საკმაო დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, რუსეთმა აღიარა პრობლემური ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ეთნოკრატიამაც შეიფერა ახლებური მდგომარეობა. მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება მოიძებნოს ინტერესთა თანხვედრა. კეთილი ვინებოთ და მოვნახოთ ურთიერთინტერესთა გადაკვეთის წერტილები. სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ.

ნუ ველოდებით შუამავალს მოლაპარაკების დასაწყებად. შუამავალი თავის სარგებელს ეძებს და არასოდეს გაითვალისწინებს მოდავეთა ინტერესებს. მეტიც, იგი შეეცდება აფხაზეთისა და ცხინვალი პრობლემის ერთ პაკეტში განხილვას და ამით დაასამარებს კიდეც მოლაპარაკებებს. არა და არა, მოლაპარაკებები აუცილებლად შუამავლის გარეშე და სეპარატულად უნდა გაიმართოს, ცალკე სოხუმთან, და ცალკე ცხინვალთან.

მოლაპარაკებები უმჯობესია დავიწყოთ აფხაზეთის de facto ხელისუფლებასთან. მათთან უფრო შესაძლებელია ურთიერთდაინტერესების წერტილების მონახვა. ჯერ ერთი გვაქვს ურთიერთობის დადებითი გამოცდილება, თანაც 2006 წლამდე (სანამ საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობას დაიკავებდა), აფხაზური მხარე მუდმივად ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობას; მეორე, აფხაზები ყველანაირად ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ მოსკოვთან ურთიერთობაში და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარონ; და მესამე, მათაც საკმაო პრობლემები აქვთ აფხაზი ეთნოსის გადარჩენის კუთხით. ასე, რომ შეხების წერტილების მონახვის შანსი ჯერ კიდევ არის. რუსეთის ფაქტორი ნამდვილად ხელისშემშლელია, მაგრამ მაინც ღირს ამ მოლაპარაკებებზე წასვლა. ბოლოს და ბოლოს, თუ შეთანხმება შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იქნება ამჯერადაც.

ცხინვალის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ მხოლოდ აფხაზებთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ. აფხაზებთან წარუმატებელი მოლაპარაკება არავითარ შანსს არ დაგვიტოვებს ცხინვალთან ურთიერთობაში.

პროგნოზი

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება უშუალო მოლაპარაკების გამართვა სოხუმის de facto ხელისუფლებასთან (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ცხინვალთან ურთიერთობას მხოლოდ სოხუმთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ აქვს აზრი). რუსეთის ფაქტორის გარდა არის რამოდენიმე შემაფერხებელი გარემოება.

პირველი, საქართველოს პუტჩის შედეგად მოსული ხელისუფლების მიმართ (თავს ნუ მოვიტყუებთ, ხელისუფლება რეალურად არ შეცვლილა), აფხაზებს არ გააჩნიათ ნატამალი ნდობა. სოხუმმა ორჯერ წამოაყენა თბილისთან მოლაპარაკების გამართვის ინიციატივა (1992 წლის ივლისის ბოლოს და 2006 წლის ივნისში) და ორივეჯერ თბილისმა შეიარაღებული აგრესიით უპასუხა (ამ მაგალითიდანაც ნათლად ჩანს, რომ იგივე ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე). არც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ აქვთ დიდი ნდობა. ყოველ შემთხვევაში, მათი ფუჭი და ყავლგასული რიტორიკა არ განაწყობს მათ მოლაპარაკებისადმი.

მეორე, ჩვენმა ხელისუფლებამ უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს, როგორ წარმართოს მოლაპარაკება, რა მოითხოვოს, რა შესთავაზოს, რა დათმოს (შეთანხმება რომ მოთხოვნა- დათმობა-შეთავაზებაზეა დამოკიდებული, მგონი, იციან). არ აქვთ წარმოდგენილი, თუ როგორი უნდა იყოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობა მომავალში. ის კი ალბათ იციან, რომ მოდელი „ავტონომიური საბჭოთა აფხაზეთი - მოკავშირე საბჭოთა საქართველოში“, აღარ აღსდგება.

და ბოლოს, სოხუმთან უშუალო მოლაპარაკებებზე წასვლა ავტომატურად ნიშნავს მის მხარედ ცნობას, რაც ასევე ავტომატურად ნიშნავს ზვიად გამსახურდიას აფხაზური პოლიტიკის სისწორის აღიარებას. ეს მომენტი მეტად საჩოთიროა ჩვენი ხელისუფლებისათვის. დღევანდელი პოლიტელიტისათვის, რომელიც 1992 წლიდან ზეობს საქართველოში, ვინც ებრძოდა და დაამხო კანონიერი ხელისუფლება, ხოლო აფხაზებთან საარჩევნო შეთანხმებას აპარტჰეიდი უწოდა, ვინც იმასაც ძლივს ეგუება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამსახურდიას სახელთან არის დაკავშირებული, ეხლა კიდევ აფხაზური პრობლემის მოგვარებაშიც აღიარონ მისი ღვაწლი, ეს უკვე მეტისმეტია. ასეთი ნაბიჯი მათ შესაძლებლობებს აშკარად აღემატება. ამდენს ნუ მოვთხოვთ.

ასე, რომ დღევანდელი ხელისუფლებისაგან ეთნოკონფლიქტების მოგვარების პროგნოზი უაღრესად პესიმალურია. უმჯობესია დაველოდოთ ხელისუფლების რეალურ შეცვლას.

P.S. ა.წ. 14 მარტს პარლამენტში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე“. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ „არის განწყობა  კონფლიქტის მოგვარების პროცესის ადგილიდან დაძვრისა“ (?!), და „არსებობს ამისთვის  შესაბამისი მზაობაც“ (?!), რომ „უნდა დაიწყოს შემორიგება და დიალოგი“ (?!), რომ „უნდა მომზადდეს შერიგების წინაპირობა“ (?!), რომ საჭიროა „მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელის შემუშავება“ (?!). მოკლედ, კონფერენცია დარჩა მხიარული.                                 

 P.P.S. ინფორმაცია განსჯისათვის: არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ხმა არ მიუციათ (!).

ავტორი არის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პოლიტიკური საბჭოს წევერი

ნანახია - 1181

მეგრელი

2017-04-10 00:23:30

შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან ანაპიდან ფოთამდე
---------------------------------------------------------------------------------

პასკევიჩ-ერევანსკი ცუდი შემსრულებელი ყოფილა. მან ეს დავალება არ შეასრულა.თან ფოთი იმ წელს შევიდა იმპერიის შემადგენლობასი ანდრიაპოლის ზავის მიხედვით. (2 სექტემბერს).

смирение горцев и управление краем[править | править вики-текст]
После заключения мира с Оттоманской Портой прекратились военные действия в Малой Азии, после чего на Паскевича, пожалованного в чин генерал-фельдмаршала, возложено было покорение горских народов, населявших Кавказские горы. Он начал действовать в 1830 году, принудил белаканских лезгин дать присягу на подданство и заложил крепость при Закатальском ущелье. Направившись затем на северную сторону Кавказа, он постепенно стеснял горцев за Кубанью, возводил укрепления в земле шапсугов и абадзехов, овладел тесниной Гагры, занял мыс Соук-Су и Пицундскую бухту, а затем переправился на левый берег Кубани, ниже Екатеринодара, где рассеял шапсугов и истребил множество их аулов.

Хотя гражданское управление Кавказским краем было возложено на особое лицо (генерал-адъютанта Сипягина), но оно находилось под прямым подчинением Паскевича, который был часто недоволен распоряжениями Сипягина, обращавшего своё внимание преимущественно на постройки и украшения городов, тогда как укрепления и в особенности суд и полиция были в самом неудовлетворительном состоянии. Паскевич же обращал внимание на исправление всех укреплений, искоренение, по возможности, всех вопиющих злоупотреблений в сферах суда и администрации в этом крае. Он содействовал также заселению края русскими людьми. Вместе с тем он составил положение об управлении армяно-григорианской церковью, а также о преобразовании благородного училища в Тифлисе — в гимназию. По его представлению в этом же городе был учреждён Институт благородных девиц и начато обустройство публичной библиотеки. Он также положил основание газете «Тифлисские ведомости». В его честь была названа центральная площадь, прилегающая к Городской думе. В его же управление была окончательно присоединена (в 1828 году) к Российской империи Гурия. Климат Кавказа неблагоприятно влиял на здоровье Паскевича, и в конце 1830 года, готовясь к зимней экспедиции против некоторых чеченцев, он занемог и просил государя вызвать его с Кавказа.

ტრადიციონალისტთა კავშირის პოლიტიკური საბჭოს წევერს
----------------------------------------------------
ჩვენ არასდროს ვითვლებოდით ,, გორსკი ნაროდი".ეს ერთი.მეორე. იყო ამისთან მწერალი ანდრეი პეჩორსკი. მან 1868 წელს გამაქვეყნა დიდი შრომა სექტებზე რამოდენიმე წიგნად , მანამდე დაწერილი .მათ შორის Маранские скопцы . სამეგრელოში (აბაშა) სექტების ჩამოსახლება. ასევე О движения скопцов на Кавказе в 1842 году. ეს იყო იმპერიის მართლა უგუნური და დანაშაულებრივი აქტი მიმართული ჩვენს საწინაამრგდეგოდ. ანუ რაც იყო იმას რატომ არ წერთ?

და ბოლოს
http://www.vostlit.info/Texts/Dokumenty/Kavkaz/XIX/1800-1820/Dvizenie/index.htm

ყველა დოკუმენტი რაც ეხება ,,გორსკიე ნაროდი" ამ საიტზე იხილავთ.


მეგრელი

2017-04-10 00:37:29

ევროპულ იმპერიათაგან ყველაზე სწრაფად ავსტრიის იმპერია დაიშალა და მასაც ას წელზე მეტი დასჭირდა (რომის საღვთო იმპერიის დასრულებიდან ავსტრო-უნგრეთის დაშლამდე
--------------------------------------------------------------------------

რომის საღვთო იმპერია 962-1512
გერმანიის ნაციის რომის საღვთო იმპერია 1512 -1806.
ავსტრიის იმპერია 1806- 1867
ავსტრო-უნგრეთის იმპერია 1867-1918
რაღაც ციფრებშია შეცდომა.

მეგრელი

2017-04-10 00:47:16

იმპერიების დაშლა, როგორც წესი, დროში გაწელილი პროცესია.
----------------------------------------------------------------

300 წელია ხშირად.
რომი- იმპერია გახდა 27 წ. ჩვ, წ. აღ. 330 წელს კონსტანტინემ დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა. მაკედონელის იმპერია 298 წელი გაძლო.
ურარტუს იმპერია 304.ასურეთის 302.
ესპანეთი- 1524წ კოლონიები მიიმატა 1824 წ დაკარგა.
ინგლისმა 1649 ირლანდია მიიერთა 1947 ინდოეთი დაკარგა .
6 საუკუნეში ფრანკების იმპერიამ 300 წელი გაძლო.
რუსეთი 1721 წელს გახდა იმპერია და თუ 300 წელს დაუმატებთ 2021 წელს უნდა დაიშალოს წესით.

papa

2017-04-10 01:09:21

ვაააა.....
რა ზუსტი სათაურია და რა დროული, წინა წერილის მერე ...

სათაური ჩემებურად რომ მოვთარგმნო--გავშიფრო ესე გამოდის---მარტო მტკვარი რომ დაგრჩეთ, მაგრამ სამაგიეროდ დამოუკიდებლები იყოთ, ის გირჩევნიათ თუ....ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ მაგრამ სამაგიეროდ . პუტინის გავლენის ქვეშ ვიყოთო...
წინა წერილში ეს კითხვა(დაჟე უფრო კონკრეტულად) მეც დავსვი, მაგრამ ამ კითხვას ყველა ,,დემოკრატიულად,, აუცურდით
ეხლა ეს კაციც იგივეს კითხულობს, თანაც უფრო კულტურულად
კარგით, მე არა, მაგრამ საინტერესოა ამ კაცს მაინც რას უპასუხებთ??-----თუნდაც ძალიან კულტურულად და თან ძალიან ევროპულადაც.......აი რუსეთი რომ ასეთია... ისეთია და ა.შ. (არის კიდეც, მაგრამ საქართველო.... უკეთესია!!)

papa

2017-04-10 01:14:28

მეგრელი

იმპერიები რა, აზიაში არ იყოოო??
თუ შენ მარტო ევროპელების ჯავრი გაქვს?/
ჩათლახი ჩათლახია ...შინაურიც და გარეულიც

მეგრელი

2017-04-10 01:53:02

papa
-------------
რატომ პაპა ?. მეგრულად მამაო ნიშნავს.

ეს ბოლო პოსტი იყო.

გურამსანადირაძე

2017-04-10 08:19:47

მეგრელს
დიდი მადლობა. გავითვალისწინებ.

ტორი

2017-04-10 09:00:17


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია...

ხელისუფლება ამ თემას ვერ გაააქტიურებს - ამის რესურსი არ აქვს...
სხვა ბევრი ხელისშემშლელი მიზეზიც არის - შინაური თუ გარეული მტერ-მოყვარე არ მისცემთ საშუალებას...

შექმნილი მდგომარეობა საქართველოზე ზემოქმედების კარგი ბერკეტია და ყველას აწყობს ქართველებისა და აფხაზების გარდა...

" უმჯობესია დაველოდოთ ხელისუფლების რეალურ შეცვლას".../გ.ს./
ეგ როდის იქნება? და, დარწმუნებული ხართ, რომ ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისეთი ხელისუფლების არჩევას შევძლებთ, ეს საკითხი მოაგვაროს?
ასეთი ეროვნული ხელისუფლება ვის ჭირდება, რუსეთს თუ ამერიკას?
ორივესთვის ყელში გაჩხერილი ძვალია...
თავს ნუ მოვიტ/ყუებთ... პოლიტიკური სპექტრი ისე დაგვილაგეს, რომ თვალსაწიერ პერიოდში ეს გამორიცხულია..

ბატონო გურამ, ჩვენ /მოქალაქეები, ხალხი/ ხომ არ გავაქტიურდეთ?
ერთი პერიოდი იყო ასეთი მოძრაობა - "სახალხო დიპლომატია"...

ჰოოდა, იქნებ ამით დაგვეწყო? ხელისუფლებასაც გავუადვილებდით საქმეს - საჭიროების შემთხვევაში ხალხისკენ გადმოამისამართება გაბრაზებულ პატრონებს...

კარგია რომ ეს ხელოვნურად მიჩქმალული თემა წამოსწიეთ...
მედიას ამ საქმეში წამყვანი როლო აკისრია...მუდმივად უნდა იყოს საუბარი და ხმაური...
იქნებ ითაოთ კიდეც თუნდაც ტრადიციონალისტების ეგიდით ორივე მხარის წარმომადგენელთა
შეხვედრების მოწყობა - დიალოგის დაწყება? ბევრი ვიცი, ვინც სიამოვნებითა და სიხარულით შემოგიერთდებათ...
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ საშვილიშვილი საქმეში...

papa

2017-04-10 09:05:41

ეს ,,იმ კედლის ლურსმანია,, (პოსტია) მაგრამ სინამდვილეში თურმე ამ წერილისთვის დამიდია



რომანოზ

თითქოს კარგად ლაპარაკობ და ეგ რა თქვი??---
-აფხაზეთის და ცხინვალის დამბრუნებლები რომ არ არიან ეგ მგონი ვინც მაგას ამბობს ერტი პროცენტითაც არ ჯერავს გულში

შენ მართლა მასე ფიქროობ?
მაშინ რაღაააა ჩვენი ცხოვრების არსი და ფასი?? გგონია რომ ძალად ვიგიჟებ თავს და ეგ სინამდვილეში არ მჯერაააა??
აბა რას ამბობ?
მოლაპარაკება აუცილებელიაო ... ამბობ, თორემ ეგ კიდევ წაგვართმევსო..ეხერხებაო..
რა თმა უნდა 100% გეთანხმები
კი მაგრამ თუ არ დამიბრუნა აფხაზეთი და სამაჩაბლო, აბა მაშინ ის მოლაპარაკება რა ჯანდაბადღა მინდა, რაზე ველაპარაკო???...პოლლიტრა დავუდგა, თუ კასპში გატარებულ მის ბავშობაზე ველაპარაკო?... წავიდეს მაგისი ოხერი დედაც
მოლაპარაკების დროს თავისთავად ცხადია ჩვენი მხარე ეტყვის--- აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაგვიბრუნოვო...
.. ის კიდევ, რაც გინახავს ვეღარ ნახავოო... დააახლოებით იმ სტილში გვიპასუხებს..
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო.....ეგ საქმე არ გამოვაო..
.მითომ რათაო--- ეტყვიან ჩვენები..ის კიდევ ისევ
ოოოოოოოოოოოოოოოოოო
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო...
ალბათ მერე ჩვენები ეტყვიან...რა ოოოო..... აბა მაშ როგორ იქნებაო?....
ის კიდევ პირდაპირ გვაჯახებს--აქეთ იქით ბოდიალს(ანუ ამერიკას) თავი დაანებეთ, ჩემი გავლენის ქვეშ დაბრუნდით(ბაზებს ვგულისხმობ) და მერე ორივეს დაგიბრუნებთო.....
ეხლა მთავარი .....კითხვა ყველას...
ვთქვათ და ეს ჩემი იგავ-არაკი მართლა რეალობაში მოხდა--თქვენ რას უპასუხებდით??


მე ხვალინდელი დღის იმედად ეგრევე, ეგრევე დავეთანხმებოდი!!!
ტერიტორიული მთლიანობა ჩვენტვის მთავარია, მთავარი, იმიტომ რომ ეხლა თუ დაგვშალეს ვერც ვერასოდეს ვეღარ ავეწყობით(მაგ. ტაოკლარჯეთი.......) ,,დამოუკიდებლობის ამბები,,კი მჯერა კიდევ მესამედაც ჩამოივლის ჩვენსკენ(1918წ 1991 წ-წელი)...სამობით არიო...

რა თქმა უნდა იმ ე.წ. მოლაპარაკებების დროს,.... ზრდილობის გამო ჯერ თავიდან ცოტა თავს შორს დავიჭერდი,.. უარს ვეტყოდი--- აბა რას ამბობ, ეგ როგორ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ეგეთ მაღალფარდოვან ბრახაბრუს დავუწყებდი---ასე ვთქვათ ვაჭრობას დავუწყებდი, მაგრამ მერე,მერე.... მაინც აუცილებლად, აუცილებლად დავეთანხმებოდი
აბა მაშ სხვა რა მოლაპარაკებას ელით მისგან??
თანაცააა და სხვა გზა გვაააქვს??? თუ არადა ამ დამოუკიდებლობა--დამოუკიდებლობაში მტკვარიღა დაგვრჩება. მერე ავყვეთ ამ მტკვარს აღმა დაღმა(მთავარია ღირსეულად) და ვიყოთ ესე დამოუკიდებლები
გოგებაშვილის...... კურდღ/ლის სიზმარი...ხომ გახსოვთ??
ზუსტად ისეთ დღეში ვართ ეხლა ჩვენ
(დანარჩენს ცოტა მერე გავაგრძელებ)


papa2017-04-09 20:06:09

ხალხური

კურდღლის სიზმარი

.....................
........................
...................
.......................
....................
.....................
.....................
......................
.......................

გამწიეს და გამომწიეს,
ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარეულებს მიმაბარეს,
კარგად შესწვდით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზედ იწვის,
ცალი ერბოს ალზედაო;
უყურეთ ამ მსუნაგებსა,
რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
ამარიგეს, ჩამარიგეს,
წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო;
ხორცი ხორცად შემიჭამეს,
ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.



ოღონდ ეხლა ის განსხვავებააა რომ ჩვენ ეს ყველაფერი ცხადში გვჭირს ცხადში


papa2017-04-09 20:56:59
ხოოდა იმას ვამბობდი ... აი იმ ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებაზე მე 100 % ასე მოვიქცეოდი.
განა იმიტომ რომ რუსების სიყვარულით ვარ გადარეული,(ვირს პიტნა ცხვირ წინ მიუტანესო...) არა...იმიტომ რომ ეხლა სამშობლოს ბედი წყდება ხალხნო... სამშობლოსი!!! რა დროს გაჯგიმვააა?..თან ვის გამო---ტუალეტის ქაღალდად რომ გვხმარობენ, იმათთვისს??
ან ამ გაჯგიმვებით საქართველოს რა ხეირი?? ლეოპოლდივით ,,უმირეტ ხოტ ს პესენემ,, არააა ეგ შემთხვევა ეხლა გამართლებული, წავიდა ის დრო. წავიდა
თანაცააა და რაც ღირსება გვქონდა ჩვენმა ელიტარებმა(ევროპელ ლიბერალებმა) სულ წითელ ხიდზე დატოვეს და ჩვენ რაღა ღირსება დაგვრჩა--რომელ ღირსებაზეღააა საუბარი???
ხიროხიტოსი არ იყოს ებ/რაელები ჯიშის და გენის გადასარჩენად თავიააანთ მამაკაცებს საერთოდ მალავდნენ და მაშინ ისინი სუმთლად ლაჩრები ყოფილან .... ხხხხხხხხხხხოოომ??
გადარჩენაზეა ხალხნო საუბარი, გადარჩენაზე
ისე თქვენ, ზოგზოგებს რომ გისმინოთ კაცმა, ერეკლე მეფე ვრაგ ნაროდა ყოფილა......ჰოოოოოო???(არადა სტუდენტობის დროს მეც მასე ვფიქრობდი..დურაკი)
ბიჯოოო ......ოღონდ საქართველო იყოს მთლიანი(რაც მახსოვს ის მაინც) ყველაფერზე თანახმა ვააარ-მეთქი და ... თქვენთვის კიდევ სულერთი როგოორააა, უბრალოდ ვერ ვიგებ ამას, ვერა
რა დროს ..... ამას მოსწონს, იმას მოსწონზეა საუბარი??
პატარავდება საქართველო, ილევა საქართველო, ვწყდებით ქართველობა და ვიღასთვის და რად მინდა ეგეთი დამოუკიდებლობა, თუ მარტო მტკვარიღა დაგვრჩება (ჩინელ-არაბ ინდოელისთვიის?/..ნორმალური ხალხი მაინც ჩამოგვისახლონ??)
ან იქნებ ვინმეს ეჭვი გეპარებარებათ პუტინის ,,ნიჭიერებაში,,??(ტემ ბოლე რომ.. პრიჩინას ვაძლევთ)
ააააა.......ხაჭაპური ხოჩეეეეშ.........გამახსენდა..დაჟე სულ აღარ მახსოვდა ... დღედღეზე რუსეთი დაიშლება და ყველაფერიც თავისით მოგვარდება
ჰოოდა ნეტავ რას ვნერვიულოობ? ეტყობა ყველაფერი კარგადაა და მე კი სუ ტყუილადაც ვიგლეჯ აქ ნერვებს

mimino

2017-04-10 09:22:54

ევროპულ სტრუქტურებში ან ნატო-ში გაწევრიანება დღეს ჯერ კიდევ საკითხავია -რადენად დროულია.ევროკავშირს-დიდი დღე არ უწერია,ამის ფონზე ნატოც შეიცვლის კონფიგრუაციას.დას.ევროპა ნაკლებად ფიქრობს ნატოში-სრულფასოვან წევრობაზე.აგერ ლიტვა,ესტონეთი,პოლონეთი,ბრიტანეთი-4ქვეყანა მხოლოდ 28დან-თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნავს 2% მაინც მთლიანი შიდა პრდუქტის.სხვებს არ აღელვებთ.მე მგონია-სამომავლოდ ნატო-შეიცვლის კონფიგურაციას-სკანდინავია+ბალტიკა+აღმოსავლეთ ევროპა+უკრაინა+თურქეთი+საქართველო+ბალკანეთი==დაახლოებით ასე.მერე უნდა ველოდოთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას აფხაზებთან და ოსებთან

მეგრელი

2017-04-10 10:16:23

გურამსანადირაძე
----------------
უნდა გავითვალისწინოთ. არ უთქვამს ნიკოლოზს მეგრელები გადაასახლეო ფოთიდა.
პუბლიკაცია საინტერესოა და სადისკუსიო.პატივისცემით.

ცუგო

2017-04-10 11:17:04

წერილი საინტერესოა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ასეთ სახელმწიფოებრივ საკითხში ხელისუფლებას გვერდით დავუდგეთ, წერილში ქართველების სენი იკვეთება აშკარად... "ასე, რომ დღევანდელი ხელისუფლებისაგან ეთნოკონფლიქტების მოგვარების პროგნოზი უაღრესად პესიმალურია. უმჯობესია დაველოდოთ ხელისუფლების რეალურ შეცვლას" ... და რა თქმა უნდა ტრადიციონალისტები თუ არა მათი ბიძაშვილები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში ხომ ?! ზუსტად ასეთმა მიდგომამ მიგვიყვანა ამ დღემდე და თუ ჩვენს ტვინებში არ მოხდა გადატრიალება, არაფერი არ გვეშველება.
ბზობას გილოცავთ ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

გიო58

2017-04-10 11:18:23

საინტერესო სტატიაა. მაგრამ, ერთი ზოლი გასდევს ყველა წინადადებას. თუ ამბობთ რომ ზვიადისგან მოდის ყველაფერი კარგი და სწორი, თქვენივე სიტყვებით უკან დასახევ გზას უჭრით საზოგადოების დიდ ნაწილს (არ მითხრათ ახლა, უდიდესი უმრავლესობა უჭერდა მხარსო. თუ უჭერდა რატომ არ დაიცვა?). მეორეც - საქართველოს ისტორიაში მოიძებნება პიროვნებები, რომლებსაც ზვიადზე მეტი აქვთ გაკეთებული. ჰოდა, დავიწყოთ მაშინ დავითისტებმა, თამარისტებმა და ა.შ. რომ, სხვადასხვა იმპერიებმა არალეგიტიმურად მიიტაცეს ჩვენი ტერიტორიები, მოსპეს სახელმწიფობრიობა, დაგვაკარგვინეს ქართველობა და სანამ არ აღიარებს ერეკლე მეორე, ან მისი შთამომავლები, ან კიდევ სხვა შეცდომას, მანამ არაფერი გვეშველება.

გიო58

2017-04-10 11:19:35

საინტერესო სტატიაა. მაგრამ, ერთი ზოლი გასდევს ყველა წინადადებას. თუ ამბობთ რომ ზვიადისგან მოდის ყველაფერი კარგი და სწორი, თქვენივე სიტყვებით უკან დასახევ გზას უჭრით საზოგადოების დიდ ნაწილს (არ მითხრათ ახლა, უდიდესი უმრავლესობა უჭერდა მხარსო. თუ უჭერდა რატომ არ დაიცვა?). მეორეც - საქართველოს ისტორიაში მოიძებნება პიროვნებები, რომლებსაც ზვიადზე მეტი აქვთ გაკეთებული. ჰოდა, დავიწყოთ მაშინ დავითისტებმა, თამარისტებმა და ა.შ. რომ, სხვადასხვა იმპერიებმა არალეგიტიმურად მიიტაცეს ჩვენი ტერიტორიები, მოსპეს სახელმწიფობრიობა, დაგვაკარგვინეს ქართველობა და სანამ არ აღიარებს ერეკლე მეორე, ან მისი შთამომავლები, ან კიდევ სხვა შეცდომას, მანამ არაფერი გვეშველება.

ტორი

2017-04-10 12:27:59

გიო58,

რა თქმა უნდა, ღვთის მადლით, საქართველოს ისტორიაში მრავლად არიან მამულიშვილები, რომლებმაც ზვიადზე მეტი გააკეთეს ქვეყნისთვის...
ვფიქრობ, პუბლიკაციის ავტორის მიერ ზვიადის ხსენება იმით აიხსნება, რომ იგი აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენების მომსწრე და თანამონაწილე იყო...

რაც შეეხება თქვენს მოსაზრებას ისტორიულ წიაღსვლებთან დაკავშირებით, ასე ღრმად ჩაძიება დააბნევს ხალხს და ამ უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო გაერთიანების ნაცვლად კიდევ უფრო დაქსაქსავს მას...
მთავარია ეს ხელოვნურად მივიწყებული თემა გავაცოცხლოთ და ერის მთელი ენერგია მისი განხორციელებისკენ წარვმართოთ...

ხელისუფლებისა და პარტიების იმედი ნაკლებად მაქვს - ყველა თავის პატრონს აწონებს თავს...
ისევ საზოგადოებრივ მოძრაობად უნდა ჩამოყალიბდეს ამ იდეის ხორცშესხმა...თან ისეთ ძლიერ ძალად, რომლისთვისაც ყველას მოუწევს ანგარიშის გაწევა - ვერც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ვინმე, ვისაც ეს პრობლემა არ ადარდებს და ჩვენმა უცხოელმა "მეგობრებმაც" ვერ უნდა გაბედონ მისი იგნორირება..

მეგრელი

2017-04-10 12:34:56

იმერელი
------------

რაც შეეხება ქიმიურ შეტევას.
http://www.veteranstoday.com/2017/04/06/swedish-medical-associations-says-white-helmets-murdered-kids-for-fake-gas-attack-videos/

kitanoo

2017-04-10 16:08:42

გიო58-დიდი ბოდიში მარა *საინტერესო სტატიაა. მაგრამ, ერთი ზოლი გასდევს ყველა წინადადებას. თუ ამბობთ რომ ზვიადისგან მოდის ყველაფერი კარგი და სწორი, თქვენივე სიტყვებით უკან დასახევ გზას უჭრით საზოგადოების დიდ ნაწილს (არ მითხრათ ახლა, უდიდესი უმრავლესობა უჭერდა მხარსო. თუ უჭერდა რატომ არ დაიცვა?).* ამის დამწერი ან პურჩისტი ხარ, ან მისი იდეოლოგიის მსხვერპლი,ან მხედრიონელი,ან კომუნისტ-კომკავშირის მეხოტბე. ყველა შემთხვევაში საღ აზრთან თქვენი გაკარება დამღუპველია თქვენი ცნობიერებისათვის. ამდენი წლები შავსა და თეთრს რომ ვერ გაარჩევს კაცი რაღაზე უნდა ეპაექრო მარა მაინც გული მწყდება იმაზე რომ ეტყობა თქვენებურად გიყვართ ეს ქვეყანა და თქვენი თავი მართალი გგონიათ ჭეშმარიტებასთან ჭიდილშიც კი და შეგიძლიათ ის დაიცვათ მთელი შეგნებით, ეს კი ის სინდრომია რასაც .......... კახური ავადმყოფობა ჰქვია. მომიტევეთ თუ ჩემი სიტყვები შორსაა რეალობისგან რაშიც ეჭვი მეპარება.

kitanoo

2017-04-10 16:13:26

და რატომ უნდა უჭირდეს ქართველ კაცს პრეზიდენტ გამსახურდიას დიადი ქართველობისა და ერისშვილობის აღიარება ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. (არ ვგულისხმობ იდეურად მოწამლულებს)

serapina

2017-04-10 16:28:59

სტატია ძალიან საინტერესოა... კომენტარისათვის ვერ ვიცლი ჯერ-ჯერობით(სამწუხაროდ).
ახლა, ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება. აქ, სოროსის ბარტ/ყები დაფრთიანდნენ(ჩვენი სამშობლოდანაც)... აი,ძლიერი პრემიერი... ესაო,ისაო და ეს სასწავლებელი უნდა დაიხუროსო. ძალიან საინტერესო ვითარებაა.
გაეცანით დეტალებს: http://www.bbc.com/news/world-europe-39549120

temzadaleuli

2017-04-10 16:33:06

რაო, რაო? დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და არ დავთმობთო, ზვიადი სიცოცხლის ფასადაც კი არ დათანხმდაო? რა, საქართველო დამოუკიდებელია? და საერთოდ, შესაძლებელია საქართველოს დამოუკიდებლობა? რაში გამოიხატება ეს დამოუკიდებლობა? ის, რომ ფეხბურთის ჩემპიონატი გვაქვს ცალკე? (ოღონდ ფეხბურთი არ გვაქვს). ის, რომ სკოლებსა და ე.წ. უნივერსიტეტებში ჩვენ თვითონ ვადგენთ სასწავლო პროგრამებს და მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს ვუთანხმებთ? (მაგრამ განათლების სისტემა არ გვივარგა - ყველამ კარგად იცით, რომ თვინიერ ერთი-ორი კერძო სკოლისა და უნივერსიტეტისა, სწავლა არსად არის), მხოლოდ ჩვენი, ეროვნული (უხხ!!!) შეხდულებით ვაწარმოებთ იმას რაც გვინდა, რაც საჭიროდ მიგვაჩნია და მოსკოვს არ ვეკითხებით? (ვაწარმოებთ რამეს საერთოდ? არსებითს?) და ა.შ და ა.შ. და ამ ვირტუალური დამოუკიდებლობისთვის უამრავი სისხლი დაიღვარა (სისხლი უნდა დაიღვაროსო - ამბობდა ერთი ლიდერთაგანი 9 აპრილს, ოღონდ სხვის სისხლის გულისხმობდა, არა - საკუთარს) მილიონამდე მეტი ემიგრაციაშია, ერთი ამდენი - ლტოლვილი, ეკონომიკა დაქცეული, დემოგრაფიულად - კატასტროფა, ერთ დროს პრივილიგირებული და წარმატებული რესპუბლიკა დღეს დაქცეული და ღატაკი ქვეყანა, უმუშევართა არმიით და არც არანაირი პერსპექტივის მქონე და კვლავ ა.შ. და ა.შ. და, თან, არც დამოუკიდებელი ქვეყნა გვაქვს და ვერც გვექნება - ევროპის განაპირას ვართ, მტრული სახელმწიფოებით გარშემორტყმული

ხოდა, რას მივედ-მოვედებით? ნაცარს ვქექავთ? გულს ვიფხანთ? (ფხანა კი, მოგეხსენებათ, ქეცმა იცის). შამილს უთქვამს - პატარა ერს დიდი ხანჯალი უნდა ჰქონდესო (რასულ ჰამზათოვის მიხედვით), მაგრამ ვერ უშველა პატარა ერს დიდმა ხანჯალმა, უფრო დიდი ხანჯალი მოიძებნა. პატარა ერს დიდი მეგობარი უნდა ჰყავდესო - უბრძანების რასულის მამას - ჰამზათ წადასას, სახალხო პოეტს. ცხადია, ესეც რასულ ჰამზათოვის მოგონილია, ისიც კარგად ვიცით, რომ ქვეყნებს, ხალხებს მეგობრები არ ჰყავთ (იხ. პალმერსტონი), მაგრამ, რუსეთი ჭამს ხოლმე ასეთ რამეებს. ნუ უჩხიკინებ რა? დიდი დათვია.

მაშ რა სჭირდება ჩვენისთანა პატარა ერს? გაგეცინებათ და დიდი ჭკუა. არა, დიდიც არ არის საჭირო, უბრალოდ ჭკუა... გვაქვს?

serapina

2017-04-10 20:23:25

"გაგეცინებათ და დიდი ჭკუა. არა, დიდიც არ არის საჭირო, უბრალოდ ჭკუა... გვაქვს?"
----
სახელმწიფოს სადავეები იმისთანებს ჩააბარეს... ჭკუა აღარაა საჭირო.
სოროსის ბარტ/ყობა უკვე კვალიფიკაციაა. ამ ბარტ/ყებმა კიდევ,კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაიგეს უმცირესობათა უფლებებიო...
...და მედია და ხელისუფლება სხვადასხვა ვარიაციებში ერთსა და იმავე ზღაპარს ჰყვება და...
რა ანალიზი, რის სტ/რატეგია?!
ჭკუა და გონება ვისღა ჭირდება!

დაუკვირდით, ლინგვისტურად გამოთქმა "ჭკუის სწავლება" კიდევ რომელ ენაშია ქართულის გარდა?!
გამოდის, ჩვენმა წინაპარმა ეს გამოთქმა შემთხვევით არ დაამკვიდრა.
ჩვენ კი ვერ ვისწავლეთ!


Maverick

2017-04-10 21:39:51

temzadaleuli, serapina

ვაი ჭკუისაგან!

papa

2017-04-10 23:13:40

ავტორს
მულო შენ გეუბნებიან მაზლო შენ გაიგონეო..

აი ხომ ხედავთ პასუხისაგან ისევ დემოკრატიულად... ასე ვთქვათ ევროპულ ლიბერალურად ცურდებიან. მე ცუდს თუ კარგს.. ხომ ვამბობ ჩემს სათქმელს? ესენი არა... დუმან თავიაანთი ჭეშმარიტების ოლიმპიდან
სამაგიეროდ რა და როგორ წარმოუდგენიათ მომავალში, ამას არ ამბობენ.
ან კი რას იტყვიან?
მხოლოდ ერთი--არა!! მორჩა და გათავდა!! -- მერე რა.. როგორ იქნება ..ამაზე ამაყად დუმან. ყველაზე ადვილი შორიდან ყურება და დინებას მიყოლაააო ... ფიქრობენ
ან კი რას იტყვიან?? მე კითხვებს მაინც ვსვამ... ესენი იმასაც არა
სამაგიეროდ კრიტიკა და იარლიკების მიწებება მერე ადვილია..

papa

2017-04-11 20:10:34


მორჩა .... აქ არავინ აღარ შემოვა .... სამწუხაროდ გადაააგდეს უკვე ეს წერილი არქივში



აი ასეა ბა-ნო გურამ, აი ასეა

არც თქმის ტ/რაკი აქვთ და არც კიდევ იმის თქმა შეუძლიათ რა და როგორ უნდა იყოს ხვალე
რომ თქვან--- რას ვიზამთ, მდგომარეობის გამო იძულებულები ვართ რუსეთს ,,მოვეფეროთო,, არა.... ეგ გრეხად მიაჩნიათ, ასე ვთქვათ ძააან ცუდად გამოჩნდებიან... მაგას ხომ არ იტ/ყ/ვიან?
არადა რა ვქნათო, ვერც მაგას ამბობენ ეგენი, იმიტომ რომ სინამდვილეში გამოსავალს ეგენი ვერ ხედავენ, ვერა. არადა ძაან კარგად იციან ამ დასავლეთის წყალობით(პლიუს ჩვენი უტვინობა) რა უბედურებაცა გვჭირს.
რუსეთი არა ------ ეგ მეც ვიცი, მაგრამ აბა სხვა რამე თქვან?!
მე რა პუტინის სურათს გულისჯიბით დავატარებ და მისი სიყვარულით გადარეული ვაააარ???? მაგრამ რა ვქნათ?? ჩემს სიყვარულ ან არ სიყვარულზეა ლაპარაკიიი??
საფიქრალი საქართველოა, საქართველო .... სამშობლო !
დაჟე ხანდისხან ირგვლივ ამ ხალხს რომ ვუყურებ, ასე მგონია ეს საქართველო მარტო ჩემი სამშობლოა და სხვებისთვის კიდევ დედინაცვალი მეთქი .
დავით მაღრაძეს(კაი კაცის კაი შვილს!!) ააქვს ნათქვამი---- სამშობლო ეს უნდა იგრძნო... .. ადამიანს მაჯაზე ხელს რომ წაავლებ და მისი მაჯისცემა გესმის, აი ისე უნდა გრძნობდე სამშობლოსო...ის უნდა გტკიოდეს, უნდა გიხაროდესო....
ვენაცვალე იმას,... ესეთი ზუტი შედარებისთვის
ეს ე.წ. დასავლეთი კიდევ რა ბუს კვერცხებს გვიყრის ან აწი რას გადმოგვიყრის, ამ ჩვენმა პროდასავლელებმა ძაან კარგად იციან--ხედავენ მაგრამ მაგას ხომ არ იტ/ყვიან, ჩემნაირ პუტინისტად ხომ არ გამოჩნდებიან??
ვაი მაგატ პატრონს!!
მაგათ სინამდვილეში საქართველო ისე ანაღვლებთ და ისე უყვართ, როგორც მე ჩინეთი.
საქართველოს სიბრალულით მაგათ არასოდეს არ უტირიათ,არა. პირადი ამბიციების გარდა მაგათ ყველაფერი ფეხებზეც ჰკიდიათ, თორემ .... როგორ... ეგეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეგენი კიდევ დუმააან?(თუნდაც აქაურები)
ღმერთმა დაიფაროს და ადამიანს შვილი უკვდებოდეს და..... დუმდეეს??????
აგე გრუშშემ შვილის სიყვარულს გამო,..არაფერი მოუვიდესო და დათმო ის, ისე ძალიან უყვარდა...
....რუსებს არ დაველაპარაკებითო.
...რუს კი არა,... თუ საჭიროა საქართველოს გულისთვის, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვან და მოზამიკელ ზანგთანაც კი უნდა ჩავიდნენ მოსალპაარაკებლად.
აბა ერეკლე მეფემ აიღო კალამი და.... ჩხაააკ... ეგრევე მოუწერათ ტრაქტატზე ხელიიი??
ეგრე მარტივააად??
აუუუუ..... რა დღეში ყოფილა ის საწყალი კაცი

ქვეყნის ლაპარაკი მინდა მაგრამ..... სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვწყვეთთ საქმეს, ვერა.

არადა დიდებული .... უზუსტესზე უზუსტესი სათაური აქვს ამ წერილს--ყველაფერი სათაურშივეა თქმული
დიახაც.... ზუსტადაც რომ ჩიხია, ჩიხი გამოუვალი, თანაც უღრან ტყეში.
ჩიხია, აბა რა ჯანდაბააა?? ამდენი ხანია ადგვილსა ვტკეპნით.
...ისე კი ნეტავ ადგილზე მაინც ვიდგეთ---სულ უკან და უკან მივდივართ

აქ ადრე ჯიგარზე ჯიგარი, კაი ხალხი ტრიალებდა...ლოგოსი ოძელი, ლამე, ხიროხიტო, ხალიბი, ზაზა(ვასო) .. კიდევ სხვებიც, ისინიც ჩემსავით ატ/რაკებდნენ მაგრამ მერე ეტ/ყობათ მობეზრდათ და დაგავანებეს თავი
ეხლა ამ თემაზე მარტო ტორი ამდევს და სერაპინა(ძალიან კარგი ქალი) დანარჩენები არ იხარჯებიან...ასე ვთქვათ იმიჯს უფრთხილდებიან....



კი მაგრამ ....რატომ ვილაპარაკეეე??
მეც არ ვიცი!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80