ორთაჭალის სამთავრობო ქალაქი 4-5 სამინისტროზე დავიდა
ეკონომიკა

ორთაჭალის სამთავრობო ქალაქი 4-5 სამინისტროზე დავიდა

ორთაჭალის სამთავრობო ქალაქი 4-5 სამინისტროზე დავიდა
ბექა დანელია

2017-04-10 20:44:37

ახალი სამთავრობო ქალაქის კონტურები ნელ-ნელა იკვეთება, ხოლო მასშტაბები აშკარად იკლებს. თავდაპირველად გახმოვანებული პროექტი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი გრანდიოზული, როგორც პრემიერის ნათქვამიდან ჩანდა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მიიჩნევს, რომ ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქში მხოლოდ 4-5 სამინისტროს განთავსებაა შესაძლებელი. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 4 ჰექტარზე მეტია და საუბარია არა ყველა, არამედ სამინისტროების ნაწილის გადატანაზე.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საუბარია 4-5 სამინისტროზე, რომლის განთავსება იქ შესაძლებელია, თუმცა ვინც განაშენიანების რეგულირების გეგმას დაამუშავებს, მათთვის გვექნება გარკვეული შეზღუდვა და მოთხოვნები, რაც საპროექტო დავალებაში აისახება. პირველი არის განაშენიანების ინტენსივობის დაცვა. მეორე ის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოდის დუქნისხევის შენაკადი, რომელიც როგორც ხეობა, ლანდშაფტური სივრცით უნდა განვითარდეს და თვითონ ამ განაშენიანებისთვისაც ძალიან დიდი პლუსი იქნება, თუ იქ ამ ხეობასთან ერთად სარეკრეაციო არეალი დაიგეგმება. ჩვენს მოთხოვნებს შესაბამის დავალებაში ავსახავთ და იმ საპროექტო ჯგუფს გადავცემთ, რომელიც ამაზე იმუშავებს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ბოლქვაძემ.

როგორც ჩანს, ორთაჭალის სამთავრობო ქალაქის იდეა ერთეულ სამინისტროებამდე დავიდა. საქართველოში 16 სამინისტროა და გამოდის, რომ სამთავრობო ქალაქში მხოლოდ მეოთხედი თუ განთავსდება. აქედან გამომდინარე, პროექტი სულაც არ გამოდის ისეთი გრანდიოზული როგორც თავდაპირველად ჩანდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ასეთ გადაწყვეტილებას არ იწონებენ.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სამთავრობო ხარჯი სხვა აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად მიემართათ, რადგან მსგავსი სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ათეულობით მილიონ დოლარს მოითხოვს.

„სამთავრობო ქალაქის მშენებლობის დრო ახლა ნამდვილად არ არის, ამის თავიც არ აქვს სახელმწიფოს. ჯერ ასაშენებელია უამრავი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუნდაც სოციალური საცხოვრისი. ამ თემამ ნელ-ნელა წამოიწია წინა პლანზე. აუცილებელია პრიორიტეტების იერარქიულად გაწერა. არ მგონია დღეს ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა მოსაწონი იდეა იყოს. დამოუკიდებლად, სპეციალისტების გვერდის ავლით, ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებენ, წინასწარი კონსულტაციები მაინც უნდა გვქონოდა“, - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.

„კარგი, მაგრამ ამ ეტაპზე არაპოპულარული იდეა“ – ასე აფასებს პროექტს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და დასძენს, რომ სამთავრობო ქალაქის იდეა მმართველი პარტიისთვის პოლიტიკურად წამგებიანი პროექტია მაშინ, როცა მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მთავრობის დაპირებები შეუსრულებელია.

„ხელისუფლება ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობას იწყებს და მოსახლეობის რეაქცია პოზიტიური არ იქნება, მეტიც, თავისუფალ შენობებში სასტუმროებისა და რესტორნების განთავსების თემა გამაღიზიანებელიც კი იქნება, რადგან ამას მოსახლეობა სარგებლის მომტანად არ აღიქვამს. სჯობდა, გამოყოფილი სახსრებით მთავრობას ჯერ ქარხნები აეშენებინა, მუდმივი სამუშაო ადგილები შეექმნა და ეს პროექტი შემდეგ დაეგეგმა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ნანახია - 833

Maverick

2017-04-11 01:50:34

მაგ სამინისტროებისათვის შენობების აშენებისა და გადატან-გამოტანის დაფინანსების სახსრები თუ გაქვთ საწარმოების აშენება და სამუშაო ადგილების შექმნა დააფინანსეთ, საქმეშიც ჩაგეთვლებათ და ამომრჩეველთა რაოდენობაც გაგეზრდებათ...

imereli

2017-04-11 08:43:16

სამინისტროების მეოთხედი უკვე არის ორთაჭალაში:ფინანსთა,გარემოს დაცვის,იუსტიციის და შსს,გარდა ამისა გენერალური პროკურატურა. კიდევ 4-5 თუ განათავსებენ იქნება ნახევარი, ან მეტი! უკვე მერამდენედ ვამბობ, საქართველოში განათლებაზე პრეტენზია რომ აქვთ, ისინიც კი ელემენტარულ არითმეტიკასაც ვერ ფლობენ!მიკვირს ფულს როგორ ანგარიშობენ, არადა ბევრი მათგანი მდიდარია!დაუმატეთ ამას ქართული ენის უცოდინრობაც და მიხვდებით, რომ საქართველოში გაუნათლებლობა ყოფილა პრესტიჟი და "ელიტაში" ყოფნის პირობა.არა ერთი მინისტრისაგან და პარლამენტისაგან გამიგია: "მჯერავს" ან "ვსვავ". ინგლისური როგორ იციან ვერ გეტყვით, რადგან თვითონ არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მეპარება ამაშიც.ამ აზრს მიმტკიცებენ გუგული მაღრაძე და ეკა ბესელია, რომელთა "ინგლისურმა" ინგლისურის არმცოდნეც კი გამაოცა.

დავით11

2017-04-11 10:54:59

Maverick-ს დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გექნება მოსმენილი მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, იქნებ ეხლა მაინც დაიმახსოვროთ.. საწარმოებს მთავრობა ვერ ააშენებს. ეს უნდა გააკეთოს ბიზნესმა. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნეს,, გამარტივოს რეგულაციები, დაწიოს გადასახადები და იზრუნოს კონკურენტუნარიანი განათლებული მუშახელის მომზადებაზე. (კიდევ რამეს თუ მოიფიქრებს, რაც ბიზნეს გაუმარტივებს საქმიანობას უკეთესი) არის რამე გაუგებარი?

ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ახალი შენეობები ჭირდებათ ფაქტია.. (ეკონომიკას სულაც ნაქირავები აქვს, და თვეში იხდიან 30 000 მგონი), (სოფლის მეურნეობას მაინდამაინც თბილისში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც გარემოს დაცვას,თუ საერთოდ გვჭირდება როგორც სამინისტროები), რუსთავშიც მოთავსდებოდნენ მშვენივრად, კულტურის სამინისტრო როგორც სამინისტრო საერთოდ არ არის საჭირო (მცირე დეპარტამენტის ფორმით შეიძლება იარსებოს, რომელის მთავარი ფუნქციაც გრანტების განაწილება იქნება)იდეას ვემხრობი. ერთადერთი უსაფრთხოების საკითხი უნდა გაითვალისწინონ მგონი.

DDDzia

2017-04-11 12:53:17

დავით11

"კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, იქნებ ეხლა მაინც დაიმახსოვროთ" - ეს უკვე დავიმახსოვრეთ. გმადლობთ რომ გაისარჯეთ და გაიხარჯეთ გამეორებისთვის.

"საწარმოებს მთავრობა ვერ ააშენებს. ეს უნდა გააკეთოს ბიზნესმა" - ესეც გავიხსენეთ. ნამდვილად ჭკუის სასწავლებელი მიგნებაა. ამასაც დავიმახსოვრებთ! გმადლობთ!

"მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნეს, გამარტივოს რეგულაციები, დაწიოს გადასახადები და იზრუნოს კონკურენტუნარიანი განათლებული მუშახელის მომზადებაზე" -აი ეს ვერ დამიმახსოვრებია. ალბათ იმიტომ, რომ ვერ ვიგებ. იქნებ გაგვანათლოთ ჩვენ, ბნელები, რომ დავინახოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ?
მე თქვენ შეკითხვებს დაგისვავთ იმ ნაწილში, რასავ ვერ ვიგებ და თქვენ მიპასუხეთ. დამიჯერეთ, გავიგებ.
1. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნეს - ელბათ აქ იგულისხმება ბიზნეს გარემოს შექმნა. რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო საიმედობას ბიზნესის რისკების შემცირების ნაწილში. როგორც მე მესმის - ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს ცხელი წერტილები, საბრძოლო მოქმედებების თეატრები, სახელმწიფოს მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები, გამოხატული დიპლომატიური ურთიერთობებით და აქტიურობით. იქნებ გამანათლოთ, რა ზომებს იღებს ჩვენი მთავრობა ამ ნაწილში და რა მიღწევები აქვს?
2. გამარტივოს რეგულაციები, დაწიოს გადასახადები - თქვენ ალბათ რეგულაციების გამარტივებას მათ საერთოდ გაუქმებას ეძახით. მაგრამ, როგორ იქნება თუ გაუქმებული რეგულაციების მაგივრად საერთოდ არაფერი არ იქნება? უამრავი დოკუმენტია, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბად დუბლირებას უკეთებს ერთმანეთს არა თუ აუქმებს და ამის გამო შეუძლებელია გაგება - რომლით უნდა იხელმძღვანელოს ე.წ. ბიზნესმენმა? არაბეთის გაერთიანებული საემიროების რეგულაციებს თუ გაცნობიხართ როდისმე? იქნებ გვითხრათ, რა უშლის ხელს მსგავსი რეგულაციების დანერგვას ჩვენთან, საქართველოში. დამიჯერეთ ნამდვილად ყურადსაღები რეგულაციები აქვთ და მათ შორის გადასახადების ნაწილშიც. ახლაც შევარდნაძე ხომ არ უშლის ხელს მათ დანერგვას? ამდენი სამინისტროებიდან მხოლოდ ერთია, რომელმაც ფულის შოვნაზე უნდა იზრუნოს და მსაშია შეყრილი ყველა ის ინსტანცია, რომელსაც ნამდვილად ხელეწიფება ფულის შოვნა, მაგრამ იქ ისეთი ბარდაკია, მტერს!!!! რა უშლის ხელს მთავრობას, რომ გააუქმოს მუქთახორე სამინისტროები და ნორმალური ხალხით დააკომპლექტის რეალურად აქტუალური?
3. კონკურენტუნარიანი განათლებული მუშახელის მომზადება - ალბათ ვინმე უშლის ხელს ამ საკითხის მოგვარებაში. გვითხარით ვინ არის ეს ვინმე, რომ ჩვენვე მოვთხაროთ? დამიჯერეთ, თქვენ ხელს არ გაგასვრევინებთ. ჰო, ალბათ ეს საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებას და დახვეწასაც ითვალისწინებს. კიდევ გავიმეორებ - გვითხარით ვინ უშლის ხელს და დედას ვუტირებთ.

კინაღამ დამავიწყდა - იქნებ შრომით კოდექსშიც ჩაგეხედათ და საწყალი მშრომელების შესახებ წაგეკითხათ რა სწერია? აი მე ვკითხულობ და ვერ ვიგებ - სად არის დაცული დაქირავებული მშრომელების უფლებები?

წინასწარ გიხდით მადლობას განმარტებისთვის.

DDDzia

2017-04-11 12:58:52

კიდევ ერთი - იქნებ განმიმარტოთ ბანკების შესახებ რამე? ეს ოხერი, ბიზნესის დაწყება მინდა და იმხელა პროცენტით მაძლევენ სესხს, რომ დაწყებაც არ ღირს. ვვარაუდობ, რომ რაღაც რეგულაციები იქნება ამ ნაწილშიც, მაგრამ მე ვერ ვპოულობ. გთხოვთ, დამაკვალიანოთ.

დავით11

2017-04-11 13:37:18

DDDzia-ს ოდესმე საარჩევნო ბიულეტინში ჩემს გვარს თუ ამოიკითხავთ აი მაშინ ვისაუბროთ დეტალურად.. მანამდე მოგიწევთ დაკმაყოფილდეთ თქვენს მიერ არჩეული პირის თუ პარტიის პასუხებით და შედეგებით.

DDDzia

2017-04-11 14:07:42

დავით11

მე რით დავკმაყოფილდები თქვენი გასარკვევი არ არის.
მე შეკითხვები დაგისვით, რამდენადაც თქვენი დამრიგებლური ტონიდან გამომდინარე მივხვდი, რომ საკითხში ნამდვილად ღრმად ერკვეოდით.
ალბათ შევცდი.
გთხოვთ, საწყენად ნუ მიიღებთ.

დავით11

2017-04-11 14:42:51

DDDzia-ს ძალიან დიდი თემაა და ძნელია აქ ესე რამოდენიმე წინადადებაში მარტივად ჩაატიო . ფაქტი ერთია კაონონების უმეტესობა არალეგიტიმურია. კანონიერად არის მიღებული მაგრამ საკითხებზე საყოველთაო შეთანხმება არ არის მიღწეული. აქედან გამომდინარე რეგულაციების უმეტესობა მორგებულია არა კონკრეტულად თემას, რაც უნდა დარეგულირდეს არამედ კონკრეტული პირების იდეებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენას ემსახურება და არანაირ კავშირში არ არის ქვეყნის განვითარებასთან. ნებისმიერი რეგულაცია ავტომატურად მოითხოვს დამატებით დაფინანსებას და ადმინისტრირებას. რაც ნიშნავს ერთი მხრივ გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვას და მეორე შესაძლო კორუფციის რისკების ზრდას. ხშირად კონკრეტული რეგულაციის ადმინისტრირებაში გაწეული დანახარჯი ბევრად მეტია ვიდრე ის მიზაანი რისთვისაც ტარდება ეს ღონისძიება. მოკლედ, რომ ვთქვათ ჩვენ არ ვითვლით ხარჯების და შედეგების ურთიერთპროპორციულობას.

"ფორმულა სახელმწიფოს აიღოს ვალდებულება" არის წამგებიანი, რაც ნაკლებ ვალდებულებას აიღებს სახელმწიფო მით მეტი ფინანსები დარჩება ამომრჩევლის ხელში.. თუ ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს მაგ. 10% ბიუჯეტიც შემცირდება 10% ეს თანხა კი 1.2 მილიარდი გადანაწილდება მოსახლეობაზე. თითოეული ჩვენგანი დამატებით წლიწადში 300 ლარს მივიღებთ. ნუ ეს 4 სულიან ოჯახზე 1200 ლარია რაც კომუნალურ გადასახადების მნიშვნელოვან ნაწილს წაიღებს. დღეს კი ჩვენ ამ თანხას ვამისამართებთ ბიუჯეტში და ბიუჯეტი ხარჯავს არაეფექტურად. მაგალითად ჯანდაცვაში. ადრე თუ ჯდებოდა ეგ პროგრამა 300 მილიონი ეხლა ჯდება 600 მილიონი და კიდევ გაიზრდება. არ არსებობს ამის შემაკავებელი ფაქტორი გარდა ფულის პატრონის ბეჯითობისა, ბიუჯეტის ფულთან მიმართებაში კი ეგ ნერვი მის განმკარგავებს გამორთული აქვთ. და ა.შ

DDDzia

2017-04-11 15:14:36

დავით11
თავს უფლებას მივცემ შეგეკამათოთ:
"ფორმულა სახელმწიფოს აიღოს ვალდებულება" არის წამგებიანი, რაც ნაკლებ ვალდებულებას აიღებს სახელმწიფო მით მეტი ფინანსები დარჩება ამომრჩევლის ხელში - ეს აშშ-ს ეკონომიკური მოწყობის ფორმულაა, რომელიც პირდაპირაა გადმოტანილი ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ამ ფორმულამდე დიდი წინაისტორია იყო, რომელიც აშშ-მ გაიარა. ეგ ახლაა აშშ-ში ეს სისტემა წარმატებული, მაგრამ რა იყო "დიდი დეპრესიის" შემდეგ გამოსასწორებელ ქმედებად აღიარებული და რამ გამოიყვანა იგივე აშშ დეპრესიიდან? გთხოვთ, გაეცნოთ. მხოლოდ ამის შემდეგ და ომის შემდგომ, 60-იანი წლებისთვის იქნა გადაწყვეტილი, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბიზნესში. ე.ი. მაშინ, როცა შესაბამისი პირობები უკვე შექმნილი იყო. ჩვენს შემთხვევაში სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე დიდი დეპსესიისას.
რაც შეეხება რეგულაციებს - მე თვითონ ვმუშაობდი რეგულაციებზე და შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა - არავითარ დიდ დანაკარგებს (მატერიალურს, ფიზიკურს) ეს არ ითხოვს. საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება და პროფესიონალიზმი. რეგულაციების საკითხში საერთოდ კატასტროფაა, რომელიც მაჟამად კარგად გაოიყენება ამ რეგულაციების განმკარგავების მიერ კორუფციის თვალსაზრისით. არაა აუცილებელი, რომ მან პირდაპირ აიღოს ფული. საკმარისია თავისი ოჯახის წევრის დასაქმება, საჩუქრები, უცხოეთში ვიზიტების დაფინანსება, სამივლინები თანხების გადახდა და ა.შ. ამ შემთხვევაში დამსაქმებელიც კმაყოფილია, მარეგულირებელიც, მაგრამ რელურად საქმე დგას>

დავით11

2017-04-11 15:53:04

DDDzia-ს თქვენ მარტო ბიუჯეტურ დანახარჯს ნუ დაითვლით. იმ ადამიანების დახარჯული დრო, ფული და რესურსი დათვალეთ ვისაც შეეხება ეგ რეგულაცია. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებმა რეგულაციებიდან თავის დაძვრენაზე იფიქრონ სჯობს განვითარებაზე დახარჯონ დროც და ფულიც.
საბჭოთა კავშირის კანონები ისე იყო აწყობილი, რომ ყველა დამნაშავე ვყოფილიყავით. მოგვეპარა ბუნებრივი რესურსები, ფული ქონება და ა.შ. მარტივი მიზანი იყო, როცა დაჭირდებოდათ და ვისთანაც დაჭირდებოდათ იქ ჰქონოდათ ბერკეტები მოტოვებული.. ჩვენც მაგ სისმტემაზე ვართ მორგებული მიუხედავად ამდენი ხნის დამოუკიდებლობისა, ერთმანეთის კონტროლის და ერთმანეთის "ყარულობის" სურვილს ვერ ვთმობთ. (რა თქმა უნდა ამას საზოგადოებრივი და სახელმწიფო საჭიროებით ვამართლებთ) აბა სხვა გამართლება ამას არ აქვს და.)

DDDzia

2017-04-11 16:03:59

დავით11
ზუსტად მასე ვითვლი. მე მხოლოდ ბიუჯეტი არც მქონია მხედველობაში.
რაც შეეხება რეგულაციებს - ევროპული რეგულაციები სულ უფრო და უფრო უახლოვდება საბჭოთა რეგულაციებს. ყოველ შემთხვევაში იმ სფეროში, რომელშიც მე ვმუშაობ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბევრი რეგულაცია საბჭოთა რეგულაციიდან არის გადაწერილი. თუმცა არც ბრიტანული არ ჩამოუვარდება საბჭოულს წყობით და შინაარსით.

დავით11

2017-04-11 16:14:13

DDDzia-ს კონკრეტულ თემაზე კონკრეტულად შეეიძლება ლაპარაკი. რაღაც გამართლებულია რაღაც არა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80