კანდელაკი: „აიღოს კვირიკაშვილმა ყურმილი და დაურეკოს ტრამპს“
პოლიტიკა

კანდელაკი: „აიღოს კვირიკაშვილმა ყურმილი და დაურეკოს ტრამპს“

კანდელაკი: „აიღოს კვირიკაშვილმა ყურმილი და დაურეკოს ტრამპს“
თამთა ქარჩავა

2017-04-18 10:58:21

სერგეი ლავროვი დღეს სოხუმში ჩადის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პირველი არ არის ოკუპირებულ რეგიონებში, ვიზიტები 2008, 2009 და 2011 წლებშიც განხორციელდა. ამჯერად, რუსეთის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, შეხვდება დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტსა და  დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს. რუსი დიპლომატი აფხაზეთში ორი დღე დარჩება.

სოხუმში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ლავროვის უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლშიც ნათქვამია, რომ რეგიონში რთული ვითარება განსაკუთრებით აქტუალურს ხდის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველო კვლავ აცხადებს პრეტენზიებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

„უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მათთან მოლაპარაკებებზე. ამასთან დაჟინებით ისწრაფვის ნატოში. აფხაზეთთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ტერიტორიაზე განთავსებულია რუსულ სამხედრო ბაზა. რუსი მესაზღვეები კი მათ საქართველოსთან რესპუბლიკის საზღვრების დაცვაში ეხმარებიან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს განცხადებაში.

რუსეთის პირველი დიპლომატის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს უწოდებს ოფიციალური თბილისი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედებებს.

„ეს არის საერთაშორისო სამართლის, საერთაშორსისო ნორმების და პრინციპების სრული იგნორირება. რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როდესაც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშისახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან. როგორც ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის  მხრიდან სოხუმში ეს არ არის პირველი ვიზიტი.

ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს ამგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს ექკლუზიური გავლენა აქვს.

„ვფიქრობ, ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იქნას განხილული. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან  შეფასება მხოლოდ ერთი, იმ პოზიციიდან გამომდინარე იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას – ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, დეოკუაპციასთან ერთად დეესკალაციის პოლიტიკაც გავატაროთ.

ჩვენი გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული დაპირისპირებაში, რეგიონში უსაფრთხოების ერთ–ერთი მთავარი აქტორია და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ეს არის წითელი ხაზი – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პატივისცემაა“, – ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტს და ე.წ. საელჩოს გახსნას საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებსპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა, რომლის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები არ არის მომართული კონფლიქტების მოგვარებისკენ.

„ამის ფონზე და ბოლო დროს განსაკუთრებით განვითარებული მოვლენების ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშვნა იმისა, თუ როგორი მხარდაჭერა მივიღეთ და გრძელდება ეს მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იდგეს“, – აღნიშნა სოფო ქაცარავამ.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღების მიპყროს. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა უნდა დაურეკოს აშშ-ის პრეზიდენტს და არსებული ვითარება გააცნოს.

„აიღოს ყურმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დაურეკოს ამერიკის პრეზიდენტს, რათა ყურადღება მოიპყროს საქართველოს პრობლემების მიმართ, მაგრამ ამასაც არ აკეთებს. მეტსაც ვიტყვი, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით არის უკვე საეჭვო“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველო საერთაშორისო არენაზე გააქტიურებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. გიორგი ბარამიძის განცხადებით, რუსეთი, ამას, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, აკეთებს თავხედურად, პროვოკაციულად, მიზანმიმართულად და ამისთვის არანაირ არც პოლიტიკურ და არც დიპლომატიურ ფასს არ იხდის.

ნანახია - 1693

cugo

2017-04-18 12:30:25

გიორგი კანდელაკს და გიორგი ბარამიძეს
-------------------------------
რუსის ჯარი თქვენ არ შემოიყვანეთ საქართველოში თქვე ნაძირლებო.თქვენ არ მიართვით ტერიტორიის ერთი მეხუთედი რუსეთს.რუსეთის პროვოკოციაზე წამოაგეთ ქვეყანა და თქვენ კი თქვენი ოჯახით საზღვარგარეთ გაიქეცით.თქვენ რა უფლებით ლაპარაკობთ ტერიტორიულ პრობლემებზე.თქვენ უნდა გადაიხადოთ პოლიტიკურ ფასი იმაზე რაც დამართეთ ხალხს და ქვეყანას 9 წლის განმავლობაში.რაც გინდა ილაპარაკოთ ქვეყნის სიყვარულზე,ხალხის კეთილდღეობაზე ყველამ იცის რომ ეს არის ფიქცია.თქვენ რომ გყვარებოდათ ხალხი და ქვეყანა ამის დასამტკიცებლად გქონდათ 9წელი.რაც გააკეთეთ ყველამ კარგად ვნახეთ.ერთი სული გაქვთ როდის მოხვალთ ხელისუფლებაში.არა იმიტომ რომ ხალხი გადარდებთ.თქვენ გაქვთ ნოსტალგია ადამიანების ხოცვა-ჟლეტაზე,წამებაზე,გაუპატიურებაზე,ძარცვაზე.5 წელია მსგავსი არ ჩაგიდენიათ და ახლა ,,ლომკები,,გაქვთ.ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში მოსვლას ვერც თქვენ და ვერც თქვენი შვილები.მკვლელების შვილებს არაფერი ესაქმება ხელისუფლებაში.ბიძინა ივანიშვილს ვერ იტანთ იმიტომ რომ მოგისროლათ პოლიტიკურ სანაგვეზე.მთელი კრიმინალი ნაცების წონა საკუთარი ფული აქვს ბატონ ბიძინას დახარჯული ქვეყნისთვის,თქვენ კი 9 წელი ძარცვავდით ქვეყანას და ხალხს.ვეთანხმები ბატონ ლევან ვასაძეს.ბატონ ბიძინა ივანიშვილს უნდა დავუდგათ ორი ძეგლი.ერთი კოლოსალური და უანგარო ქველმოქმედებისათვის,მეორე შავი ჭირი ნაციონალური მოძრაობა რომ მოაშორა ხელისუფლებას.

sxivi

2017-04-18 14:39:33

ამ კანდელაკს უსმინე ერთი.. ამათი ჩასვრილი საქმეა და ვითომც არაფერი... ჩააბარეს ტერიტორიები მტერს და კიდევ იბაღინძებიან ეს გნიდები.. მაგ ტონით შენს დორბლიან ბელადთან გელაპარაკა 2008 წელს.. ჩამოიწერეს ბიჭებმა ცოდვები და აქეთ ჭკუას არიგებენ ყველას

მეგრელი

2017-04-18 16:00:42

დაურეკოს ამერიკის პრეზიდენტს, რათა ყურადღება მოიპყროს საქართველოს პრობლემების მიმართ
---------------------------------------------------------------------------------------
პოპურისტულს ვერ დავარქვემ ამ განცხადებას ვინაიდა ამ ,,პოლიტიკოს" მართლა ჯერა , რომ აშშ პრეზიდენტი ერთდროულად პლანეტა დედამიწის პრეზიდენტიც არის.
ეს ერთი. მეორე. კანდელაკი მაინც ვერ გაიგებს. 15 აპრილის აშშ მე-16 პრეზიდენტი ლინკოლნიც მოკვდა . ეს შემოვინახე თადარიგისთვის. 90% ვფირობდი , რომ 15 აპრილს აშშ ჩრ. კორეას დაბომბავდა . ვერ დაბომბა . შეეშინდა.

Thoma

2017-04-18 16:08:24

აუ, ტრამპმა თუ გაიგო ლავროვის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ... ვაი, რა დღე ელის მაგ უბედურს!..
მით უმეტეს, ლავროვის ეთნიკური წარმომავლობაც თუ გაიგო, ერთი დღე არ გააჩერებს მაგას ამ პოსტზე, ეგრევე მოახსნევინებს პუტინს!

Thoma

2017-04-18 17:26:38

სწორედ ლავროვითაა, ეგრე რომ გაიჯეჯილეს სომ/ხებმა აფხაზეთში და ავტონომიასაც რომ თხოულობენ აფხაზებისაგან!
(ეთნიკური უმრავლესობა გამხდარან უკვე და ცოტა ხანში იქნებ აფხაზები ითხოვდნენ მათგან ავტონომიას!..)

Thoma

2017-04-18 17:30:52

ჩემი ურგები ქოთანი ქვას და შეჭამანდი - ძაღლსაო!

papa

2017-04-18 19:00:33

ჩვენც რომ დავურეკოთ ამ კაცს და ნაცების დაქინძვა ვთხოვოთ არ შეიძლებააა??
აბა თუ ასე ადვილად ურეკავს ყველა , მაშინ....ჩვენც დავურეკოთ

Maverick

2017-04-18 23:49:55

კანდელაკს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპარლამენტის ადმინისტრაცია გონია მესიჯებით რომ ამარაგებდა, არიქა დაგვქინძეს ქოცებმა და გვიშველეთო... კანდელაკი ნაცარასტო, გამოცდილება დარეკვაში და მესიჯების გზავნაში საკმაოდა გააქვს და შენ რატომ არ ურეკავ?!... მოურავსაც თხოვე ეგებ შეგაწიოს სიტYვა?!...

Maverick

2017-04-18 23:51:27

პაპა,
ჩვენ დარეკილს არ უპასუხებს, ჯერ მოურავთ-მოურავს უნდა დაეთათბირო...

ფხიზელი

2017-04-19 23:01:41

ჰო, იცინეთ თქვენ კანდელაკზე და, ვერ გამოიჩინა თავი? - ისეთი გამოუქანებია საფერფლე ზარდიაშვილისთვის, რომ პირდაპირ შუბლში უხეთქია ოთო კახაძისთვის! :))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80