„ნაციონალები“ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ორდედაქალაქიანობის გათამაშება
პოლიტიკა

„ნაციონალები“ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ორდედაქალაქიანობის გათამაშება

„ნაციონალები“ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ორდედაქალაქიანობის გათამაშება
მანანა ნოზაძე

2017-04-18 20:00:32

პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისის შენარჩუნებისთვის ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. მათი გააქტიურება უკავშირდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არსებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ახალი კონსტიტიციით აღარ უნდა  განისაზღვროს პარლამენტის კონკრეტული ადგილსამყოფელი. 

ეს მაშინ, როცა კონსტიტუციის 48-ე მუხლის დღევანდელი რედაქციით, პარლამენტის კონკრეტული ადგილსამყოფელია ქუთაისი და მისი დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. 

ვინაიდან დღემდე არ წყდება კამათი ქუთაისში პარლამენტის გადატანის კონკრეტული სარგებლიანობა-უსარგებლობის შესახებ, ჩვენ შევეცადეთ იმის გარკვევას, რა სარგებელი მოუტანა პარლამენტმა ქუთაისელებს და გააუმჯობესა თუ არა დემოგრაფიული ვითარება საქართველოს ამ მეორე კულტურულ ცენტრში?! 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისის განსაზღვრა „ნაციონალების“ ნარატივია და დღესაც სწორედ „ნაციონალების“ მიერ არის მართული ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული  საინიციატივო ჯგუფი. 

რეალურად, ქუთაისში პარლამენტის გადატანა ეს იყო პოლიტიკური ლოზუნგი, ეს იყო ფუნდამენტური პრინციპი „ნაციონალებისთვის“ და, რადგან ახლა ამ მთავარი პრინციპის შელახვა ხდება, „ნაციონალები“ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ორდედაქალაქიანობის გათამაშება. 

ანალოგიურ ვითარებაზე საუბრისას ვახტანგ მაისაიას ახსენდება, რომ ორი დედაქალაქის პრინციპი არსებობს რუსეთში, მოსკოვის და პეტერბურგის სახით. ამითაც ჩანს, რომ სააკაშვილის მიდგომა იყო რუსული პოლიტიკური სქემის გადმოკოპირება და დანერგვა საქართველოში. პუტინი როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, საკონსტიტუციო სასამართლო გადაიტანა სანკტ-პეტერბურგში, ასევე, გადაიტანა სახელმწიფო კონტროლის პალატა, „გაზპრომის“ შტაბბინა და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები. უფრო მეტიც, სანკტ-პეტერგბურგში ჩატარდა მაშინდელი დიდი რვიანის შეხვედრა, გაიმართა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიებები. 

„ეს იყო პუტინის გეგმის გამეორება, როცა მიხეილ სააკაშვილმა თავის მასწავლებელ ვლადიმერ პუტინს მიბაძა ისევე, როგორც მან მიბაძა პუტინს პოლიტიკური როქირების საკითხში, როდესაც   კონსტიტუცია შეცვალა და ქვეყანა ვითომც ნახევრად  საპარლამენტო მმართველობის ფორმატზე გადაიყვანა. სინამდვილეში, მას სურდა, პრემიერის ინსტიტუტი უფრო მეტად გაზრდილიყო, ვიდრე პრეზიდენტის, რადგან სააკაშვილი 2012 წელს პრემიერობას აპირებდა, ხოლო პრეზიდენტად თავის მარიონეტ ქვეშევრდომს, პოლიტიკურ ფიტულს - დავით ბაქრაძეს დააყენებდა.

დიმიტრი მედვედევისა და პუტინის ანალოგიით, ესეც იყო პუტინიზაციის ელემენტების გადმოღება საქართველოში. პუტინს უნდოდა, ხაზი გაესვა, რომ ის წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდან იყო. იმ პერიოდში სწორედ სანკტ-პეტერბურგის კლანი მართავდა რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. იგივე ჩუბაისი, დვორკოვიჩი, ივანოვი, ყველანი წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდან იყვნენ. ამავდროულად, სანკტ-პეტერგბურგი პუტინისთვის სუსტი წერტილი იყო, რადგან მის მიმართ მაინცდამაინც დადებითად არ გახლდათ განწყიბილი. იქაურები უფრო ლიბერალურ წრეს მიეკუთვნებოდნენ. ამდენად, პეტერბურგისთვის პოლიტიკური წონის მინიჭებით პუტინმა ლიბერალური წარმომადგენლები საკუთარ ვერტიკალს დაუქვემდებარა“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია. 

მისივე შეფასებით, იგივე გათვლა ჰქონდა სააკაშვილს. კერძოდ, ის გრძნობდა, რომ დასავლეთ საქართველოს ძირძველი ნაწილი-იმერეთი და უშუალოდ ქუთაისი არ იყო მისი ამომრჩეველი. ეს  მხოლოდ 2012 წელს არ დადასტურებულა. ეს დაადასტურა მანამდე ჩატარებულმა არჩევნებმაც. ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ყველა მავნე ელემენტი, რაც სააკაშვილმა დანერგა, უნდა ჩამოვირეცხოთ.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა იყოს თბილისში, ჩვენს დედაქალაქში. მით უმეტეს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ ქუთაისის დემოგრაფიული სურათი უფრო დამძიმდა. 

„ამბობენ, პარლამენტი თუ თბილისში დავაბრუნეთ, ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდებაო. რა შუაშია ქუთაისის მოსახლეობის შემცირება? როცა იქ არ იყო პარლამენტი, ქუთაისში შესანიშნავად იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობა. პირიქით, „ნაციონალების“ ბატონობის პერიოდში განსაკუთრებულად შემცირდა ქუთაისის მოსახლეობა. თუკი 1989 წელს ქუთაისში 232 ათასი კაცი ცხოვრობდა, ახლა ცხოვრობს 149 ათასი. ქუთაისი  დღეს უკვე მესამე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით. ეს მაშინ, როცა ყოველთვის იყო მეორე კულტურული ცენტრი. დღეს   მოსახლეობის რაოდენობით პირველი ქალაქია თბილისი, მეორეა ბათუმი, სადაც ცხოვრობს 154 ათასი ადამიანი. შესაბამისად, მესამეზე გადაინაცვლა ქუთაისმა. თანაც, სულ იკლებს ქუთაისის მოსახლეობა. 

მთლიანობაში, იმერეთშიც საშინელი მდგომარეობაა. ბუნებრივი კლება შეინიშნება, ანუ მეტი გარდაცვლილია, ვიდრე დაბადებული. გასულ წელს იმერეთში ათასზე მეტი კაცი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ აქამდე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კლება შეიმჩნეოდა, გარდა საჩხერისა, გასულ წელს უკვე საჩეხერეშიც დაიწყო ბუნებრივი კლება. მდგომარეობა სერიოზულია. ამდენი ფული წყალში იყრება. ასე რომ, პარლამენტმა რამე შესძინა ქუთაისს? თუ რამე ეშველება ქუთაისს, ეშველება პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აშენების შემდეგ, რომელიც სამ წელიწადში 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ და არ გამორიცხა, საინიციატივო ჯგუფის წევრები „ნაციონალებისგან“ იმართებოდნენ. 


დემოგრაფი მიიჩნევს, რომ, საერთოდ, „ნაციონალებმა“ დაღუპეს ეს ქვეყანა და კიდევ დაღუპავენ. არც ერთი საპროტესტო აქცია საქართველოში არ ტარდება, რომ მის უკან „ნაციონალები“ არ იდგნენ. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, ქაოსში გადადის ყველაფერი. ამიტომ, რაც უფრო ჩქარა დატოვებენ „ნაციონალები პოლიტიკურ ასპარეზს, მით უკეთესი. 

„ახლა გადასხვაფერდნენ, ვითომ „გირჩი“ და „ევროპული საქართველო“ დააარსეს. შესანიშნავად თქვა რუსთაველმა, „თავსა ახლად ვერვინ იშობსო“, ეგენიც ვერ შეიცვლებიან“. 

მისივე თქმით, ქუთაისის მძიმე დემოგრაფიულ სურათზე რომ არაფერი ვთქვათ, მანძილის სიშორეც გასათვალისწინებელია. თბილისიდან ქუთაისამდე მანძილის დაფარვას, სულ მცირე, სამი საათი მაინც სჭირდება. საშუალო ასაკის ადამიანი სამი საათი რომ იმგზავრებს და მივა პარლამენტში, მისი შრომის ნაყოფიერება ძალზე დაბალია. საერთოდაც, ადამიანი სხვაგან რომ ერთ ღამეს გაათევს, ვერ იძინებს, ვერ ეგუება ახალ გარემოს, რაც ყველა ადამიანს ახასიათებს, სანამ ადაპტაცია არ მოხდება. ამას ემატება ისიც, რომ უზარმაზარი თანხა იხარჯება ბენზინში, რადგან თითქმის ყველა ჩვენი დეპუტატი თბილისიდან ჩადის ქუთაისში. მაჟორიტარი დეპუტატებიც თითქმის ყველანი  თბილისში ცხოვრობენ. 

ნანახია - 1069

1234

2017-04-18 20:54:29

პარლამენტის ქუთაისში გადატანა სწორე გადაწყვეტილება იყო და იქ უნდა დარჩეს. თბილისი უნდა განიტვირთოს სანამ სრული ეკოლოგიური კატასტროფა არ განუცდია. უკვე შედარებით შეძლებული თბილისელების ახლომდებარე სოფლებში გასახლება ხდება. დაბინძურებულ ჰაერს, ხმაურს, გადატვირთულ ქუჩებს და სატრასპორტო მოძრაობას ეცლებიან. თუ მდგომარეობა არ შეიცვლება თბილისი გადაიქცევა "გეტოების" ქალაქად.
კომუნისტები მიგრაციას ჩაწერის მექანიზმით არეგულირებდნენ. დღეს ეს აღარ არის, და სამწუხაროდ ყველაზე დიდი დამსაქმებელი ქვეყანაში მთავრობა რჩება.
"გუშინდელი" თბილისელად ქცეული პარლამენტარები, თუ პარლემანტარობა სურთ, დაუბრუნდენ თავიან მშობლიურ სოფლებს და ქალაქებს ან გადასახლდნენ დროებით ან სამუდამოდ ქუთაისში. რატომ უნდა დადიოდეს სამტრედიელი ძიძიგური თბილისიდან როცა სამტრედია ყურის ძირშია ქუთაისიდან?
მთავრობას რაც შეეხება, იარონ მატარებლით. ბაიდენი თუ დადიოდა მატარებილით, ჩვენ მინისტრებსაც წაადგება. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ზოგადად, აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დაკავშირდეს სწრაფი რკინიგზის ხაზით (200+კმ/სთ).
და ბოლოს, და ყველა მნიშვნელოვანი. 2008 წლის ომის შემდეგ, თბილისის არავითარი სტრატეგიული თავდაცვითი სიღმე აღარ დარჩა. საოკუპაციო ჯარი 50 კილომეტრშია. პარლამეტი კი არა, ახალი სამთავრობო კომპლექსიც ქუთაისში უნდა აშენდეს. დატოვონ მარტო მარგველა თბილისში :)

arichopra 2

2017-04-18 21:04:41

პარლამენტიც და მთავრობაც უნდა იყვნენ ქუთაისში. დიახ ქ უ თ ა ი ს შ ი! დემოგრაფმა "დაგლიჯა"! აი ძმაო "ჟელეზნი" არგუმენტები! უბედურო საქართველო, ამ დეპუტატების, ამ მთავრობის და ამ ოპოზიციის შემყურე! შესანიშნავად თქვა რუსთაველმა, „თავსა ახლად ვერვინ იშობსო“! ვაიმე მოვკვდი კაცი, არ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო!

დომნა

2017-04-18 21:50:11

ამათ კიდევ ეს ნაციონალები ესიზმრებათ, ჩვენ კი ჩავრჩით ოცნებაში.

დომნა

2017-04-18 21:53:09

იყვნენ ქუთაისში, რატომ არ ეკადრებათ. ესენი კი არა თვით დავით აღმაშენებელისთვის იყო სადიდებელი ქალაქი ქუთაისი. არ დავინახო ესენი სამუშაო დღეს თბილისში. არ უნდათ, დატოვონ მანდატი და ისეირნონ ზემელზე.

papa

2017-04-18 21:54:53

MDF-მა ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პარტიები, პოლიტიკოსები, ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები დაასახელა
16:57 18-04-2017
MDF-მა ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პარტიები, პოლიტიკოსები, ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები დაასახელა მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაასახელა. კვლევის პერიოდი მოიცავს 2016 წელს.
მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, ე.წ. „კრემლისტურ პარტიებს“ შორისაა - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“, „სოციალისტური საქართველო“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ცენტრისტები“, „მემარცხენე ალიანსი“ „ჩვენი სამშობლო“ და „ქართული დასი“.

ე.წ. ანტილიბერალურ, ეთნონაციონალისტურ პარტიებს შორისაა „პატრიოტთა ალიანსი“ და „ეროვნულები“, ხოლო ე.წ. „ჰიბრიდულ გაერთიანებად“ მიიჩნევა „ქართული ოცნება“.

„პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე მეტი რაოდენობა „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოსა“ და მასთან დაკავშირებულ „სახალხო კრებაზე“ (96) მოდის. შემდეგია - „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ (55), ასევე „ვალერი კვარაცხელია - სოციალისტური საქართველო“ (44), მას მოსდევს „ქართული ოცნება“ (43), შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ - (40), „ქართული დასი“ – (23), „ეროვნულები“ – (12), მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - (12), „ჩვენი სამშობლო“ – (11), „ცენტრისტები“ – 11, „თეთრები“ – 9, „მემარცხენე ალიანსი“ (9). სხვადასხვა დროს, საერთო ჯამში, 7 ანტიდასავლური პროპაგანდის მატარებელი განცხადება გააკეთა „ტრადიციონალისტებმა“, „ეროვნულმა ფორუმმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“, - აცხადებენ მედიის განვითარების ფონდში.

MDF-მა ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ პოლიტიკოსებს შორის დაასახელა ნანა დევდარიანი, გოგი თოფაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე, დავით თარხან-მოურავი, გიორგი მაღლაკელიძე, ემზარ კვიციანი, ირმა ინაშვილი, ირმა ცხორაგაული, თამაზ მეჭიაური, ნუკრი ქანთარია და ომარ ნიშნიანიძე.

ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ 5 საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორისაა, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „ევრაზიული ინსტიტუტი“, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, „გლობალური კვლევების ცენტრი“, „სტალინი“.

რაც შეეხება საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ანტიდასავლურ განწყობებს „ობიექტივის“ მაყურებლები სატელეფონო ჩართვების ფორმატში გამოხატავდნენ.

„ანტიდასავლური ნარატივის ფორმატში, ხშირად ჩნდებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. ასევე ანტიდასავლურ ნარატივს ავითარებდნენ რეზო ამაშუკელი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, სოსო ცინცაძე, მიხეილ ცაგარელი და გივი სოხმაშვილი .

რაც შეეხება სასულიერო პირებს, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდნენ, გიორგი რაზმაძე, დავით ისაკაძე, დავით ქვლივიძე და ბასილ მკალავიშვილი, რომელიც განკვეთილია ეკლესიიდან“, - აღნიშნულია MDF-ის კვლევაში.

papa

2017-04-18 22:10:49

აი სადამდე მიიყვანეს საქმე--,,ვრაგ ნაროდა,,-თა სიებს აქვეყნებენ უკვე
არადა პირველი ვრაგ ნაროდა თვითონ ეგენი არიან და პირველი ანტიდასავლური აგიტაციის ბუდე კიდევ ... კოლუმბის საელჩო

გამოდის გრეხიც კია სიმართლის თქმა, ეგრევე შავ სიაში ხარ

ამათი ტყუილიც ჭრის, ჩვენი კი მართალიც არა
ესეა .... პატრონი ყავთ ამათ, პატრონი... კანეშნა, ამათი ნებისმიერი ტყუილიც კი გავა ..დაჟე რომ თქვან მაწონი შავიაო, ეგრევე მთელმა ქვეყანამ ტაში უნდა დავუკრათ...
ხოოოდა .... ..ზუსტად ესევე უნდა შედგეს საქართველოს მოღალატეების სია

Maverick

2017-04-18 22:21:11

ანტიქართული პართიები და არასამთავრობოები:

http://www.for.ge/view_news.php?news_id=68172&news_cat=0

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა NDI-ის მიერ არის ორგანიზებული. შეხვედრას ესწრებიან ”მრავალეროვანი საქართველო”, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, ”საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, ”სამართლიანი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ცენტრი”.

Maverick

2017-04-18 22:26:46

ქუთაისს, იმერეთს უქნარა, ცვედანი პარლამენტი კი არა ადგილობრივი წარმოება-დაწესებულებების შექმნა და ამოქმედება გადაარჩენს...

თბილისიც ცოდოა, თავკომბალად იქცა ძველი და მიმდინარე ხელისუფალთა "ზრუნვით"...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80