რას ერჩიან მოხუცები ახალგაზრდებს?
სხვადასხვა

რას ერჩიან მოხუცები ახალგაზრდებს?

რას ერჩიან მოხუცები ახალგაზრდებს?
for.ge

2017-04-19 10:20:16

მეცნიერული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ჭარმაგ ადამიანებს ახალისებთ ნეგატიური სიახლეები ახალგაზრდების შესახებ.  რატომ ხდება ასე? აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ეს ზრდის მათ საკუთარ თვითშეფასებას.

გერმანელი მეცნიერები, მაგალითად,  ამის მიზეზად მიიჩნევენ ნეგატიურ წარმოდგენებს ასაკოვან  ადამიანებზე თანამედროვე საზოგადოებაში.

გამოკვლევის ავტორი, ოჰაიოს შტატის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი,  სილვია კნობლოჩ–ვესტერვიკი აცხადებს: „ჩვენს დროში საზოგადოება ქება–დიდებით ამკობს ძირითადად ახალგაზრდებს, ხნიერებს კი უცქერიან, როგორც გონებადაფანტულთ, ჯიუტებსა და წარსულით მაცხოვრებლებს. ამიტომაც, მათ რაღა დარჩენიათ – როდესაც კითხულობენ ნეგატიურ ცნობებს  ახალგაზრდების შესახებ და ხედავენ მათ მანკიერებებს, უფრო დაჯერებულად გრძნობენ თავს.  იქნებ ამიტომაც არის გაზეთებში ნაკლები პოზიტიური ქრონიკა –  მათზე არ არის მოთხოვნა.

პროფესორმა თანაავტორთან, მათიას ჰასტალთა, ერთად ჩაატარა ცდა: ექსპერიმენტში მონაწილეობდა 276 ადამიანი: 178 მათგანი -18–დან 30 წლამდე და 98 - 55–დან 60 წლამდე. მათ აძლევდნენ შეზღუდულ დროს, რომლის განმავლობაშიც უნდა აერჩიათ 10 შერეული სტატიის პოზიტიური ან ნეგატიური ვერსიები.  ყოველ სტატიას ახლდა ახალგაზრდის ან ჭარმაგის სურათი.

გაირკვა, რომ ასაკოვანნი  უპირატესობას ანიჭებდნენ ნეგატიურ სტატიებს ახალგაზრდებზე,  თავისი ასაკის ადამიანთა შესახებ კი, არც ნეგატივით და არც პოზიტივით არ ინტერესდებოდნენ. ახალგაზრდები  კი  უპირატესად კითხულობდნენ პოზიტივებს ახალგაზრდებზე. ასე, ფსიქოლოგიური თავდაცვითი გზით,  იმაღლებდნენ ჭარმაგნი  წარმოდგენას საკუთარ თავზე; ამას გარდა, ცდის პირებს  შესავსებად ეძლეოდათ ანკეტა, ადამიანის თვითშეფასებისათვის და აქაც იგივე შედეგი იყო – თვითშეფასება იზრდებოდა მას შემდეგ, რაც ხნიერნი ეცნობოდნენ ახალგაზრდების ნეგატიურ შეფასებას.

 

 

ნანახია - 143

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80