“საზრიანი” მშობლები
სხვადასხვა

“საზრიანი” მშობლები

“საზრიანი” მშობლები
for.ge

2017-04-20 11:25:01

ამერიკელი ახალგაზრდა  მშობლები კრისტინა და მაიკლი ძალიან ნერვიულობდნენ სან-ფრანცისკოდან ვაშინგტონში გაფრენის მოლოდინში. საქმე ის გახლდათ, რომ მათ მიჰყავდათ  ტყუპები, რომლებიც ისედაც დაუდეგრობით და ჟინიანობით გამოირჩეოდნენ და ფრენის პროცესში კაცმა არ იცის, რა უსიამოვნებას მიაყენებდნენ თვითმფრინავის მგზავრებს.

ამიტომ მათ წინდაწინ იზრუნეს მგზავრებზე - 20 დოლარად შეადგინეს პატარა პაკეტები თითოეული მგზავრისათვის.  თითოეულ პაკეტში იდო ორი კანფეტი, ყურთსაცობი და ღია ბარათი  მობოდიშებით.

მათ ჩასხდომისთანავე დაარიგეს ეს პაკეტები. არადა, აღმოჩნდა, რომ მშობლები სულ ტყუილად ღელავდნენ - ბავშვები  ძალიან თვინიერად იქცეოდნენ და ფრენის განმავლობაში  მეტწილად ეძინათ.

მგზავრებს კი გული აუჩუყა ამგვარმა ყურადღებამ. ბევრმა მათგანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აღბეჭდა საჩუქრის ფოტო და თბილი სიტყვებით მოიხსენია პატარების მშობლები.

 

 

ნანახია - 146

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80