საკონსტიტუციო კომისიამ ნანუაშვილი გაღიმებული დატოვა
პოლიტიკა

საკონსტიტუციო კომისიამ ნანუაშვილი გაღიმებული დატოვა

საკონსტიტუციო კომისიამ ნანუაშვილი გაღიმებული დატოვა
მართა ლაბაძე

2017-04-20 17:00:01

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის N65 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა. სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ. 

ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ. ახალი კონსტიტუციის პროექტის თანახმად, შეზღუდვები წესდება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, კერძოდ, სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი ვადით ირჩევა, ეს მაშინ, როდესაც სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს.


სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან და ინიციატორებისგან ითხოვს მეტ არგუმენტს სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. უჩა ნანუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. 

როგორც ნანუაშვილი აცხადებს, კომისიაზე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება  უნდა მიღებულიყო იმ შემთხვევაში თუკი კონსენსუსი იქნებოდა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, კონსენსუსი ამ საკითხზე არ ყოფილა მიღებული.სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში კვლავ მოხდება. 


„მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, როდესაც სხვა არჩევით თანამდებობებს მსგავსი შეზღუდვები არ ეხებათ. ამ საკითხზე კონსესუსი არ ყოფილა და მე ველოდები, რომ მისი განხილვა კომისიის ფარგლებში კვლავ მოხდება. 

რაც შეეხება ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული მაქსიმალურად ბევრი ორგანო, ჯგუფი. რაც მთავარია ეს პროცესი არ უნდა იყოს ფორსირებული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელი არ არის რამდენიმე კვირაში დაასრულოს კომისიამ მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომრამდენიმე, იქნებ თვე გაგრძელდეს იმ საკითხებზე მუშაობა, რისი განხილვის შესაძლებლობაც კომისიის ფარგლებში არ ყოფილა. განსხვავებული პოზიცია აქვს საკონსტიტუციო კომისიის წევრს, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს, რომლის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მხარდაჭერაც. როგორც მენაბდე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ასეთი ცვლილებით გაძლიერდება. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ეს გულისხმობს მისი არჩევის წესის შეცვლას ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მხარდაჭერაც. გარდა ამისა, საუბარია ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, როგორიც არის ბიუჯეტის შეკვეცის აკრძალვა და ა.შ“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ორი ვადით არჩევის შემცირებას, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ვადით არჩევა პრაქტიკაში გამოიყენება იმისთვის, რომ მოქმედმა არჩეულმა თანამდებობის პირმა არ მიიღოს მისი ამრჩევი ორგანოს მიმართ მეორე ვადით არჩევისთვის მაამებლური გადაწყვეტილებები. 

„ეს არის ზოგადი სტანდარტი, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობაც იცნობს ასეთ აკრძალვებს. ეს გამოიყენება იმისთვის, რომ მოქმედმა, კონკრეტულ თანამდებობაზე მყოფმა პირმა არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მაამებლური იქნება იმ ორგანოს მიმართ, რომელიც მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს. ამის შანსი საერთოდ უნდა მოისპოს.

ამიტომ, დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ ერთი ვადით არჩევაზე მეტი შანსი სახალხო დამცველს არ ჰქონდეს ვინაიდან, თავისი ვადის ბოლოს ყოველთვის ლოიალური იქნება და ყოველთვის გაჩნდება ეჭვი, რომ ის ხელმეორე არჩევის უფლების მოსაპოვებლად ლოიალურად იქნება განწყობილი იმ ორგანოს და იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, ვისაც ხელეწიფება მისი ხელმეორედ გამწესება“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ხელისუფლების განსხვავებულ შტოთა ცივილურობა, მათი უნარი ააშენონ ევროპული სახელმწიფო მათ შორის განისაზღვრება თუ როგორ ურთიერთობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ომბუდსმენთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავარია, რომ შევძლოთ არა თვალის დახუჭვა და დაპირისპირებაში შესვლა სახალხო დამცველის რეკომენდაციებთან, არამედ რეალურ დისკუსიაში შესვლა და იმაზე ფიქრი, რომ ყოველდღიური პრაქტიკა გახდეს უფრო ცივილიზებული.

„საქართველო იყო რეგიონში პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ეს კონსტიტუციური ინსტიტუტი შექმნა. ამ ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი საზოგადოების განვითარების და პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ეს ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ყველაზე არქაული, რომელიც არსებობდა ანტიკურ სახელმწიფოებში. მიუხედავად დემოკრატიის არ არსებობისა, იმ პერიოდშიც იყო საჭიროება, რომ თითოეული ინდივიდის ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი. მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ამ ინსტიტუტის მიმართ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ნანახია - 1504

Maverick

2017-04-20 20:59:13

„მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით..."
----------------------
იმიტომ, რომ ხლისტი ხარ და ყველა ბოთლს სიამოვნებით ეცობი ქართული ბოთლის გარდა...

arichopra 2

2017-04-20 21:36:16

ეხ, რა მადლი იქნება ერთი საფერფლე ამის პოსლიკა კორტოხზე ასტეროიდივით?!

davituna

2017-04-21 12:30:43

არადა ,როგორ უხდება ღიმილი...)))სად იპოვესა,ეს ტლუ?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80