ავტომობილების რაოდენობის ზრდის შენელება ვერაფრით ხერხდება
ბლოგი

ავტომობილების რაოდენობის ზრდის შენელება ვერაფრით ხერხდება

ავტომობილების რაოდენობის ზრდის შენელება ვერაფრით ხერხდება
ბექა დანელია

2017-04-21 20:00:39

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა სწრაფად მატულობს, ყოველ შემთხვევაში ასე იყო 2016 წლის ჩათვლით. რა იქნება 2017-დან, როგორ შეცვლის აქციზის ზრდა ავტობიზნესის მიმართულებას, ეს მოგვიანებით გამოჩნდება, მაგრამ დღემდე სატრანსპორტო საშუალებების თავლდათვალ იზრდება.

2016 წელს საქართველოში ავტოპარკი 8%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ 16,8%-ით იმატა. ეს მონაცემები ასახულია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კვლევაში - „საქართველოს ავტოპარკი 2016“.

„კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი (მაღალი გამავლობის ჩათვლით) ავტომობილების შეადგენს. მათი დიდი ნაწილი 10 წელზე ასაკოვანია, თუმცა იზრდება 4-6-წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.

მსუბუქი მანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკის“ ძარის ტიპის ავტომობილებზე. შარშან მანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. მათგან 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა.

2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,99% შეადგინა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საინფორმაციო ცენტრის კვლევის დროს გათვალისწინებული იყო დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლებისა და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის გადატვირთულობა განსაკუთრებით თვალშისაცემია დედაქალაქში, სადაც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლებში გაორმაგდა. თუ თბილისში 2010 წელს, საშუალოდ, 200 000 მანქანა მოძრაობდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია. დღეისთვის მათი ოდენობა 400 000-ს აღწევს.

„ბუნებრივია, ჩვენ მივდივართ საგზაო მოძრაობის კოლაფსისკენ. სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო ავტომობილები დანიშნულების ადგილზე მისვლას, პრაქტიკულად, ვეღარ ახერხებენ. ახლა ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არის საცობები, ძალიან მალე საერთოდ გადაადგილება ვეღარ მოხერხდება. თბილისში უკიდურესად გადატვირთულია საგზაო მოძრაობა.

2013-15 წლებში ავტომობილების რაოდენობა 65-80 ათასით იზრდებოდა, ანუ ძალიან დიდი მატებაა. კვლევაც ადასტურებს, რომ მანქანის შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 8%-ით იზრდებადა ყველა ახერხებს კიდევ შნაძენის გაკეთებას“, -აცხადებს ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საავტომობილო პრობლემა დედაქალაქის გენერალური გეგმამ უნდა გადაჭრას, რომელიც 1 თვის თავზე დოლუმენტური სახით მზად იქნება. ამ ეტაპზე გეგმაზე მუშაობა უკვე სრულდება.

„სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის - ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. ძალიან მალე გაიხსნება მეტროსადგური უნივერსიტეტი. სტრატეგიაზე მუშაობა უკვე სრულდება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება 2030 წლამდე“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ნანახია - 1086

natali

2017-04-21 20:07:24

ამ მართლა მაშინომანიას რამე უნდა ეშველოს. ხალხმა ცოტა ფეხითაც უნდა გაიაროს, ასე არ შეიძლება, 100 მეტრში საქმე რომ აქვთ, იქაც მანქანით მიდიან.
მე პირადად უკვე გული მერევა სანამცხვრეების წინ უზარმაზარი ჯიპი რომ გაჩერდება, თან რა თქმა უნდა უადგილო ადგილას,იქიდან მსუქანი ქალი რომ გადმოვა, უფრო სწორად გადმოიფხიკება იმიტომ, რომ ჯიპის კარებშიც ვერ ეტევა, ძლივს რომ შეეტევა სანამცხვრის კარშიც და იქიდან უზარმაზარი ტორტით რომ გამოვა და ხვნეშა-ხვნეშით რომ ჩადებს იმ ჯიპში ტორტს.ფუუუ.... ფეხით რომ იაროს და ტორტებს თავი დაანებოს, არ უნდა?
მე პირადად მეტროთი დავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

davituna

2017-04-22 01:23:06

ნატალი, მაგრამ მეტრო, რომ ბევრ ადგილას არ მიდის? კომუნისტების შემდეგ ,30 წელია, 1 ახალი სადგური არ აშენებულა,მანქანების რაოდენობა კი გაოცმაგდა....
მაგალითად, ვაკეში ,ერთი მეტროს სადგური არ არსებობს და რა ქნან ვაკელებმა?იძულებულები არიან ვაგონისხელა მანქანებით იმოძრაონ!)))
ასევე დიღომში,დიდ დიღომში,ავჭალაში... სადაც მიწისქვეშ ვერ მოხერხდება,მიწისზედა მეტრო გაიყვანონ.
მოიძიონ ინვესტორები და გაკეთდება!მარტო კორპუსების ჩარჭობაზე რომ არიან გაწაფულები!

sxivi

2017-04-22 04:23:31

ამ პრობლემას კომპლექსური მოგვარება სჭირდება:

სასწრაფოდ უნდა დაწესდეს ავტომობილების იმპორტის ქვედა ზღვარი - 2010 წლამდე გამოშვებული მანქანების განბაჟება უნდა აიკრძალოს. ავტო-სასაფლაოდაა გადაქცეული საქართველო.

მაქსიმალურად უნდა განვითარდეს ელექტრო-ტრანსპორტი: ტრამვაი, ტროლეიბუსი, მეტრო, მონო-რელსი. ამისთვის უნდა მოხდეს ინვესტორების მოძიება და შეღავათიანი პირობების შეთავაზება.

უგულავამ ელექტრო-ტრანსპორტი - ტრამვაი და ტროლეიბუსი საერთოდ გააქრო, თავისი ყვითელი ავტობუსები და მარშუტკები (პარტიული ბიზნესი) რომ დაეტვირთა მაქსიმალურად.

DDDzia

2017-04-22 10:23:37

natali, sxivi
კი არ უნდა აიკრძალოს, პირიქით კიდევ უნდა გათავისუფლდეს. თუ მარტო თქვენ იცით, რომ ახალი მანქანები ჯობია ძველებს? ეს ყველამ იცის, მაგრამ ყიდულობენ იმას, რისი საშუალებაც აქვთ, რამდენადაც "მაშინის" გარეშე უკვე აღარ შეიძლება. ოსტაპის არ იყოს "მაშინა", ანუ ავტომობილი ფუფუნება (პრესტიჟი) არ არის, ის აუცილებლობაა. აბა ვინ იყიდის ძველ "მაშინას" სამარიაჟოდ?
"მაშინების" პრობლემა ყველა ქვეყანაშია და მათ შორის თქვენ რომ გიყვართ იქაც. კილომეტრიანი საცობები გადაულახავ პრობლემად იქცა აშუშუში, ევროპაში, ემირატებში და ა.შ. მაგრამ იქ ამ პრობლემას ასეთი სახით არავინ წყვეტს.

DDDzia

2017-04-22 10:24:46

ჯერ ერთი - არავისი საქმე არაა რამდენი "მაშინა" მექნება, მეორე "მაშინის" გარეშე ვერსად ვერ მივდივარ და მცირე საქმის მოგვარებას ერთი საათის ნაცვლად შეიძლება ერთი დღე დავახარჯო (ე.ი. ყველაზე მტკივნეული დროის საკითხი),

DDDzia

2017-04-22 10:25:02

მესამე - არ არსებობს ნორმალური საზოგადო ტრანსპორტი ქალაქში, მეოთხე - საერთოდ, ვიმეორებ საერთოდ არ არსებობს რეგიონების და მცირე ქალაქების დამაკავშირებელი საქალაქო ტრანსპორტი და ქალაქებს შორის მოძრავი მიკროავტობუსების თუ ტაქსების ერტი მგზავრის გადაყვანისთვის დაწესებული ღირებულება არ ჩამოუვარდება იმავე მიმართულებით საკუთარი "მაშინით" 2 ადამიანის გადაადგილების ღირებულებას. მ

DDDzia

2017-04-22 10:26:53

sxivi

2017-04-22 11:39:06

DDDzia,
"მაშინები" და "აქანე-იქანე" რატომ დაგვიკავშირე მე და ნატალის? თუ სხვანაირად არ შეგიძლია შენი აზრის გამოთქმა?
რამდენი "მაშინაც" გინდა, იმდენი იყიდე, მაგრამ 1982 წლის "ვიპუსკის" "ნოლშესტი" (რადნოი მატორზე) აღარ უნდა დადიოდეს ქალაქში (სახურავზე "ბაგაჟნიკით"). ვიღაცის გადაადგილება არაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

DDDzia

2017-04-22 13:00:13

sxivi
როგორც ვხედავ, ჩემი დაწერილის გაგების პრობლემა გაქვთ.
რაც შეეხება "კრიშაზე ბაგაჟნიკიან" 1982 წელს გამოშვებულ "რადნოიმატორიან ნოლშესტებს" - მათ მიერ ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული საფრთხე ბევრად არ აღემატება 2017 წელს გამოშვებული "ლენდ კრუიზერისგან" გამოწვეულ პოტენციურ საფრთხეს რამეთუ, საწვავი, რომელსაც ორივე "მაშინა" მოიხმარს ხარისხით ერთნაირია და არანაირად არ შეესაბამება თანამედროვე (და არა მარტო თანამედროვე) მოთხოვნებს. ხოლო ის, რომ 2017 წლის "ლენდ კრუიზერი" ბევრად ჯობია "ნოლშესტს", "ნოლშესტის"პატრონისთვის ამის ასახსნელად შეგიძლიათ არ გაისარჯოთ. მას რომ "ლენდ კრიუზერის" ყიდვა შეეძლოს, არც დაფიქრდებოდა და არც თქვენ არ დაგღლიდათ.

DDDzia

2017-04-22 13:13:05

sxivi
სად ამოიკითხე "აქანე-იქანე" ჩემს მიერ დაწერილში?

sxivi

2017-04-22 17:56:20

სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობთ.. ვის რისი საშუალება აქვს, ამაზე არაა საუბარი.. არაა აუცილებელი ყველას მანქანა ყავდეს.. მარტო საწვავზე არაა დამოკიდებული უსაფრთხოება.. მანქანების სასაფლაოა საქართველო უკვე..

papa

2017-04-22 23:22:34

სხივი

მე მართლა სხვა საკითხზე დაგისვი კითხვა(სამჯერ) და პასუხისაგან შენ ყოველთვის დემოკრატიულად მიცურდები
იქნებ ჩემ კითხვაზე (მაჟორიტარების გაუქმების მიზეზებზე) როგორმე მიპასუხო--გავიგო??...

მაჟორიტარად გასვლას ვაპირებ და ხომ უნდა ვიცოდე საქმის არსი.....რატომ უნდა გამიუქმონ სკამი??..
იქნებ როგორმე მიპასუხო(ნებისმიერ ენაზე).....ყველაფერს გადასარევად გავიგებ.

papa

2017-04-22 23:24:37

ხოო დამავიწყდა.... ფეხით დავდივარ ...რუსთავის ბაზრობაზე ,,ახლო,, მომავალში ოპელის ყიდვას ვაპირებ

sxivi

2017-04-23 04:48:31

ხო და, იყიდე სანამ იყიდება.. როცა შეიზღუდება (თუ მოიფიქრებს და გადაწყვეტს მთავრობა) აღარ გაიყიდება ძველი მანქანები..
მაჟორიტარებს რაც შეეხება, ზედმეტი და დრომოჭმულია ეგ სისტემა. ადგილობრივი ხასიათის საკითხები უნდა გადაწყდეს ადგილზე - საკრებულოში, გამგეობაში და ა.შ. პრობლემის მაღლა ატანა ნიშნავს, რომ ადგილზე ვერ გვარდება.. დეპუტატის გაწვეევას რაც შეეხება, პარტიას უნდა ჰქონდეს გაწვევის და ჩანაცვლების უფლებამოსილება, რის შედეგადაც აღარ იქნებიან პარტიიდან პარტიაში მოხტუნავე ბაყაყები, როგორებიც დღეს უხვად გყავს მაჟორიტარების სახით. სკამების გაუქმებას რაც შეეხება: 150 დეპუტატი არ სჭირდება საქართველოს, ისევე, როგორც ამდენი მინისტრი.. სიპებზე და სხვა გაბერილ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე აღარ ვსაუბრობ... ხო. და კიდევ: საკონსტიტუციო სასამართლო.. უზენაესშიც შეიძლებოდა საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80