"ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვას რა უშლის ხელს?" - რას ამბობს ნარმანია ფარცხალაძეზე და კალაძის შესაძლო მერობაზე?!
დაიჯესტი

"ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვას რა უშლის ხელს?" - რას ამბობს ნარმანია ფარცხალაძეზე და კალაძის შესაძლო მერობაზე?!

"ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვას რა უშლის ხელს?" - რას ამბობს ნარმანია ფარცხალაძეზე და კალაძის შესაძლო მერობაზე?!
"კვირის პალიტრა"

2017-05-29 11:19:08

"ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვას რა უშლის ხელს?" - რას ამბობს ნარმანია ფარცხალაძეზე და კალაძის შესაძლო მერობაზე?!

თბილისის მერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის გასაჯაროების მოლოდინშია. რატომ გაიცა 500-600 ათას ლარად შეფასებული მიწის სანაცვლოდ 2.615.000 ლარის ქონება? მოარგო თუ არა მერიამ აუქციონის პირობები ყოფილ მთავარ პროკურორს და რატომ არ საუბრობს აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე მოლაპარაკების დეტალებზე, ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ნარმანიასთან გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- აუდიტის სამსახური გისვამთ კონკრეტულ შეკითხვას: თუ ოთხი წლის განმავლობაში "ბიესარ-სიდიჯის" ძველ ხელმძღვანელობას არ დაუკმაყოფილეთ კომპენსაცია, 45 დღეში, მას შემდეგ, რაც კომპანიის 100%-იანი წილის ახალი მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გახდა, რატომ მიიღეთ მიწების ჩანაცვლების გადაწყვეტილება?

- თბილისის მერიამ გადაწყვეტილება კანონიერად, პროცედურების სრული დაცვით მიიღო. ჩასანაცვლებელი ნაკვეთების მონაცემები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც მივიღეთ მიწების ღირებულების შეფასება. უამრავი ვერსია მოვისმინე, მათ შორის, თითქოს ოთარ ფარცხალაძეს ხელოვნურად შევუწყვეთ ხელი პროცესში, რასაც ცალსახად არ ვადასტურებ. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო.

- ისე, შესაძლებელია მართლაც ისე მოხდეს, რომ არჩევნების შემდეგ მთავარ აუდიტორად გიხილოთ?

- კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს და გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ თბილისის მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები.

- და ასეთი სკანდალის შემდეგ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მერიის საქმიანობას სწავლობს აუდიტის სამსახური, უწყების ხელმძღვანელად თქვენი განხილვა რამდენად ადეკვატურია?

- რატომ არქმევთ ამას სკანდალს, არ მესმის, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციის ნაკრებია, რომელიც სკანდალად აქციეს.

- აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოკვლევის გამო გაუსწორდნენ ფიზიკურად, თქვენი შეფასებით, ეს სკანდალი არ არის?

- სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამიტომ დაველოდოთ. რაც მერი ვარ, იმდენი შემოწმება ჩატარდა მერიაში... ლუპით გვაკვირდებიან, თუმცა კარგი იქნებოდა, მათი მმართველობის დროს გამოერკვიათ, რა ხდებოდა ამ უწყებაში. ისე, კონტრშეკითხვას დაგისვამთ ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვაზე - რატომაც არა, რა უშლის ხელს?

- "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახი კალაძე იქნება?

- კახი კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახი კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება.

- კალაძის დასახელება იქნება თუ არა თქვენთვის გზავნილი, რომ გუნდი არც ისე წარმატებულ მერად მიგიჩნევთ?

- ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მით უმეტეს, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე - ახალი ავტობუსები, აღმაშენებლის პროსპექტი, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, შინდისი-კრწანისისა და სამება-მახათის გზა, ათზე მეტი ახალი საბავშვო ბაღი, პეკინის პროსპექტის სრული აღდგენის გეგმა და ა.შ.

ნანახია - 1545

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80