ქვეყანაში 150 000 ჯართად ქცეული მანქანაა!
დაიჯესტი

ქვეყანაში 150 000 ჯართად ქცეული მანქანაა!

ქვეყანაში 150 000 ჯართად ქცეული მანქანაა!
"რეზონანსი"

2017-05-30 12:20:49

”გახშირებული ავტოავარიების, უცხოეთიდან ძალიან მოძველებული მანქანების მუდმივი შემოდინებისა და ავტოპარკის დაძველების გამო ქვეყანაში მომრავლდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვეღარ დადის და ქალაქის ქუჩებში წლობით უქმად არის გაჩერებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯართად ქცეული მანქანების რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს 2018 წლიდან, როცა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შევა ძალაში. მაშინ, როცა დედაქალაქში მანქანების რაოდენობა ბევრად აღემატება საპარკინგე ადგილის რაოდენობას, დიდ პრობლემას ქმნის ეზოებში, კორპუსებთან, ქუჩებში მუდმივად მდგომი ავტომობილები, რომლებიც თვეების განმავლობაში იკავებენ ადგილს. მათი 99% საერთოდ გამოუსადეგარია. პრობლემა აშკარაა, თუმცა კანონში არ არსებობს არავითარი რეგულაცია ჯართად ქცეული მანქანის მფლობელთათვის. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ როგორ შეიძლება შეიზღუდოს და რა სანქციები დაწესდეს ავტომობილებისათვის, რომლებიც უკვე გამოუსადეგარია და მთელი ქალაქის მასშტაბით ადგილს იკავებს”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქვეყანაში 150 000 ჯართად ქცეული მანქანაა! / ქალაქში ძალიან მომრავლდა ისეთი ავტომობილები, რომლებიც ვეღარ მოძრაობს და ქუჩებსა თუ ეზოებში წლობით არის მიგდებული.

"6 წლის წინ სახლი შევიცვალეთ. რაც ახალ კორპუსში გადმოვედი, მას შემდეგ ეზოში დგას "ვოლგა", რომელიც არც ერთხელ არ გაუყვანია მფლობელს და ეჭვი მაქვს, არც არის ვარგისი. ყოველთვის, როცა საღამოს სახლში ვბრუნდები და მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ მხვდება, საშინლად ვბრაზდები მის მეპატრონეზე. კერძო სახლი და ეზო რომ ჰქონდეს ან ფარეხი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემა არც "ვოლგის" და არც ლიმუზინის გაჩერება, მაგრამ ეს მეზობლების საერთო ავტოსადგომია, სადაც მანქანების რიცხვი მკვეთრად აღემატება საპარკინგე ადგილს. ნინაკა ბეროძე ამბობს, დიდი იმედი მაქვს, კანონს შემოიღებენ, აკრძალავენ ან რამე ჯარიმას დააკისრებენ იმ ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც აშკარა ჯართს ცოცხალი თავით არ ყიდიან და არ იცილებენ თავიდან", - აღნიშნავს გამოცემა.

"ტექნიკური დათვალიერება კერძო ავტომობილებისათვის 2004 წლიდან გაუქმდა. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების დიდი ნაწილი, დაახლოებით 150 ათასი ავტომობილი, გაჩერებულია და საერთოდ არ მოძრაობს. გარდა ამისა, არის ავტომობილები, რომლებსაც ძალზე იშვიათად იყენებენ მფლობელები და ისეთებიც, რომელთა ექსპლოატაცია დაუშვებელია ტექნიკური გაუმართაობის გამო. რამდენადაც ახლა ტექდათვალიერება არ არსებობს, კონტროლი შეუძლებელია. ყველა ქვეყანაში მუშაობს მეორადი ავტომობილების განსაკუთრებული მონიტორინგის პროგრამა, რაც ჩვენთანაც აუცილებლად დასანერგია. როგორც ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელი გელა კვაშილავა ამბობს, გარდა ამისა, შესაცვლელია და ბევრ ხარვეზს შეიცავს პარკინგის შესახებ კანონიც. მაგალითად, ერთჯერადად გადაიხდი თანხას და თვეობით შეგიძლია დატოვო მანქანა შუა ქალაქში. ასეთი რამ არსად ხდება”, - განაგრძობს გამოცემა.

”სამი ძირითადი პუნქტია, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. პირველი - უნდა მოხერხდეს აღრიცხვა, რათა რეალურად ვიცოდეთ, რამდენი ავტომობილია ქვეყანაში და აქედან რამდენია გაჩერებული. მეორე - კანონი უნდა აკისრებდეს რაიმე სახის სანქციას მფოლობელს, რომელიც უვადოდ აჩერებს მანქანას. როგორც კვაშილავა ამბობს, მესამე და მთავარი კი პარკინგის საკითხის დარეგულირებაა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად შვეიცარიული კომპანია მუშაობს ტექდათვალიერების საკითხზე, ამ ეტაპზე იქმნება საკანონმდებლო ბაზა და კრიტერიუმი. იმედი მაქვს, ამ დაურეგულირებელ საკითხსაც მიეხედება", - დასძენს გამოცემა.

ნანახია - 1566

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80