გვარამია სააკაშვილს და „რუსთავი 2“-ს განუდგა და დიდ პოლიტიკაში ბოკერიას ფრთას უერთდება
პოლიტიკა

გვარამია სააკაშვილს და „რუსთავი 2“-ს განუდგა და დიდ პოლიტიკაში ბოკერიას ფრთას უერთდება

გვარამია სააკაშვილს და „რუსთავი 2“-ს განუდგა და დიდ პოლიტიკაში ბოკერიას ფრთას უერთდება
თამთა ქარჩავა

2017-06-09 00:22:09

ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ დატოვა. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გვარამიამ საგანგებოდ მოწვეულ თათბირზე განაცხადა. გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა არხის თანამშრომლებისთვის. ოფიციალური ვერსიით, გვარამიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობა გახდა.

თუმცა, for.ge–ს ინფორმაციით, გვამარიას გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ექს–პრეზიდენტის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, თბილისის მერობის კანდიდატან გვარამიას პირველი მოადგილის ზაალ უდუმაშვილის დასახელებას. როგორც for.ge-ს განუცხადეს, ნიკა გვარამია ზაალ უდუმაშვილთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში და ცდილობდა სააკაშვილის გადაერწმუნებია, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა, თუმცა, მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა გვარამიას ბედიც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გვარამია და „რუსთავი 2“-ის ნაწილი მკაფიოდ დადგა გიგა ბოკერიას ფრთის მხარეს, სააკაშვილმა გვარამიას და მისი გუნდის შენარჩუნებაზე უარი თქვა. „რუსთავი 2“-ის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი კი, პოლიტიკაში ბრუნდება, ამჯერად „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას თანამდებობდან წასვლას, წინ უძღოდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი ლაფერაშვილის გადადგომა, რომელიც ამ თანამდებობაზე ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ შეცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, ლაფერაშვილი გვარამიას ფრთას უერთდება. მაშ ასე, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, „რუსთავი2“-ს ვერდიქტს თავად ჟურნალისტები გამოუტანენ. 

ნანახია - 9108

Maverick

2017-06-09 00:38:07

ხომალდის ჩაძირვას ყველაზე ადრე ვირთხები გებულობენ!...

anri

2017-06-09 00:49:12

სარიც გითხრიათ

ფხიზელი

2017-06-09 02:15:50

რა უნდა გახაროთ!..

"მიხეილ სააკაშვილი: - ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას!!!"

აჰა!..
ხო ვამბობდი! :)))

გარბო

2017-06-09 03:28:11

მალადეც ბიძო!
დააჭამია ერთმანეთი გნაცებს :D

ფხიზელი

2017-06-09 03:30:59

ახლა მთავარია გავიგოთ, როდისთვის აპირებს, რომ არ გამოგვრჩეს... თორემ მაგის ამბავი რომ ვიცი, ისე ჩუმად და უხმაუროდ გააკეთებს ამხელა საქმეს, მასმედიაც პირღია დარჩება!

antoni

2017-06-09 07:54:25

პოლიტიკა, იდეები და ღირებულებები აქ არაფერშუაშია! გვარამიამ იგრძნო ყარამანაშვილებთან და სააკაშვილთან ურთიერთობის გაცივება პირდაპირ ურტყამდა მის მსუყე ხელფას-პრემიას და გადაწყვიტა სანამ უარესი მოხდებოდა და გააპანჩურებდნენ,თვითონ წასულიყო ... და წავიდა ზნეობრივად თავის ტყუპისცალ ბოკერიასთან

serapina

2017-06-09 09:52:47

"მიხეილ სააკაშვილი: - ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას!!!"

ფხიზელი,
უფ,ის დაეხმარება მიშას ყველაზე მეტად ამ საქმეში... ნინო ანანიაშვილის მეუღ/ლე რომ არის.
(იაკობაშვილს რომ ლოქო და ქინძ-ძმარი ახსენდებოდა ორშაბათობით, ერთ დროს).

natali

2017-06-09 12:30:45

შალვა რამიშვილის რეპლიკას, ნამდვილია თუ არა ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია დატოვა, ჩერგოლეიშვილი პასუხობს:
“რავი, ადრე იქნება თუ გვიან მაინც მასე იქნება, რაც პარტიას უქნა, იმას უზამს რუსთავს. ამაღამ თუ არა, მერე”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
----------------

როგორც ჩანს გიგა ბოკერიასგან უარი მიიღო. :)

ფხიზელი

2017-06-09 16:04:20


serapina :)
ჰო, ეს სახე მკვეთრად ჩაჯდა ჩემს ცნობიერებაშიც - სადმე თუ ახსენებენ ან აჩვენებენ გრ. ვაშაძეს, ეგრევე დიტო გელოვანის "ლოქო ქინძმარში" მახსენდება :))

tngh

2017-06-09 21:48:41

"რუსთავი 2"-ში ამჟამად მიმდინარე მოვლენები, მორიგი "სი/ა/ფან/დო/ბა" მგონია, გათვლილი რეიტინგზე და რაც მთავარია, Fულის და რეკლამის მიზიდვაზე.

ფხიზელი

2017-06-10 17:51:15

ბოკერია აწი ვეღარ აფრინდება და გვარამია უნდა მის ფრთას შეუერთდეს, უნდა - კურტუმოს! :)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80