ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ყველამ თავის სასარგებლოდ გაიგო
პოლიტიკა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ყველამ თავის სასარგებლოდ გაიგო

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ყველამ თავის სასარგებლოდ გაიგო
თამთა ქარჩავა

2017-06-09 15:30:39

საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიისგან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, წინასწარი დასკვნა გადმოეგზავნა. ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტშია აღნიშნულია, რომ კომისია რეკომენდაციას იძლევა განხილულ იქნას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ისეთი ვარიანტები, როგორიც არის: 1- პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა; 2- მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა; 3 - ბარიერის შემცირება 2%-დან 3%-მდე.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლება დადებითი ნაბიჯია, მაგრამ ფიქრობს, რომ სამი მექანიზმი ერთად (5%-იანი ბარიერის შენარჩუნება; 5%-ის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო ბლოკების გაუქმება) ზღუდავს პროპორციული სისტემის გავლენას უფრო პატარა პარტიების და პლურალიზმის საზიანოდ.

„ზოგადად, შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს. აღნიშნულით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია მიმართული საპარლამენტო სისტემისკენ, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით დაიწყო და წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

ვენეციის კომისია შიშობს, რომ არსებობს რისკი იმისა, პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი, შესაბამისად, მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა. ვენეციის კომისია ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებასა და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით“, - ნათქვამია დასკვნის პროექტში.

ამავე დასკვანში აღნიშნულია, რომ 2010 წელს გამოთქმულ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გამოთქვა პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომ გაძლიერებასა და უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის პროცედურის გადახედვასთან დაკავშირებით. შეთავაზებული რეფორმა შეესაბამება ამ მიზნებს და ვენეციის კომისია მხოლოდ მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს.

ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, ზოგადად, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ საჭიროა ზომები პარლამენტში, პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად.

„პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, როგორც ასეთი, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული შემდეგი წლის არჩევნებზე და ძალაში შევა 2023 წლიდან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სენატის არარსებობის პირობებში საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის საპირწონეს საქართველოს საკონსტიტუციო სისტემაში პრეზიდენტი წარმოადგენს. შესაბამისად, ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა. საჭიროა ზომები პარლამენტში, პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.

ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშვნის ინიციატივას მხარს უჭერს. დასკვნაში ნათქვამია, რომ თანამდებობაზე ყოფნის დრო მოსამართლეებისთვის უნდა გახანგრძლივდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში და მათი არჩევა პარლამენტის მიერ უნდა ჩანაცვლდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი დანიშვნით ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზების შედეგად პრეზიდენტის მიერ დანიშვნით.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას.

„ფუნდამენტური უფლებების თავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. კონსტიტუციის პროექტის მე-16 მუხლში რეკომენდებულია აღმსარებლობის თავისუფლების აშკარა აღიარება“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტში.

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფს და რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ქართულ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ნებისმიერი მიმართულებით, თუკი ასეთი ცვლილებები ხორციელდება, ის აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს წარმომადგენლობითობას, აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შექმნას. ამ რეკომენდაციებში ადეკვატურადაა ასახული ის თემები, რომლებიც ასე აღელვებდა ქართულ საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და რაც ცვლილებებზეა საუბარი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, წინასწარი დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება. რაც შეეხება ე.წ. ბონუსის სისტემას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიძლება მკაფიოდ განსაზღვრული გახდეს და მასთან დაკავშირებით ზედა ზღვრები დაწესდეს, რა მიდგომაც მმართველ გუნდს გააჩნია.

„იმ ზოგად მიდგომას, რომელზეც ვსაუბრობდით, ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია შეესაბამება, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც. ბონუსთან დაკავშირებით, ზოგადი, ბლანკეტური კრიტიკული შენიშვნა ვერ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, კერძოდ, დაწესდეს ზედა ზღვრები. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომა, ალბათ, საბოლოოდ აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ეს სულისკვეთება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ბონუსმა არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტად დიდი დაშორება თანასწორობის პრინციპიდან. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომაც, ბუნებრივია, აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ვენეციის კომისიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ იმ საკითხებზე გაამახვილა ძალიან კრიტიკულად ყურადღება, რაც აწუხებდა ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს.

„სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქართული დემოკრატიისთვის ბონუსის ე.წ. მუსოლინის სისტემის შემოღება და ამ ვითარებაში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება. ერთ მხარეს არის ივანიშვილის გუნდი და მეორე მხარეს არის მთელი ქართული საზოგადოება და ვენეციის კომისია. ეს იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს ხალხს ჰკითხოს და ჩაატაროს პლებისციტი როგორც ამას ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მათ ვთავაზობთ, რათა გადაწყდეს ეს ფუნდამენტური საკითხი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნანახია - 1949

cugo

2017-06-09 16:20:19

გიგა ბოკერიას
--------------
შე ზონდერო ნაძირალავ,შენ ვინ მოგცა ქართული საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლება.ხომ ხედავდი როგორ შეხვდა ხალხი შენს გამოჩენას ფილარმონიის დარბაზში.მუსოლინის სისტემას შენ როგორ უნდა აკრიტიკებდე 9 წელი მუსოლინზე უარესი სისტემა გქონდა დანერგილი.მიდი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოუსმინე ფოტოგრაფებს რას უშვრემოდნენ ციხეში შენი ხელისუფლების წარმომადგენლები.უშიშროების საბჭოს მდივანს არ უნდა სცოდნოდა რა ხდებოდა ციხეებსა და პოლიციის განყოფილებებში.ყველაფერი იცოდით და გინდოდათ ასეთი მეთოდებით გაგეხანგრძლივებინათ ხელისუფლებაში ყოფნა მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მოგისროლათ პოლიტიკურ სანაგვეზე.სახელის გადარქმევა არაფერს გიშველით.თქვენი კრიმინალური წარსული არასდროს დაავიწყდება ხალხს.როგორ შეიძლება ,,ევროპული საქართველო,,ერქვას პარტიას სადაც გაერთიანებულია ისეთი კრიმინალური წარსულის მქონე ზონდერ პოლიციელი,როგორიც თენგიზ გუნავაა,ისეთი ზონდერ პროკურორი როგორიც გიორგი ღვინიაშვილია,ისეთი ზონდერ ომბუდსმენი როგორიც გიორგი ტუღუშია,ისეთი ზონდერ ჟულნალისტი როგორიც ირმა ნადირაშვილია,რომელიც ყოფილ უკანონო პატიმარს ეუბნება:,,რას დაეთრეოდი მიტინგზეო,,.კიდევ ბევრი კრიმინალები გიზით გვერდში.სწორად გითხრათ საკონსტიტუციო განხილვაზე ერთმა თბილისელმა მოქალაქემ:,,რაც გინდა დაირქვათ თქვენ მაინც ცოცხების პარტია ხართო,,.ასპროცენტიანი სიმართლეა.

asdf961

2017-06-09 16:49:56


cugo
2017-06-09 16:20:19

გიგა ბოკერიას
--------------
"შე ზონდერო ნაძირალავ,შენ ვინ მოგცა ქართული საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლება.ხომ ხედავდი როგორ შეხვდა ხალხი შენს გამოჩენას ფილარმონიის დარბაზში.მუსოლინის სისტემას შენ როგორ უნდა აკრიტიკებდე 9 წელი მუსოლინზე უარესი სისტემა გქონდა დანერგილი.მიდი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოუსმინე ფოტოგრაფებს რას უშვრემოდნენ ციხეში შენი ხელისუფლების წარმომადგენლები.უშიშროების საბჭოს მდივანს არ უნდა სცოდნოდა რა ხდებოდა ციხეებსა და პოლიციის განყოფილებებში.ყველაფერი იცოდით და გინდოდათ ასეთი მეთოდებით გაგეხანგრძლივებინათ ხელისუფლებაში ყოფნა მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მოგისროლათ პოლიტიკურ სანაგვეზე.სახელის გადარქმევა არაფერს გიშველით.თქვენი კრიმინალური წარსული არასდროს დაავიწყდება ხალხს.როგორ შეიძლება ,,ევროპული საქართველო,,ერქვას პარტიას სადაც გაერთიანებულია ისეთი კრიმინალური წარსულის მქონე ზონდერ პოლიციელი,როგორიც თენგიზ გუნავაა,ისეთი ზონდერ პროკურორი როგორიც გიორგი ღვინიაშვილია,ისეთი ზონდერ ომბუდსმენი როგორიც გიორგი ტუღუშია,ისეთი ზონდერ ჟულნალისტი როგორიც ირმა ნადირაშვილია,რომელიც ყოფილ უკანონო პატიმარს ეუბნება:,,რას დაეთრეოდი მიტინგზეო,,.კიდევ ბევრი კრიმინალები გიზით გვერდში.სწორად გითხრათ საკონსტიტუციო განხილვაზე ერთმა თბილისელმა მოქალაქემ:,,რაც გინდა დაირქვათ თქვენ მაინც ცოცხების პარტია ხართო,,.ასპროცენტიანი სიმართლეა."

ზუსტად იგივეს დაწერას ვაპირებდი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


ფხიზელი

2017-06-09 21:14:28


cugo,

არ ვიცი, პრეპარატი ვინ შექმნა და საიდან შემოიტანეს, მაგრამ აშკარაა, რომ ნაცების მთელ პარტიას გაკეთებული აქვს "სირცხვილსაწინააღმდეგო ვაქცინა", რომელიც, ეტყობა, ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი უხერხულობისა და სინდისის ქენჯნისაგან! - ილაპარაკე, რაც გინდა!.. ქენი, რაც გინდა!..
ამის ყველაზე კარგი თვალსაჩინოება იყო სააკაშვილი: ერთ ტჸუილში რომ ამხელდნენ, შეეძლო ხუთ წუთში თვალდაუხამხამებლად დაებრეხებინა ახალი, კიდევ ურო დიდი ტყუილი სხვა თემაზე!..

Maverick

2017-06-09 23:42:32

ფხიზელი,
იგივე ხდება დღეს აქ, აშშ-ში, ნახე რა დღეში არიან დემოკრატები, რა არის აქ გასაოცარი? მადამ ლაიარის კლანი უბერავს... ასევე უბერავენ მიშარასტები და გიგარასტები!...

ამას გაეცანით: http://kstati.net/teoriya-i-praktika-zagovora-protiv-trampa/

ფხიზელი

2017-06-10 01:13:09

Maverick,
კი... ნუღარ იტჸვი! :)
ნაცები მონაგონია მაგათთან (ყოველმხრივ!).
რუსებთან ტრამპის საეჭვო კავშირების დასტურად ისიც კი მოიყვანეს (მგონი "ვაშინგტონ პოსტმა"), რომ " პ უ ტ ი ნ " და "ტ რ ა მ პ " ორივე ხუთ-ხუთი ასოსაგან შესდგება!:))
(ჩვენი ნაცები ასეთ იდიოტობამდე არ დაცემულან).
ამ სტატიაში მოყვანილი "სი-ენ-ენ"-ის აღმოჩენაც ხურავს: ტრამპი, თურმე, უფრო მეტ ნაყინს ჭამს, ვიდრე მისი წინამორბედები! :))))))
მაგრამ სტატია ძალიან მომეწონა. ხედავ, კლინტონების რა მასშტაბის კორუპცია აქვთ მიჩუმათებული და რეებს უჩხიკინებენ ტრამპს?.. გადაირევი კაცი!.. ჰილარის უწყებიდან 2 მილიარდის გაქრობაც კი მიუფუჩეჩებიათ და ესენი (ნაცებივით), სხვის თვალში ეძებენ ბეწვს!
(რუსულ კომპანიებთან კლინტონების კორუპციულ კავშირებზე არაფერია ნათქვამი. არადა, კლინტონს, მოსკოვში წაკითხული 45 წუთიანი ლექციისთვის 500 000 გადაუხადა რომელიღაც კომპანიამ... ანუ, გაუთეთრა ქრთამი!).

ფხიზელი

2017-06-10 01:39:27

არა, მართლა რა უნამუსო უნდა იყო, რომ ჰილარი კლინტონის უწყებიდან გამქრალ 2 მილიარდზე ხმას არ იღებდე და პრამპს უთვლიდე შეჭმულ ნაყინს! :)))))))))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80