ნათქვამია, ერთი - თხისკენ, ერთი - მგლისკენ
ბლოგი

ნათქვამია, ერთი - თხისკენ, ერთი - მგლისკენ

ნათქვამია, ერთი - თხისკენ,  ერთი - მგლისკენ
ვაჟა შუბითიძე

2017-06-12 01:01:53

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ 1999 წლის  საპარლამენტო  არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟვანია - სააკაშვილმა დაიწყეს  “რუსთავი2”-ის გამოყენება თავისი პარტიული დაკარიერისტული მიზნებისთვის (ამ ტელევიზიის  მეშვეობით იქნა დამხობილი შევარდნაძე) და სარედაქციო დამოუკიდებლობა ჯერ შეეზღუდა და 2004 წლიდან საერთოდ წაერთვა “რუსთავი2”ის კოლექტივს და ეს დღემდე გრძელდება. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „რუსთავი 2“-ის და საერთოდ პრესის თავისუფლება რომ არ იზღუდება, ამას აღიარებენ შინ თუ გარეთ, მტერიც და მოყვარეც.

შესაბამისად, „რუსთავი 2“ დამოუკიდებელია და კრიტიკულია მთავრობის მიმართ, მაგრამ არაა  თავისუფალი  და კრიტიკული ნაციონალებისაგან და მათ მიმართ. აბა გაბედოს „რუსთავი 2“-მა და ისეთი აგდებით ილაპარაკოს  მიშა  სააკაშვილზე (არხის რეალურ მფლობელზე) და ნაციონალებზე, როგორც ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე და მას 1 კვირაში დახურავენ მისი რეალური მფლობელები.

იმ დღეებში გამოჩნდა ისიც, რომ ტელეკომპანიაში არაა ნორმალური კრიზისული მენეჯმენტი.

როგორც კი ტელეკომპანია სასამართლომ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, გვარამიამ იმ წუთშივე სცადა ფულის შეძლევა (საიდან აქვთ ეს ფული თუ გადასახადებს ვერ იხდიან ? ) ქიბარ ხალვაშისათვის, რითაც ირიბად აღიარა, რომ  კომპანია მის ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდა.

ნათქვამია, ერთი თხისკენ,  ერთი - მგლისკენო.  რომ არა „რუსთავი-2“-ის აღვირახსნილი  ცილისმწამებლური, ღვარძლითა და ბოღმით გაჯერებული წინასაარჩევნო კამპანია 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში - ხალხმა დაიჯერა, რომ ნაციონალების დაბრუნებით შეიძლება სამოქალაქო ომი დაწყებულიყო და „ოცნების“ მხარეს დადგა.

ეს საფრთხე დღესაც ისევე რეალურია. მართალია, ფორმალურად ნაცები ოთხ ნაწილად გაიყვნენ, მაგრამ რეალურად მათ იგივე მიზნები და სულისკვეთება ამოძრავებთ, რაც სააკაშვილის დროს. დღეს რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად (რაც სამოქალაქო ომს გამოიწვევს და მათაც სწორედ ეს უნდათ) და ამით საქართველოს საბოლოოდ დასაქცევად. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მართებს გადამჭრელი ზომების მიღება დამნაშავე და კრიმინალი ნაციონალების  ბინძურ საქმეთა გამოსაძიებლად და მათ გასანეიტრალებლად. დანაშაულს მარტო მერაბიშვილი და უგულავა, ახალაიები  არ ჩადიოდნენ  - მათი რიცხვი 400 – 500 კაცამდეა.

ნაციონალებს კვლავ დიდი გავლენა აქვთ სასამართლოში და ბიზნესში, სხვა სტრუქტურებშიც, განსაკუთრებით რეგიონებში. საკმარისია პირველი ინსტანციის მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება (ანგარებით ან სხვა მიზეზით) მიიღოს, რომ ზემდგომი ინსტანციები მას უცვლელად ტოვებენ და ამით სასამართლო ხელისუფლებას დიდ დარტყმას აყენებენ. სასამართლო სისტემაში კვლავ ბევრია სააკაშვილის დროს დანიშნული მოსამართლეები, რომლებიც მრავალ უკანონობას ჩადიოდნენ. ახლა მათი მუდმივად გამწესება   მოსამართლეებად  ხალხს ძალზე აღიზიანებს და სამართლიანობის აღდგენის დიდ იმედს უკარგავს.

ნაციონალი ბიზნესმენები ხშირად საბოტაჟს ეწევიან - სამსახურებიდან უშვებენ „ოცნების“ მომხრეებს, არ უქმნიან უსაფრთხო სამუშაო პირობებს, არ აძლევენ ნორმალურ ხელფასებს, რითაც მუშებს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ. სწორედ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ტყიბულში, როცა მფლობელების (ბეჟუაშვილების) სიხარბეს 4 ადამიანი შეეწირა და კიდევ შეეწირება აქაც და სხვაგანაც - ჭიათურაში, მშენებლობებზე, თუ ვინმე მათ პასუხს არ მოთხოვს.

ის სიხარბე და ხალხის გაჭირვების ფეხებზე დაკიდება, რაც გამოამჟღავნეს ბანკებმა, ნავთობკომპანიებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა ბოლო წლების განმავლობაში (მათ უმრავლესობას კვლავაც ნაციონალები და რუსები აკონტროლებენ) პირდაპირ ურტყამს ხელისუფლების ავტორიტეტს და მისგან გადამწყვეტი ზომების მიღებას მოითხოვს. მაგ: ფარმაცევტული კომპანიები თუ ადრე 800-1000%-იან მოგებაზე მუშაობდნენ, ახლა 500 – 600 პროცენტიან მოგებას მაინც ღებულობენ წამლებში რომელთა  უმრავლესობის შეძენა არ შეუძლია მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

მაგ:  ერთი პატარა აფთიაქი თემქაზე შენობის ქირაში ყოველთვიურად უხდის 5400 ლარს მფლობელს - ერთ-ერთი თანამდებობის პირს და წარმოიდგინეთ, რამხელა პროცენტზე მუშაობს ეს აფთიაქი და როგორ ატყავებენ ხალხს, უქონელთ, სოციალურად დაუცველებს.

ხალხის ძლიერ გაღიზიანებას   იწვევს ასევე ყოფილი ნაციონალების პორტირება მმართველ გუნდში, რაც ხელისუფლების რეიტინგს სერიოზულად აქვეითებს.

პროფესორმა ნანა ჩაჩუამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს გარკვეულ კრიტერიუმებს და მერე ამ კრიტერიუმებით ეს ჯგუფი შეარჩევს მომავალი თანამდებობის პირებს. ამით გამოირიცხება უღირსი ადამიანების მოხვედრა თანამდებობაზე, რაც დღეს ასევე სერიოზული პრობლემაა და  ასევე დროზე გადაწყვეტას მოითხოვს.

ნანახია - 1623

Maverick

2017-06-12 02:12:00

თუ პარლამენტი დაამტკიცებს ქოცურ საკონსტიტუციო ცვლილებას მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა გამოვაცხადოთ ეროვნული დაუმორჩილებლობა და არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

უნდა მოვითხოვოთ:

- ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა!

- პარლამენტის მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით დაკომპლექტება!

- პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა /პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი პარტიული და საპარლამენტო დიქტატისაგან/!

- პარლამენტის დეპუტატის, პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის გაწვევა-გადაყენების-იმპიჩმენტის მექანიზმის გამარტივება!






zaza191

2017-06-12 02:39:51

ეხლა ამ სტატიის ავტორი, რომ ექიმმა გასინჯოს და ჯანმრთელიაო თქვას არ უნდა დაბრიდო ის ექიმი?

gio2000

2017-06-12 02:44:44

ისეთი რამ მაინც დააბრალეთ ნაციონალებს, რომ ოდნავ მაინც დაეჯერებოდეს და საანეგდოტოდ რატომ იხდით თავს???.
ესე იგი,
რუსეთის იმპერიას სურს ნაციონალების დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებაში არააა????!!!!
ასეთ ტყუილზე სწორედ რუსები იტყვიან :
Курам насмех!!!
ხოლო ქართველები, ვისაც ოდნავ მაინც აზროვნება გააჩნია,
არც წაიკითხავს ბოლომდე ამ უსუსურ პასკვილს.

davituna

2017-06-12 03:31:01

გიო 2000-ს
კარგად მახსოვს 2012-ში პუტინი როგორი შეშფოთებული იყო, პროპორციულის შედეგებით,მერე კი ჟურნალისტს უთხრა-მაჟორიტარებით გაიმარჯვებს სააკაშვილიო!(((( ვისაც არ გჯერათ, გადაახვიეთ და ნახეთ!
რატომ არ იქნებოდა რა,მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსებს ჩაუგდეს ხელში ნაცებმა და ზედ საქართველოს 20%-იც მიართვა მიხუინმა ,თავის კგბ-შნიკ კოლეგას!

antoni

2017-06-12 07:53:42

ნაცებმა შევარდნაძე რომ დაამხეს, მეორე დღეს რუსთა საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩამოვიდა და "ვარდების" მიტინგიდან მიულოცა მათ "ლეგიტიმური რევოლუცია"აჭარაშიც რუსის დახმარებით შევიდა მიშა დორბლიანი.მანამდე 102 მლნ-ის ყბადაღებული თემა გაიხსენეთ, რომელის რევოლუციისთვის მისცა რუსმა ჟვანია-სააკაშვილს.
და რა მიიღო რუსმა სანაცვლოდ? მიიღო კოდორი, ახალგორი; შევარდნაძის მიერ გარეკილი რუსის ბაზები დაბრუნდა საქართველოში; რუსმა მიიღო ენგურგესი, წყალი, დენი, მარგანეცი ... ცოტაა?
ახლა? ახლა გინების გარეშე იზღუდება რუსის მდგომარეობა საქართველოში, მივდივართ მათგან!ჰოდა, რუსს ისევ მათგან ნახმარი, პროგნოზირებადი და ჩუმად დამყოლი მეცოცხეები ურჩევნია ხელისუფლებაში
და რუსისა და მეცოცხეების ხელით რ-2-ით თუ მათ გარეშე ხდება ხელისუფლების დისკრედიტაცია და აქტიური სამზადისი (დიდი დაფინანსებით) ნაცების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად

papa

2017-06-12 07:54:20

არა ... არა.... ნაცების უმწიკვლო თავს გეფიცებით ისინი ამეებს არ იზამდნენ.
.... ვერ დავიჯერებ, ვერა აგრემც იმათ შემოევლოს მიხო


რუსებთან ...არ ვიცი, .....მაგრამ რუსებს რომ ჩვენი ბოლომდე დაქცევა უნდათ, მერე რომ ძველებურად ,,მუქთად,, ეგ იასნია.

ნაცების რუსებთან კავშირსაც ,,გონივრული ეჭვების,, საფუძველზე არგუმენტებით ბევრი ამტკიცებს და რავა ყველა ექიმთან არის წასაყვანიიი?? ყველაფერი ტყუილიააა??
თუ ნაცებს საქართველო ისე უყვარდათ, რომ მაგას არ იზამდნენ და საქართველოს სიცოცხლეს შესწირავდნენ??
ან დღემდე რომ საბოტაჟნიკობენ ეგ რა ტყუილიააა??
იმ ეგრეთ წოდებულ ,,ინვენსტორებს,, მაყუთისა და ქართველი ხალხის ტანჯვის სანაცვლოდ, ხელშეკრულებების პირობებით, ნებაზე რომ აგულავებდნენ ეგააა ტყუილიი??
მიკვირს ნაცების ხსენებაზე რატომ აფორიაქდით??
ან იქნებ.......ჰააა??/

Maverick

2017-06-12 08:54:14

იმიტომ ფორიაქობენ, რომ ყავლი აქვთ გასული და მხოლოდ ნარკოტიკების, ბOზEბის, ფუჩუ-ფაჩუნიების, პEDარ-ლესBიანკების იმედად არიან დარჩენილები, თანაც ეს საშუალოსქესიანები არ მრავლდებიან, ნარკოდამოკიდებულებს სექსს წამალი ურჩევნიათ და ლამის არის თავად, ცოლიან-შვილიანად მახათის გაყრაც დაიწყონ!

DDDzia

2017-06-12 09:32:28

რომელს გაქვთ ინფორმაცია ორი კვირის წინ მანგლისში, ერთ-ერთ ყოფილი სანატორიულის შენობაში სი-რიელი დევნილების შესახლების შესახებ?
გზები და თვითონ მანგლისი ყრუდ იყო გადაკეტილი პოლიციის მჭიდრო კორდონებით.
და ეს იმის ფონზე, რომ თვითონ ჩვენ ჩვენი დევნილებისთვის ვერ მიგვიხედია. ხოლო ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორები" ჩვენს მთავრობას თავს ახვევს საკუთარ ნებას.
სადაა ახლა არასამთავრობო, ვითომ ქართული სექტორი?

davituna

2017-06-12 11:29:36

ომიც დადგმული იყო. ვინც მართლა იბრძოლა, ან დაიღუპა ,ან ციხეში ამოყო თავი. ვინც გამოიქცა,ორდენები და გენერლობა მიანიჭეს....

davituna

2017-06-12 11:32:31

პირდაპირ ეთერში, რომ აჩვენებდნენ ტელევიზიები,ჩვენი ჯარის გადაადგილებას!(((

დომნა

2017-06-12 12:22:06

როპორციულ სისტემაზე გადასვლა და შემდეგ მათ მიერ პრეზიდენტის დანიშვნა, მთლად დააქცევს ამ ქვეყანას. წარმოიდგინეტ ასეთი უმრავლესობის მმართველობა უსასრულოდ და უკონტროლოდ. ყოველი დეპუტატი, პრეზიდენტი, მერი, გამგებელი... ყველა მხოლოდ არჩევნებით, ხოლო საჯარო სამსახურის თანამშრომლები კონკურსით. შემოწმება უნდა აგენტები არ მოხვდესო და მერე ვინ შეამოწმებს, როცა ვინ ვისი აგენტია ვერავინ გაიგებს მაინც, სადაა მაგის სურვილი ან ვის ცალია ბიუჯეტია გსაქრობი.

Munji

2017-06-12 17:41:32

დავითუნა.
ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ ჩვენს ტელევიზიებს... მახსოვს, აფხაზეთის ომის დროს გადაცემული ერთი ინფორმაცია: 250 კაციანი ქართული შენაერთი საღამოს 5 საათზე გაემგზავრება ზუგდიდიდანო!...
(დაზვერვა რაში სჭირდებოდა მტერს, ყველა საჭირო ცნობას ჩვენი მასმედია აწვდიდა ოპერატიულად - ზოგი სიბრიყვით, ზოგიც შეგნებული მტრობით).

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80