„კალაძის დიდი „მილანი“, რომ წნორის „მილანს“ შეახვედრო, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ჩემპიონი?“
პოლიტიკა

„კალაძის დიდი „მილანი“, რომ წნორის „მილანს“ შეახვედრო, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ჩემპიონი?“

„კალაძის დიდი „მილანი“, რომ წნორის „მილანს“ შეახვედრო, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ჩემპიონი?“
თამთა ქარჩავა

2017-06-12 09:30:12

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია. არჩევნების თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია ვინ იბრძოლდებს თბილისის მერობისთვის - კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვის დაუჭერს მხარს არასაპარლამენტო ოპოზცია მხარს და როგორი იქნება დავით უსუფაშვილის არჩევანი.

მმართველი გუნდი კახა კალაძის კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარადგეს. ელენე ხოშტარიას წარდგენისთვის ემზადება ემზადება „ევროპული საქართველო“. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მუღია, თუმცა for.ge-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უდამაშვილმა ჯერ კიდევ კიევში ყოფნისას მიიღო.

უდუმაშვილისთვის, რომლიც მომავალს პოლიტიკას არ უკავშირებდა, მოულოდნელი აღმოჩნდა ექს-პრეზიდენტის გადაწყვეტილება. for.ge-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უდუმაშვილი პარტიის ოფისში დაიბარა, სადაც ასევე სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ პარტიის წევრები, მათ შორის თბილისის მერობის მსურველი ნიკა მელია, რომელსაც საარჩევნო კამპანია თითქმის დაწყებული ჰქონდა.

22 მაისს ნიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა  თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვაც მოაწყვეს. მელია აცხადებდა, რომ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის და 2014 წლის არჩევნები იყო. მელია აცხადებდა, რომ აქვთ გეგმა, „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ როგორ ააღორძინებენ თბილისს“.

მელიას სურვილი ხანმოკლე აღმოჩნდა, იმავე საღამოს, პარტიის ოფისში შეკრებილებს უკრაინიდან სკაიპით ჩაერთო სააკაშვილი და მისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, კერძოდ, პარტიის მერობის კანდიდატი არა ნიკა მელია, არამედ ზაალ უდუმაშვილი იქნებოდა, რასაც მელიასა და პარტიის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.

შეთავაზებაზე უარი განაცხადა ზაალ უდუმაშვილმაც, რის შემდეგაც სააკაშვილმა სასწრაფო წესით უკრაინაში გამოიძახა და სწორედ უკარაინაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა უდუმაშვილის ბედი. ამ შეხვედრაზე გვარამია ცდილობდა სააკაშვილის დარწმუნებას, რომ უდუმაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეეცვალა, მაგრამ საპასუხოდ მიიღო ბრძანება, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობა დაეტოვებინა.

რატომ გაკეთდა არჩევანი უდუმაშვილზე და რა შანსები აქვს მას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

მერობის კანდიდატების ბეგ-რაუნდს თუ შევაფასებთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაუჭირდებათ არჩევნებში გამარჯვება? კახა კალაძის პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავია მისი სპორტული კარიერა. 6-წლიანი პოლიტიკური კარიერა საკმარისია იმისათვის, რომ იყოს წარმატებული მერი?

დავით ზარდიაშვილი: კახა კალაძე იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე უფრო წონიანი დამფუძნებელი. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მისი გავლენა იყო ყველაზე მეტი. ეს უკვე ნიშნავს, რომ მას პოლიტიკური ბეგ-რაუნდი აქვს. კალაძეს ჰქონდა წარმატებული კარიერა, იქიდან გამომდინარე, რომ მოიგო არჩევნები. შემდეგ იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც მოიგო როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნები. კალაძეზე მეტი წარმატებული კარიერა ვის აქვს? სხვა პარტიებს ჰყავთ ასეთი წონიანი ფიგურა? არ ჰყავთ. თუ ნაციონალების პოლიტიკურ წარსულს გავიხსენებთ, ასეთი წარსული სულ რომ არ გქონდეს, უკეთესია.

ანუ, მომავალი წარმატებისთვის პლიუსია მოგებული ორი არჩევნები?

- რა თქმა უნდა, საქართველოში მეტი რა წარსული უნდა ჰქონდეს ადამიანს. უახლესი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, მოვიდა პოლიტიკაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა ძალიან სწრაფად. ძალიან არსებითია ის, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დამფუძნებელია იყო. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ყველაზე დიდი წინსვლა მას ჰქონდა.

მას არ აქვს ფინანსური პრობლემა, პლუს ადმინისტრაციული რესურსი, რაც მმართველ პარტიას აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში ექნება კალაძეს. ასევე - გავლენა, პოლიტიკური წონა, სოციალური კაპიტალი, რაც ყველა სხვა კანდიდატთან შედარებით რამდენჯერმე მეტი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კალაძე პირველივე ტურში მოიგებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში დასრულდება ეს ამბავი.

იმდენად ძლიერია კალაძის პოლიტიკური კაპიტალი, რომ მეორე ტურის ალბათობას გამორიცხავთ?

- დიახ, სხვა წონის არის. წონით კატეგორიებში არის სხვაობა. კახა კალაძე თამაშობდა მილანში, კახეთს ჰყავდა თავისი საფეხბურთო გუნდი - წნორის „მილანი“. კალაძის დიდი „მილანი“, რომ წნორის მილანს შეახვედრო, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ჩემპიონი? ზუსტად ასეთი თანაფარდობაა.

როგორ ფიქრობთ, თბილისის მერობა იქნება პირველი ნაბიჯი დიდი პოლიტიკური თამაშის დაწყებისთვის?

- გააჩნია, რა იგუსლისხმება დიდ პოლიტიკაში. კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი. აქვს პოლიტიკური დასაყრდენი „ქართული ოცნების“ პარტიის სახით. ამ წუთას არ უნდა აწუხებდეს ის, რომ მომავალში ცალკე პარტია შექმნას და ამაზე დაიწყოს მუშობა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ფიქრობს ასე. რატომ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ცალკე რაღაცა პარტია შექმნას? ეს ისეთი ხმებია, რომელსაც არა მგონია, რომ საფუძველი ჰქონდეს.

მას ჰყავს კარგი გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია. ძალიან ცუდია, რასაც ვამბობ, მაგრამ ამ წუთას არ ჩანს არავითარი სხვა ალნტერნატივა. დღეს „ქართულ ოცნებას“ ქართულ პოლიტიკაში ალტერნატივა არ ჰყავს. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ არ ჩანს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს მმართველ პარტიას. ამიტომ, გაუგებარია კალაძე რატომ უნდა ფიქრობდეს ამ პატრიიდან წასვლას და სხვა პარტიის შექმნას.

თუ ლაპარაკია შიდაპარტიულ კონკურენციაზე, „ქართული ოცნების“ შიგნით ვის უფრო დიდი გავლენა აქვს, ეს ფაქტორი შესაძლებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2018 წელს პრეზიდენტის არჩევის წესი სავარაუდოდ შეიცვლება,  თბილისის მერის პოლიტიკური წონა იქნება ძალიან მაღალი, ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ფიგურა იქნება, იმიტომ, რომ ხალხის მიერ არის არჩეული. თუკი კახა კალაძე გაიმარჯვებს და ცხადია, რომ გაიმარჯვებს, რასაკვირველია, პარტიის შიგნით მისი წონა კიდევ უფრო გაიზრდება.

იმ ფონზე, როცა დავით ნარმანიას მიმართ არსებობს უკამყოფილება, და ამას ხელისუფლებაც არ მალავს, ამის მიუხედავად ფიქრობთ, რომ კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ანუ, უკმაყოფილო ამომრჩევლი არ არის ფაქტორი კალაძის შემთხვევაში?

- რასაკვირევლია. უკმაყოფილო ამომრჩეველი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და გეთანხმებით, რომ უკმაყოფილების ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ როცა ალტერნატივა არ არის, საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტს ყველაფერს. რამდენიმე კანდიდატს შორის ერთი უნდა აირჩიო. თუ დაფიქრდებით, სერიოზული არჩევანი გარდა „ქართული ოცნებისა“ ამომრჩეველს არ აქვს. ვის უნდა მოსცეს ხმა? - ნაციონალები გამორიცხულია, წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ, არც ნაციონალების გამონაყოფ „ევროპულ საქართველოს“, დანარჩენი, ოდნავ წონიანი პოლიტიკური პარტიები რეალურად არ გვყავს.

„რესპუბლიკელებზე“და „თავისუფალი დემოკრატებზე“ რას იტყვით?

- არა, რა თქმა უნდა. არც ორგანიზაციული სტრუქტურით, არც მოტივაციით, არც ფინანაური შესაძლებლობებით და არც ცნობადობით ახლოს ვერ მიდიან საპარლამენტო ოპოზიციასთან. დღეს პოლიტიკური მოთამაშეები არიან საპარლამენტო პარტიები.

რაც შეეხება კალაძის კონკურენტს, ზაალ უდუმაშვილს, იგი არ არის დამძიმებული ნაციონალური წარსულით, მაგრამ ის იყო „რუსთავი 2“-ის სახე. როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა არჩევანი უდუმაშვილზე?

- ვისი იყო მაშინ „რუსთავი 2“, ვისია დღეს? როგორც კი „ნაციონალური მოძრაობისგან“ დასახელდება კანდიდატად, მთლიანად იქნება ასოცირებული იმ პოლიტიკურ გუნდთან, როგორიც არის „ნაციონალური მოძრობა“. ამძიმებს თუ არა პირდად უდუმაშვილს „ნაციონალური“ ცოდვები, მას მაინც მოუწევს პარტიული პასუხისმგებლობის გაზიარება, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. რაც მთავარია, ის არ არის პოლიტიკოსი, ამიტომ ძალიან გაუჭირდება. ცნობილი ქართული ანდაზის პერიფრაზით - აფრინე ალალიო, სად მერი, სად ზაალიო. ზუსტად ასეა უდუმაშვილის საქმე. წარმოუდგენელია პირდაპირ პოლიტიკაში გადაბრგება, თან ქალაქის მერად კენჭისყრა, არასერიოზულია.

როგორც ჩანს, სააკაშვილის სურვილია, ისეთი სუბიექტი შემოიყვანოს პოლიტიკაში, რომელსაც პიროვნულად არ აქვს მძიმე ცოდვები, მათი  უმრავლესობა დამძიმებულია პოლიტიკური ცოდვებით, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. ნაციონალებს თავიანთი პოლიტიკური წარსულის ეშინიათ. თითქოს გასაგებია, რომ უდუმაშვილი პიროვნულად არ არის დამნაშავე, მაგრამ როგორც კი ამ პარტიის სახელით დასახელდება, ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან მოთავებულია მისი საქმე. კი ბატონო, ტელეწამყავანია, მაგრამ იმდენად პოპულარული არ არის, რომ ქალაქის მერობა შებედოს და კენჭი იყაროს.

რას იტყვით ელენე ხოშტარიაზე? არც ის არის წარსულით დამძიმებული...

- უნდა დააგროვოს პოლიტიკური კაპიტალი, რომ გაუტოლდეს კალაძეს.

მინისტრის მოადგილე იყო, ეს არაა პოლიტიკური კაპიტალი?

- ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საკუთარ უბანში, ვაკეში ჰქონდა საკმაოდ დაბალი შედეგი. არა მგონია, რომ იმის მერე რაღაც პრონციპულად   შეცვლილიყო. გასაგებია, მოსხლეობაში მატულობს „ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატიური განწყობა, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაიზარდოს სხვა პარტიების რეიტინგი და პოლიტიკური წონა.

შეიძლება დაბალია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, მაგრამ გაცილებით უფრო დაბალია ყველა პარტიის რეიტინგი. ისეთი პოლიტიკური კონიუნქტურაა, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური ძალა, როგორც ასეთი, არის კომპრომიტირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვინც არჩევნებზე წავა, უმრავლესობა ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“. წავა ცოტა, ბევრი არ წავა არჩევნებზე, მაგრამ უმრავლესობა მმართველი ძალის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს.

ნანახია - 1835

antoni

2017-06-12 13:04:43

წნორის მილანში ხოშტარია, ელისაშვილი და სხვანი ერთად არიან?
კალაძე იმიტომ მოიგებს, რომ
- ყველაზე საგრძნობლად ძლიერი ძალა უჭერს მხარს
- ის იბრძოდა კაცურად, გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ მებრძოლიდან მკვლელთა ჯილა არ გამხდარა
- არ უჭორავია, უარგუმენტო ბრალდებები ხახაში არ ჩაუჩრიათ და ქალებს არ დაუდიათ ბეჭებზე
- არჩევნებში ოლიმპიური პრინციპით (მთავარია მონაწილეობა) არ მონაწილეობს
...

tngh

2017-06-12 16:37:17

ვინც ყოფილ ფეხბურთელს და შესანიშნავ კაცს, კალაძეს დილეტანტ-პოპულისტ, ქალაჩუნა ჭორიკანა ელისაშვილისგან ვერ ანსხვავებს, გულწრფელად მეცოდება...

1234

2017-06-12 20:47:35

ჯერ პროგრამები არ წარუდგენიათ და უკვე ვინ გაიმარჯვებს იმაზე საუბრობენ. როცა ხალხს ფეხებზე კიდია ახალი მერი რას გააკეთებს ქალაქისთვის, მაშინ არჩევნებსაც აზრი არა აქვს. კალაძე თუ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს როგორც პარტიული კანდიდატი - ოცნების კანდიდატი, ისევე როგორც ნარმანია გახდა მერი ზუგდიდის დინამოში თამაშის გარეშე :) ოცნების გარეშე, დამოუკიდებლად, მას თბილისში გამარჯვების შანსი არ ექნებოდა. ოცნებამ კი უნდა გასცეს პასუხი რა შეასრულა თავისი პროგრამიდან და რა არა, და რატომ ვერ შეასრულა. დაირგა თუ არა მილიონი ხე, რატომ ვერ მოხდა სარეკრიაციო ზონების მიტაცების და მშენებლობების კონტროლი. თბილისი ბეტონის ბარაკად იქცა, ეკოლოგიურად სულ ღაფავს და ცოტა ხანში საცხოვრებლად გამოუსადეგარი იქნება. ფაცხლაძეებს და მის მსგავს საქმეებს უკვე უგულავას ვეღარ დააბრალებენ. ასე რომ კალაძეს არც ისე ადვილი კამპანია ექნება.

antoni

2017-06-13 11:39:43

1234-ს პროგრამებს მაშინ აქვს აზრი, როცა წარმდგენი ნორმალური ადამიანია. როცა ადამიანი გირგვლიანის მკვლელობის გამო საჯაროდ აღშფოთებას გამოხატავდა და დღეს მკვლელთა პარტიას წარმოადგენს, მისი პროგრამა ვის რად უნდა; ან კორუფციაში ბრალმდებლიდან ცილისმწამებლად გადაქცეულის და ქალების მიერ გაფარჩაკებულის; იქნებ ნათელაშვილის, ბურჯანაძის, ინაშვილ-მოურავის, ან კაციტაძე-კუკავას პროგრამები გაინტერესებს?
სიმართლე: არჩევნებამდე ყველა იტყუება; ამიტომ ჯობს ძლიერისგან მხარდაჭერილსა და უკეთესი ბიოგრაფიის მქონეს დავუჭიროთ მხარი

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80