ბუნკერიზაცია - ვინ შეკაზმავს R2-ს?
საზოგადოება

ბუნკერიზაცია - ვინ შეკაზმავს R2-ს?

ბუნკერიზაცია - ვინ შეკაზმავს R2-ს?
თამთა ქარჩავა

2017-06-12 21:00:40

გია ყარამანაშვილსა და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების თათბირი ისე დასრულდა, რომ არხზე შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე შეთანხმება მიღწეული არ არის. შესაბამისად, გაურკვეველია, დაუბრუნდენიან თუ არა მოვალეობის შესრულებას ოპერატორები და ჟურნალისტები, რომლებმაც თათბირზე ხელფასის განახევრება გააპროტესტეს. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი არ მალავს, რომ არსებული ფინანსური კრიზისის გამო, თანამშრომლები სამსახურში სიარულს ვეღარ ახერხებენ.

თანამშრომლების პროტესტზე მოკლე პასუხი ჰქონდა გია ყარამანაშვილს - ვისაც დარჩენა სურს დარჩეს, ვისაც არა, კარგი გაიხუროს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით გაიხურავენ კარს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები, მაგრამ კარი უკვე გაიხურა ნატა მახვილაძემ, რომელმაც ფინანსურად მყარ არხზე - „იმედზე“ გადაინაცვლა.

არხზე არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ოფიალურ განმარტებებს არ აკეთებენ არხის ე.წ. მეპატრონეები, ძმები ყარამანაშვილები, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ ფინანსური პრობლემების გარდა „რუთავი 2“-ს აქვს საბიუჯეტო დავალიანებაც. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მიუხედავად დაგროვილი დავალიანებისა, საგადასახადო ხელისუფლებამ ტელეკომპანიის მიმართ შესაბამისი ზომები არ გამოიყენა.

„სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ჩარეულიყო არანაირად ამ დავაში, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს“, - აცხადებდა დიმიტრი ქუმშივილი.

ამის მიუხედავად, „რუსთვი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომლის განცხადებით, „რუსთავი 2“ არ არის მხოლოდ მაგარი ტელევიზია; ეს არის წინააღმდეგობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის და გამარჯვების სიმბოლო.

„სტრასბურგი იყო ივანიშვილზე პირველი სერიოზული და ამ დრომდე რეალურად, ერთადერთი გამარჯვება. თუ ვინმე განასხეულებს წინააღმდეგობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის და გამარჯვების ჟინს დღევანდელ საქართველოში, ეს გვარამიაა. მისი წასვლით რ2, როგორც თავისუფლების სიმბოლო, ჩამოიშლება“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ბრალდება მიუღებელია ხელისუფლებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ „რუსთავი 2“-ში მიმდინარე გარკვეული გადაადგილებები პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, შესაბამისად, მისი თქმით, ტელევიზიის მფლობელს,  მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი ინტერესები „რუსთავი2“-თან მიმართებაში. კობახიძის შეფასებით, ხელისუფლებას აღნიშნულ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით არანაირი სუბიექტური ინტერესი არ აქვს.

„რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გადაადგილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ პროცესებს, მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგი განვახორციელოთ. ჩვენთვის მთავარია ჟურნალისტების უფლებები და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და ამ კუთხით განახორციელებს მონიტორინგს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფინანსურ პრობლემებსა და სახელფასო დავალიანებასთან ერთად ჩადებულია პოლიტიკური კომპონენტი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძიე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის გარშემო განვითრებული პროცესები დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან. მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლისაგან იცის, რომ ფინანსური პრობლემები ნამდვილად იყო.

„სპონსორებმა, რომლებიც მას აქამდე ჰყავდა და აფინანსებდა, შესაძლოა შეუწყვიტეს დაფინანსება, ან შეუმცირეს და ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას პოლიტიკური არჩევანი გახდა. დაშვების საფუძველზე შეიძლება ამ ვერსიაზე ვილაპარაკოთ, რომ მათ არ მოსწონდათ ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც გვარამია ახორციელებდა და არც ის არის გამორიცხული, რომ მან „ევროპულ საქართველოსთან“ მონახა საერთო ენა.

ფაქტია, რომ ტელეკომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები და მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ შესაძლოა ამ ფინანსური პრობლემების ხელისუფლებაზე გადაბრალება დაიწყონ და თქვან, რომ ეს ხელისუფლების ზეწოლის და ჩარევის შედეგად შეიქმნა, რაც ჩემის აზრით მთლად სწორიც არ იქნება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის მიერ დაგროვილ საბიუჯეტო დავალიანებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას შეეძლო კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება.

„მაგრამ ეს არ გაატარა სწორედ იმიტომ, რომ ის იყო მედიასაშუალება და მის მიმართ არსებობდა მომეტებული ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს არის „რუსთავი 2“-ში, უფრო შიდა პოლიტიკური გარჩევების შედეგია.

პრინციპში, ის, რაც ამ ტელეკომპანიის თავს ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მჭიდრო კავშირებს ნაციონალურ მოძრაობასთან, თუნდაც იმ ფაქტით, რომ მისი ერთ-ერთი სახე განიხილება თბილისის მერობის კანდიდატად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარაიძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილს გვარამიას და ამ გუნდის შენარჩუნებაც არ უნდა, ხოლო ყარმანიშვილები, რომლებიც დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან და საერთოდ არ ჩანდნენ ამ პროცესში, დღეს მათი გამოჩენა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ნების მორჩილი შემსრულებლები არიან.

მისი თქმით, ფინანსური პრობლემები წამოიწია მხოლოდ იმიტომ, რომ ტელეკომპანიის ქონება არის დაყადაღებული, მაგრამ ყადაღა არ ეხებოდა ხელფასებს. ამდენად, საყვარელიძე ამბობს, რომ ადამიანების გადაწყვეტილებებზე ქონების დაყადაღებას არ უნდა ემოქმედა.

„არხის ფინანსური პრობლემები გადის ყარამანიშვილებზე და იგივე სააკაშვილზე. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური პრობლემები სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ ყარამანიშვილებმა, თუ სააკაშვილმა, აღარ გადაწყვიტეს ბრძოლა ამ ინსტრუმენტით, რასაც „რუსთავი 2“ ჰქვია. საერთოდ, მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარი ფიგურა - სააკაშვილი ნელ-ნელა კარგავს ინტერესს ქართული პროცესების მიმართ.

ფაქტია ისიც, რომ პარტიის ორად გაყოფის შემდეგ, „რუსთავი 2“-იც ამ გაყოფას აყვა, რაც ბუნებრივი იყო. სავარაუდოა, რომ სააკაშვილი ცოტა გადაღალა ამ პროცესებმა, რა თქმა უნდა - ჯერ-ჯერობით, რადგან, სხვა თუ არაფერი, უკრაინაში აქვს საკამოდ რთული პროცესები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

„ტაბულას“ დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესები სასარგებლო იდიოტიზმის კლასიკური ნიმუშია და ზუსტად ამას აკეთებს ახლა მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, მან ბიძინა ივამიშვილის საქმე გააკეთა იმით, რომ თავის დროზე თვითონვე დაშალა თავისი პარტია, დღეს იგივეს უკეთებს „რუსთავი 2“-ს.

„ნიკა გვარამია საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ მიმხვდარიყო - „რუსთავი 2“-ის ბიძინა ივანიშვილისგან დაცვის ერთადერთი გზა იყო,  „რუსთავი 2“ შეენარჩუნებინა კრიტიკული აზრის ფორუმად, მაგრამ სააკაშვილი იყო ამის წინააღმდეგი იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ ძალაუფლების დაბრუნების იარაღად მიაჩნია. უკვე ვეღარ აცნობიერებს, რომ რეალურად, თავისი ნაბიჯებით ძალაუფლებას კიდევ უფრო შორდება, იმიტომ, რომ დღეს, რეალურად, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის „რუსთავი 2“-ის ბუნკერის ტელევიზიად გადაქცევის პროცესი, რომელიც იქნება ერთი პარტიის იარაღი და არა ოპოზიციის კრიტიკული აზრის გამომხატველი ხმა“, - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილს შეფასება დაუგვიანდა, რადგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დიდი ხანია გადაიქცა  ბუნკერის ტელევიზიად.

„მაინცდამაინც ბუნკერში უნდა იყო, რომ ბუნკერის ტელევიზია დაერქვას? „რუსთავი 2“ დიდი ხანია რაც ბუნკერის ტელევიზია გახდა. ის, რაც ბუნკერის ტელევიზიას ჰქონდა, იყო პოლიტიკური პარტიის ცალსახა მხარდაჭერა და ამ პოლიტიკური ძალის რუპორად ქცევა, იგივე სიტუაციაში არის „რუსთავი 2“.

რა თქმა უნდა, არაპოლიტიკური მხარეც აქვს, მაგრამ გამოკვეთილმა პოლიტიკურმა ფაქტორება იმდენად გადაწონა ყველაფერი, რომ შეიძლება მარტო პოლიტიკა დარჩეს და მეტი არაფერი.

თუ „რუსთავი 2“-მა პოლიტიკური დამკვეთის ინტერესი დაკარგა, ვვარაუდობ, რომ სააკაშვილმა დაკარაგა ინტერესი ქართული მიმართულებით. ჯერ-ჯერობით ასე ჩანს. მაშინ „რუსთავი 2“-სთვის ბუნკერის ტელევიზიის ბედიც შეიძლება სანატრელი გახდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ზაალ ანფარიძის შეფასებით, გააჩნია რას გულისხმობს ჩერგოლეიშვილი „ბუნკერის ტელევიზიაში“, რადგან მან შეიძლება უფრო მეტი იცის, რა ხდება ნაციონალური მოძრაობის წიაღში, ვიდრე სხვებმა, მაგრამ მისი თქმით, ფაქტია, რომ ეს ტელევიზია თუ ვინმესგან არის დასაცავი, დასაცავია სწორდ სააკაშვილისგან და ნაციონალური მოძრაობისგან, სწორედ მათი მარწუხებიდან განთავისუფლება იქნებოდა ამ ტელევიზიისთვის საუკეთესო გამოსავალი.

„თუ „რუსთავი 2“ იატაქვეშ წავა, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია ასეთი სცენარი მოხდეს. გადაიქცევა თუ არა ბუნკერის ტელევიზიად, არ ვიცი, ამაზე კომენტარის გაკეთება ჩემთვის ამ ეტაპზე რთულია იმიტომ, რომ ველოდებით რა მოხდება.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთაშორისო დონორებმა გაუწოდონ  დახმარების ხელი „რუსთავი 2“-ს და არ მისცენ მას ჩაძირვის საშუალება, მაგრამ ისეთ შემთხვევაში, თუ დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად არის დამოუკიდებელი ტელევიზია.

იმ მოვლენების ფონზე, რა მოვლენებიც ახლა ვითარება არხის გარშემო, საერთაშორისო ორგანიზაციების ამაში დარწმუნება ცოტა რთული იქნება. რადგან, აშკარად გაცხადდა, რომ „რუსთავი 2“ მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ პოლიტიკურ პარტიასთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

ნანახია - 1606

დომნა

2017-06-12 21:50:45

ეტყობა საბოლოოდ გადაეწურა მიშას საქართველოში რაშზე ამხედრებული დაბრუნების იმედი და შლის ნაკვალევს ან უბრალოდ არ ენდობა ტელევიზიის ბირთვს. ეტყობა ფიქრობს, ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო.

papa

2017-06-12 22:37:20

ეხლა გინდ შაიტანეთ... გინდ გამაიტანეთ ეგ თქვენი გაგორებული ფალავანი

სუ რო სხვას უთხრიდნენ ძირს .... ის კარგი იყოოო??
ესეა ....აპრავონ ეხლა ერთმანეთი ..მაგათ დაშლაში კი დამნაშავეები ალბათ ჩვენა ვართ, რუსთავი ორს რომ არ ვუყურებდით(არც სხვებს..ცოტა პალიტრას არა უშავრა)
ზომონ ეხლა რეიტინგები...
კელიიიიი ..... გაფუჭდა თქვენი ........ ლევიტანის რადიო
...სასწრაფოდ ახალი რამე უნდა მოიფიქროთ, თორემ დაიქცა საქართველოში დემოკრატია..

Maverick

2017-06-13 00:35:42

ესენი ერთმანეთს ეკაიფებიან!

ხალხს ბანკები სულს ხდის, გირაოს გადასახადის სულ მცირე დაგვიანებისათვის ქუჩაში ყრიან!

ფინანსთა მინისტრი ტრაბახობს ..."ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს“... რატო ამრ იყენებთ?! რა დიდი დამსახურებისათვის მიეცით შეღავათები? დარწმუნებული ვარ თუ მთლად ვერა საკმაოდ გაუსწორდება ხალხის საბანკო დავალიანებებს რ2-ს საბიუჯეტო დავალიანებას!

გადააყენეთ ეს ვითომ მი9ნისტრები, მარიონეტის სახელი მათთვის წყალობაა, კომუნისტებს დასცინიან და ჩუქჩებს გაასწრეს გონიერებაში...

Maverick

2017-06-13 00:39:23

უკაცრავად უნდა იყოს:
დარწმუნებული ვარ თუ მთლად არა, საკმაოდ გაუსწორდება ხალხის საბანკო დავალიანებებს რ2-ს საბიუჯეტო დავალიანებები!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80