ბირჟა-გვირილა: ჩამიდეს, არ ჩამიდეს...
საზოგადოება

ბირჟა-გვირილა: ჩამიდეს, არ ჩამიდეს...

ბირჟა-გვირილა: ჩამიდეს, არ ჩამიდეს...
თამთა ქარჩავა

2017-06-13 01:28:43

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მგალობლიშვილი 50 ათასი, ქებურია 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაანთავისუფლა. სასამართლოზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურამ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაის ბრალდებით გასულ კვირას დააკავეს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.მაშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა ჯგუფ „ბირჟა მაფია“-ს წევრები.

ახალგაზრდა რეპერების დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო პროტესტი, დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ნაკოტიკი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს, რადგან ერთ-ერთ კლიპში სწორედ პოლიცია ჰყავდათ გაშარჟებული. თუმცა ამის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა და ახალგაზდა რეპერებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიციელთა უკანონო მოქმედება მალევე გახდა სამოქალაქო პროტესტის საფუძველი. დაკავებულ რეპერებს მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, მიმართვა გაავრცელა ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ, რასაც ავტომატურად მოყვა მთავარი პროკურატურის რეაქცია. პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და იმავე დღეს გამოკითხა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები.

გამოძიების დაწყებიდან და ბრალდებულთა გამოკითხვიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რადგან ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ამიტომ ბრალდების მხარე დაეთანხმება დაცვის მხარის მოითხოვნას - პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას.

„ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო. საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე დეტალებზე არ საუბრობს, ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ.

„ამ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, ახალგამოვლენილ გარემოებად რაც შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ გუშინ საგამოძიებო ორგანოს მიერ დაიწყო გამოძიება ბრალდებულების განცხადებების საფუძველზე. ის ინფორმაცია, რაც დაფიქსირდა სასამართლოში და ასევე ის, რაც განაცხადეს ადვოკატებმა, მოხდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, შედგა გასაუბრების ოქმები, შევაჯამეთ მიღებული შედეგები და დავიწყეთ გამოძიება. მტკიცებულებებ, რაც საქმეშია, გამოდის, რომ ეჭვქვეშ დგება ნაწილობრივ იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებულია ძიება უფლებამოსილების გადამეტებაზე“, - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს შსს.ყოფილი პატიმრების ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ პროკურატურამ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით უნდა დაიწყოს, რადგან მისი თქმით, ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრებს აღიარებითი ჩვენებებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი.

„საქმეში როგორც გიორგი ქებურიას, ისე მიშა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი. გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, ვინაიდან დაკავებულებმა ისაუბრეს იმ ძალადობის ფაქტებზე რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა.

გიორგი ქებურიას მხრიდან დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ჰქონია და დოკუმენტი არის გამომძიებლების მიერ დაწერილი. ის ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა ამ დოკუმენტს, რადგან არ ჰქონდა სათვალე, რომელსაც ის იყენებს“, - აღნიშნა მერაბ ჩიქოვანმა.

„ბირჟა მაფიის“ წევრი, მიხეილ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით მარცხენა უკანა ჯიბეში ჩაუდო. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩაუდო, პოლიციელებმა დააკავეს და გაჩხრეკის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება იპოვეს. მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მისი დაკავება „ბირჟა მაფიის“ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება.

„ვინც ამ კლიპში გავაკრიტიკე, იმათ ჩამიდეს ნარკოტიკი. ორმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკი ჩამიდეს, პოლიციელებმა უკვე დამაკავეს და გაჩხრეკის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება იპოვეს. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველასი, მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ უსამართლობას“, - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლო მხარდამჭერთა შეძახილების ფონზე დატოვა. ამასთან, ემოციური იყო გათავისუფლების შემდეგ მისი ქმედება. მგალობლიშვილმა სხდომათა დარბაზი იმ სიმღერის შესრულებით დატოვა, რომელსაც მის დაკავებას უკავშირებს.

საზოგადოებას, მათ შორის ბერა ივანიშვილს, მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის გიორგი ქებურია, რომლის განცხადებით, ბერა ივანიშვილს ერთხელ შეხვდა. ამასთან ქებურია აცხადებს, რომ მუსიკალურ კლიპში კადრების დაფარვის გადაწყვეტილება მგალობლიშვილმა და მან ერთობლივად მიიღეს. რადგან, კომპანია „აჭარანეთის“ მხრიდან, რომელიც კლიპის გადაღებაში დაეხმარა, განხორციელდა ზარი, რომ აღნიშნულმა კლიპმა პოლიცია გააღიზიანა.

„ვიდეოს დაფარვა კომპანია „აჭარანეთის“ მიერ მოხდა. კომპანიაში პოლიციის მიერ განხორციელდა ზარი. ეს მე მგალობლიშვილმა მითხრა. ამის შემდეგ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კადრები დაგვეფარა. როდესაც დაგვაკავეს, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით პოლიციის გაშარჟებისთვის.

მე ნარკოტიკული საშუალება თვალით არ მინახავს. არ მომხდარა ნარკოტიკის ჩადება ჩემთვის ჯიბეში. ეს უბრალოდ საბუთებში გაფორმდა, თითქოს მქონდა ნარკოტიკი. მოხდა საბუთების გაყალბება. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა“, - განაცხადა გიორგი ქებურიამ.

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრი, აკაკი ჭანტურიძე ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ აგრესია პოლიციის მიმართ, ეს მხოლოდ მორიგი კლიპი იყო. მისი თქმით, პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არ იცოდა რაში იღებდა მონაწილეობას,  მსახიობია.

„ფორმაში უკან ბიჭები რეპავენ, ყველა ხვდება რაშია საქმე. დღეს როგორც ვუყურებ, ეს უნდა მომხდარიყო. მადლობა ყველას ჩართულობისთვის. მიშკამ თქვა, რომ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა. სიმღერის ავტორები ვართ ყველა, მე სასცენო ხელოვნებით ვარ დაკავებული.

ფსიქოლოგიური ზეწოლა აბსოლუტურად არავიზე ყოფილა, ქვეყანაში აღარ ბნელა და ნურავის ეშინია. ბოლო კლიპში სპონსორის სახით „აჭარა-ნეტი“ ჩაერთო. ის, თუ რატომ დაიბლარა კადრები, ამაზე „აჭარა-ნეტმა“ უნდა ისაუბროს. ჩვენ არ გვქონდა აგრესია პოლიციის მიმართ, ეს იყო მხოლოდ მორიგი კლიპი“, - აღნიშნა აკაკი ჭანტურიძემ.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ „ბირჟა მაფიას“ წევრებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტთან ერთად შეიმუშავა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ.

„ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებაზე, რომელიც ახალ თაობას ნარკოდამოკიდებულებისგან იცავს, ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და მათ ხელმისაწვდომობას ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ზიანის შემცირების და რეაბილიტაციის სერვისები. ასევე, ეს მიდგომა არანაირ კომპრომისს არ უშვებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში.

ამ რეფორმის განხორციელება შესაძლებელი ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა და ამ წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მიმდინარე წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ცვლილებების ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე და სამართალდამცავ სტრუქტურებში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„შს სამინისტროს ხელმძღვანელობა მზად არის რიგით პოლიციელებს მისცეს პირდაპირი დავალება, რომ ვიღაც ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი აზრი გააჩნიათ, ნარკოტიკი ჩაუდონ. ეს არის იმ სახის დანაშაული, რომელიც საჭიროებს რეაგირებას. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ აუცილებელია ძალოვან სტრუქტურაში ძირეული ცვლილებები“, - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა იმ პირის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ საქმეში, მათ შორის - შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას.

„ქართული ოცნება“ უბრალოდ დასცინის საზოგადოებას და როგორც კი საფრთხეს ხედავს საზოგადოებრივი მოძრაობიდან, იმ წუთზევე იხევენ უკან, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც საზოგადოებას სურს. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.

ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება, უკანონო თვალთვალი და შანტაჟი არის ის ბინძური მეთოდები, რასაცქართული ოცნება იყენებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგ“, - აცხადებს კოტე იოსელიანი.

ოპოზიციის ბრალდება მიუღებელია უმრავლესობისთვის. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ერთგვარ მოდად იქცა და სტერეოტიპად ჩამოყალიბდა ხელოვნურად იმ გარემოს შექმნა,რომ საქმე გვაქვს ჩადებასთან და ადამიანებს აკავებენ. დეპუტატი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა დამღუპველია.

„ხელისუფლება მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ფორმატში მოხდეს შესაბამისი კანონიერი ღონისძიებების გატარება. ვისაც როგორ უნდა, ისე შეფუთოს ეს თემა პოლიტიკურად, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რაიმე ზეგავლენა მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ეს ფაქტი იყო საზოგადოების ფართო მასების შეშფოთების საგანი და ჩვენ, უმრავლესობაც ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ საქმეს.

პრემიერმა განცხადება გააკეთა და ადეკვატურად შეაფასა არსებული მოცემულობა.გამოძიებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა არსებობს ეჭვი, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ დანაშაულს, ამ ფაქტითაც შესაბამისი გამოძიება დაინტერესდება. ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, პროკურატურა დათანხმდა გირაოს სახით ახალგაზრდების გამოშვებას და სასამართლომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ნანახია - 1663

antoni

2017-06-13 08:18:40

ცუდი ისაა, რომ საზოგადოების აქტივობა დაკავებულის ცნობადობაზეა დამოკიდებული ("იქ იყო ტიფლისი") და არა ფაქტის სიმძიმეზე. "ჩამიდეს" და "ძალით დამაწერინეს"ბევრს უთქვამს, მაგრამ ყურიც არავის შეუბარტყუნებია!
ალბათ მიზეზი ისაა, რომ რეალური თავისუფლება ვიგრძენით, თორემ წინა ხელისუფლების დროს რა ხდებოდა? ბიჭების ქუჩაში დახვრეტა, ეკლესიებისა და სახლების დანგრევა, კერძო საკუთრების წართმევა, გადავსებული ციხეები და უკიდეგანო წამება, სააკაშვილის აღვირახსნილი ორგიები, დღენახევარში წაგებული ომი, უომრად ჩაბარებული კოდორი, გაქცეული ხელისუფლება, რუსის გენერლის მძღოლად ქცეული გუბერნატორი, სიყალბე, ტყუილები (2012 წლის არჩევნების წინადღეს სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის 162 წევრი დააკავეს წვრილმან ხულიგნობაზე ...
დალაგებულ, დაღვინებულ და სამართლიან პროტესტსაც (და არა შეკვეთილს ან მატრაკვეცულს) ალბათ დრო მოიტანს

cugo

2017-06-13 09:16:45

ირაკლი კიკნაველიძეს და კოტე იოსელიანს,ამ ,,ცოცხების პარტიის,, წევრებს რა უფლება აქვთ ილაპარაკონ ნარკოტების ჩადებაზე და სიბინძურეზე.დაავიწყდათ რას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში.ჩადებას არ ვამართლებ,ღმერთმა დამიფაროს,მაგრამ ამ კრიმინალებს ამ თემაზე ლაპარაკის უფლება არა აქვთ.ასეთ თემებზე ლაპარაკით ესენი ცდილობენ თავიანთი ჯალათური ნამოქმედარი დაავიწყონ ხალხს,მაგრამ არ გამოუვათ.თაობიდან თაობას გადაეცემა მათი ნამოქმედარი და შეიძლება მათი შვილების მომავალსაც შეუშალოს ხელი.

antoni

2017-06-13 09:48:32

კოტე იოსელიანი რომელია, იოსელიანი-ბოკუჩავასი? წარმომიდგენია, ბოკუჩავა ლეიბორისტი რომ ყოფილიყო, როგორ ნათელაშვილურად შუბერავდა ის

natali

2017-06-13 09:56:58

ეჭვი გეპარებათ, რომ პოლიციაში დატოვებული ნაცები, რომლებზედაც ბობოლა ნაცებს კომპრომატების გროვა აქვთ შენახული, როცა დასჭირდებათ, რასაც უნდა იმას გააკეთებენ?
ეს ბიჭებიც რომ შემთხვევით არ არიან ამორჩეული და რომ იცოდნენ, ბერას მეგობრები რომ არიან, ესეც ხომ ცხადია. დიახ ისე იყო ყველაფერი გათვალისწინებული, რომ გამოეშვათ და უნდა გამოეშვათ იმიტომ, რომ მართლა არ ჰქონიათ არაფერი და დოკუმენტური მასალაც არ ჰქონდათ ამისი.

სულ თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი იმისთვისაა დადგმული, რომ მერე იძახონ-აი, რაკი ბერას მეგობრები არიან, იმიტომ გამოუშვეს. აი, სხვებსაც უდებენ, მაგ. პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობრებს, მაგრამ იმათ არ უშვებენ, რომ აი, ბერა მართავს თურმე ქვეყანას...... მოკლედ ივანიშვილებს აუმხედრონ უნდა ქვეყანა. ივანიშვილს არ ვიცი, მაგრამ ეს სახელმწიფოს ძალიან აზარალებს, ეს ძალიან ცუდია ყოველი ჩვენგანისთვის იმიტომ, რომ ხვალ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჩაუდონ, რომ მერე გავბრაზდეთ ამ ხელისუფლებაზე. ძალიან ცუდია, თუ პოლიციის თანამშრომლებისაგან გაუხდა ხალხს თავი დასაცავი.
რატომ აგვიანებთ ახალი კანონის მიღებას ნარკოტიკებზე? ახლა ხალხი იტ/ყვის-მაინცდამაინც ბერას მეგობრებს უნდა შეხებოდათ , რომ ეს გაეკეთებინათო? ვის ინტერესში შედიოდა ამ კანონის არ მიღება? ვინ იყო წინააღმდეგი? აი იმის გაჩალიჩებულია ეს.

natali

2017-06-13 09:59:49

ამ სსესიაშვილმა კიდე მოკეტოს. ჯერ შვილი გაუშვას ჯარში და მერე ილაპარაკოს.

natali

2017-06-13 10:21:09

მეშინია, რომ ისინი, ვისაც სურს ამ ხელისუფლებაზე გააბრაზოს ხალხი და თან ამის ბერკეტი დაუტოვა კოჰაბიტაციამ, ბევრად უფრო მეტად გაამწარებენ ხალხს, ვიდრე მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. და თან ახლა უფრო მეტნი არიან. ეს კი უარესია ((((((( რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლებაში მჯდომი სესიაშვილი? ყურადღებით აკვირდება საქმეებს?

ვიღაცა

2017-06-13 11:03:36

მიმაჩნია რომ ნარკოლიბერალიზაცია,ეს არის ძალიან დიდი დანაშაული.სასჯელი კი არ უნდა შეამსუბუქო,უნდა გაამკაცრო.დამზადება,შენახვა,შეძენა და მოხმარება უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად.აღარაფერს ვამბობ რეალიზატორებზე.უკვე გადაგვარების გზაზე დგას ახალგაზრდობა.აღარავითარი კონტროლი არ არსებობს.ნუ გამოხტებიან ეხლა ზოგ-ზოგები და ნუ მოყვებიან ლაქლაქს.არ გჯერავთ?ნახეთ რა ხდება ღამის კლუბებში.ნახეთ რა ხდება საღამოობით სადარბაზოებში.კვდებიან 12-13 წლის ბავშვები გულისრევით.რისი მიღწევა გინდათ კანონის გაუქმებით.რომ ციხეებში არ იჯდნენ? საფლავებში გირჩევნიათ? დაფიქრდეს მთავრობა და საზოგადოება.(საზოგადოებაში არასამთავრობოებს და ნაც.ბანდიტებს არ ვგულისხმობ).

natali

2017-06-13 11:49:57

დიახ, დიახ...აი მასე რომაა და რაღაც საშინელებებს რომ ყლაპავენ ეს ჩვენი ბავშვები, იმიტომაცაა ეს კანონი მისაღები. მაგრამ ზუსტად ვიღაცეებს, ვინც მაგ წამლებში ფულს აკეთებს, იმათ არ აწყობთ ეს. იმ ქვეყნებში, სადაც კანონი ლიბერალურია, ბევრად ნაკლები ნარკომანია, ვიდრე ჩვენთან ამ სასტიკად მკაცრ კანონებში.

თენგო

2017-06-13 11:55:45

ვეთახმები ბ-ნ ვიღაცას!
ნარკოტიკების მოყვანა,დამზადება და რეალიზაცია ეს უდიდესი დანაშაულია!!!!!!!!
ჩემი აზრით ეს მკვლელობაზე მეტია ,რადგან მომავალ თაობას კლავ და ერის არსებობას ებრძვი!!!
ამ დანაშაულის პატიება დაუშვებელია!!!

natali

2017-06-13 12:08:27

მაშინ ალკოჰოლიც ავკრძალოთ და ყველა ლოთი ციხეში ჩავსვათ. ხოოო....მრავალალსართულიანი სახლებიც, იქიდანაც ხტება ხალხი.

თენგო

2017-06-13 12:58:34

ქ-ნო ნატალი!
რა წერია ჩემს პოსტში???!: "მოყვანა,დამზადება და რეალიზაცია" , მე არსად არ მითქვამს ,რომ
დაისაჯოს ის გაუბედურებული და ავადმყოფი მომხმარებელი ,რომელსაც თავისი გაჭირვება ჰყოფნის!!

რაც შეეხება ღვინოს ,ქართველმა ხალხმა მისი მოხმარება უკვე 8000 წელია რაც იცის!!!

natali

2017-06-13 13:12:03

ჯანსაღი თაობა გვინდა? ამისთვის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა უნდა გაძლიერდეს და რაც მთავარია ამისი საშუალება უნდა ჰქონდეს ახალგაზრდობას. უნდა გაიხსნას აუზები....სპორტდარბაზები.....მიზერული უნდა იყოს გადასახდი, რომ ყველა ბავშვს შეეძლოს სიარული....ჩვენთან კიდე ფეხით ვერ გაივლი, ტროტუარი არაა. რა აკეთონ ბავშვებმა???

natali

2017-06-13 13:15:15

თენგო
როგორც ჩანს აღარ ახსოვთ. სავსეა ქვეყანა ლოთებით. უბნის მაღაზიებში ჭიქებით არყები იყიდება, ყლურწავენ და მერე ლუდით იჭყიპებიან. ვიღას ახსოვს ღვინო და სუფრის ტრადიციები, მთავარია ბევრი ლუდი გაიყიდოს.

ლაზი1

2017-06-13 13:38:35

ნარკოლიბერალიზაციაზე ლაპარაკი ამ საქმის ჩაფარცხვის მცდელობას ჰგავს. აქ პრინციპული საკითხია: ჰქოდათ ამ პიროვნებებს ნარკოტიკი თუ მართლა ძალით (ან თუნდაც ჩუმად) ჩაუდეს ჯიბეში. ეს ბრალდება ძალია ხშირად ისმის პოლიციის მიმართ და უკვე სისტემური პრობლემის სახე მიიღო. თუ დამნაშავეა ხელოვანი და რეპერი კი არა ვინც უნდა იყოს გამართლება არა აქვს. ძალიან საეჭვოდ ეფერებიან და სწორედ ეს ბადებს კითხვებს. ჩაფარცხვის მიზნით კანონის შეცვლა არ არის სწორი გამოსავალი. აუცილებლად უნდა გაირკვეს რა მოხდა.

ფხიზელი

2017-06-13 13:59:00

ლაზი1:

"აქ პრინციპული საკითხია: ჰქოდათ ამ პიროვნებებს ნარკოტიკი თუ მართლა ძალით (ან თუნდაც ჩუმად) ჩაუდეს ჯიბეში... ჩაფარცხვის მიზნით კანონის შეცვლა არ არის სწორი გამოსავალი. აუცილებლად უნდა გაირკვეს რა მოხდა."
----------
აბსოლუტურად გეთანხმებით. ჯერ ეს გაარკვიონ! ერთი იძახის, არ ჩაუდვიათო, საერთოდ თვალით არ გვინახავს ეს ნარკოტიკი, მხოლოდ გააფორმესო. მეორე იძახის, ჯერ ჩამიდეს, მერე დამაკავესო (დისტანციურად ჩაუდეს?).
"გირჩი" ამტკიცებდა, წელიწადში 1 მილიონს ეჭვმიტანილთა შარდში იხდის ეს ხელისუფლებაო და ამათ არ მოაშარდვინეს და არ გააკეთეს ანალიზი, არიან თუ არა მომხმარებლები?
რა ძნელი გასარკვევი ეს არი?!

natali

2017-06-13 14:45:05

ზუსტად მაგიტომ დაიგეგმა ასეთი სპეცოპერაცია, რომ ამდენი კითხვა გაჩენილიყო. ახლა რომ თქვან, რომ შარდი სუფთაა, ეჭვი ხომ მაინც იარსებებს? ოპოზიციაც ხომ მუდმივად ამაზე ილაპარაკებს?აბა რისთვის ჰქონდათ ატეხილი ერთი ამბავი, პოლიტიკური ნიშნით ხალხი არ გაათავისუფლოთო? პოლიტიკური ნიშნით არ უნდა გაათავისუფლოთ, მაგრამ მაგ ნიშნით დასაქმებულები აუცილებლად უნდა მოესროლათ. მათი მოქმედება ხომ ახლა პირდაპირ სახელმწიფოს ურტყამს.
ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან, ძალიან ვერაგები არიან და ეს დებილები მაგათ ვერ აჯობებენ. ხალხი უნდა იყოს ინფორმირებული ყველა ასეთ წვრილმანთან დაკავშირებით და ამას ვინ გააკეთებს? ეს უტვინო ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკაში შეძრომაზე და თანამდებობების დათრევაზე ოცნებობენ?

natali

2017-06-13 15:44:49

ვანო ჯავახიშვილის რეკომენდაციით რომ დაასაქმებდა პატრულში მერაბიშვილი ვინმეს, ახლა ის წესრიგს დაიცავს, თუ პირიქით? ხალხი ხომ უნდა გაბრაზდეს? რომ ხედავ,დგას პატრული გულხელდაკრეფილი და ვიღაც ვიგინდარა ტაქსისტი 20 წლის მანქანით ისე თავხედურად იქცევა მის თვალწინ, რომ ფეხზე ჰკიდია ყველაფერი, ხომ ბრაზდები პატრულზე და ამ ხელისუფლებაზე? თავისთავად გეფიქრება, რომ ეს განზრახ კეთდება.
ხოდა ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლებაში მსხდომი ნაცები ითავხედებენ შავი ჯიპებით, თუ ნაცების წაქეზებული ტაქსისტი თავის ჯაბახანით?

natali

2017-06-13 15:55:08


აააა ბატონო!!! აი რეებს წერენ!

http://www.newposts.ge/?l=G&id=143332-ბერა, რეპერები

მართლმსაჯულება სახელად ბერა - სახელმწიფომ "ჩადება" აღიარა?!

აი ეს იყო მიზანი, ეს უნდა ეთქვათ და ამბობენ კიდეც.

ვიღაცა

2017-06-13 16:26:42

ნატალი-მეც ძალიან ვბრაზდები პატრული რომ არ იღებს ზომებს,მაგრამ ვამართლებ და აგიხსნით რატომ.10-დან 9 მძღოლი სასამართლოში ჩივის ტყუილად დამაჯარიმესო.სასამართლო ითხოვს მოწმეს(?),რომელიც დაადასტურებს,მართლა დაარღვია თუ არა მძღოლმა მოძრაობის წესები.ვიდეო ჩანაწერიც რომ ქონდეს,მაინც.პატრულის სიტყვას არ ენდობიან.9-ვეს ამართლებს მოსამართლე.დამეთანხმებით რომ ყველა დარღვევას ვერ გადაიღებს აპარატით და ყველაფერზე მოწმეს ვერ მოიყვან.იმაშიც ხომ დამეთანხმებით რომ ჩვენთან მოწმეთ გაყოლა ,,გრეხია".
რაც შეეხება ჩადებას-დამერწმუნეთ რომ ამას არც-ერთი რიგითი თანამშრომელი დღეს არ გააკეთებს,ვინც არ უნდა უბრძანოს.იმიტომ რომ იციან,ამდენი არასდამთავრობო,უფლებადამცველი და ჟურნალისტი მათ წინააღმეგ გამოვა.მათ კი პროკურატურა და სასამართლო ისე გაწირავს,თვალს არ დაახამხამებს.

natali

2017-06-13 18:20:28

ზებრაზე რომ გადადიხარ, მწვანე რომ გინთია და რაღაც ჯართი ტაქსის მძღოლი რომ მოგისიგნალებს და ხელებს რომ გიქნევს, როგორ თუ გაბედე და არ გაატარე, არ უნდა გადმოიღო და არ უნდა გაბერო ცემით? ახლა ის ხომაა პატრულის მიერ გაჯეჯილებული?

natali

2017-06-13 18:22:56

იმიტომაც იყო, რომ კომუნისტები მხოლოდ "ჩერეზ" უნივერსიტეტი უშვებდნენ ხალხს ქალაქში.

natali

2017-06-13 18:46:53

ქართული კულტურაო და მერე ეს ტაქსისტი თვითმფრინავში "ტაში ბიჭო გიორგუნას" შემოსცხებს უცხოელების თვალწინ და ისინი ეგზოტიკური ცხოველივით სურათებს რომ უღებენ, გაუხარდება და თავი მოაქვს ქართული კულტურა გაიტანა საზღვრებს გარეთ. ამ დროს ქართული კულტურა, უფრო სწორად ქართული უკულტურობა ზუსტად ისაა, ზებრაზე რომ არ გატარებს ვიღაც ვირი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80