რუსული ენერგოგიგანტი საქართველოს მთავრობას 125 მილიონს თხოვს!
ეკონომიკა

რუსული ენერგოგიგანტი საქართველოს მთავრობას 125 მილიონს თხოვს!

რუსული ენერგოგიგანტი საქართველოს მთავრობას 125 მილიონს თხოვს!
ბექა დანელია

2017-06-13 12:00:39

რუსული ენერგოკომპანიის ნოდერლანდურმა შვილობილებმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანეს. ისინი კომპენსაციის სახით 125 მლნ დოლარს ითხოვენ. საქართველოს მთავრობა ხანგრძლივი ბრძოლისათვის მზადაა და უკან დახევას არ აპირებს.

სარჩელთაგან ერთი ჰესებს - “ხრამი ”-ს და “ხრამი 2”-ს, მეორე კი, “თელასს” უკავშირდება. კომპანია ამბობს, რომ ლარის გაუფასურებას არ მოჰყოლია ელექტროენერგიის ტარიფების შესაბამისი ზრდა, რის გამოც მათ ათეულობით მილიონის ზარალი მიადგათ.

როგორც “ინტერ რაოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნიკალაი გორელოვი აცხადებს, სარჩელი სტოკჰოლმის საერთაშორისოსა არბიტრაჟო სასამართლოში ჰოლდინგში შემავალმა ჰოლანდიურმა კომპანიებმა შეიტანეს და ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალი საკომპენსაციო თანხას ითხოვენ. მოთხოვნილი თანხა 125 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა თანხა, შესაძლოა, კიდევ დაზუსტდეს.

“სარჩელი სასამართლოში ჩვენმა ჰოლანდიურმა კომპანიებმა შეიტანეს. მათსა და საქართველოს მთავრობასა შორის არსებულ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის საკომპენსაციო ზომები. 2016 წლის პირველი ნოემბრიდან 2017 წლის პირველ მაისამდე პერიოდში ეს თანხა შეადგენს 125 მილიონ დოლარს. სწორედ მის ანაზღაურებას ვითხოვთ, თუმცა იგი, შესაძლოა, კიდევ დაზუსტდეს”, - განაცხადა გორელოვმა.

ქართული მხარე “ინტერ რაოს” საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში არგუმენტების წარსადგენად მზადაა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ “ინტერ რაოს” შვილობილი კომპანიების მოთხოვნა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

“სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ მაინც გადაწყვიტა რომ საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიემართა. სასარჩელო განაცხადი მივიღეთ. არგუმენტების დეტალურად გაცნობის შემდეგ გვეცოდინება რა კუთხით წავალთ. დავა შეეხება პრეტენზიებს როგორც “თელასის” ნაწილში, ასევე ხრამის სადგურების ნაწილში.

ისინი ითხოვენ კომპენსაციას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, “თელასს” აბსოლუტურად სამართლიანი ტარფი აქვს.

ბუნებრივია გვაქვს არგუმენტებიც. რუსული მხარის პრეტენზიებს არ ვიზიარებთ, ვეცდებით ჩვენი დავიცვათ. არის საკითხები, რაზეც პრინციპულად ვერ ვთანხმდებით, ტარიფები არის სამართლიანი და არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არჰქონია”, - ამბობს ვალიშვილი.

თუკი რაიმე ინვესტიციაა განხორციელებული, თუ არის ხარჯები, რომელიც “თელასმა” გასწია, ეს ადეკვატურად არის ასახული ტარიფში. განსაკუთრებული მიდგომა “თელასის” მიმართ ნამდვილად არ ყოფილა. არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში ყველას ერთი პრინციპით უდგინდება ტარიფი. ეს გასაზრდელი იქნება თუ შესამცირებელი, ამას მარეგულირებელი კომისია ერთიანი მიდგომით განსაზღვრავს.

კიდევ არის მეორე საკითხი. „ხრამის“ ჰიბრიდული სადგურების პრივატიზაციიდან გამომდინარე მათ აქვთ პრეტენზია “ხრამჰესის” ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით. „ხრამზე“ მათ ვუთხარით, რომ თუ ამისთვის საფუძველი გააჩნიათ სამართლებრივად, პრივატიზაციის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რადგან ეს პრივატიზაციით 2011 წელს იქნა გაყიდული, შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მიიღებს სემეკი გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი სემეკ-ის გადაწყვეტილება, შეუძლიათ მიმართონ საარბიტრაჟო დავას. სწორედ ამ ორი ძირითადი თემის საარბიტრაჟო დავის ფორმატში განხილვას აპირებს რუსული მხარე”, - განაცხადა ვალიშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ სემეკმა ტარიფები დაადგინა მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია ავსტრიელი კოლეგების დახმარებით. დღეს არსებული მთოდოლოგია საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

“ჩვენ უარი ვთქვით ხელშეკრულებებით და მემორანდუმებით სატარიფო რეგულირებაზე. ძირითადი პრეტენზია ინვესტორს აქვს იმასთან მიმართებით, თუ რატომ არ ვარეგულირებთ ჩვენ მათთვის ტარიფს, სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე”, - აცხადებს შონია.

კომისია ტარიფებს მოქმედი მეთოდოლოგიით ითვლის, რადგან ეს მიდგომა, რომლითაც ყველა გონივრული ხარჯია გათვალისწინებული.

“გაუგებარია, თუ რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს კომპანიას ამ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ან ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა სემეკის წევრმა.

აღსანიშნავია, რომ საარბიტრაჟო დავისთვის მოსამზადებელი პროცესი ხანგრძლივია და დავის განხილვაც, რამდენიმე თვეში არ დასრულდება.

 

ნანახია - 978

davituna

2017-06-13 15:45:37

აი, რა დღეში ჩაგვაგდო,სააკიანმა! ჯერ სად ვართ! ისეთ ხელშეკრულებები ამოტივდიებდა,რუსეთთან!
ისე ვარ გაბრაზებული,ლამის შუბლი გავუხვრიტო მას და ყველა მის მომხრეს!!!
ეს რუსეთის აგენტები,სხვას რომ აბრალებნენ ამას!((( ივანიშვილის ,კიდევ,.....,რომ არ დაგვანება ნაცების სამუდამო მოსპობა!!!!!
დამიჯერეთ,არაფერი ეშველება ქვეყანას ,სანამ ნაცების პარტიები, უკანონოდ არ გამოცხადდებიან!
სამუდამოდ უნდა აიკრძალონ,როგორც გერმანიაში- ფაშისტური პარტია!

antoni

2017-06-13 16:23:46

იმ 125 მილიონი დოლარის ნაცვლად 25 და სხვა რამე რომ იყოს?

ვიღაცა

2017-06-13 16:33:01

ჩვენდა სამწუხაროდ,ეს მთავრობა ნაცბანდიტების მოფერების მეტს არაფერს აკეთებს.ვიღაცა გარეწარს პლანი ჩაუდესო,მთელი მედია აწივლდა და პროკურატურამაც სასწრაფოდ გამოძიება დაიწყო.ამაზე კი ხმას არავინ იღებს.

papa

2017-06-13 18:06:41

რუსეთის შვილობილი ნიდერლანდური ენერგო კომპანიაო ....
ნიდერლანდები ჰოლანდია არააა?/
სანდრა ხომ იქიდანაა
მერე სანდრა ხომ მიშას მეუღ/ლეა?/
აი რკინის ლოგიკააა .....ვსო... ზნაჩიტ ბუდეა!! მორჩა და გათავდა

კი მაგრამ ჰოლანდია ხომ ვითომ ჩვენი მეგობარიაა??
ჩვენი მეგობრობისთვის გულზე მჯიღს ხომ იცემენ?
მერე დათვის სასარგებლოდ რატომ იქცევიააან?
რატომღაც მგონია კარგად რომ გაქექონ ეგ საქმე, მანდ ვიღაცის სიმამრიც იქნება წილში(ან
იმათი ნათესავი მაინც...რა იცით..ხალხნი ვართ)
ფული ბაბაია, ფული.... ფულია მანდ მთავარი, რა მეგობრობა.... რის მეგობრობა

ჰოოდა ქუნემ ყველა ჩვენი ,,მეგობარი,, ზოგზოგების თამადობით

serapina

2017-06-13 18:55:06

2012 წლის არჩევნების ფინანსური მხარე ივანიშვილმა და კალაძემ მოაწესრიგაო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია(შემისწორეთ თუ ვცდები).

კარგით, მადლობა ეს სააკაშვილი რომ მოგვაცილა და კიდევ რამდენიმე ჯალათი...მაგრამ, რატომ ვერ ვეღირსეთ ნორმალურ სასამართლოს და ყველა დამნაშავეს საბრალდებო სკამზე? ეს,რატომ არ გვაინტერესებს?
იმ დარჩენილმა "მეტასატაზებმა" რამდენჯერ იჩინეს თავი(და მომავალშიც გააგრძელებენ), ამაზე კითხვები არ გაქვთ?

მეზობელ ქვეყნებში რომ მდიდრულად ცხოვრობენ, ყოფილი ჩინოვნიკები(ხან,რომ ვეძებთ და ხან, ვერ ვპოულობთ), იმათ რომ ბევრი ფული ჰქონდათ უკან დასაბრუნებელი სახელმწფოსთვის, რატომ გაუნულეს და შეარჩინეს?
იმ ფულით რომ სამუშაო ადგილები შეექმნათ, ხომ იქნებოდა ყველასთვის მომგებიანი!

...ჰოდა,რომ გაესამართლებიათ, ყველაფერს სახელი დარქმეოდა, იქნებ სახელმწიფო ეშენებია ვინმეს.

ყველა ახლადმოსული, წინას ლანძღვაში ატარებს 4-8 წელს.თან, რომ პარლელურად მდიდრდებიან,რა მათი ბრალია?!
უნდოდათ კარგი ცხოვრება და აქვთ კიდეც!ღმერთმა მისცეთ, ალბათ უკეთესს არც ვიმსახურებთ.

serapina

2017-06-13 19:01:23

პაპა,
სახლში ვერაფერი გამოიძიეს და ახლა,"სანადიროდ" სად უშვებ?!

დღეს, ერთი სერიოზული ევროპელი მეკითხება(პოლიტიკისაგან შორსაა), ამდენი დახმარებები რომ იგზავნება EU-და სად მიგაქვთო?!
რა მეთქვა?

Maverick

2017-06-13 21:58:50

serapina,
რა გიკვირთ?!
ქოცები და გნაცები ერთი კოდლაა.
გნაცების მიშმაკობები კარგად შეითვისა ქოციანებმა.

გახსოვთ ალბათ ძველი ლოზუნგი -
"ვამბობთ ლენინს, და ვგულისხმობთ პარტიას"!
"ვამბობთ პარტიას, და ვგულისხმობთ ლენინს"!

"წმ." ბიძინა ვეღარ მართავს სიტუაციას, "წმ" ედუარდისა არ იყოს ვისაც ჩააცვა, გამოაძღო, ხალხში გამოიყვანა, ხელისუფლებაში მოიყვანა, თუ შეეწინააღმდეგება, მგელი ტოტიასი არ იყოს, მასაც შეუბრალებლად ჩაახრამუნებენ!...

ევროები?!
ევროები ქოცნაცური ალიანსის წევრბს, ოჯახებს, მათ ხელფასებს, ჩაწყობილ ბიზნეს გეგმებს, ტენდერებს, პრემიებს, მუთაქებისა და ქისების ავსებას ხმარდება

serapina

2017-06-13 22:52:30


Maverick,
მე, გაყოყოჩებული ხალხის behavioral pattern-ი კი არ მაინტერესებს და მაღელვებს...
ამ,გაყოყოჩებულებით მოხიბლულებს ვიკვლევ.სასწაული ფენომენია.

ვუყვები ამ ჩემს საქებარ გერმანელებს,რა ჭკვიანად ხარჯავენ ამ ფულს ჩვენთანაც და სხვაგანაც...იმ იმედით რომ შეიცხადებენ, გადაირევიან...
...და რა მესმის იცით?!
- უფ რა ფულს გავაკეთებდითო.
მერე აქ რატომ არ შვებით მასეთქო, მეც გავბრაზდი და...
-კანონები და მთავრობა არ გვანებებსო!

ჰოდა,ვისაც ეს ჩვენი მთავრობა მოსწონს და "ბიძინა ჩემოს" ჩუმად ბუტბუტებს, იმათ მინდა ღმერთმა გადმოხედოს...

papa

2017-06-14 00:42:56

ჰოდა,ვისაც ეს ჩვენი მთავრობა მოსწონს და "ბიძინა ჩემოს" ჩუმად ბუტბუტებს, იმათ მინდა ღმერთმა გადმოხედოს...







რომც გადმოხედოს მაგ ხალხს მაინც არაფერი ეშველებათ.
..მაგ კატეგორიის ხალხი მერე მაინც ვიღაც გრიშაზე დაიწყებენ ლოცვას... მაგათვის სულ ერთია გრიშა იქნება, მიშა თუ ბიძო ....მთავარია აითოლა...აითოლა იყოს და რა მნიშვნელობა ააქვს ვისზე ილოცებენ?

Maverick

2017-06-14 01:19:57

serapina,
"მე, გაყოყოჩებული ხალხის behavioral pattern-ი კი არ მაინტერესებს და მაღელვებს...
ამ,გაყოყოჩებულებით მოხიბლულებს ვიკვლევ.სასწაული ფენომენია".
---------------------------
მაგ ფენომენია, რომ დააქცია საქართველო; გააქცია ზვიადი; ააგულავა სიგუა, იოსელიანი კიტოვანი; თავზე დაგვასვა ედუარდ-გიორგი; მაგ ფენომენია, რომელმაც მოიყვანა ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი და მათი რაზმი ქართული სახელმწიფოს დასაქცევად; მაგ ფენომენია, დღეს თვალებში რომ შესციცინებს ბიუჯეტის ძუძუს გამომღეჭავ პარლამენტარებს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოკალათებულ მედროვეებს, უვიც მმართველებს და ამას აკეთებს იმის იმედით, რომ გაუმართლებს და ყვარყვარესავით თავადაც ოდესმე ჩეროში წამოწოლილი მიუწვება საოცნებო ბიუჯეტის აკოკრებულ მკერდს და გემრიელად გაკრავს კბილს...

imereli

2017-06-14 07:39:42

სააკაშვილი გვარწმუნებდა, რომ ეიეს თელასმა ისე ისე მიჰყიდა "თელასი" რუსებს 25 მილიონად, რომ სახელმწიფომ არაფერი იცოდა. ახლა ცნობილი ხდება რაღაც მომორანდუმის შესახებ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, რო მელსაც საბუთად იშველიებენ რუსები. გამოდის ხელისუფლებამ არამც თუ იცოდა, მემორანდუმიც კი გააფორმა რუსულ კომპანიასთან.ნაცები სულ იმას გაიძახოდნენ შევარდნაძე რუსებთანაა შეკრული და საქართველოს ინტერესებს არ იცავსო.თურმე თვითონ უარესს სჩადიოდნენ, საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ჩუმად მიჰყიდეს რუსებს, თანაც კაპიკებად.უფრო უარესი, პირობებიც კი არაა ცნობილი.რადგან მალავენ, ცალსახად საქართველოსთვის წამგებიანი და მათი ჯიბისთვის მომგებიანი პირობებითაა გაყიდული სტრატეგიული ობიექტები.წინააღმდეგ შემთხვევაში დასამალიც არაფერი იქნებოდა. არც ახალი ხელისუფლება ამბობს რა პირობებითაა გადაცემული უმნიშვლენოვანესი ობიექტი, ენგურჰესი რუსებისთვის.რატომ?! არავითარ, ა რ ა ვ ი თ ა რ შემთხვევაში რუსებისთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტის რუსებისათვის მიყიდვა არ შეიძლება, რადგან რუსული კერძო ბიზნესიც კი რუსულ პოლიტიკას ემსახურება! მით უმეტეს, რომ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების მფლობელი რუსული სახელმწეიფო კომპანიაა!

serapina

2017-06-14 10:18:49

განსაკუთრებით 2008 წლის აგვისთტოს ომის დროს იხეირა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ. ერთის მხრივ, რაც გასაყიდად ვარგოდა გაყიდეს, მეორეს მხრივ იმდენი დახმარებები შეთქვლიფეს...
(იმდენი, მჭადზე გაზრდილი ახალგაზრდა რომ მშობლებს მიწაში ჩაუდეს, ვითომ არაფერი. ქუჩაში ხომ არ დახვრიტეს, ომში დაიღუპაო! ვინც გადარჩა რომ ციხეებში ჩააჯინეს, ვითომ არც ეს იყო).

ჰოდა, ახლა, ასე ვაკვირვებთ ევროპას...რომელსაც ლუდოვიკოს რომ დამოკიდებულება ჰქონდა სულხან საბას სამშობლოს მიმართ,იგივე შეხედულება აქვს დღესაც.

ჰოდა,რა უჭირს ახლა თუ ხალხს ჰესების მშენებლობისათვის(რომელიც გაჭირვებულს არაფერში წაადგება) სახლ-კარს დაატოვებიებენ.
ზატო, წინ მივდივართ და ქვეყანა ნათდებაო!

იყიდება, მიწა უცხოელზე, წყალი უცხოელზე(ჰესებია საშენებელი, რუსეთს ასე დავამარცხებთ თურმე).
ხე-ტ/ყე რაც მიშამ მოასწრო,დანარჩენს შემდეგი მიხედავს...
...და ქართველი კაცის რა არის საქართველოში?!


პ.ს. ზემოთ კითხვები დავსვი. კალაძის ნიჭიერება-გამჭრიახობით აღფრთოვანებული, მეგონა არგუმენტებს დაწერდა ვინმე.


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80