"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"
ეკონომიკა

"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"

"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"
ემა ტუხიაშვილი "კვირის პალიტრა"

2017-06-13 15:22:50

"სამი შუამავალი კომპანიის რეალური ფუნქცია მხოლოდ ფასნამატის შექმნაა"

მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებაში ჩართულია სამი საშუ­ამავლო კომპანია - "გაზექსპორტი", "სოკარ ჯორჯია გაზი" და "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი".­ მათ საზღვრის შემდეგ უნდა უზრუნველყონ გაზის მიწოდება გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის. ამ კომპანიებს შორის ერთი დაფუძნებულია 2008 წელს, მეორე - 2011-ში. წილების ნაწილს აზერბაიჯანული მხარე ფლობს, ნაწილი კი ოფშორში რეგისტრირებულ მფლობელებს ეკუთვნის და მათი ვინაობა უცნობია

მომავალი თვიდან გაზის ტარიფის გაზრდა იგეგმება. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა გაზის გამანაწილებელი კომპანიების განაცხადებზე და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ტარიფის ზრდის მიზეზად ენერგოკომპანიები ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფის გადახედვა არ მომხდარა.­ მმართველ გუნდშიც არ უარყოფენ, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა სპეციალისტების ნაწილის აზრით, გაძვირების ობიექტური მიზეზი არ არსებობს, მით უფრო იმ ფონზე, როცა საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის ფასი ხელოვნურად იზრდება.

თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტ­იკოსი: "გაზის გაძვირებისგან მომხმარებელთა უფლებებს ვეღ­ა­­რავინ დაიცავს, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც 10 წელია­ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში სრულ­ად აღარ შედის. არსებობს ენერგეტიკის­ მინისტრის 2007 წლით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, მონოპოლიური ბაზრის პირობებში­ გაზის მიწოდების აბსოლუტურად ალოგიკური დერეგულირ­ება მოხდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ ბუნ­ებრივი აირის საც­ალო და საბითუმო ფასი (გარდა­ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის რეგულირებადი ნაწილისა და თბოელექტროსადგურებისა) დერეგულირებულია და ყველა სხვა მომხმარებელს ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასით მიეწოდება; ხოლო იმ ნაწილში, სადაც ტარიფი­ სემეკის მიერ რეგული­რდება, დარწმუნებული ვარ, უკვე მიღებულია პოლიტიკური გად­აწყვეტილება ტარიფის ზრდ­ის თაობაზე. ამიტომაც გვაჩვევენ სამთავრობო უწყებები, რომ გაზის გაძვირება გარდაუვალია და არავინ ლაპარაკობს იმ რეალურ ვითარებაზე, რომელიც წლებია ამ სფეროში არსებობს. ეს კორუფციული სქემაა ჩვენი მოქალაქეების, მცირე და საშუალო, დიდი ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის საზიანოდ. კორუფციული სქემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, დღესაც წარმატებით მუშაობს, ხოლო მილიონებს, რომელიც ამ კორუფციული გარიგებით ერთეულების ჯიბეში ილექება, ისევ საქართველოს მოსახლეობა იხდის.

- ენერგოკომპანიები გაზის გაძვირების მიზეზად განხორციელებულ­ ინვესტიციებსა და ლარი-დოლარის კურსს ასახელებენ...

- გაზის გაძვირების რეალ­ური საფუძველი არ არსებობს.­ ერთი, რაც ცნობილია, ის არის, რომ

"ყაზტრანსგაზმა" 180 მილიონი­ დოლარის მოთხოვნით­ სარჩელი შეიტანა ლონდონის სასამართლ­ოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ; ანუ ყაზახები ვერ მართავენ­ კომპანიას, რადგან 2010 წლიდან ენერგეტიკის სამინისტროს კომპანიაში დანიშნული ჰყავს დროებითი მმართველი და შესაბამისად, კომპანიის მიერ ინვესტიციების­ განხორციელებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ახლა დადგა საკითხი, რომ საქართველოს მთავრობამ გადაიხადოს თანხა, რომელსაც ყაზახური მხარე ითხოვს და ისევ გადასცეს მათ მართვაში კომპ­ანია. სახელმწიფოს ბიუჯეტში ზედმეტი ფული არა აქვს, რომ 180 მილიონი დაფაროს, ამიტომ კარგი გამოსავალია ტარიფის ზრდა თბილისის მოსახლეობ­ისთვის და ამ გზით ყაზახური მხარისთვის ზარალის კომპენსირება.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით, რა ღირს საქა­რთველოს საზღვრამდე მოსული გაზი. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, თუნდაც ინტერნეტით, გაიგოს, თუ რა ღირს ბუნებრივი გაზი მე­ზობელ­ სომხეთში­, თურქეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთის­ ქვეყნებსა თუ ბელორუს­იაში. მხოლოდ­ საქა­რთველოში იმართება მთელი ენერგეტიკული­ სექტორი ისევ "ნაცმოძრაობის" დროინდელი სქემით და ეს სფერო გასაიდუმლოებულია. ვერავინ გეტყვით, რამდენად ყიდულობს საქართველო აზერბაიჯანისგან ბუნებრივ აირს, ჩვენ მხოლოდ საბოლოო შედეგი ვიცით. ცნობილია, რომ, მაგალითად, გაზგასამართ სადგურებზე 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი 260-270 დოლარია, რაც ძალიან ძვირია.

- რატომ არის გაზი ასე ძვირი­ ჩვენთან, რა არის მიზეზი?

- მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებაში ჩართულია სამი საშუ­ამავლო კომპანია - "გაზექსპო­რტი", "სოკარ ჯორჯია გაზი" და "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი".­ მათ საზღვრის შემდეგ უნდა უზრუნველყონ გაზის მიწოდება გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის. ამ კომპანიებს შორის ერთი დაფუძნებულია 2008 წელს, მეორე - 2011-ში. წილების ნაწილს აზერბაიჯანული მხარე ფლობს, ნაწილი კი ოფშორში რეგისტრირებულ მფლობელებს ეკუთვნის და მათი ვინაობა უცნობია.

2001-2003 წლებში,­ როდესაც "იტერა" უზრუნველყოფდა გაზის შემოტანას, კომპანიებს, რომლებიც დიდი ოდენობით გაზს მოიხმარდნენ, მათ შორის "რუსთავის­ აზოტს", "თბილგაზს" და ა.შ., შეეძლოთ პირდაპირ საზღვარზე­ ეყიდათ გაზი. დღეს თბილისის გაზგამანაწილებელმა კომპანიამ გაზი რომ მიიღოს, სამი კომპანია უნდა გაიაროს, პლუს საქართველოს ტრანსპორტირების კომპანია.

როგორც გითხარით, ეს სქემა 2007 წელს ამუშავდა, როცა მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის ბრძა­ნებით გაზის დერეგულირება მოხდა.

ასე რომ არ ყოფილიყო, მარეგულირებელი კომისია არ დაუშვებდა ამ სამი საშუამავლო კომპანიის არსებობას, მიმწოდებლებისთვის დააწესებდა გონივრულ მოგებას და მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზი გაცილ­ე­ბით იაფი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. საზღვართან მოსული გაზი, რომ­ელიც, დავუშვათ, 185 დოლარი ღირს, ყველა ფასნამატის გათვალ­ისწინებით ეღირებოდა 215-220 დოლარი და არა 270, როგორც დღეს.

ამ შუამავალი კომპანიების რეალური ფუნქცია მხოლოდ ფასნამატის შექმნაა. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი კორუფციული გარემოება, რასაც სათანადო ყურადღება რატომღაც არ ეთმობა - "გაზპრომთან" ხელშეკრულების პირობების შეცვლამდე ჩვენ ვიღებდით რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტულად გატარებული გაზის სანაცვლოდ 10%-ს ნატურით - ჯამში 200 მილ­იონ კუბურ მეტრს, შაჰ-დენიზის მილსადენიდანაც 5%-ს, 300 მილიონ კუბურ მეტრს. ასევე გვქონდა საშუალება, შეგვეძინა 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი სპეციალურ ფასად - 55 დოლარად, 1000 კუბურ მეტრზე ყოველწლიური ფასის 0.5%-იანი ზრდით. ფაქტობრივად, საქართველო იღებდა 1 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც საქართველოს მთლიანი მოხმარების 50%-ია. ეს ძალიან კარგი პირობაა ქვეყნისთვის. ამის ნაცვლად წინა ხელისუფლებამ გრძელვადიანი ხელშეკრულებით (ფაქტობრივად, სამუდამოდ) ეს მოცულობა - 1 მილიარდი კუბური მეტრი, ხელსაყრელ ფასად, 112 დოლარად 1000 კუბურ მეტრზე გადასცა "სოკარს". მან ამ 112-დოლარიან გაზს დაამატა 31 დოლარი და ზარ-ზეიმით დაგვიბრუნა 143-დოლარიანი ე.წ. სოციალური გაზი; ანუ ეს 31 დოლარი ზემოხსენებულმა საშუამავლო კომპანიებმა დაამატეს, ფაქტობრივად, არაფერში.

ყველა ეს კორუფციული სქემა რომ გაიხსნას, მემორანდუმები, ხელშეკრულების პირობები გასაჯაროვდეს, ძალიან მარტივი იქნება ტარიფებთან დაკავშირებული იმ დაპირების შესრულება, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას 2012 წლის არჩევნებამდე ჰქონდა.

2012 წელს ენერგეტიკოსთა ჯგუფმა დავსვით საკითხი, რომ ხეთაგურის ბრძანება გაუქმებულიყო, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრომ რეაგირების გარეშე დაგვტოვა. ეს ბრძანება რომ გაუქმებულიყო, საშუამავლო კომპანიები მექანიკურად ამოვარდებოდნენ სქემიდან და გაზის ტარიფიც გაცილებით დაბალი იქნებოდა.

ახლა კი გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება. ეს ის დროა, როცა მოსახლეობა მცირე რაოდენობით მოიხმარს გაზს და ტარიფის ზრდა ნაკლებად შესამჩნევი იქნება...

"ეს ნონსენსია!"

თემურ ჭიჭინაძე: ''ენერგეტიკაში მოქმედ და ყოფილ ხელისუფალთა სრული კოაბიტაციაა. ამის მაგალითია "ნენსკრა ჰესზე"­ გამოცხადებული ტენდერი.

280-მეგავატიანი ჰესის მშენებლობაზე ტენდერს რომ აცხადებ და მის მშენებლობას 1,2 მილიარდად აფასებ, ეს ნონსენსია. მაგალითად, იგივე ჯდება "ხუდონჰესის" მშენებლობაც, მაშინ როცა მისი სიმძლავრე 700 მეგავატია. ნუთუ ეს ადამიანები უხერხულობას მაინც არ გრძნობენ?!

"ნენსკრაზე" ერთი მეგავატი გამომუშავებული ელექტროენერგია 4,28 მილიონი დოლარი ჯდება, როცა ყველა საერთაშორისო სტანდარტით მისი ღირებულება 1,3-1,5 მილიონია. საყურადღებოა ისიც, რომ "ნენსკრა ჰესზე" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ენერგიის შესყიდვის ვალდებულება 35-წლიანია... ახსნის კი ვინმე,­ რისთვის ხდება ეს?! გაუგებარია იმ 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობაც, რომელიც რუსეთს სომხეთთან აკავშ­ირებს და შენდება ჩვენი, ანუ ბიუჯეტის სახსრებით, თან კრედიტით! სამწუხაროა, რომ ამ ხაზზე ატეხილმა­ ხმაურმა გადაფარა ყველაზე მთავარი კითხვა - რისთვის არის ეს ხაზი საჭირო? ფაქტია, ასეთი მასშტაბის ხაზის მშენებლობა არ სჭირდება ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ახალი ჰესების სიმძლავრეების გამოტანას. ამის გაკეთება 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზითაც იქნებოდა შესაძლებელი. გამოდის, ის რეალურად სომხეთის ენერგოსისტემისთვის შენდება 1200 მეგავატი ატომური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

რა თანხა იხარჯება ამ პროე­ქტისთვის, რამდენი იქნება ტარიფი და რა მოგებას ნახავს ქვეყანა, რატომღაც არავინ თვლის თავს მოვალედ, მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს. ამ ხარჯების ამოღება საბოლოოდ მაინც ხალხის ჯიბიდან ხდება.

 

ნანახია - 704

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80