„თუ ხელისუფლებას აქვს წონადი არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, დრო ჯერ კიდევ არის“
პოლიტიკა

„თუ ხელისუფლებას აქვს წონადი არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, დრო ჯერ კიდევ არის“

 „თუ ხელისუფლებას აქვს წონადი არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, დრო ჯერ კიდევ არის“
ლალი ზირაქიშვილი

2017-06-13 15:30:04

ვიდრე წინასწარი დასკვნა გასაჯაროვდებოდა, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას გაითვალისწინებდა. თუმცა, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც, ფაქტობრივად, საზოგადოების  დასამშვიდებლად იყო გაკეთებული, რომ მიწა არ გასხვისდება უცხოელებზე, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი და ეს ყველაფერი აისახება კონსტიტუციაში, ხელისუფლება ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის თავისივე განცხადებებთან - ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის მიხედვით, საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნები, ვალდებულია შესაბამისობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და მაშასადამე, უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება.

შეძლებს თუ არა ხელისუფლება რიგ საკითხებში მყარი არგუმენტებით ვენეციის კომისიის დარწმუნებას და რა დატვირთვის მატარებელია ის შენიშვნები, რაც წინასწარი დასკვის გასაჯაროებულ ნაწილშია გამოთქმული, ამ თემაზე კონსტიტუციონალისტი, ავთანდილ დემეტრაშვილი გვესაუბრება.

ავთანდილ დემეტრაშვილი: ჯერ ზოგადად ვიტყვი ვენეციის კომისიის თაობაზე, რადგან 7 თუ 8 წელი ვიყავი ამ კომისიის წევრი - ვენეცის კომისია თითოეულ ცვლილებას აფასებს ყველა მუხლის მიხედვით, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, როდესაც მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაფერს არ ამბობს ვენეციის კომისია უშიშროების საბჭოს გაუქმების თაობაზე - ეს შეუძლებელია, რადგან როგორც ვთქვი, ის ცვლილებათა ყველა მუხლზე აკეთებს კომენტარს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია აკეთებს წინასწარ დასკვნას, რომლის თითქმის ყველა დათქმა მტკიცდება შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე, ანუ საქართველოს ხელისუფლება არ მიაწვდის მას კიდევ დამატებით ინფორმაციას და არგუმენტებს. 

მიუხედავად ირაკლი კობახიძის კატეგორიული დაპირებებისა, რომ ყველა შენიშვნას გავითვალისწინებთო, არ გამოვრიცხავ, საბოლოო ვარიანტში რაღაცეები შეიცვალოს, რადგან დამატებითი არგუმენტების მოსამზადებლად არის დრო 16 ივლისამდე, ანუ პლენარული სხდომის ჩატარებამდე.

დასკვნა იქნება ერთი - ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სწორი მიმართულებით, ზუსტად ისე, როგორც ეწერა 2010 წლის კონსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით, დაახლოებით იგივე ეწერა 1995 წლის კონსტიტუციის პროექტის მიღებისას; არაფერი არ იყო ნათქვამი 2004 წლის რეფორმაზე, ვინაიდან ვენეციის კომისიას ეს პროექტი არ გაეგზავნა.

რაც შეეხება კონკრეტულ შენიშვნებს, მაგალითად, ოჯახთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ვენეციის კომისია დადებითად შეხვდება ამგვარ რეგულაციას კონსტიტუციაში, ვინაიდან ეს არის ევროპული სტანდარტი ადამიანის უფლებათა სფეროში და მიესალმებოდა იმგვარ ფორმულირებას, რასაც თავად გვთავაზობს.

ხელისუფლება რას იზამს, ამას ვერ გეტყვით, რადგან ერთია კომისიის დასკვნა და მეორე - საზოგადოების განწყობა. რამდენადაც ვიცი, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მაინცდამაინც დადებითად არ აფასებს ამ ნოვაციას, თუნდაც იმ მოტივით, რომ ეს უკვე რეგულირდება სამოქალაქო სამართლის კოდექსით.

მთლიანობაში, მათი შეფასებაა, რომ წინგადადგმული ნაბიჯია, მიესალმებიან, რომ ოპოზიციის გაძლიერებაზეა აქცენტი გადატანილი, თუმცა თვლიან, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია...

- დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, რომ ვენეციის კომისია არჩევნებთან დაკავშირებით დაინახავდა პოლიტიკურ კონიუქტურას. მან დაინახა, რომ მმართველ გუნდს სურს საკუთარ თავზე მოირგოს ცვლილებები; ასევე, საპარლამენტო მმართველობისთვის მაინცდამაინც არ არის დამახასიათებელი ის არგუმენტები, რომლებიც მოჰყავს მმართველ გუნდს ამ სამი ნოვაციის გასამართლებლად.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნას, არ ვეთანხმები, რომ ყველა უბედურება მაჟორიტარული სისტემის არსებობით არის განპირობებული. დიდ ბრიტანეთში, ქვედა პალატაში ჩატარდა არჩევნები. იქ ტარდება არჩევნები ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით, ანუ ერთი ხმით მეტიც რომ ჰქონდეს კანდიდატს, მაინც გადის. იქ არ არის კვალიფიციური უმრავლესობა და ა.შ. ამ სისტემის მიხედვით, კონსერვატიულმა პარტიამ დიდ ბრიტანეთში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. რას აკეთებს ის? არაფერს - ქმნის კოალიციურ მთავრობას - იუნიონისტებს შესთავაზა თანამშრომლობა.

ჩვენთანაც არის შესაძლებელი იგივე - რომ ამბობენ, რომ აი, უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, მთავრობა ვერ შეიკრიბება და შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი, ვერ გავიზიარებდი ამ არგუმენტებს...

სწორედ იმიტომ, რომ კრიზისული სიტუაცია არ შეიქმნას, კომისია რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს ხელისუფლებას - კომისია თვლის, რომ გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნების წარმოდგენილისგან განსხვავებული ვარიანტები იყოს გათვალისწინებული, როგორიცაა: პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს; ან გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობის უმაღლესი ზღვარის დაწესება, რაც გამარჯვებულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს; და/ან ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა და ამგვარად პროპორციული სისტემის დაწესება დარჩენილი მანდატების გადასანაწილებლადაც. არის პროგნოზი, რომ სავარაუდოდ, ზედა ზღვარს დააწესებენ, მაგრამ ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გუნდში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. შეიძლება, ყველაფერი სულაც უცვლელი დარჩეს?

- ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი, სურთ, აჩვენონ საზოგადოებას, რომ ამ გუნდის შიგნითაც არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი. ირაკლი კობახიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ შეიძლება, ზედა ზღვარი დაწესდეს. ზუსტად ვიცი, რომ კობახიძე ბერლინიდან ვენეციაში წავიდა და იქ ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკებები, არ ვიცი - ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან თუ ექსპერტებთან. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აირჩევს იმ ვარიანტს, რომელშიც ზედა ზღვარზეა ლაპარაკი.

გაცილებით საინტერესო არ იქნებოდა, ბარიერის დაწევა?

- ამაზე არ წავა უმრავლესობა და ვენეციის კომისიაც ამას კატეგორიულად, როგორც ვხედავთ, არ ითხოვს. სავარაუდოდ, ზედა ზღვარი იქნება დაახლოებით 50% - ნაკლებს უმრავლესობა არ დათანხმდება.

კომისია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებითაც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს პრეზიდენტად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანიდადატის მუდმივად არჩევა. ასევე, ის მიესალმება, რომ ახალი სისტემა ამოქმედდება არა მომავალ არჩევნებზე, არამედ 2023 წლიდან...

- ეს არის გაფრთხილება, რომ უმრავლესობის წარმომადგენელი არ უნდა იყოს პრეზიდენტი. გარდა ამისა, რა იქნება 2023 წელს, არავინ იცის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც როგორ ჩაივლის, უცნობია. თუ მომავალ არჩევნებში პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - ევროპის ქვეყნების 2/3-ში, სადაც საპარლამენტო მმართველობაა, პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ.

ჩემი აზრით, ბევრი რამ, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტთან არის დაკავშირებული, პერსონფიცირებული არის მარგველაშვილის ფიგურაზე. მის ნაცვლად რომ ყოფილიყო, მაგალითად, ღარიბაშვილი ან სხვა, ნებისმიერი, „ქართული ოცნებიდან“, ეს აურზაური არ ატყდებოდა.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადა იწურება და ძნელი წარმოსადგენია, მან მოიგოს არჩევნები დამოუკიდებლად, ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე. სხვა თუ არაფერი, ფინანსები არ ეყოფა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად...

- ნუ ვიქნებით დარწმუნებული, რომ მარგველაშვილი ვერ მოიგებს - სოციოლოგიური გამოკვლევებით მას ნდობის საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. არ ვამტკიცებ, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა არა მხოლოდ პიროვნებებზე, არამედ საარჩევნო კამპანიაზეც არის დამოკიდებული; ამ საარჩევნო კამპანიის დროს შეიძლება ძალზე პრინციპული საკითხებიც იყოს განხილული და ქვეყნის პოლიტიკაზე ეს საარჩევნო კამპანიაც კი აისახოს.

რაც შეეხება ივანიშვილს, ისიც უცნობია, მიიღებს თუ არა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას, ადგილობრივი ან მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს. ჯერჯერობით პასიურ რეჟიმშია და ნახევარი წელია, მისი ხმა არ გამიგია. შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს, რადგან ბოლოს და ბოლოს, „ოცნება“ მისი დაფუძნებულია.

არის გარკვეული საკითხები, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებასა და ვენეციის კომისიას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. შეიძლება პროგნოზირება, ეს საკამათო თემები როგორ შეიძლება შეჯერდეს?

- ხელისუფლება შეიძლება შეეცადოს, დაარწმუნოს ვენეციის კომისიის ექსპერტები და წარუდგინოს საკუთარი არგუმენტები. 2010 წელს, ვიდრე საბოლოო დასკვნას დადებდნენ, ვენეციის კომისიის ექსპერტები წინასწარი დასკვნით ჩამოვიდნენ საქართველოში; მაშინ ვისაუბრეთ და რაღაც-რაღაცეები შევაცვლევინეთ.

შეიძლება, ახლაც იგივე გააკეთოს მმართველმა გუნდმა. მე რომ ვყოფილიყავი მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სწორედ ასე მოვიქცეოდი. თუკი ხელისუფლებას აქვს წონადი არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, დრო ჯერ კიდევ არის.

ნანახია - 1485

antoni

2017-06-13 16:32:48

ვენეციის კომისია კატეგორიულ დასკვნას სამართლებრივ შეუსაბამობაზე იტყვის, ასეთი კი იქ არაფერია და ეს კარგად იცის კობახიძემ თქვე არიფებო :-)
ქორწინებაზე, მიწის გასხვისებაზე და სხვ. მოგვცემს რეკომენდაციებს (სხვაობას ხვდებით?)
სხვა არ ვიცი და კონსტიტუციასთან მიმართებაში ოპოზიცია (არარსებულ კანონში ცვლილებების მომთხოვნიც და სხვებიც) ისე ხართ ოცნებასთან, როგორც მე ლებრონთან - კალათბურთში

მეგრელი

2017-06-13 18:07:13

- ხელისუფლება შეიძლება შეეცადოს, დაარწმუნოს ვენეციის კომისიის ექსპერტები და წარუდგინოს საკუთარი არგუმენტები. 2010 წელს, ვიდრე საბოლოო დასკვნას დადებდნენ, ვენეციის კომისიის ექსპერტები წინასწარი დასკვნით ჩამოვიდნენ საქართველოში; მაშინ ვისაუბრეთ და რაღაც-რაღაცეები შევაცვლევინეთ.შეიძლება, ახლაც იგივე გააკეთოს მმართველმა გუნდმა. მე რომ ვყოფილიყავი მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სწორედ ასე მოვიქცეოდი. თუკი ხელისუფლებას აქვს წონადი არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, დრო ჯერ კიდევ არის.
------------------------

ვენეციის კომისიის დასკვნას აქვს სარეკომენდაციო სტატუსი. გინდა მიიღე გინდა ჩხოუშიაში გადაამისამართე.

Munji

2017-06-13 20:08:22

მუშენ ჩხოუშია? ჩხოუშია ჭიჭე წყარ რე... ენგური უჯგუშ რე, ბრელი წყარ უღვ :)

Thoma

2017-06-14 01:33:00

მეგრელი
გეგონოს!.... ვენეციის "რეკომენდაცია" იგივეა მაგათთვის, რაც სტალინის "მი ტაკ დუმაემ" იყო რომელიმე რესპუბლიკის ცეკას მდივნისთვის:)))

მეგრელი

2017-06-14 08:42:00

Munj
-------
ენგური ქორთულო რენ. მარგალურო ინგირ ჯოხო.

მეგრელი

2017-06-14 08:46:41

ჩხოუშიშ ჭიჭე წყარ ვარ ნაჭვიმარს პოპორს ორთუ . პარანა ცალო მურს დო უჩა ზღუას არაგუ .

მეგრელი

2017-06-14 10:52:22

Munj
----
დიდო მორდება . უჩა ზღუას ვარ ჯუმს არაგუ ჩხოუში, მუჭო არაგვი არაგუ მტკვარსინ.

ფხიზელი

2017-06-14 16:21:29


მეგრელი,
გითოტყურაფა სი ინგირი :)
აფხაზურო ჯოხო ეგრი, ქორთულო - ენგური, შონურო - ენგურ (შონეფის წყარ რე ენგური, ვარო!)... მუშენ ჯოხო რუს. - ინგურ დო მარგალურო ინგირ, ჯიმა ღურიელ, ა?!
გიჩქუნო სი "ენგურიშ" სემანტიკა?

მეგრელი

2017-06-14 16:54:25


“ეგური ტოპონიმია…, ქვეყნის სახელია და ნიშნავს “სამეგრელოს”.


ს. ჯანაშია, თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. III, გვ. 6, თბილისი, 1959.
თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, გვ. 160, თბილისი, 1976 წ.
VII ს. ს/ომხური გეოგრაფია, კ. პ. პატკანოვის თარგმანითა და რედაქციით, გვ. 16, 1877 წ. (რუს ენაზე)
თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, გვ. 160, თბილისი, 1976 წ.
გ. მელიქიშვილი, ძველი საქართველოს ისტორია, გვ. 67, თბილისი, 1959 წ. (რუს. ენაზე)
ვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, გვ. 88, თბილისი, 1977 წ

ფხიზელი

2017-06-14 18:30:23


მეგრელი,
სქან გოლუაფირო, ამ ერთი ტოპონიმისთვის ნუ გამიშვებ ახლა საჯაროში და მოკლედ ამიხსენი: რომელ ენაზე ნიშნავს "ეგური" სამეგრელოს? (და თუ ასეა, რამ გამოიწვია ე-ს ქცევა ი-დ და ამითი მისი მიმსგავსება რუსულ ვერსიასთან?).

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80