ISIS ევროპის ქვეყნებში ფროტის ხაზის გახსნას აანონსებს
საზოგადოება

ISIS ევროპის ქვეყნებში ფროტის ხაზის გახსნას აანონსებს

ISIS ევროპის ქვეყნებში ფროტის ხაზის გახსნას აანონსებს
თამთა ქარჩავა

2017-06-13 20:00:30

ISIS-ი მოუწოდებეს ისლამის მიმდევრებს, თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრებისგან, რადგან ისინი “ააფეთქებენ, გაჭყლეტენ და ყელს გამოჭრიან მტერს”. ბელგიური გამოცემა „DH.be“-ს ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მუქარისშემცველი შეტყობინების ადრესატები არიან მუსლიმები, რომლებიც ცხოვრობენ ბელგიაში, აშშ-ში, რუსეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში ავსტრალიასა და იტალიაში.

გაუმართავი ინგლისურით გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებაში ტერორისტები მოუწოდებენ ისლამის მიმდევრებს, თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრებისგან, რადგან „ისლამური ხალიფატის“ ჯარისკაცები ააფეთქებენ, გაჭყლეტენ და ყელს გამოჭრიან მტერს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახგანგ მაისაია თვლის, რომ რადიკალების განცხადებას შესაძლოა სერიოზული საფუძველი ჰქონდეს, რადგან მოსულსა და რაქაში კოალიციური ჯარების წარატებული ოპერაციის შედეგად, ტერორისტები მომკვდინებელი დარტყმის წინაშე აღმოჩნდნენ. ამის საპასუხოდ, მათი მიმდევრები გააქტიურდნენ ევროპის ქვეყნებში და ფრონტის ხაზის გაშლას ცდილობენ.

„ტერორისტები გააქტიურდნენ ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, რადგან კარგავენ თავიანთ კონტროლირებად ტერიტორას, აგებენ ომს, სრულად დაკარგეს კონტროლი მოსულზე, ამერიკული კოალიცია და, ახლა უკვე ნატოც, ჩაერთო ოპერაციაში, ერთობლივად უტევენ რაქას.

ფაქტიურად, მათ დაკარგეს ყველანიარი კონტროლი. ბუნებრივია, ტერორისტები ხვდებიან, რომ მათ აყენებენ მომაკვდინებელ დარტყმას. ამიტომ,  გააქტიურდნენ და ცდილობენ ფრონტი გაშალონ ევროპის ქვეყნებში. ტერორისტები ჰიბრიდულ ომზე გადადიან, რაც საკმაოდ საშიში მოვლენაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია - ISIS-ი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია საერთაშორისო კოალიცია, თანამედროვე სამყაროსთვის მთავარი საფრთხე გახდა. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან ახლო აღმოსავლეთში, სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე მოქმედებს, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. საერთაშორისო ტერიტორისტულ ორგანიზაციას მიმდევრები ჰყავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

გარდა იმისა, რომ ISIS განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, მას არ აქვს ფინანსური პრობლემებო. ISIS-ის მთავარ დამფინანსებლად ქუვეითი და ყატარი სახელდება. აღსანიშნავია, რომ 5 ივნისს ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ, იემენმა, ლიბიის დროებით მთავრობამ, მალდივის რესპუბლიკამ და მავრიკიამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს ყატართან. 12-მა სახელმწიფომ ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.

ყატარის გარდა ეჭვის ქვეშ დგას ირანის საკითხი, რომელზეც ჯერ-ჯერობით აშშ-სა და ისრაელის გარდა არავინ ლაპარაკობს. ანალიტიკოსების შეფასებით,  ტერორიზმის სპონსორობა ურთულესი პრობლემაა, მაგრამ მთელ ამ პრობლემაში ყატარი არ არის მთავარი მოთამაშე, რომ გადაუჭრელ პრობლრმად იქცეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის.

აშშ ყატარს მოუწოდებს, შეწყვიტოს ექსტრემისტური დაჯგუფებების დაფინანსება. დონალდ ტრამპმის განცხადებით, სამწუხაროდ, ყატარი ისტორიულად დაკავებული იყო ტერორიზმის დაფინანსებით ძალიან მაღალ დონეზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს შეწყვიტონ ტერორიზმის დაფინანსება.

„არ დავასახელებ სხვა ქვეყნებს, ჩვენ ჯერ ეს პრობლემა არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ მას აუცილებლად გადავწყვეტთ. მე რექს ტილერსონთან, ჩვენს გენერლებთან და სამხედროებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ დადგა დრო, ყატარს მოვუწოდოთ, შეწყვიტოს ექსტრემისტული იდეოლოგიის დაფინანსება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თურქეთი, რომელიც დამოკიდებულია ყატარის ფინანსებზე და გააჩნია როგორც გეოპოლიტიკური, ასევე გეოეკონომიკური ერთობლიობა, არ უერთდება არაბული სახელმწიფოების გადაწყვეტილებას. მეტიც, გასულ კვირას რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ყატარში დამატებით სამხედრო კონტინგენტს გზავნის ბრძანებას.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც ამ დროისთვის 90 თურქი სამხედროა ბაზირებული, დამატებით 250 ჯარისკაცი, სამხედრო თვითმფრინავები და გემები გაიგზავნება. თურქეთსა და ყატარს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა. ბაზის მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს. თურქეთი ყატარში 3 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.

„მე დღემდე არ შემიმჩნევია, რომ ყატარს ტერორიზმისთვის მხარდაჭერა გაეწია, შესაბამისად, თურქეთი აგრძელებს ყატარისთვის დახმარების გაწევას. მინდა მივმართო საუდის არაბეთის მთავრობას - თქვენ რეგიონის ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო ხართ. თქვენგან ძმობის სიგნალი უნდა მოდიოდეს“, - აღნიშნა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მზად არის მონაწილეობა მიიღოს არაბულ ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური დაძაბულობის მოხსნაში. სერგეი ლავროვის თქმით, კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოგვარდეს. რუსი კოლეგის საპასუხოდ, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყატარი არ საჭიროებს რუსეთის დახმარებას, ვინაიდან არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ არის. როგორც შეიხ მუჰამედმა აღნიშნა, ყატარი მზად არის არაბულ ქვეყნებთან დიალოგისთვის.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ უკვე არ აქვს მნიშვნელობა, აფნინანსებს თუ არა ყატარი ტერორისტულ ორგანიზაციას, რადგან 12-მა სახელმწიფომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ყატართან. პარალელურად, საუდის არაბეთი თავის პორტებში აღარ უშვებს გაზით დატვირთულ ყატარის ტანკერებს, რამაც შეიძლება დისბალანსი გამოიწვიოს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარში.

„ამას შეიძლება მოჰვყვეს ფასების რყევა, რაც არავის არ აწყობს. როგორც ჩანს ყატარი იძულებული იქნება უკან დაიხიოს. ვერ გაუძლებს გაერთიანებულ დიპლომატიურ ზეწოლას. ყატარის ხელისუფლებას აიძულებენ წავიდეს კომპრომისზე და გადაიკეტოს დაფინანსების წყარო. აქ საუბარია მილიარდობით დოლარზე, თან ეს თანხა გაუწყვეტლივ გაედინება.

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დასაბუთება იმისა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ ტერორისტებსო. ეს ძალიან ჰგავს რუსეთის პოზიციას, როდესაც ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია იმისა, რომ  საფრანგეთისა და ამერიკის არჩევნებში ვერეოდით და რომ, ჩვენ ცუდი ბიჭები ვართო. დაახლოებით ეს ვარიანტია“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, ნავთობის მოპოვების საკითხში ყატარი არის ოპეკის წევრი, მაგრამ მისი ხვედრითი წონა ძალიან დაბალია - 600 ათასი ბარელი წელიწადში, თუმცა ყატარი ლიდერობს გაზის წარმოების სფეროში. შესაბამისად, ცინცაძე ვარაუდობს, რომ ამ კუთხით მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები.

„როგორც იქნა შეკოწიწდა ეს კოალიოცია - ოპეკი პლუს 12 ქვეყანა რუსეთის ჩათვლით და დაიდო ხელშეკრულება, რომ კონტორლს ქვეშ აიყვანონ გაზის და ნავთობის მოპოვება, რათა ფასები შეინარჩუნონ. აქ უკვე შიგნით ოპეკში შეიქმნება პრობლემა. კი ბატონო, გამოუცხადონ ბოიკოტი, მაგრამ ეს იმას გამოიწვევს, რომ რადგან ყატარის გაზსს ყიდულობენ უდიდესი ქვეყნები, თვითნ ოპეკში მოხდება შიდა უთანხმოება.

ამიტომ, საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, ტერორისტებს ფულს აწვდის თუ არა, მით უმეტეს ახლა, როდესაც „ისლამურ სახელმწიფოს“ თვითონ კონტინეტზე ამარცხებს კოალიცია. რუსეთი გააქტიურდა სირიაში, ასადი სულ სხვა ტონალობაში აკეთებს განცხადებებს. თვითონ ტრამპის პოზიციაც ზომიერი იყო, როგორც ჩანს ყატარს მოუწევს გაითვალისწიონს მთლიანი აზრი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ნანახია - 1627

მეგრელი

2017-06-13 23:52:41

საკმაოდ პიკანტური სიტუაციაა.
ნატოს ლიდერი ქვეყანა , რომელსაც 1992 წლიდან ყატართან აკავშირევს თავდაცვითი სამოკავშირეო ხელშეკრულება და რომელსაც ყატარში აქვს საჰაერო ძალების ახლო აღმოსვლეთში ყველაზე დიდი , სუპერ ბაზა ,, ალ-ადიდ" რომლის ოპერატიული პასუხისმგებლობაში შედის ინდოეთის ოკეანე და ახლო აღმოსავლეთი და ამ ბაზაზე განლგებულია სტრატეგიული В1В (ანუ სტრატეგიული იარაღი) , სატრანსპორტო, საპატრულო , ელექტროუნლი დაზვერვის, ავაქსისი და სხვა ტიპის ავიაციის ბუკეტი, 27 უმსხვილესისი სამხედრო საწყობი ას-სილიას სპეცდანიშნულების ბაზა, აცხადებს რომ ყატარი აფინანსებს იმ ორგანიზაციას რომელთან ნატოს კოალიცია დიდი ხანია აწამოებს ომს. ხოლო ნატოს მეორე ქვეყანა აცხადებს , რომ ეს ტყუილია და ყატარი ამაში არარის შემჩნეული.
თუმცა დღევანდელი მსოფლიო საფინანსო სისტემა ისეა მოწყობილი , რომ ყველამ კარგად იცის ფინანსური ნაკადების მოძრაობა . რატომ გახდა დღეს ყატარი აქტუალური საფიქრალია.

-------
...„როგორც იქნა შეკოწიწდა ეს კოალიოცია - ოპეკი პლუს 12 ქვეყანა რუსეთის ჩათვლით და დაიდო ხელშეკრულება, რომ კონტორლს ქვეშ აიყვანონ გაზის და ნავთობის მოპოვება, რათა ფასები შეინარჩუნონ. აქ უკვე შიგნით ოპეკში შეიქმნება პრობლემა...
------
არსებობს გაზის ექსპორტიორ ქვეყნების ფორუმი-Gas Exporting Countries Forum (GECF) . თუ ამაზეა საუბარი მისი მუდმივი წევრია 14 ქვეყენა რუსეთის ჩათვლით და ის იურიდიულად გაფორმდა 2008 წელს მოსკოვში. გაზის ოპეკსაც ეძახიან ხანდახან. ოპეკის 12 წევრ ქვეყნიდან ამ ფორუმის წევრია 9 ქვეყანა. ისე პუტინის ინიციატივა იყო თავიდან მისი შექმნა ამიტომ ის აღიქვმევა როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი და გაზზე ფასების შენარჩუნება შეუძლებელი რამ არის მისი სპეციპიკიდან გამომდინარე.

ევროპაში რომ მეორე ფრონტია გახსნილი ეს ჩემთვის არარის ახალი და ამაზე სულ ვპოსტავ. ყატარის შემდეგ შესაძლოა ირანზეც მივიდეს ეს ტალღა რაც ისრაელის მმართველი ელიტის ინტერესშიც არის.

მეგრელი

2017-06-14 00:29:40

ნაჩვენები რუკა პირველად ვნახე ჩვენ მედიაში. შეიძლება ვცდებოდე. ეს ომოიადების სახალიფოს ტერიტორიაა პლუს ოსმალეთის იმპერია 16-17 საუკუნე როცა შავზღვას თურქული ტბა ერქვა.გამაკვირეთ.

imereli

2017-06-14 07:12:49

რას სწერთ თუ იცით? ნუთუ სანამ დაბეჭდავთ არ კითხულობთ?!იმდენი არაზუსტი ფაქტებია, რომ კომენტარიც კი შეუძლებელია. მაგალითად, თუ იცით რამდენია 600 000 ბარელი? სულ რაღაც 95 000 ტონაა [უფრო ზუსტად, 95 მლნ ლიტრი, ნავთობის სიმკვრივის გათვალისწინებით დაახლოებით 85 000 ტონა] ანუ ერთი დიდი ტანკერია და წელიწადში თითქმის ამდენს საქართველოც კი აწარმოებს!

მეგრელი

2017-06-14 08:22:40

imereli
-----------
დღეშია ამდენი კვოტა დაახლოებით.ცოტა მეტი.


http://www.opec.org/opec_web/static_files_project/media/downloads/publications/MOMR%20April%202016.pdf

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80