პოლიცია-სასამართლო - ორკესტრირებული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ
პოლიტიკა

პოლიცია-სასამართლო - ორკესტრირებული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ

პოლიცია-სასამართლო - ორკესტრირებული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ
თამთა ქარჩავა

2017-06-14 08:30:27

პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდება ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იქნება.

აკაკი ზოიძის განმარტებით, ცვლილებაში კომპლექსურად იქნება ასახული როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ზრუნვისა და მკურნალობის პოლიტიკა, ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის გამკაცრება და უკომპრომისო ბრძოლა. მისივე თქმით, პროექტში ყურადღება გამახვილდება პრევენციაზეც.

მთავრობის დაპირება, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ აქტუალური რეპერების სკანდალური საქმის შემდეგ გახდა, რასაც პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყება მოჰყვა.

ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ  პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში და როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები.მინისტრის თქმით, კანონის დარღვევა ნებისმიერის მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი და ყველა თანაზომიერი სასჯელით უნდა დაისაჯოს. ჯეჯელავას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა არ შეწყვეტილა.

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას. ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. პრემიერის განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღის წესრიგში ეს დამდგარიყო უფრო მალე ვიდრე დაგეგმილი იყო“, -  განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, „ბირჟა მაფიის“ სკანდალურ კლიპში საგანგაშო არაფერი იყო, რადგან მუსიკალურ კლიპში პოლიცია გაშარჟებულია და ეს გამოხატვის თავისუფლებაა.თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ამის სურვილი ახალაგზრდა თაობას არ გაუჩნდეს.

„პოლიცია, ჯარი, არის ის ინსტიტუტები, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია. ამიტომ, თუ მომავალში ცოტა მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა, რადგან ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

როგორც ჩანს, საქართველოში ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკა კვლავაც მოქმედებს და ამასვე ადასტურებს სოზარ სუბარის განცხადება რეპერების საქმეზე. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს. მისი თქმით, როდესაც კლიპის გამოსვლიდან მესამე დღეს მათ იჭერენ ნარკოტიკით ჯიბეში, ცხადია, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის  არის კავშირი.

„შეიძლება დავუშვათ, მსგავს მუქარას ჰქონდა ადგილი, დაშვების დონეზე, მით უმეტეს ამ დაშვებას ამტკიცებს ისიც, რომ პროკურატურამ  საქმე არ შეწყვიტა ამ ბიჭების მიმართ, აღძრა მეორე საქმე ამის პარალელურად, რომელიც არის პოლიციელების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს შემდეგს - არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს. სიტყვა „ჩაუდეს“  არაიურიდიული ტერმინია, მაგრამ მაინც. არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება ის, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს - რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მინისტრის განცხადებით, საქმეში რამდენიმე რთულად დასაჯერებელი გარემოებაა და მას იმედი აქვს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.

„იმედი მაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე. ამ ბიჭებს არ ვიცნობ,  მაგრამ ამ ადამიანებს სისხლში არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკის კვალი საერთოდ, არც ძველი, არც ახალი. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ბიჭები ამ კლიპის გადაღებიდან მე-3 თუ მე-4 დღეს ნარკოტიკით ჯიბეში დადიოდნენ.

მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ბიჭებს ვიღაცამ ჩაუდო, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინც ჩაუდო, იმას ვიღაცამ უბრძანა და ვიღაცის თავში ეს მოიხარშა, ანუ ძალიან უცნაური რამეებია, რაც სცილდება ნორმალური აზროვნების სფეროს, ყველა მიმართულებით. ერთს ვიტყვი, რომ მჯერა გამოძიების, რომელიც მივა ბოლომდე“, - აღნიშნა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას სოზარ სუბარმა.

საქართველოში რომ ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკა კვლავაც მოქმედებს, ამაზე ღიად საუბრობენ ადვოკატები. გელა ნიკოლაიშვილი ერთ-ერთია, რომელიც იმ პირთა უფლებებს იცავს, რომელთაც, მისივე თქმით, ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. მისი თქმით, ამ მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ საუკეთესო პრევენციაა, კანონში ცვლილების შეტენა, კერძოდ, საპატრულო პოლიციის მსგავსად, კრიმინალური პოლიციაც აღიჭურვოს სამკერდო კამერით.

„კრიმინალური პოლიცია და ოპერატიული მუშაკები, რომლებიც ასეთი ბრალდებით აპატიმრებენ ადამიანებს, უნდა აღჭურვონ სამკერდე კამერით, რაც მოხსნის პრობლემას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეჭვი ყოველთვის იქნება. იმდენად დახვეწილი აქვთ ეს პრაქტიკა პოლიციელებს, რომ ზუსტად იმ ადგილას ხდება ნარკოტიკული ნოვთიერების ჩადება, სადაც ვიდეოკამერა არ წვდება.

სინამდვილეში, პირიქით უნდა ხდებოდეს, თუ, რა თქმა უნდა, არ არღვევ კანონს.  ცდილობენ დაკავებისთვის აირჩიონ ისეთი ადგილი, სადაც არის როგორც ვიდეოკამერა, ასევე ხალხმრავლობაც. მხოლოდ ორი ან სამი პოლიციელი ამტკიცებს, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკი და უკვე სასამართლოზე შეუძლებელი ხდება საწინააღმდეგოს დამტკიცება“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

რაც შეეხება დაკავების მოტივს, ადვოკატი ამბობს, რომ მსხვერპლის შერჩევის მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს.

„არის შემთხვევა, როდესაც ცნობილია, რომ ამ პიროვნებამ მოიხმარა ნარკოტიკი, ან სხვა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ვერ უმტკიცებენ, ამიტომ მარტივია ჩადება. არის ისეთი შემთხვევა, როდესაც, მათი გაგებით, პირი არ უნდა იყოს გარეთ, იმიტომ, რომ შეიძლება ნარკოტიკთან არ აქვს კავშირში, მაგრამ ზოგადად კრიმინოგენურ ვითრებას აუარესებს, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

არის პირადი მოტივებიც, ან რაღაცა ქონებასთან დაკავშირებული. რეპერებთან დაკავშირებით სულ სხვა მომენტი იყო. მოტივები არის სრულიად სხვადსხვა, მაგრამ მთავარი მოტივია, რომ მიიჩნევენ თითქოს ამ პირის გარეთ ყოფნა საშიშია საზოგადოებისთვის, მაგრამ რამე კონკრეტული დანაშაულის დამტკიცება ძნელია, მაგრამ ძალიან მარტივია, ჩაუდე და ამოუღე, ან არც ჩაუდო და პირდაპირ გაუფორმე, რომ ჰქონდა და გაუშვი 5, 6, 7 და 12 წელი ციხეში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადვოკატ ირმა ჭკადუას აფიქრებინებს, რომ არსებობს რაღაცა ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ასე ორკესტრირებულად მოქმედებენ ქვეყნის წინააღმდეგ. ადვოკატი ცალსახად აცხადებს, რომ ამ ყველაფრის უკან იკვეთება საბოტაჟის ნიშნები.

„შესაბამისად, მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის უკან ვხედავ საბოტაჟის ნიშნებს, რაზეც 2012 წლიდან  ვსაუბობ. ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ბატონი მღებრიშვილი და ბატონი შოთაძე სხედან და გეგემავენ, ვის როგორ ჩაუდონ ნარკოტიკი, მაგრამ ფაქტია, რომ საკადრო პოლიტიკაში არის ძალიან სერიოზული პრობლემები და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში რეალური გამოძიება არ არსებობდა და არ არსებობს დღესაც, პოლიცილებმა არ იციან მუშაობა, არ იციან გამოძიება საქმის. იციან მხოლოდ და მხოლოდ მოსმენა.

ეს ოპერატიული ინფორმაცია საერთოდ სასაცილოა. დაახლოებით ასეთია ოპერატიული ინფორმაცია - ფალიაშვილის 72-თან დგას ირმა ჭკადუა და მას თან უნდა ჰქონდეს ნარკოტი, ერთი საათის შემდეგ მოდის პოლიცია, რომელსაც მე იქ ველოდები, ეს არის ოპერატიული ინფორმაცია.

ზუსტად ასე იყო თათარიშვილის შემთხვევაში, ინფორმაცია მიიღეს თბილისში, ეს ბიჭი ბათუმიდან მოდიოდა, მაგრამ ოპერატიულ ინფორმაციაში წერია, რომ თამარ მეფის N100-თან დგას თათარიშვილი და მას უნდა ჰქონდეს ნარკოტიკი, საათნახევრის შემდეგ მიდის მასთან პოლიცია, რომელსაც იქ ელოდება. სამარცხვინოა ის, რაც ხდება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პოლიციის სისტემაში დარჩენილი არიან კადრები, რომლებიც მიზანმიმართულად ასრულებენ ისეთი ადამიანების შეკვეთებს, რომელთა მიზანია სახელმწიფომ მიიღოს სერიოზული დარტყმა და ჩაყენებული იყოს თავდაცვის რეჟიმში.

„ზუსტად ვიცი, ამ ორკესტრირებულ საბოტაჟში და შეთქმულებაშიმონაწილეობას ღებულობენ სასამართლოს გარკვეული მოსამართლეები. სასამართლოში არსებობს ორი თუ სამი დაჯგუფება, რომელიც ჩართულია საბოტაჟში.

რა სურათი გვაქვს დღეს საქართველოში? - თუ ნარკოტიკების ჩადებაზეა საუბარი, უდებენ დიდ ოდნობას იმისათვის, რომ სასამართლომ დააპატიმროს. სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს თუნდაც შუალედური გადაწყვეტილება და თანაბარ პირობებში მისცეს დაცვის უფლება, როგორც დაცვას, ბარლდებულს და ბრალდებას, წინასწარი ძიება ჩატარდეს ობიექტურად და შემდგომმა სასამართლომ გადაწყვიტოს ეს ადამიანები არიან თუ არა დამანშავე, ამას არ აკეთებს სასამართლო, ყველას აკავებს, რის შედგადაც მივიღეთ ის მღელვარება, რაც მოხდა“, - ამბობს ჭკადუა.

მისივე თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც არ არიან თამამი გადაწყვეტილების მიღებაში, უნდა წავიდნენ სასამართლო სისტემიდან.

„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაუდეს ნარკოტიკი, ასევე, ის მოსამართლე, რომელმაც რეპერებს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. უნდა რცხვენოდეს, ვერ უნდა მივიდეს სამსახურში. მე, მის ადგილას მანტიას გავიხდიდი, მაგრამ მოსამართლეები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ასეთ  გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, როგორ შეიძლება იმათ დღეს რამესი, ან ვინმესი რცხვენოდეთ?

სასამართლო და მოსამართლეები თავისუფლები არიან, მაგრამ ისინი შინაგანად ვერ განთავისუფლდნენ, ისეთივე მონებად დარჩნენ, როგორებიც იყვნენ. მუდმივად ელოდებიან, რომ ვიღაცამ დაუძახოს და მისცეს მითითება. მიმაჩნია, რომ მოსამართლეები, რომლებიც არ არიან თამამი გადაწყვეტილების მიღებაში, უნდა წავიდნენ სასამართლო სისტემიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

ნანახია - 2229

ლაზი1

2017-06-14 12:17:22

ეს ფაქტი ისეთ მწვავე პრობლემად იქცა, რომ იმ კლიპის შინაარსი და ნარკოკანონის დრაკონული ხასიათი საერთოდ უკანა პლანზე გადავიდა.
პასუხგასაცემია პრინციპული კითხვა - რა ხდება ძალოვან სტრუქტურებში.
1. თუ ამ ჩადება-ამოღებას ცალკეული გაბრაზებული პოლიციელები აკეთებენ, ე.ი. მოშლილია სამსახურებრივი დისციპლინა. შსს მინისტრის მოსაგვარებელია.
2. თუ ამ ჩადება-ამოღებას ორგანიზებული ჯგუფები აკეთებენ, ე.ი. მართლა საბოტაჟია, მაშინ რას აკეთებს შსს სამინისტრო და სუს-ი?
3. თუ ამ ჩადება-ამოღებას, რაღაც დონეზე მწვანე შუქი აქვს ანთილი, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება?
4. თუ არავითარი ჩადება არ ხდება, ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამომღები ვერ ახერხებს ამის დამტკიცებას, ეს პროფესიონალიზმის საკითხია და საკადრო-ინსტიტუციონალური პრობლემაა.
ყველა ეს პრობლემა მოგვარებადია, მაგრამ სიტუაციის თავისით ჩაწყნარების იმედად ყოფნა და წაყრუება, თუნდაც კანონის ლიბერალიზაციით ვიღაცის გულის მოგება, ვშიშობთ, სასიკეთო შედეგებს ვერ მოიტანს.

ფხიზელი

2017-06-14 14:22:31

ა, ზუსტად ამას არ წერდა natali გუშინ?! - ოპოზიციაში მყოფი და ხელისუფლებაში დარჩენილი ნაცები შეხმატკბილებულად მუშაობენ, რომ ხალხი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მუდმივად საპროტესტო მდგომარეობაში და აჯანყების რეჟიმში ჰყავდეთ!
*
სოზარ სუბარი:
"...ბიჭებს არ ვიცნობ, მაგრამ ამ ადამიანებს სისხლში არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკის კვალი საერთოდ, არც ძველი, არც ახალი. (ზუსტად ეგ მაინტერესებდა! - ფხიზ.) ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ბიჭები ამ კლიპის გადაღებიდან მე-3 თუ მე-4 დღეს ნარკოტიკით ჯიბეში დადიოდნენ."
-----------
რა თქმა უნდა!
რა სისულელეა!..
გიჟები ხომ არ იყვნენ!.. ვინ დაიჯერებს ამას?!

ghgh5

2017-06-14 14:42:15

სოზარ სუბარი:
"...ბიჭებს არ ვიცნობ, მაგრამ ამ ადამიანებს სისხლში არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკის კვალი საერთოდ, არც ძველი, არც ახალი. (ზუსტად ეგ მაინტერესებდა! - ფხიზ.
ფხიზელი!
საქართველოში ახლა ისეთი ნარკოტიკები შემოდის რომ სანამ მის ტესტს შემოიტანენ, მანამდე მწარმოებელი ნარკოტიკის შემადგენლობის ფორმულას ცვლის და კაიფში მყოფს ვერაფერს დაუმტკიცებ!
ისე თუ პოლიციაა დამნაშავე და ხელი დააფარეს,ეს იქნება უდიდესი შეცდომა და დროა საბოტაჟნიკების სასწრაფო მხილება მოხდეს!!!!

ფხიზელი

2017-06-14 15:59:40

ghgh5,
რა თქმა უნდა, ეს იქნება უდიდესი შეცდომა!..
თუმცა, ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა მაშინ დაუშვა, ნაცების უთვალავ დანაშაულს ერთიანი სახელი რომ არ დაარქვა, არ გაასამართლა, როგორც სისტემა და დღემდე თავის მართლების რეჟიმში რომ უხდება მუშაობა... როცა სულ პირიქით უნდა ყოფილიყო!
(მერე სწყინთ, უნიათოებს რატომ გვეძახიანო!).

დომნა

2017-06-14 16:31:55

რაც არ უნდა ვიკამათოტ, სანამ ოდიოზური ფიგურები იქნებიან ქართული სამართლის მამები, მანამ ასე ვიქნებით( რა შეიცვალა მას მერე განა, რაც არსაკიძეს მკლავი მოკვეთეს).

ghgh5

2017-06-14 16:48:38

"თუმცა, ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა მაშინ დაუშვა, ნაცების უთვალავ დანაშაულს ერთიანი სახელი რომ არ დაარქვა, არ გაასამართლა, როგორც სისტემა და დღემდე თავის მართლების რეჟიმში რომ უხდება მუშაობა..."
ისე,მართლა გგონიათ რომ საქართველოს ხელისუფლებას "დემოკრატიის მამები" ამას აპატიებდნენ!!!
მაგათ მხოლოდ თავიანთი ძაღლიშვილები უყვართ!!!

ამიტომ ნელა-ნელა და დაფიქრებით უნდა ამის გაკეთება,მე და თქვენთვის ადვილია აზრის გამოთქმა
"ზევით" კი დიდი სიფრთხილეა საჭირო და ხელსაყრელი მომენტის გამოყენება, აი ამას ვერ ხვდება ამ საიტის უმრავლესობა!!!!
კარგად ბრძანდებოდეთ და მშვიდობით!
პ.ს.
პაპას სულ ამას ჩავჩიჩინებ,მაგრამ რაა...რო!

serapina

2017-06-14 17:43:38

ამიტომ ნელა-ნელა და დაფიქრებით უნდა ამის გაკეთება,მე და თქვენთვის ადვილია აზრის გამოთქმა
"ზევით" კი დიდი სიფრთხილეა საჭირო და ხელსაყრელი მომენტის გამოყენება, აი ამას ვერ ხვდება ამ საიტის უმრავლესობა!!!!
---
"ზევით" რომ მწვანეს, ლურჯად გასაღებას გადაეჩვეოდნენ, არა?!
ვინმეს წესიერად უთქვამს როდესმე, რომ რაღაც ვერ ხერხდება ძვირფასო ამომრჩეველო და ბოდიშს ვიხდითო.პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს შეფუთვა,ისე რომ მეტ-ნაკლებად განათლებულიც ჩაწვდეს ნათქვამს.
გახსენდებათ ერთი მაიც ასეთი?!
გავიგეთ ბატონო სახლში რომ არავინ არაფერს გვაკითხებს მაგრამ...
ეს "ზევით" მყოფები,თავად თუ ხვდებიან რა პასუხისმგებლობა აქვთ?!
საჭირო მომენტებისთვის ვის სცალია, პირად ცხოვრებას იწყობს ყველა. უფ, სულ ბეწვის ხიდზე იარეს ამდენი წელი ჩვენმა პოლიტიკოსებმა!!!
ძაან გადავრჩით!(ვიცი რომ "ძალიან" უნდა დავწერო...ძაან უფრო კარგად ჟღერს,ამ შემთხვევაში).

ფხიზელი

2017-06-14 19:11:22

ghgh5:
"ისე,მართლა გგონიათ რომ საქართველოს ხელისუფლებას "დემოკრატიის მამები" ამას აპატიებდნენ!!!"
-----------------
გააჩნია!..
მაგალითად, თავიდანვე თუ განაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილი კარგი მენეჯერია, კოტე კუბლაშვილი უდიდესი პროფესიონალი და დღევანდელი ობიექტური სასამართლოს შემქნელია, ადეიშვილი, მურუსიძე, უგულავა, ახალაიები... "სისტემის მსხვერპლი არიან" მხოლოდ და ა.შ. ძალიან გაგიჭირდება დასავლეთისთვის იმის ახსნა, რატომ უნდა დასაჯო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და რატომ უნდა ჩაანაცვლო ისინი ახალი კადრებიით!

მაგრამ თუ დაარწმუნებ დასავლეთს, რომ სააკაშვილი სინას მთაზე არ შეხვედრია იახვეს და იმას ქვაზე დაწერილი მცნებების სახით არ გადმოუცია ამ "სისტემის" შინაარსი... რომ ეს სისტემა თვითონ შექმნა ამ ხალხმა და, აქედან გამომდინარე, სისტემის მსხვერპლი ვერაფრით ვერ იქნებოდნენ ამ სისტემის შემოქმედნი, თუ დაუდებდი ყველა ფაქტს ცხვირწინ, თუ ტელევიზიით აჩვენებდი (როგორი მძიმე საყურებელიც არ უნდა ყოფილიყო!) რამდენიმე ფარულ ჩანაწერს მაინც იმ 26.000 ფაილიდან(!), დარწმუნებული ვარ, ხმასაც ვერ ამოიღებდნენ დემოკრატიის დედამო..ნული მამები!
აი, ამას ძალიან კარგად ხვდება ამ საიტის უმრავლესობა და, მათ შორის, პაპაც!
სწორედ ამიტომ გვაქვს პრეტენზია ამ ხელისუფლებასთან, 5 წელიწადი ნაცების მოგერიებას რომ უნდებიან და ვერაფრით ვერ გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯები სისტემის გასაწმენდად, თორემ ეკონომიკურ სასწაულებს არავინ ელოდებოდა მათგან.










serapina

2017-06-15 00:29:26

გავიგეთ ბატონო,ფულს ვინც იხდის იმის იმის ჭკუაზე უნდა იარონ... მაგრამ მაინც, არსებობს ისეთი გზები პოლიტიკაში(უფრო სწორად,პოლიტიკა სხვა არაფერია ,თუ არა ამ გზების ცოდნა!), რომლითაც ყველას, ვინც ხელისუფლებაშია რაღაცის გაკეთება მაინც შეუძლიათ.
(გარდა იმისა, რომ ამ გაჭირვებულ(გაღატაკებულ) მოსახლეობას, ბოლო პერანგი არ გახადონ).
არავის მოუთხოვის სასწაულები.
უბრალოდ, შედეგზე გათვლილ ქმედებას,დასაწყისშივე ეტ/ყობა, რა შედეგი მოიტანს,ხომ?!
...და არც მოცლილები ვართ აქ რომ ვსაყვედურობთ ამ ხელისუფლებას და არც მათი მტ/რები. პირიქით ბატონო,პირიქით!!!არც ჭკუის სასწავლებლად არ შევიწუხებდი თავს,მე პირადად... მაგრამ ვუყურებ ჩემს თანამემამულეებს ჩემს გარშემო, ევროპაში და...
ამათთვის რომ არაფერი კეთდება საქართველოში ერთია...
... ასეთ დღეში რომ იქნებიან მომავალში, იმ ხალხს მაინც მიხედონ სანამ დროა!!!
ჩემთვის ხომ არაფერს ვითხოვ?!

არაა ეს ჯანსაღი, რაც ჩვენს თავს ხდება! ათასი კონტექსტი და საკითხის კომპლექ/სურობა ვერ და არ ამართლებს ამდენ,ქუჩაში აღოღებულ,უპერსპექტივო ახალგაზრდის "იმპორტს".
გასაქცევად ვარგისიანები რომ იყვნენ,ეს ახალგაზრდები,ამას ვიხვეწები ამ ხელისუფლებისაგან.
რა არის აქ სასწაული???



Maverick

2017-06-15 00:58:31

serapina,
"გავიგეთ ბატონო,ფულს ვინც იხდის იმის იმის ჭკუაზე უნდა იარონ... მაგრამ მაინც, არსებობს ისეთი გზები პოლიტიკაში(უფრო სწორად,პოლიტიკა სხვა არაფერია ,თუ არა ამ გზების ცოდნა!), რომლითაც ყველას, ვინც ხელისუფლებაშია რაღაცის გაკეთება მაინც შეუძლიათ.
(გარდა იმისა, რომ ამ გაჭირვებულ(გაღატაკებულ) მოსახლეობას, ბოლო პერანგი არ გახადონ)."
-------------------
serapina, დაიკო, ვერ დაგეთანხმები, რადგან ეს გაჭირვებული(გაღატაკებული) მოსახლეობა, ბოლო პერანგგახდილები ვართ ფულის გადამხდელებიც, დამქირავებლებიცა და ხმების მიმცემებიც. და ეს ჩვენ, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი და ამომრჩეველი ჩვენ რომ გახლავართ ამას ვუკიჟინებთ ხელისუფალთ, რომლებიც "სამი მაიმუნის" პრინციპით იქცევიან არაფერი ესმით, ვერაფერს ხედავენ და არც არაფერი იციან!
ეს ბატონ თუ ქალბატონ ghgh5-საც ეხება
_________________________
ბატონ ფხიზელს კი 100%-ით ვეთანხმები
_________________________
გუშინაც დავპოსტე:
Maverick:
serapina,
რა გიკვირთ?!
ქოცები და გნაცები ერთი კოდლაა.
გნაცების მიშმაკობები კარგად შეითვისა ქოციანებმა.

გახსოვთ ალბათ ძველი ლოზუნგი -
"ვამბობთ ლენინს, და ვგულისხმობთ პარტიას"!
"ვამბობთ პარტიას, და ვგულისხმობთ ლენინს"!

"წმ." ბიძინა ვეღარ მართავს სიტუაციას, "წმ" ედუარდისა არ იყოს ვისაც ჩააცვა, გამოაძღო, ხალხში გამოიყვანა, ხელისუფლებაში მოიყვანა, თუ შეეწინააღმდეგება, მგელი ტოტიასი არ იყოს, მასაც შეუბრალებლად ჩაახრამუნებენ!...

ევროები /"ევროდაფინანსება სად მიდის"/?!
ევროები ქოცნაცური ალიანსის წევრებს, ოჯახებს, მათ ხელფასებს, ჩაწყობილ ბიზნეს გეგმებს, ტენდერებს, პრემიებს, მუთაქებისა და ქისების ავსებას ხმარდება
_________________________
serapina,
"მე, გაყოყოჩებული ხალხის behavioral pattern-ი კი არ მაინტერესებს და მაღელვებს...
ამ,გაყოყოჩებულებით მოხიბლულებს ვიკვლევ.სასწაული ფენომენია".
---------------------------
Maverick:
მაგ ფენომენია, რომ დააქცია საქართველო; გააქცია ზვიადი; ააგულავა სიგუა, იოსელიანი კიტოვანი; თავზე დაგვასვა ედუარდ-გიორგი; მაგ ფენომენია, რომელმაც მოიყვანა ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი და მათი რაზმი ქართული სახელმწიფოს დასაქცევად; მაგ ფენომენია, დღეს თვალებში რომ შესციცინებს ბიუჯეტის ძუძუს გამომღეჭავ პარლამენტარებს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოკალათებულ მედროვეებს, უვიც მმართველებს და ამას აკეთებს იმის იმედით, რომ გაუმართლებს და ყვარყვარესავით თავადაც ოდესმე ჩეროში წამოწოლილი მიუწვება საოცნებო ბიუჯეტის აკოკრებულ მკერდს და გემრიელად გაკრავს კბილს...

ghgh5

2017-06-15 11:37:58

Maverick:
მე მგონი თქვენთვის შეურაწყოფა არ მომიყენებია, თუ ჩემი სქესი გაინტერესებს დამიკავშირდი მონაცემებს გეტყვი და გაგარკვევ! პაპას ბოდიშს მოვუხდი,მაგან იცის ჩამი ელ.ფოსტა და მე მგონი არ დაგიმალავს!

serapina

2017-06-15 20:27:35


ghgh5,
არსად არ აქ არის შეურაცხყოფა.
პერსონალურად ნურავინ მიიღებს.
ვიღაც მე არ მეთანხმება, ვიღაცის აზრს მე ვერ ვიზიარებ.

Maverick

2017-06-15 22:34:25

ghgh5,
მე არ გაყენებ შეურაცხყოფას, არც მიფიქრია, თქვენი პოსტის საპასუხოდ მოგწერეთ.
------------
ვიცით, ხელისუფლებას "ზევით" არ აძლევს "ზემდგომი" საშუალებას რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღადგინოს, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა დაგვაბოლოს რომ იმაზე, ამაზე, იმის იმაზე უკეთესზე უკეთესი მიღწევები აქვთ, დაანებონ თავი კეკლუცობას, კოკობზიკობას, ტაშფანდურსა და ყოყლოჩინობას, კონსტიტუციის სააკაშვილივით ჭრა-კერვას და ქოც-ნაცურ პარტიებზე მორგებას, ასოების, ჭურნალისტების დაკრულზე ცმუკვას, და ხალხს მიხედოს, დაასაქმოს, მოაძლიეროს ერი. ხოლო თუ ამის ერთი ადგილი არ აქვს, მარტო ხელფასებისა და პრემიებისათვი მუშაობს, მასეთი ხელისუფლება არ გვჭირდება, დაიხუროს ქუდი, გამოიხუროს კაბინეტის კარები და სახლში წავიდეს!

არჩევით კი უნდა ვეცადოთ ისეთი ავირჩიოთ ვინც ქართულ სახელმწიფოს, ხალხს მოემსახურება...

ტორი

2017-06-16 06:54:13

Maverick,

" მასეთი ხელისუფლება არ გვჭირდება, დაიხუროს ქუდი, გამოიხუროს კაბინეტის კარები და სახლში წავიდეს!"...

არჩევით კი უნდა ვეცადოთ ისეთი ავირჩიოთ ვინც ქართულ სახელმწიფოს, ხალხს მოემსახურება...
----------------------------------------
გამარჯობა ძამი...

რეალურ სიტუაციაში, "ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა"::)))
არაფერი შეიცვლება...
ახლა ისინი გააგრძელებენ კოჰაბიტაციას, ამჯერად ორივესთან - ნაცებთან და ქოცებთან...

არჩევნები კიდევ....
სულ დამეკარგა არჩევნების იმედი...
როგორ ვიფიქრებდი, რომ, ყველა იმ უბედურების შემდეგ, რაც დორბლიანმა დამართა ქვეყანას, მაგათ ვინმე კიდევ დასვამდა პარლამენტში...

უფალი გვსჯის გულარხეინობით და გამოთაყვანებით...

ტორი

2017-06-16 07:14:17

გადარჩენის მხოლოდ ერთ გზას ვხედავ...
ისიც, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გამოვალთ "კუხნებიდან" და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შინაურს და გარეულს ზეწოლით მივაღებინებთ...
ძალადობას არ ვგულისხმობ...
ვინც არ უნდა მიჰქაროს, მუდმივი საპროტესტო აქციებით უნდა ვუპასუხოთ...
და, არ დავიღალოთ...

ამას კიდევ, სწორი ორგანიზება-კოორდინირება სჭირდება...
კოღუაშვილ-ზარდიაშვილები რომ მკერდზე მჯიღს იცემენ, ამით არაფერი გამოვა...
უნდა დასხდნენ, თავ-თავის სფეროში ჭკუის საკითხავი კაცები უნდა მოისვან გვერდზე, სადღეისო-სახვალიო საკეთებელი საქმე სულ წვრილად გაწერონ, მერე ეს ყველაფერი ქვეყანას და შექმნილ სიტუაციას მოარგონ და მოძრაობა დაიწყონ...

წელიწადში ერთხელ კი არ უნდა ამოიბლუკუნონ რაღაც, ყოველდღიურ კონტაქტში უნდა იყვნენ საქმესთანაც და ხალხთანაც...

ჩვენ კიდევ, კუხნებიდან გამოვიდეთ და ქვეყანა დავიცვათ...ტანკით გამოკვლევებული რუსი შემოვიდა, თორემ, "დემოკრატიული" დასავლეთი ჩვენს გასანადგურებლად რბილ ძალას იყენებს...
ომი ომია, როგორი სახითაც არ უნდა მიმდინარეობდეს...
ჰოოოოდა, ჩვენ ახლა ნამდვილ ომში ვართ...



Maverick

2017-06-16 22:32:00

ტორი,
ძმაო, გეთანხმები, მაგრამ ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის. ამ ჩემ რვა სულიან პირდაღებულ, უმუშევარ შვილებს, შვილიშვილებს, ამას დამატებული მე, ჩემი გაჭირვებული საახლობელო და სანათესაო, მტერ-მოყვარე... ვინ დააპურებს და გაუწევს დახმარების ხელს?

ეროვნული დაუმორჩილებლობის გზაზე რომ არ გავიდეთ, ასე მოგვიქციეს ყოფა თავისუფლებისათვის მებრძოლ ერს "წმ" ედუარდ-გიორგიმ, სულგაყიდულმა მიხ.უ.ილომ, წმიდა სამების ამშენებელი ბიძინას მიერ "საუცხოო", დასავლური განათლებით ჭკუადაბინდულმა მენეჯერებმა...

Maverick

2017-06-16 23:23:50

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება, კომუნისტური პარტია ეროვნული მოძრაობის ლიდერების მეთაურობით მშრომელმა ხალხმა დაამხო!

მრომელმა ხალხმა ხვალინდელი დღის შიში რა არის არ იცოდა, არც დამშეული, დაავადებული, ძალაგამოცლილი ოჯახის წევრები არ ელოდებოდა სახლში!!!

სად არის დღეს ეს მშრომელი ხალხი????????????!!!!!!!!!!!!!!!..............

ფხიზელი

2017-06-18 00:01:13

ზაზა პაპუაშვილმა გადაუარა ნაცებს პარლამენტში:)

http://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/86769-eseni-unda-gamoiyvano-da-leibebis-sabertyith-urakhuno-erth-adgilze-zaza-papuashvili-umciresobas.html

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80