რა თქვა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში?
რეტრომედია

რა თქვა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში?

რა თქვა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში?
„კვირის პალიტრა“, 31 იანვარი, 2011 წელი

2017-06-14 10:12:16

3 თებერვალს, ექვსი წლის წინ, ხელისუფლებამ ზურაბ ჟვანიას შოკის მომგვრელი აღსასრული გვაუწყა. ამ იდუმალებით მოცული სიკვდილის გარემოებებზე უამრავი კითხვა გაჩნდა, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია. მართალია, ხელისუფლებამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე პირველივე დღეს "გამოიძია" და დაასკვნა, რომ პრემიერ-მინისტრი ბუნებრივი აირის გაჟონვით გაიგუდა, მაგრამ საქმე დღემდე არ არის დახურული.

"კვირის პალიტრა" ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ქალბატონ ნინო ჟვანიას ესაუბრა.

- უპირველესად მინდა გითხრათ, რომ მუშაობა დავიწყეთ ზურაბ ჟვანიას არქივის შექმნაზე. ზურას ჰქონდა ძალიან სწორი მოსაზრება ბევრ პრობლემაზე, ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში დემოკრატია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საერო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ჰარმონიულ ურთიერთობას. რაც მთავარია, მასალა შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ახალი თაობისთვის, რომელსაც არ ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როცა ზურა აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში.

იქნებ გაქვთ ახალი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

- ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდება ახალი ინფორმაცია, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. საზოგადოებაში შიში იგრძნობა, ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, გამოძიებასთან კი ურთიერთობა აღარ გვაქვს.

სააკაშვილმა გამართა ტელეხიდიხომ არ დაგისვამთ კითხვარატომ არ იხურება ჟვანიას საქმეთუკი ყველაფერი გამოძიებულია?

- აბა, რა გითხრათ... ეს შეკითხვა არაერთხელ გამჩენია, მაგრამ პრეზიდენტი იმდენად შაბლონურად პასუხობს ყველას, კითხვის დასმასაც აზრი არა აქვს... თუ საქმე დაიხურა, მასალა ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის და გამოძიების შეცდომები თუ შეუსაბამობები საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდება. ალბათ, ამას ერიდებიან.

ჟვანიას ჰყავდა უცხოელი მეგობრებიგავლენიანი პოლიტიკოსებიისინი თუ გეხმაურებიან?

- აშშ-ისთვის მთავარია საქართველოსთან ურთიერთობა და მეორეხარისხოვანია პერსონები. ზურა სულ ამბობდა: "ჩვენ არა გვაქვს წიაღისეული, არ გვაქვს ნავთობი, არც ბამბა... ერთადერთი, რითაც შეიძლება დავაინტერესოთ მსოფლიო, ეს არის  დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში". ამერიკელებს ახლაც სურთ შეინარჩუნონ საქართველო, როგორც ამ ფუნქციის მატარებელი ქვეყანა, რასაც, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის, მაგრამ უცხოელ პარტნიორებს სხვა არჩევანიც არა აქვთ. ამიტომ ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ და სხვადასხვა დახმარებას სთავაზობენ.

რამეს ხომ ვერ გაიხსენებდით ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობიდანრაც ნაკლებად არის ცნობილი?

- ზურას ბიზნესის დატერორება შემაშფოთებელ მოვლენად მიაჩნდა. შეიძლება ითქვას, ის თავად იყო ბიზნესომბუდსმენი. ბიზნესი ეკონომიკის განვითარების მთავარ დასაყრდენად მიაჩნდა... ხათუნა გოგორიშვილმა ერთი ასეთი შემთხვევა გაიხსენა: ერთხელ ზურას მისაღებში ისეთი პერსონა შეუნიშნავს, რომელსაც მისთვის ცუდის მეტი არაფერი ჰქონდა გაკეთებული, ბოლოს კი პრემიერ-მინისტრთან რაღაც თხოვნით მისულა და დახმარებაც მიუღია. ხათუნას თურმე თავი ვერ შეუკავებია და პირდაპირ უკითხავს ზურასთვის, ამ კაცს როგორ დაეხმარეო? "ხათუნა, ეტყობა, შენ ქრისტიანობა მარტო მარხვის შენახვა გგონიაო", - უთქვამს ზურას.

როგორი იყო ზურაბ ჟვანია სიცოცხლის ბოლო პერიოდში?

- 2005 წელი ზურასთვის საკმაოდ რთული გამოდგა. ჰქონდა პერიოდი, როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა. ერთხელ თქვა კიდეც, ხომ არ დავანებო თავი ყველაფერს და საცხოვრებლად აშშ-ში ხომ არ წავიდეთო. როგორც ჩანს, გრძნობდა, რამდენად მძიმე იყო  პრემიერმინისტრობის ტვირთი, რასაც აკეთებდა, სახიფათოც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს, სძლია ჭოჭმანს და თქვა: "წავიდოდი... მაგრამ ეს ქვეყანა ვის დავუტოვო?!" საბოლოოდ კი მძიმე და მოულოდნელი დარტყმა მივიღეთ. ახლა  ჩემთვის მთავარია, ბავშვები სიმშვიდეში გაიზარდონ, ჯანმრთელად იყვნენ, ძლიერ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. იმედია, ამის საშუალებას მომცემენ.

3 თებერვალს ტრადიციულად გავალთ საფლავზე. იქ ჯერ ზურას მეგობრები მიდიან, რომლებიც კვლავაც ხელისუფლებაში არიან, მერე კი ჩვენ... სხვათა შორის, ხელისუფლებაში მყოფ მეგობართა რაოდენობა თანდათან მცირდება...

 

 

ნანახია - 388

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80