საქართველოში კორიდას ვიხილავთ
რეტრომედია

საქართველოში კორიდას ვიხილავთ

საქართველოში კორიდას ვიხილავთ
„ალია“, 30-31 ოქტომბერი, 1997 წელი

2017-06-14 10:20:36

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში (ნუ გაგიკვირდებათ) სპორტის ახალი სახეობა ინერგება.

მიმდინარე წლის ნოემბერში (თარიღი დადგენილი არ არის) ხარების გამოფენა-შეჯიბრი (წონის, გამწევი ძალის, რქის სიდიდის მიხედვით) გაიმართება.

არ ვშაყირობ. ნაღდს გეუბნებით. უკვე საინიციატივო ჯგუფიც შეუქმნიათ. დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს (რა თქმა უნდა, ხარებიანად) სთხოვენ, სამინისტროში (კოსტავას 41), მეოთხე სართულზე მიაკითხონ.

ჯგუფი არ იტყობინება, ხარები მეოთხე სართულზე ლიფტით უნდა ავიდნენ, თუ პატრონებმა კიბეებით უნდა აიყვანონ.

ჯერჯერობით უცნობია, „სპორტსმენებს“ პირდაპირ სამინისტროს შენობაში დააბინავებენ, თუ სასტუმროს დაუქირავებენ. თანაც, არც ის არის გარკვეული, ვინ იქნება პასუხისმგებელი ხარების კვების რაციონზე - „მწვრთნელი“, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ სპონსორები.

მაგრამ ტურნირი რომ ჩატარდება, ცხადზე უცხადესია. საინიციატივო ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესბიულეტენით ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

 

 

 

 

ნანახია - 339

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80