4 ტომი და 200 მოწმე - დაკითხულთაგან არც ერთს არ აქვს ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცების თაობაზე
საზოგადოება

4 ტომი და 200 მოწმე - დაკითხულთაგან არც ერთს არ აქვს ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცების თაობაზე

4 ტომი და 200 მოწმე - დაკითხულთაგან არც ერთს არ აქვს ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცების თაობაზე
თამთა ქარჩავა

2017-06-14 17:30:46

მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის საკითხი არის მწვავე საკითხი და შეშფოთების საგანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, გაირკვევა მოცემულობა და საკითხიც ამოიწურება.

ასე არ ფიქრობს ზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი. გამოძიებამ არჩილ ჩოფიკაშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა. ადვოკატი ასევე გაეცნო იმ ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიებამ კამერებიდან ამოიღო. მისი თქმით, აღნიშნული საქმე 4 ტომია, დაკითხულია დაახლოებით 200 მოწმე, მაგრამ დაკითხულთაგან არც ერთს არ აქვს ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცების თაობაზე.

„ჩვენი აზრით, გამოძიების დროის ფუჭი ხარჯვაა. ამოღებულია ვიდეომასალა დაახლოებით 30 კამერიდან. გადამწყვეტი აქ არის ის, რომ დროულად მოხდეს ამ ვიდეომასალის ანალიტიკური დამუშავება, რათა სატრანსპორტო საშუალებისა და იმ პირების იდენტიფიცირება მოხდეს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. თუ ეს არ გაკეთდება, მხოლოდ იმ ხალხის დაკითხვა ვინც არაფერი არ იცის, მომავალშიც დროის ფუჭი ხარჯვა იქნება.

ჩვენ დღეს დაახლოებით ასეთი რამ დავინახეთ, რომ გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ არ ჩატარდეს გამოძიება.ერთ-ერთი ვიდეოს ტექსტობრივ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზუსტად არის გადაღებული და დაფიქსირებული, თუ როგორ ჯდება აფგან მუხთარლი სამარშუტო ტაქსში და მიემგზავრება საცხოვრებელი სახლისკენ. ახლა გამოძიებამ უნდა ამოიღოს ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ვიდეოკამერის ჩანაწერები“, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

მისივე თქმით, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობის გამორიცხვაზე პრემიერ-მინისტრის და სხვა ხელმძღვანელი პირების განცხადებების შემდეგ, რომელიც არავითარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობოდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი საგამოძიებო მოქმედებები მიმართულია ამ წინასწარ გაკეთებული დასკვნის გასამართლებლად.

შესაბამისად, ადვოკატი მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამჯერად უკვე სასამართლოსგან ითხოვს. ჩოფიკაშვილმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

„ჩვენ გვსურს კანონით გათვალისწინებული იმ უფლებებით სარგებლობა, რითაც დაზარალებულები სარგებლობენ. ეს სტატუსი ჩვენ საშუალებას მოგვცემს ვისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. მოგვცეს საშუალება, გავცნობოდით სისხლის სამართლის საქმეს, თუმცა ეს არის ზეპირი გადაწყვეტილება და არა საპროცესო. ჩვენ არ გვინდა, რომ კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებულები.

მესამე კვირაა მიდის გამოძიება და ახლა გახდა შესაძლებელი, რომ გავცნობოდით საქმის მასალებს. გვინდა, რაც კანონით გვეკუთვნის ის უფლებები მოგვენიჭოს. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, მსუბუქი მუხლითაა დაწყებული გამოძიება, როცა გატაცებას უკვე მოყვა მძიმე შედეგი. გატაცება მოხდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელსაც ყავდა ხელმძღვანელი და იბარებდა ანგარიშს.

უნდა იყოს სწორი კვალიფიკაცია. მომხდარიდან ორი კვირის შემდეგაც საქმეში ზუსტად ის კითხვებია, რაც აქამდე იყო - ვინ განახორციელა გატაცება და ვისი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთი დანაშაულის ჩადენა? თუ არ იყო პირდაპირი მონაწილეობა, მაშინ ვისი გულგრილობით მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა? ამ კითხვებზე პასუხი ჯერაც არ არის მიღებული“, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის სტატუსი მხარეს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, ნამდვილად არ იქნება კარგი, რომ ამ იურიდიული ნიუანსების განუმარტველობიდან გამომდინარე, შეცდომაში შევიდნენ ოჯახის წევრები.

„დაზარალებულის სტატუსის შეძენა არ ნიშნავს უფლებას, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ჩვენ ვიცით, რომ ასეა ნაციონალური მოძრაობის დროს შეტანილი ცვლილებების თანახმად, და დღეს ეს ხარვეზი არ არის გამოსწორებული, პირადად ჩემი აზრია რომ დაზარალებულს უნდა ჰქონდეს საქმის მასალების გაცნობის უფლება. შესაბამისად, ეს დაზარალებულის სტატუსი ასეთ უფლებას ცალსახად არ სძენს დაზარალებულ მხარეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, 15 ივნისს, ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესა და აზერბაიჯანში მედიის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავს და ამ თემასთან დაკავშირებულ რეზოლუციას პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის. ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მუხთარლის საქმის ევროპარლამენტში განხილვა მიუთითებს, რომ ეს არ არის თემა, რომელიც დღეს და ხვალ ჩაივლის და გაქრება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ეჭვი, რომ ამ გადაწყვეტილებაში, ბანდიტურად გაეტაცებინათ საქართველოში თავშეფარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ისინი თავიანთ პასუხისმგებლობას და დაისჯებიან ის დამნაშავე პირები, პირველ რიგში სუს-ის ხელმძღვანელობა, ვინც პასუხისმგებელია ასეთ უმსაგავსობაზე, მით უფრო მალე ჩამოირეცხავს ქვეყანა სირცხვილს და იმ ძალიან მძიმე შედეგებს, რაშიც ჩვენ აღმოვჩნდით.

ჩვენს ქვეყნას მოეცხო ძალიან დიდი ლაქა და ეს ლაქა არის მთავრობის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი. ამიტომ, მთავრობამ ეს დანაშაული უნდა გააცნობიეროს და ყველა დამნაშავე უნდა დასაჯოს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში საქართველოს სამართალდამცავი სისტემის კავშირს გამორიცხავენ უმრავლესობაში. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი გაქრეს, სამართალდამცველ ორგანოებსპარლამენტის წევრი, დავით მათიკაშვილი მოუწოდებს, რომ გამოძიება წარიმართოს სწორად და ყველა დასმულ კითხვას გაეცეს პასუხი.

„ეს თემა გაცდა საქართველოს ფარგლებს. საკითხით დაინტერესდა ყველა - ჩვენი ევროპელი კოლეგები. არა მგონია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოზე იყოს საუბარი. რეზოლუცია, ალბათ, უფრო მეტად აზერბაიჯანს ეხება, თუმცა რა რეზოლუციაც არ უნდა იყოს მიღებული და როგორი განწყობებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, ჩვენი სამართალდამცველი სისტემის ვალია, მუხთარლის საქმე დროულად იყოს გამოძიებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. 

ნანახია - 1207

antoni

2017-06-14 18:20:40

გამტაცებელმა თქვას გამტაცებლის ვინაობა, ან მანქანის ნომერი; ან "გატაცების"ადგილზე გატაცების დამნახავი რატომ ვერ ნახა ჩოფიკაშვილმა? ან რაიმე არგუმენტი გატაცების დასტურად!
აბა სიზმარს აყოლილის, ან სერგო რატიანისნაირის ლოგიკა, რომ "ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს" სასაცილო აკვიატებაა და მეტი არაფერი
არც თვითონ მუხთალის ჩვენებაც არ ნიშნავს არაფერს; მას ეს აწყობს ნებისმიერ შემთხვევაში
ჩემი აზრით ორივე ვერსია დასაშვებია, რომ: 1.არ გაუტაციათ, გადასვლის დროს დაიჭირეს, მაგრამ ახლა ასე ყვირილი აწყობს 2.მოხდა გატაცება და ეს გააკეთეს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ შესაძლოა ქართველებმაც; შესაძლოა ყოფილმა ან მოქმედმა ძალოვანებმაც (თვითშემოქმედებით)
გამორიცსულია ეს რომელიმე უწყების დონეზე მომხდარიყო

antoni

2017-06-14 18:20:41

გამტაცებელმა თქვას გამტაცებლის ვინაობა, ან მანქანის ნომერი; ან "გატაცების"ადგილზე გატაცების დამნახავი რატომ ვერ ნახა ჩოფიკაშვილმა? ან რაიმე არგუმენტი გატაცების დასტურად!
აბა სიზმარს აყოლილის, ან სერგო რატიანისნაირის ლოგიკა, რომ "ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს" სასაცილო აკვიატებაა და მეტი არაფერი
არც თვითონ მუხთალის ჩვენებაც არ ნიშნავს არაფერს; მას ეს აწყობს ნებისმიერ შემთხვევაში
ჩემი აზრით ორივე ვერსია დასაშვებია, რომ: 1.არ გაუტაციათ, გადასვლის დროს დაიჭირეს, მაგრამ ახლა ასე ყვირილი აწყობს 2.მოხდა გატაცება და ეს გააკეთეს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ შესაძლოა ქართველებმაც; შესაძლოა ყოფილმა ან მოქმედმა ძალოვანებმაც (თვითშემოქმედებით)
გამორიცსულია ეს რომელიმე უწყების დონეზე მომხდარიყო

tngh

2017-06-14 20:05:12

მოწმე როგორ იქნება, როცა ჟურნალისტს "უჩინმაჩინის" ქუდი ჩამოაცვეს!!! ეს ქუდი ლაგოდეხთან ახლოს უპოვიათ ჩვენს "მეგრანტეებს" და ეხლა საგანგებო ბრიფინგს გეგმავენ...

Maverick

2017-06-14 22:06:59

"ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მუხთარლის საქმის ევროპარლამენტში განხილვა მიუთითებს, რომ ეს არ არის თემა, რომელიც დღეს და ხვალ ჩაივლის და გაქრება".
---------------
რადგან ევროპარლამენტმა განიხილა, გიგარასტ ჭიაყელას ვარწმუნებ, რომ 1-2 კვირაში ისევე შეშფოთდება და ჩაფმული გაიპარება, როგორც მიშმაკ I-მა კურდღელმა ჩაიფსა და მოუსვა ბაყაყური გორში 2008-ში!

Maverick

2017-06-14 22:12:29

tngh,
მოწმე როგორ იქნება, როცა ჟურნალისტს "უჩინმაჩინის" ქუდი ჩამოაცვეს!!! ეს ქუდი ლაგოდეხთან ახლოს უპოვიათ ჩვენს "მეგრანტეებს" და ეხლა საგანგებო ბრიფინგს გეგმავენ...
--------------------------
უკაცრავად tngh, "უჩინმაჩინის ქუდი" კი არა მიშ/კ/უტას ნიფხავი ყოფილა და ახლა მაგ კოდლა ბრიფინგს მართავს გამოსაცხადებლად, თუ რომელმა ასო-მ უნდა წამოიცვას თავზე პატრონიანად.

Maverick

2017-06-14 22:31:25

"ხელისუფლებო", "მთავრობავ" ნუ ხართ ევროპარლამენტის იმედად, ნუ ეთამაშებით ჩვენ უსაფრთხოებას, გაუშვით უცხოეთის ასო-ბი ქვეყნიდან მათ "გულშემატკივარ" და "შეშფოთებულ" ევროპაში, თორემ მოგიწევთ იდაყვების დაკბენა!

piero

2017-06-15 11:20:27

ადვოკატი თუ არ ენდბა ამოძიებას, აგეს და თვითონ მოძებნოს მოწმე, რა უჩინმაჩინს ქუდები ხომ არ ეხურათ გამტაცებლებს. მერე საიდან ასკვნან, რომ კრიმნალური პოლციის თანამშრომლები იყვნენო, ეს ფორმა არის ჩვეულებრივი მაიკა შესაბამისი წარწერით, რომლის დამზადება ნებისმიერს შეუძლია. გამოდის თეთრი ხალათები რომ ცმოდათ ექიმები იქნებოდნენ?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80