მიწის ფასი ქართველებისთვის და უცხოელებისთვის
ეკონომიკა

მიწის ფასი ქართველებისთვის და უცხოელებისთვის

მიწის ფასი ქართველებისთვის და უცხოელებისთვის
ბექა დანელია

2017-06-14 23:00:54

უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწებისსაკუთრებაში გადაცემის შესახებ მორატორიუმის კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტს დეპუტატები დაჩქარებულად განიხილავენ. დეპუტატები ამბობენ, რომ გარე საფრთხეების ასაცილებლად, აუცილებელია, მიწის გასხვისების შეზღუდვა კონსტიტუციაში აისახოს. კომიტეტების ნაწილმა ახალ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიწის საკითხთანდაკავშირებით შემუშავდება სწორი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაცშემდეგში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დაიწყებენ.საქართველოში მიწა უნდა გახდეს იმდენად ღირებული, რომ მისგანსარგებელი, კონკრეტულ მფლობელთან ერთად, სახელმწიფომაც მიიღოს.

პარალელურად საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიიდან „მიწის კოდექსზე“ იწყებს მუშაობას. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული ამბობს, რომ გაიშლებს ეს თემა და შეიქმნება „მიწის კოდექსი“, რომელიც გამოადგება ქვეყანას და მიწის თითოულ მესაკუთრეს. „ამ ეტაპზე გამიჭირდება დასახელება, კონკრეტულად რა ვადა დასჭირდება კოდექსზე მუშაობას.  საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდის მუშაობა და სხვა დრო პარლამენტს, ფაქტობრივად, არ რჩება“, - განცხადა სამხარაულმა.

„მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძე კი ამბობს, რომ ქართული მიწა არის ჩვენი სამკვიდრო და მისი რეალიზაცია უცხოელებზე არის დაუშვებელი. მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კატასტროფულად გაიზარდა მსოფლიოში დევნილების რაოდენობა.  განსაკუთრებით, ეს ხდება აზიისა და აფრიკის რეგიონში. არსებობს მილიონობით ადამიანი ირანში, რომლებიც ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, ახალ საცხოვრებელ ეძებს. ამ ყველაფრის ფონზე დეპუტატს, საფრთხეების ასაცილებლად, აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია, მიწის გასხვისების შეზღუდვა, კონსტიტუციაში აისახოს. 

„ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. მისი გასხვისების შემთვევაში, ქართველი გლეხები რჩებიან მიწის გარეშე, დასაქმების გარეშე. 1 ჰექტარი მიწა საქართველოში 5-7 ათას დოლარამდე ღირს,  მეორადი მანქანის ფასია სულ. აზიისა და აფრიკის რეგიონებში წარმოშობილია 60 მილიონი დევნილი, რომელიც ეძებს ადგილს, სადაც უნდა ჩასახლდეს. უზარმაზარი საფრთხეები არსებობს, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ უშუალოდ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს საკითხი. სანამ საკითხი ჩაიწერება კონსტიტუციაში და ძალაში შევა, მანამდე რომ არ მოხდეს შესყიდვა, ჩვენ მიწის გასხვისებაზე მორატორიუმს ვაცხადებთ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სრულიად საპირისპირო მოსაზრებისანი არიან საქართველოში მოქმედი უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან შეზღუდვა უშუალოდ მათ და ზოგადად ყველა უცხოელს ეხება. საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას „თავისი ფასი ექნება სახელმწიფოსთვის“.

„უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით პერსონალური პოზიცია მაქვს და ეს არ არის სავაჭრო სამრეწველო პალატის აზრი. ვფიქრობ, თუ მსგავსი ცვლილებები შევა, ეს შეამცირებს ფასებს მიწებზე. ეს კი უშუალოდ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე. ამასთან, ბანკები შეზღუდავენ ფერმერებისთვის სესხების გაცემას, რამდენადაც ხშირად ისინი უზრუნველყოფაში სწორედ მიწებს დებენ, ბანკები კი საქართველოში ძირითადად უცხოური კაპიტალით არიან შექმნილი“, - აცხადებს ფადი ასლი.

ამერიკის სავაჭრო პალატაც უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„ჩვენ გვყავს ბევრი წევრი, რომლებიც ფლობენ მიწას სრულად ან ნაწილობრივ და ამიტომ, ისინი საკუთარ სამომავლო ინვესტიციებს შეაჩერებენ. სასოფლო სამეურეო მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, ამ აკრძალვას ცუდი გავლენა ექნება ქვეყანაზე და ეს არის ცუდი გზავნილი არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფულის ჩადება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სურთ, არამედ ყველა სხვა ინვესტორისთვისაც“, - განუცხადა „საქმის კურსს“ მაიკლ ქოვაგლიმ.   

ნანახია - 1109

arichopra 2

2017-06-15 00:09:35

სანამ ქართველი ერი ლიბერასტულად განწყობილი პირებს არ მიუჩენს დამსახურებულ ადგილს პარაშასთან, სანამ ქართველი ერი ხმამაღლა არ განაცხადებს - საქართველო უპირველეს ყოვლისა ქართველების ქვეყანაა, სანამ ჩვენს ტკბილ ქართულს სათანადო პატივით არ მოვეპყრობით, ...მანამ უკეთესობის იმედი ნუ გექნებათ!

Maverick

2017-06-15 02:12:01

რადგან "დემოკრატები" საწინააღმდეგოს ჭრიჭინებენ ე.ი. საქმე ქართულად კეთდება და ეს საშვილთაშვილო საკითხი კონსტიტუციაში უნდა აისახოს!

თენგო

2017-06-15 06:11:24

ახია ჩვენზე ,კიდევ გავაჯეჯილოთ ჩვენს ქვეყანაში ეს ვიღაც ფადი ასლები და ქოვაგლები და მერე
გვეტყვიან აბა ეხლა საერთოდ მოუსვით აქედან ,ეს თქვენი ქვეყანა არ არისო!!!
მერე გვიშველის ბუკიკიო და იუნკერი!!!

ტორი

2017-06-15 07:28:06

მეტი რა თქვას კაცმა?

" ბანკები შეზღუდავენ ფერმერებისთვის სესხების გაცემას, რამდენადაც ხშირად ისინი უზრუნველყოფაში სწორედ მიწებს დებენ, ბანკები კი საქართველოში ძირითადად უცხოური კაპიტალით არიან შექმნილი“, - აცხადებს ფადი ასლი...
-----------------------------------------

ახლა მაინც თუ არის გასაგები, ვის ინტერესებს იცავენ "ქართული ბანკები"?
მათი საშუალებით ხდება პირველ რიგში ქვეყნის და ხალხის დაკაბალება...

აი კედევ ერთი "მეგობარი" რას ამბობს:

ამერიკის სავაჭრო პალატაც უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„ჩვენ გვყავს ბევრი წევრი, რომლებიც ფლობენ მიწას სრულად ან ნაწილობრივ და ამიტომ, ისინი საკუთარ სამომავლო ინვესტიციებს შეაჩერებენ. სასოფლო სამეურეო მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, ამ აკრძალვას ცუდი გავლენა ექნება ქვეყანაზე და ეს არის ცუდი გზავნილი არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფულის ჩადება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სურთ, არამედ ყველა სხვა ინვესტორისთვისაც“, - განუცხადა „საქმის კურსს“ მაიკლ ქოვაგლიმ...
---------------------------

უკვე ჰყოლიათ ბევრი წევრი, რომლებიც მიწებს ფლობენ საქართველოში...
თანაც გვაშინებს - ყველა ინვესტორი დაფრთხებაო...

ჰოოოდა, მოგსტ....იათ დედ-მამა, პირველ რიგში კი თქვენი აქ ჩამომთესლებელი და "მეგობრის" მწოდებელი...

ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანას დაღუპავს...





მეგრელი

2017-06-15 07:45:26


რასაკვირველია ეს ზეწოლა არარის. ეს ,, მეგობრული " რჩევაა.

კიდევ ერთხელ ,,ბანკები კი საქართველოში ძირითადად უცხოური კაპიტალით არიან შექმნილი".

ესეც არარის ულტიმატუმი. საიდან.სტრატეგიული პარტნიორული რჩევაა.


ამ სიმღერას (ტექსტი) ყურადღებით მოუსმინეთ ქართველებო.

https://www.youtube.com/watch?v=cYN-q8s2ZrE

arichopra 2

სანამ ქართველი ერი ...
---------------------

რომელი ერი - ბედნიერი?
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ეს არის ერი ?

არსებობს ამისთანა მეცნიერული მოსაზრება , რომ ერი-ნაცია ქმნის თავის სახელმწიფოს თავისი საჭიროებისათვის ხოლო თვითონ ერი-ნაცია აღიქმება როგორც სუპერეთნოსი ერთმანეთთან კულტურულად დაკავშირებული ხალხები , რომლებიც ერთმანეთის მიმართ არიან განწყობილი დადებითად.

და სად არის ეს სუპერეთნოსი რომელიც თავის საჭიროებისათვის ქმნის თავის სახელმწიფოს ?

არარის. ბულს ამახე დო ბაცუს ჭკუმუნს.




ტორი

2017-06-15 08:13:14

აქ კლავიატურაზე კაკუნით არაფერი გამოვა...
როგორც ჩანს, თუ გადარჩენა გვინდა, სხვა საშუალებას უნდა მივმართოთ...

ხომ არ ახსოვს ვინმეს, მიწის კანონთან დაკავშირებით, ვინ გამოდიოდა ლიბერასტების წინააღმდეგ?

არასამთავრობო, კერძო პირი თუ ვინ?

tutashkha

2017-06-15 08:42:29

http://for.ge/view.php?for_id=49378&cat=1

ამ სტატიაში ასახულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა, რომლის მიხედვით უძრავ ქონებაში შემოსული ინვესტიიები შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს, და მეორე ადგილზეა, პირველს ჩამორჩება 60 მილიონით.

დავუშვათ მიწის წილი ამ 80.3 მილიონიდან 60-70%-ია.

ჩემი აზრით 60 მილიონი 1 კვარტალში, 4 კვარტალში 240 მილინი აშშ დოლარი არის ზღვაში წვეთი რის გამოც საქართველომ და ქართველებმა უარი უნდა განაცხადოს საკუთარ მომავალზე, და იმ პრობლემებზე რაც მოჰყვება მიწის გასხვისებას.

მიწა გაცილებით ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი თანხა გადახდილი მასში.

მიწის ათვისებაზე სახელმწიფომ იზრუნოს ქართველებისთვის - მიაწოდოს ცოდნა (არსებობს უკვე) გადასცეს იაფი გრძელვადიანი იჯარით, და შედეგიც მალე დადგება!

ნუ გავყიდით საქართველოს!

დათა

arichopra 2

2017-06-15 08:45:55

ვისაც მიწის ყიდვა აინტერესებს მინდა ვურჩიო:
1. ამ ჩვენ ერთი ციდა მშობლიურ მიწას -69 700 კვ. კმ-ს (აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით, ტაო-კლარჯეთის და ჰერეთის ჩაუთვლელად) თავი დაანებონ. მაინც არ მივყიდით, გაცოცხლდებიან 9 ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველნი...და უკვე გაყიდულსაც უკან დავიბრუნებთ. ტყუილად დაკარგავთ იმ გროშებს რაც გადაიხადეთ და აწი აპირებთ გადახდას!
2. დაგისახელებთ რამდენიმე ქვეყანას რომელსაც მიწა გულზე საყრელად აქვთ და ნაცარი თავზესაყრელად, აი იქ იმ ქვეყნებში მოსინჯეთ მიწის ყიდვა! გეუბნებით პრობლემა არ ააქვთ!
1. რუსეთი - 17 075 400 კვ.კმ.
2. აშშ - 9 873 520 კვ.კმ
3. კანადა- 9 984 670 კვ. კმ.
4. ყაზახეთი - 2 725 000 კვ.კმ.
5. ბრაზილია - 8 515 000 კვ.კმ.
6.......
ანდა ვენეციაში წადით, მართალია იმათ მიწა არ აქვთ, მაგრამ აქვთ ბინძური წყალი და აქვთ "ვენეციის კომისია"! ჰო და წადით, წადით (ქაჯებო)!

arichopra 2

2017-06-15 08:45:55

ვისაც მიწის ყიდვა აინტერესებს მინდა ვურჩიო:
1. ამ ჩვენ ერთი ციდა მშობლიურ მიწას -69 700 კვ. კმ-ს (აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით, ტაო-კლარჯეთის და ჰერეთის ჩაუთვლელად) თავი დაანებონ. მაინც არ მივყიდით, გაცოცხლდებიან 9 ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველნი...და უკვე გაყიდულსაც უკან დავიბრუნებთ. ტყუილად დაკარგავთ იმ გროშებს რაც გადაიხადეთ და აწი აპირებთ გადახდას!
2. დაგისახელებთ რამდენიმე ქვეყანას რომელსაც მიწა გულზე საყრელად აქვთ და ნაცარი თავზესაყრელად, აი იქ იმ ქვეყნებში მოსინჯეთ მიწის ყიდვა! გეუბნებით პრობლემა არ ააქვთ!
1. რუსეთი - 17 075 400 კვ.კმ.
2. აშშ - 9 873 520 კვ.კმ
3. კანადა- 9 984 670 კვ. კმ.
4. ყაზახეთი - 2 725 000 კვ.კმ.
5. ბრაზილია - 8 515 000 კვ.კმ.
6.......
ანდა ვენეციაში წადით, მართალია იმათ მიწა არ აქვთ, მაგრამ აქვთ ბინძური წყალი და აქვთ "ვენეციის კომისია"! ჰო და წადით, წადით (ქაჯებო)!

arichopra 2

2017-06-15 08:55:13

მაინც რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს, უკვე ჩინელებმაც მოგვაგნეს! 12 000 ჰექტარ (120 კვ.კმ) მიწას ითხოვენ,ჩაი გვინდა გაგიშენოთო!!! ))) 50 წლით გვათხოვეთო!!! ))) არა და მათი სამშობლო
9 597 000 კვ. კილომეტრია! დავიჯერო სამშობლოში მიოხედავად რიცხოვნობისა, 120 კვ. კმ სიჯაროდ ვერ იშოვეს ჩაის გაშენება თუ უნდათ?!

natali

2017-06-15 09:30:57

როგორც იყო მიწა საერთო სახალხო საკუთრება, ასე უნდა დარჩენილიყო. ამათ კიდე დაინაწილეს, ეყარათ ასე დაუმუშავებელი, ახლა ყიდიან და ყიდიან. პრინციპში ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ არ მიშვებს ტყეში მაყვლის მოსაკრეფად, ეროვნებით ქართველი თუ ჩინელი?
დაიწყეთ თავიდან- გამოიძიეთ ვის როგორ აქვს ჰექტრობით მიწები ხელში ჩაგდებული და დაუბრუნეთ პატრონს-სახელმწიფოს.

მეგრელი

2017-06-15 10:00:44

ამ დილით სიუჟეტი გავიდა პირველი არხი თუ რა არაის . გრიგოლიას რომ მიყავს რეაქცია. გამოდიოდა პარლამენტის წევრი. 45 ათასი ჰეკტარი მიწა ყოფილა (არარსასოფლო) გაყიდული და არც ერთი თეთრი ინვესტიცია არ შემოსულაო და შიდა ინვესტიცია უნდა განხორციელდესო.

რაც შეეხება ჩინელებს . ბოლო აღწერით დაახლოებით 200 მილიონი გადამალეს. გამრავლებიან აქ უპრენენზიო ხალხია. ხომ გვინდა სინგაპურივით ვიყოთ.

ტორი

2017-06-15 11:17:42

arichopra,

მაინც რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს, უკვე ჩინელებმაც მოგვაგნეს! 12 000 ჰექტარ (120 კვ.კმ) მიწას ითხოვენ,ჩაი გვინდა გაგიშენოთო!!! ))) 50 წლით გვათხოვეთო!!!
-------------------------------------

ძამი, მოგვაგნებდნენ, აბა რას იზამდნენ? მაგ ჩინელებს ჩვენი ჯიშის ჰყავთ მეგზურად - ათადან-ბაბადან ეგრეა...
მტერს წინ ქართველი მოუძღოდა ხოლმე ყველაზე გემრიელი ლუკმის ხელში ჩასაგდებად...
ჰოოოდა, პირველ რიგში მაგათი მოკითხვით უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა გადავრჩეთ...


arichopra 2

2017-06-15 14:39:24

ტორი, ვისზე ამბობ რომაა მაგას შენ, მაგალьითად?!

ტორი

2017-06-15 22:35:06

arichopra,

ვისზე ვამბობ და იმაზე, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე...ჩინელების დახმარებით საქართველოს აშენებას რომ გვპირდება...
აფსუს...
რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია საპარტნიორო ფონდს კარგი კაცის ხელში...

მონდომება იყოს და, მაგ მოცულობის ჩაის პლანტაციის გაშენება შიდა რესურსითაც შეიძლება...
ანასეული გეცოდინება...
ჩვენ რომ ჩაის სპეციალისტები ჯერ კიდევ შემოგვრჩა, ჩინელებს არც დაესიზმრებათ...
რაც საქართველოში ჩაის პლანტაციები იყო, ასი იმდენი მაინც, რასაც ახლა ჩინელები ითხოვენ /თუ ატეხეს მოსათხოვნად/, სულ მაგათი გაშენებული არ იყო?
ეს ნახე:

აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის განმარტებით, ეკონომიკის რამდენიმე სექტორში გამოცოცხლება შეიმჩნევა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ეს ქვეყანას ეგრძნო.

„სტატისტიკურად ინვესტიციების მატება შეიმჩნევა, თუმცა ამით მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან ქვეყანაში შემოსავლების არაპროპორციული გადანაწილება მიმდინარეობს. კაპიტალის დაბანდებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ გამოუწვევია. ინვესტიციები ხვდება მცირე ჯგუფის ხელში და ამით ხალხი სარგებელს ვერ იღებს. საზოგადოების უმნიშვნელო ნაწილს ძალიან დიდი შემოსავალი აქვს და უმრავლესობას – ძალიან დაბალი ან საერთოდ არ აქვს შემოსავალი”, – აცხადებს სილაგაძე და დასძენს, ინვესტიციების ზრდის მიუხედავად, მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბალ ხელფასსა და პენსიებზე დამოკიდებული რჩება"...

აი, ასეა საქმე...
ამას ემატება უცხოური კაპიტალით მომუშავე ქართული ბანკები...
არარსებული "რისკის ფაქტორი" რისთვის მოიგონეს თუ იცი?
იმიტომ, რომ ბანკში საბრუნავად ჩადებული ფულისთვის მოგება უცხოელებსაც უნდა გაუყონ და თავადაც ხომ უნდა დარჩეთ მაყუთი...ამიტომაც დაადეს სესხებსა და კრედიტებს უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთი... აკაბალებენ ქვეყანას და ხალხს...
რა მდგომარეობაც საცხოვრებელი სახლების სესხებზეა შექმნილი, იგივეა მიწასთან დაკავშირებულ კრედიტებზეც...

ახლა ისიც არ მკითხო, მერე ეგენი ასე ვინ გააჩათლახაო:)))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80