"იოგა-მარათონი"
სხვადასხვა

"იოგა-მარათონი"

"იოგა-მარათონი"
for.ge

2017-06-15 11:04:07

ტრადიციისამებრ, ზაფხულობით ნიუ-იორკში, ათასობით ენთუზიასტი ქალაქის ცენტრში, ტაიმს-სკვერზე, მასობრივი იოგა-მარათონით "ესალმება" მნათობს.

მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჩამოსული იოგას მიმდევრები ასე აღნიშნავენ წლის ყველაზე გრძელ დღეს და ამ დღის მანძილზე მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ადგილად აღიარებულ ტაიმს-სკვერზე  სიჩუმე და სიწყნარე სუფევს.

მონაწილეთა თქმით, მხოლოდ მანჰეტენის ქვეშ გამავალი მეტროპოლიტენის გვირაბებიდან მომდინარე ვიბრაცია იგრძნობა. იოგა-მარათონი მთელ დღეს გრძელდება. აქვე ტარდება დილის, შუადღისა და საღამოს იოგა-სესიები. იოგა-მარათონის პირველ ათას მონაწილეს კი ხალიჩები უფასოდ ურიგდება.

 

 

ნანახია - 322

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80