უმრავლესობა უცირესობაშია - მაჟორიტარები პოზიციას არ იცვლიან
პოლიტიკა

უმრავლესობა უცირესობაშია - მაჟორიტარები პოზიციას არ იცვლიან

უმრავლესობა უცირესობაშია - მაჟორიტარები პოზიციას არ იცვლიან
თამთა ქარჩავა

2017-06-15 12:00:49

უმრავლესობა საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე ვერ თანხმდება. უმრავლესობის ნაწილი მომხრეა მაჟორიტარული საარჩევო სისტემა დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. შესაბამისად, საფრთხე, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდეს, საკამოდ დიდია. უმრავლესობის წევრი, ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია და ასე ფიქრობს მაჟორიტარების უმრავლესობა.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თარიღთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. სწორედ ამ საკითხის გარშემო იმსჯელეს პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ შეხვედრაზე. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობაში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, თითქმის, უმრავლესობა მხარს უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა, კენჭისყრაზე ჩავარდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მმართველი გუნდი კომპრომისზე წავიდეს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდეს. უმრავლეობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა მსჯელობს, თუმცა ის, რომ არსებული სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება, ამაზე, მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია.

„უმრავლესობას რომელიმე საარჩევნო მოდელის მხარდაჭერა არ აერთიანებს, არამედ პროგრესის მხარდაჭერა აერთიანებს და გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში.

რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი პროექტის კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობა შეთანხმებული პოზიციით იმ სესიებზე გამოვა, რომელიც საკონსტიტუციო განხილვას მიეძღვნება და ეს ივნისის მეორე ნახევარში იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც მხარს უჭერს მაჟორიტარულ სისტემას, აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ პროექტში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, გარკვეული ცვლილებები შევა. დეპუტატი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წარმოდგენილ პროექტს უმრავლესობაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„ვფიქრობ, რომ კონსენსუსი მოხდება ყველა შემთხვევაში. ვცდილობდით ჩვენს პოზიციაში დაგვერწმუნებინა უმარვლესობა. ჯერჯერობით ღიად რჩება ეს საკითხი, მაგრამ დიდი შანსია, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს მაჟორიტარების პოზიცია. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები თითქოს ფიქრობენ, რომ პროპორციული სისტემა არის გამართლებული, მაგრამ არა მგონია ასე იყოს.

მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს, რადგან პირდაპირი წესით ირჩევ პიროვნებას - ეს არის დემოკრატიული არჩევნების წესი. მხარს ვუჭერ, რომ პიროვნება აირჩიოს ხალხმა პირდაპირი წესით და რატომ არ არის ეს დემოკრატიული, ამიხსნას ვინმემ, მაგრამ ვერავინ დამარწმუნა, რომ ეს არ არის დემოკრატიული. არა მხოლოდ მაჟორიტარები, პროპორციულ საარჩევნო სისტემას პროპორციული სიით გასული გარკვეული დეპუტატებიც არ უჭერენ მხარს“, - აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ის პოლიტიკური პირები, ვინც მუშაობს კონსტიტუციაზე, მათი დამოკიდებულებაა, რომ ქვეყანაში შემოტანილი იქნას პროპორციული საარჩევნო სისტემა. ხუნდაძე ამბობს, ქვეყანაში დადგება დრო, როცა მაჟორიტარული სისტემა შეიცვლება პროპორციულით, მაგრამ ეს დრო უნდა იქნას სწორად შერჩეული.

„ვფიქრობ, დღეს არ ვართ მზად იმისათვის, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს. ჩემი არგუმენტია ის, რომ თვითმმართველობები არ არის იმ დონეზე, რომ მაჟორიტარული თანამდებობა რეგიონს არ სჭირდებოდეს. მეორეც, რატომ ვსვამთ კითხვის ნიშანს დემოკრატიულობის თვალსაზრისით? - მაგალითად, ამერიკაში არის მაჟორიტარული სისტემა, ასევე - ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიულობის ხარისხი უფრო მაღალია და პრეტენზია არავის არ აქვს.

მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი, პირველ რიგში პასუხისმგებელი არის იმ რეგიონის ამომრჩეველთა წინაშე, რომელთაც მას მხარი დაუჭირეს. პროპორციულის შემთხვევაში, უპირატესი პასუხისმგებლობა დგება არა ამომრჩევლის წინაშე, არამედ იმ ადამიანის და იმ პოლიტიკური გუნდის წინაშე, ვინც ის დაასახელა და სიაში ჩაწერა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ჩავარდება. როგორც ვოლკსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხი ისე არ მივა კენჭისყრამდე, რომ შეუთანხმებელი იყოს.

„მომწონს შეთანხმების და კონსულტაციების პროცესი. არაფერი ჩავარდება, ჯანსაღი კონსულტაციები და პლუსების და მინუსების აწონვა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

მე არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავასწრო, მაგრამ ორივე მხარეს საკმაო არგუმენტები აქვს და არც ერთი არგუმენტი არ არის დაკავშირებული პარტიის ინტერესებთან. მე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, რადგან ორივე მხარეს დამაჯერებული არგუმენტები აქვს. მაჟორიტარებშიც არის განსხვავებული აზრი და პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებშიც“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს. მისი თქმით, თუ მაჟორიტარი მილიონერი არ არის, ვერაფერს ვერ გააკეთებს მისი რეგიონისთვის.

„მაჟორიტარულ სისტემას ყველა ხელისუფლება იყენებდა იმისთვის, რომ ჰქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. არ მინდა შეურაცხჰყოფა მივაყენო არც ერთ მაჟორიტარს, რომლებიც ჩემი კოლეგები არიან, მაგრამ მაინცდამაინც ამ საარჩევნო სისტემის თემაზე რომ დაიწყეს საუბარი, სხვა პრობლემური საკითხები არ არის მათ რეგიონში?! ეს არის პოლიტიკური თამაში. ხელისუფლება თავის თავს ეთამაშება. გვთავაზობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და თან ამბობს, რომ მაჟორიტარები ამას აპროტესტებენ. ახლა მიდის პოლიტიკური ვაჭრობა. თუ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება არ შედგა, მაშინ გამოვლენ და გვეტყვიან, აი, ჩვენი მაჟორიტარები აპროტესტებენ და ვერ ვერევით ამ წნეხს. ეს ძალიან გაცვეთილი და სახიფათო თამაშია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მიღებამდე ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.

„არსებობს პრაქტიკა, როდესაც ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ამზადებს დასკვნებს. თუ თვითმმართველობის არჩევნებზე არ გეგმავთ ამ ცვლილებების გავრცელებას, იქნებ გადავუგზავნოთ ვენეციის კომისიას ცვლილებები. ტექნიკური საკითხებით რომ არ გადავღალოთ, გადავუგზავნოთ რამდენიმე მთავარი საკითხი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს მოუწოდებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ნაჩქარევად არ განიხილოს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიას მოსაზრებები აქვს და ამას კიდეც წარადგენს, თუმცა არა ნაჩქარევად.

„იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არ წავიდეთ კიდევ უფრო დიდი პოლარიზაციის გზით, აუცილებელია მოვძებნოთ გზა იმისთვის, რომ ამ საარჩევნო კოდექსის მიმართ ნდობა ჰქონდეს არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ყველა ოპოზიციურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას. ნუ ავაჩქარებთ და შევეცადოთ, რომ განვიხილოთ ეს კანონპროექტი და გავითვალისწინოთ ის შეშფოთება, რომელიც არსებობს ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნანახია - 1920

antoni

2017-06-15 12:33:35

ის არგუმენტი, რომ ბევრი თავის მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს და ამიტომ ეს წესი უნდა გაუქმდეს, სუსტი არგუმენტია; ჯერ ერთი, ბევრმა წერა-კითხვაც არ იცის, ან ეს ვინ გაარკვია? და მეორე - აბა იკითხეთ, რამდენმა იცის ოცნების, ან მეცოცხეების პირველი ხუთეულის იქითა დეპუტატები?
პოლიცია, ან სკოლა ცუდად თუ მუშაობს, განათლება, ან დანაშაულთან ბრძოლა კი არ უნდა შევწყვიტოთ, არამედ კონკრეტულ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ; ასეა აქაც! მაჟორიტარული არჩევის წესი დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და არჩევნები ჩავატაროთ შერეული წესით.
ოპოზიცია მაჟორიტარულს ვერ იგებსო; პროპორციული ხომ დაბრდღვნეს
ჯობია ოპოზიციამ საკუთარ თავზე იმუშაოს; მოქმედი და გაუქმებული კანონების გარჩევა ისწავლოს; პროგრამით და სამართლიანობით ხალხს თავი მოაწონოს. მარტო ბევრ ფულზე ოცნებით და ურცხვი ტყუილებით წინ ვერ წავლენ

cugo

2017-06-15 13:43:01

მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებას სჭირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უმრავლესობის მისაღებად,ამბობენ ევროპული და ნაციონალური მეცოცხეები.თქვე ნაძირლებო,2012 წელს არ გქონდათ მაჟორიტარული სისტემა?,არ იყენებდით ადმინისტრაციულ რესურს?.ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იყო ის,რომ პარლამენტმა ბანკი ,,ქართუს,,გასაკოტრებლად კანონი რომ გააუქმა,ყალბი საგადასახადო დავალიანებით ბანკი 80 მლნ.ლარით დააჯარიმეთ და ერთ თვეში ზონდერმა დავით ბაქრაძემ ისევ ძველი კანონი რომ დააბრუნა?.ამ კრიმინალურ სქემაში ჩართული იყო კიდევ ერთი ზონდერი ნიკა მელია.ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იყო ის, რომ ჯალათმა ლევან ბეჟაშვილმა ქვეყნის მასშტაბით ყველა რაიონში ,,ქართული ოცნების,, მომხრე 300 ათ.ადამიანი რომ დაკითხა და ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო?.ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კი არა დანაშაული არ იყო ის რომ ხაშურში სპეცრაზმელებმა სროლა ატეხეს და საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.ხომ მაინც დამარცხდით? ხომ მოგისროლათ ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ სანაგვეზე.ასე რომ მაჟორიტარული სისტემა არაფერს უშველის გაკოტრებულ და გამარგინალებულ პარტიებს.მაჟორიტარული სისტემა ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და ამასთან კანდიდატებს უშუალო კონტაქტი აქვთ მოსახლეობასთან.ეს უშუალო კონტაქტი არ აწყობთ ამ მეცოცხეებს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში.ამიტომ ეწინააღმდეგებია ამ სისტემას.

arichopra 2

2017-06-15 14:33:07

მივმართავ პარლამენტში დეპუტატების არჩევის მაჟორიტარული წესისი მომხრეებს, გინდ მაჟორიტარი იყოს, გინდ "პროპორციული" - საკუთარი დედა შეერთოს მას ცოლად ვინც თავდაპირველ ჩვენებაზე უარი თქვას! ნაციონალ მოძრაობას უნდა პროპორციულ სისტემაზე გადასვალა? - უნდა! "ევროპულ საქართველოს" უნდა? - უნდა. რესპუბლიკელების და ერ. დემოკრატების კონგლომერატს უნდა? - უნდა! დასკვნა ცალსახაა, რადგან ყოველივე ქართულის მოძულეთ ერთხმად უნდათ პროპორციულში გადასვლა ე.ი. არ უნდა მოხდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება!

arichopra 2

2017-06-15 14:34:51

ნაძვის გირჩით დაბოლილები, ეს მავნებლები, გამომრჩა პროპორციულების ჩამონათვალში! ბოდიში!

1234

2017-06-15 18:07:47

ოცნება ნაციონალებიდან გადმობარგებული მაჟორიტარების თავის რიგებში მიღების საფასურს იხდის, ამ წამლების ბარიგის ოქრიაშვილის ჩათვლით, რომელებიც პარლამენტში თავიანთი ბიზნესების ლობისტებად და იმუნიტეტისთვის სხედან. პარლამეტარებს უნდა აეკრძალოთ ბიზნესის ქონა. თუ პარლამენტარობა სურთ, ბიზნესი გაყიდონ. მაშინ აღარც მაჟირიტარობის დიდი სურვილი ექნებათ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ერთი დიდი სიკეთე ექნება - პოლიტიკაში ფულის რაოდენობა შემცირდება. ასევე, როცა ქვეყნის მთლიანობა დარღვეულია, და არც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დარჩენილი ნაწილია მეზობლების პრეტენზიებისგან თავისუფალი, და ქვეყნის ძირითადი ეთნოსის, ქართველების რაოდენობა, 60% მერყეობს, მაჟორიტარული სისტემის ქონა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. სუპერსახემწიფოს,ამერიკის მოყვანა საქართველოსთვის მაგალითად, რომელსაც პირიქით, შეუძლია ნებისმიერი სახეწიფოს მთლიანობდა დაარღვიოს, დემაგოგია. ამ შემთხვევაში ახალგაზრდა პარლამენტის თავჯდომარე უფრო სახემწოებრივად უდგება ამ საკითხს ვიდრე ყოფილი ნაციონალი "მაჟორიტარები".

arichopra 2

2017-06-15 19:39:10

1234 დემაგოგიაა რასაც თქვენ წერთ. რატომ უნდა ავირჩიო ის ადამიანები ვისაც საერთოდ არ ვიცნობ, არც ის ვიცი პატიოსანია თუ მპარავი, შემოქმედია თუ გრაფომანი და ა.შ. მხოლოდ იმისათვის რომ რომელიღაცა პარტიის სიაში მეთვრამეტეა?! ან არ გაგიგია რომ იგივე ფულიანი ხალხი იმ პარტიულ სიაში მოსახვედრად დიდ ფულს რომ უხდიან ე.წ. ლიდერებს? იქნებარ იცი როგორ გამდიდრდა ნათელაშვილი საქართველოში და ჟირინოვკი რუსეთში?! კიდევ ბევრი სხვა რამის დაწერაც შემიძლია, მაგრამ რა საჭიროა ისედაც ცხადია!

arichopra 2

2017-06-15 19:51:48

ხმა უნდა მივცეთ აკაკი ბაქრაძეს, გურამ შარაძეს და ა.შ. მერე რაა რომ ერთი გარდაიცვალა მეორე კი მოკლეს?! მაინც მაგათ უნდა მივცეთ ხმა! ასევე ხევისბერი გოჩას, ილია ჭავჭავაძეს... სანამ ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესყიდული, უზურპირებული მთელი პოლიტიკური სივრცე, აღარც ახალი აკაკი ბაქრძე გამოჩნდება და აღარც გურამ რჩეულიშვილი! იქნებიან მეგრელიშვილი და ჯაფარიძე გირჩიდან, კაპანაძე, ბოკერია, ბაქრაძე (ჩანგალისტი), კახიძე და ა.შ! რომ არა პროპორციული სისტემა დღეს ნაცების და მათი ანასხლეტების 97% პარლამენტში არ იქნებოდნენ! წარმოგიდგენიათ უბანი სადაც ან ბოკერია, ან კაპანაძე, ან მეგრელშვილი გაიმარჯვებდნენ მაჟორიტარულ არჩევნებში?! რა უნდათ მაგათ პარლამენტში, როცა არავისაც არ აურჩევია?! ის ხმები რომლითაც პარლამენტში სხედან ერთმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო!

Maverick

2017-06-15 21:14:15

ჩოპრა,
მე პოსტს არ ვდებ, შენ ყველა არგუმენტი წარმოადგინე, გეთანხმები 100%-ით!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80