როგორ დავიკლოთ ორ კვირაში ექვსი კილოგრამი
სხვადასხვა

როგორ დავიკლოთ ორ კვირაში ექვსი კილოგრამი

როგორ დავიკლოთ ორ კვირაში ექვსი კილოგრამი
for.ge

2017-06-16 10:50:07

1) შეიძინეთ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები და გამოავსეთ მაცივარი ხილითა და ბოსტნეულით ისე, რომ არანაირი გემრიელი კერძისთვის არ დარჩეს მასში ადგილი, რათა მოშიების შემთხვევაში, იძულებული გახდეთ, ვაშლი ან უმი კომბოსტოს ფურცელი ჩაახრამუნოთ.

2) დაივიწყეთ ფასტფუდები და ნახევარფაბრიკატები.

3) შეამცირეთ ულუფები.

4) ყველაფერს პოზიტიურად შეხედეთ, მაგალითად, თვალი დახუჭეთ თქვენი ქმრის (პარტნიორის ან შეყვარებულის) მავნე ჩვევებზე.

5) უკუაგდეთ ნებისმიერი აგრესია – ის აუცილებლად ჩაგიგდებთ დიეტას.

6) ყოველი დღის ბოლოს შეაქეთ საკუთარი თავი გამძლეობისა და ნებისყოფისთვის.

7) მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და შეეცადეთ, მეტხანს ისეირნოთ ველოსიპედით ან გორგოლაჭებით.

8) იარეთ ფიტნეს-კლუბში მეგობართან ან შეყვარებულთან ერთად.

9) მნიშვნელოვანია წყლის პროცედურები, განსაკუთრებით კი – ცურვა. ისე, არც საუნა გაწყენდათ.

10) დაივიწყეთ გამოთქმა: ყველაფერი გემრიელი – მავნებელია. მთავარია, „სწორი“ პროდუქტები შეიძინოთ, მათი მომზადების დროს კი, ისე, რომ მინიმალური რაოდენობით გამოიყენოთ ცხიმი და მარილი (მწარე გამორიცხეთ), შეგიძლიათ, საკმაოდ გემრიელი, მაგრამ, მსუბუქი კერძები მოამზადოთ.

 

 

ნანახია - 309

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80