ყველა ქალი ანგელოზი არ არის
სხვადასხვა

ყველა ქალი ანგელოზი არ არის

ყველა ქალი ანგელოზი არ არის
for.ge

2017-06-16 10:53:18

ყველა ქალი ანგელოზი არ არის... ხასიათი სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც ისეთივე განსხვავებული აქვთ, როგორც ჩვეულებრივ, ადამიანებს.

ეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა, ზოგიერთი მართლაც რომ გამორჩეულია. მაგალითად, თუ ქალს მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მაშინ მის ხასიათში გააქტიურებას იწყებს ისეთი თვისებები, როგორიც არის: პატივმოყვარეობა, ეგოიზმი, უმადურება, დაუკმაყოფილებლობის განცდა და სიავეც.

სხვათა შორის, ხასიათიც იცვლება – თუკი იცვლება ცხოვრება. მით უფრო, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ იმაზე მეტისთვის მიგიღწევია, ვიდრე ელოდი ან იმსახურებდი.

რა არის პრობლემა? უპირველესად ის, რომ ასეთი ქალები გარშემო მყოფებისგან ითხოვენ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს. არც თავად ისვენებენ და არც სხვას ასვენებენ. თუ რამის მიღწევა უნდათ, არავის და არაფერს ზოგავენ. შეუპოვრად მიიწევენ წინ, უკან მოუხედავად. არ ეპუებიან სიძნელეებს.

მათი ნელ-ნელა შეცვლილი ხასიათი თავისას შვება. ისინი იცვლებიან. თავად მიაჩნიათ, რომ უკეთესობისკენ, თუმცა – რეალურად ასე არ არის... ბევრი იფიქრეთ იმ ნაბიჯზე, რომელსაც ყველას დასანახად, თვალსაჩინოდ დგამთ და გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. ნებისმიერ ადამიანს ხასიათში ასევე აქვს სიკეთე, გულმოწყალება, სიმშვიდე და სენტიმენტალიზმი. გაააქტიურეთ ისინი და ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

ნანახია - 368

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80