მცენარეული დიეტა
სხვადასხვა

მცენარეული დიეტა

მცენარეული დიეტა
for.ge

2017-06-16 10:56:43

ბაბუაწვერას ფოთლები C ვიტამინის, ბორის და მაგნიუმის წყაროა. ნორჩი ფოთლებით შეიძლება სალათები, ხოლო ბებერი ფოთლებით ბორშჩი მომზადდეს. უხდება ბოსტნეულს, კარტოფილს.

თათაბო (ნაცარქათამა) მდიდარია კაროტინითა და ბიოაქტიური ნივთიერებებით. გამხმარი დაფქული თათაბო შეიძლება დაამატოთ ნებისმიერ კერძს. ნორჩი თათაბოსგან შეიძლება ისპანახივით მოამზადოთ მხალი: დაამატეთ ბევრი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, ზეთში მოხრაკული ხახვი).

ნორჩი ჭინჭრით ამზადებენ წვნიანს, ზეთიან და ნიგვზიან მხალს, ღვეზელებს, ხინკალს. 30 გ ჭინჭარი შეიცავს კაროტინისა და ასკორბინის მჟავას დღეღამურ ნორმას.

მჟაუნა მდიდარია კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმითა და ფოლიუმის მჟავით. 10 ფურცელი მჟაუნა C ვიტამინის დღეღამური ნორმაა. მისგან ამზადებენ როგორც ხორციან, ისე უხორცო წვნიანს, უმატებენ სალათას.

კიტრისუნას ღეროებსა და ფოთლებს კიტრის და ხახვის სუნი აქვს. ყვავილობამდე ის ცვლის სალათებში კიტრს, ხოლო ლურჯი ყვავილებით რთავენ ნებისმიერ კერძს, რაც სასიამოვნო გემოს მატებს მას.

თვის ბოლოკი მდიდარია უჯრედისებით, კალციუმით, ფოსფორით. მისგან (ფოთლებით და ძირხვენით) მზადდება გემრიელი სალათა.

 

 

ნანახია - 431

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80