"სააკაშვილი ამას ვერ გაბედავდა" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე, საბჭოთა კავშირზე, შვილებსა და სიძეებზე?!
დაიჯესტი

"სააკაშვილი ამას ვერ გაბედავდა" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე, საბჭოთა კავშირზე, შვილებსა და სიძეებზე?!

"სააკაშვილი ამას ვერ გაბედავდა" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე, საბჭოთა კავშირზე, შვილებსა და სიძეებზე?!
თეა ბეჟიტაშვილი "კვირის პალიტრა"

2017-06-16 11:43:17

"ჩემი შვილები პოლიტიკასა და დიდ ბიზნესში ჩართულები არ არიან"

რეჟისორ ოლივერ სტოუნის ფილმის "ინტერვიუ პუტინთან", რომელიც საკაბელო ტელევიზია Showtime - მა აჩვენა, რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ლაპარაკობს. ის ადანაშაულებს აშშ-ს ჩეჩენი ბოევიკების მხარდაჭერაში, აკრიტიკებს გორბაჩოვს და რაც იშვიათად ხდება ხოლმე, პასუხობს ოჯახზე დასმულ შეკითხვებს.

ამერიკელი რეჟისორის ფილმი რუსეთის პირველ პირზე 12 ივნისს, ამერიკულ საკაბელო არხზე გავიდა, რუსეთში კი მისი პრემიერა "პირველ არხზე" 19-დან 22 ივნისამდეა დაგეგმილი.

ჩეჩნეთში და ამის მტკიცებულებები არსებობს", - უთხრა პუტინმა რეჟისორს. მან ასევე განაცხადა ვაშინგტონის ჩართულობის შესახებ ავღანეთში "ალ ქაიდას" შექმნაში მონაწილეობაზე და გააკრიტიკა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, მიხაილ გორბაჩოვი.

პუტინმა ამერიკელი რეჟისორის შეკითხვებს არაფორმალურ გარემოში - ავტომობილის საჭესთან მჯდომმა უპასუხა. გთავაზობთ, ყველაზე საინტერესო მომენტებს რუსეთის პირველი პირის ინტერვიუდან, რომელიც "ბიბისიმ" "ინტერფაქსისა" და "რია ნოვოსტზე" დაყრდნობით გაავრცელა.

პუტინი სააკაშვილზე

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ვერ გაბედავდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას, მის უკან რომ არავინ ყოფილიყო... არ მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ვინმემ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ ვინმემ წააქეზა, მაგრამ მეჩვენება, რომ ის არასოდეს გაბედავდა დამოუკიდებლად ამ პროვოკაციას. მე ასე ვფიქრობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არავის შეუჩერებია".

რუსეთის პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის ხელისუფლება გაოცდა, როდესაც "სააკაშვილის ქმედებებს არა მხოლოდ დაუჭირეს მხარი, არამედ დასავლურმა მედიამ ყველაფერი გადაატრიალა და შეეცადა იმის წარმოდგენას, თითქოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს".

"თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე, როდესაც დავინახე, რომ დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებდა თავდასხმაში. მთავარი ის არის, რომ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა ეს. ბატონმა სააკაშვილმა ხომ თვითონ განაცხადა, რომ საკუთარ ჯარს ამ აქციის დაწყების ბრძანება მისცა?"

პუტინი კავკასიაში "ბოევიკების" ამერიკულ მხარდაჭერაზე

"როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნებთან პრობლემები შეგვექმნა, სამწუხაროდ, ამერიკელებმა ამ პროცესებს მხარი დაუჭირეს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები რუსეთს მხარს ვერბალურად უჭერდნენ, პარალელურად კი ამ ტერორისტებს იყენებდნენ რუსეთის შიდა პოლიტიკური ვითარების სამართავად.

რაც შეეხება საინფორმაციო და პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამას არ სჭირდება მტკიცებულებები, ყველასთვის თვალსაჩინოა.

იყო ისეთი მომენტიც, როდესაც პრეზიდენტ ბუშს მოვახსენე ამის შესახებ, ვანახე მტკიცებულებები, დავუსახელე აშშ-ის დაზვერვის იმ თანამშრომლების გვარებიც, ვინც იმ დროს კავკასიაში მუშაობდა".

გორბაჩოვსა და ნატო-ს გაფართოებაზე

"როდესაც დადგა გერმანიის გაერთიანებისა და საბჭოთა კავშირის ჯარების აღმოსავლეთ ეროპიდან გაყვანის საკითხი, იმ პერიოდში აშშ-ის ოფიციალური პირები და ნატო-ს გენერალური მდივანი, ამბობდნენ, რომ ნატო-ს აღმოსავლეთი საზღვარი არ გასცდებოდა იმჟამინდელი დემოკრატიული გერმანიის საზღვარს.

ეს შეთანხმება ქაღალდზე დაფიქსირებული არ ყოფილა, რაც უკვე გორბაჩოვის შეცდომაა. პოლიტიკაში ყველაფერი უნდა დააფიქსირო, უფრო მეტიც, დამტკიცებული და დაფიქსირებული შეთანხმებებიც კი ირღვევა ხოლმე..."

საბჭოთა კავშირის დაშლაზე

ხშირად მესმის კრიტიკა ჩემს მიმართ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლაზე წუხილს გამოვთქვამ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 25 მილიონი რუსი ხალხი ერთ ღამეში საზღვარგარეთ აღმოჩნდა და ეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი კატასტროფაა.

გორბაჩოვისა და მისი გარემოცვისთვის აშკარა გახდა, რომ ქვეყანა ცვლილებებს საჭიროებდა. თუმცა დღეს სრულიად დარწმუნებულმა შემიძლია ვთქვა, რომ მათ ვერ გაიგეს როგორი ცვლილებები იყო საჭირო და როგორ უნდა მიეღწიათ ამისთვის. როგორ უნდა შეეცვალათ სიტუაცია ქვეყანაში, შეეცვალათ სისტემა, მაგრამ ქვეყანა შეენარჩუნებინათ... ეს იმ დროს, გორბაჩოვის ჩათვლით, არ იცოდნენ, და ქვეყანა დაშლის პირას მიიყვანეს".

ბორის ელცინის გადაწყვეტილებაზე

მან დამიბარა და მითხრა, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა სურდა, ასევე უნდოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ვუთხარი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ის შეცვლიდა ჩემს მთელ ცხოვრებას, არ ვიცოდი, ამისთვის მზად ვიყავი თუ არა. არ ვიცი, ელცინმა არჩევანი ჩემზე რატომ შეაჩერა.

საკუთარ თავზე ამეღო ამხელა პასუხისმგებლობა იმ დროს, რაც რუსეთში ხდებოდა, მარტივი საქმე არ იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რა გეგმები ჰქონდა პრეზიდენტ ელცინს. არ ვიცოდი, რამდენ ხანს მომიწევდა ამის კეთება, რადგან ნებისმიერ წუთას პრეზიდენტს შეეძლო ეთქვა: "თავისუფალი ხარ".

მაშინ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, სად დამემალა შვილები.

წარმოიდგინეთ, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლებდნენ, დაცვა არ იყო, რა უნდა გამეკეთებინა? როგორ მეცხოვრა? ოჯახის უსაფრთხოება როგორ უზრუნველმეყო?

გადავწყვიტე, რომ რადგან ბედმა ეს მარგუნა, ბოლომდე უნდა გამევლო გზა. იმ დროს 100%-ით არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი ვიქნებოდი, ამის გარანტია არავის მოუცია".

ქალიშვილებზე, სიძეებსა და შვილიშვილებზე

"ოლივერ სტოუნის კითხვაზე, უყვარს თუ არა მას საკუთარი შვილიშვილები, პუტინი პასუხობს: "ძალიან". ამავე დროს, აქვს თუ არა დრო მათთან ყოფნისთვის, ის ამბობს: "სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად".

საკუთარ ოჯახზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ამაყობს თავისი ქალიშვილებთ, რომელთაც საკუთარი ოჯახები ჰყავთ. მისივე თქმით, სიძეებთან ხშირად საუბრობს, რიგ საკითხებზე მათი მოსაზრებები განსხვავებულია. "ჩვენ არ ვკამათობთ, უბრალოდ განვიხილავთ საკითხებს, მათ შორის ქალიშვილებთანაც. მაგრამ ისინი პოლიტიკაში ჩართულები არ არიან. არც დიდ ბიზნესში. ისინი ჩართულები არიან მეცნიერებაში, განათლებაში".

 

ნანახია - 1153

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80