სოფლის მეურნეობა ინვესტიციების გარეშე
ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა ინვესტიციების გარეშე

 სოფლის მეურნეობა ინვესტიციების გარეშე
ბექა დანელია

2017-06-16 17:00:36

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა. პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 403 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან სოფლის მეურნეობის წილი 0-ის ტოლია. გასულ წელს კი, საქართველოში სულ 1.64 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან სოფლის მეურნეობაში 9.9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ს შეადგენდა. მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ არის.

ამ სტატისტიკას გამოეხმაურა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ 45 ათასი ჰექტარია გასხვისებული და რომ არ შემოდის, სწორედ ამიტომ გვჭირდება შიდა ინექციები“, - აცხადებს დანელია და მიუთითებს, რომ უცხოური კომპანიები, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ, ინვესტიციებს არ ახორციელებენ.

„არ მინდა დავასახელო არც ქვეყანა და არც კომპანია, რადგან ჩემი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი, თუმცა ბუნებრივია, კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები მაქვს“, - აცხადებს დანელია.

მისივე თქმით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც ერთ გლეხზე 0.24 ჰა მიწა მოდის და ამას გაფრთხილება სჭირდება.

იგივე პოზიციას იზიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილიც.

„მიწის გასხვისება ხდებოდა, მაგრამ ეს სოფლის მეურნეობის განვითარებას ბიძგს არ აძლევდა. მიწა განსაკუთრებით შეზღუდული რესურსია. ამ რესურსს უნდა უფრთხილდებოდეს ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. საჭიროა მნიშვნელოვანი განაცხადი და კონსტიტუციური ჩანაწერი ამ საფუძველს ქმნის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსის ბაჩანა ჯინჭარაძის აზრით, თუ უცხოელებს ინვესტიციის განხორციელება სურთ, შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება. საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების შემოდინების შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს. ჯერჯერობით მათი აქტივობა ისედაც მინიმალურია.

იმისათვის, რომ მიწა მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს და სოფლის მეურნეობის სექტორიც წამოიწიოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ფლობენ, საშეღავათო სისტემის შემუშავება იგეგმება. „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების მიზანი სოფლად მაცხოვრებელთათვის იაფ ფულად რესურსზე მეტი წვდომის შესაძლებლობების გაჩენაა.

„ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა ვინაიდან ბიუჯეტთან ექნება შეხება, ამას დასჭირდება კონსულტაციები ეკონომიკურ გუნდთან და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოვადგენთ ჩვენს ვარიანტს. ვფიქრობ, ქართველ გლეხს მოტივაცია აკლია, რადგან ამ მხრივ მუშაობა სულ რაღაც 4-5 წელია შევქმენით და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დარგში სრულფასოვანი მოტივაცია იყოს და ურბანიზაცია შევაჩეროთ, რაც შეიძლება მეტად დავამაგროთ გლეხი სოფელში და რაც შეიძლება, მეტად იყოს ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი“, - განმარტა დანელიამ და დასძინა, რომ მიწის დასამუშავებლად მოტივაციის შექმნა აუცილებელია.

 

ნანახია - 987

მეგრელი

2017-06-16 21:51:11

როგორც მსოფლიოს საბანკო პრაქტიკა მოწმობს განვითარების ბანკი არის სოეციფიკური საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაცია სადაც სახელმწიფო გამოყოფს ფინანსებს ოღონდ ეს გამოყოფილი თანხები უკან ბრუნდება ძალიან დაბალი პროცენტებით. პირველად ეს შექმნეს ფრანგებმა 1816 წელს, როცა გახსნეს ,, შემნახველი სახელმწიფო ფონდი".აზიაში განვითარების ბანკები შეიმნა იაპონიაში (1951 წ) და სამხრეთ კორეაში.ბუნებრივია მიღებული კანონის ,, განვითარების ბანკის" შესახებ.
დღეს ანალოგიური ტიპის ბანკები შექმნილია მსოფლიოს 30 ქვეყანაში მ/ს გერმანია, აშშ , ჩინეთი და ასე შემდეგ.ბელორუსიამ გახსნა , ლუკაშენკო მოხვდა , რომ ამის გარეშე რაც დარჩა სსრკ ან იმას ვერ გადაარჩენდა. ეს არარის სადეპოზიტო ბანკი. ამ ბანკის მიერ დაფინანსება ატარებს უფრო პოლიტიკურ ხასიათს.ეს ბანკი დაფინანსებას ღებულობს სახელმწიფოდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აფინანსებს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების პროექტებს. ილიას საადგილმამულო ბანკი სხვა კი არაფერი იყო შინაარსობრივად. კომერციული ბანკები ორიენტირებულია არიან მოგებაზე და მათ სახელმწიფო ინტერესი ნაკლებად აინტერესებთ. დროზე ხალხნო. დროულად გააკეთედ ეს.

papa

2017-06-17 01:43:46

მეგრელი

როგორ გგონია ეგ ამბავი ამათ არ იციააან??
მერე რომც იცოდნენ რა როო??...
ვერა ხედაავ ....მიწის გაყიდვის აკრძალვის კანონი არ მიიღოთო.. სულთამხუთავებივით თავზე ადგანან..
წელში გამართული ქართველი ან საქართველო მავანთ რომ არ აწყობს... ხომ იცი?
ეს ,,თანამედროვე,, ბანკები და უკუღმა კანონები, სწორედ იმიტომაცაა მოგონილი ქართველი წელში რომ არ გაიმართოს..

ძალიან ძველად აქ თოფაძეს მაგალითი მქონდა მოყვანილი...
გრუბად 2004--ში მსოფლიო ბანკი(ნაჩალნიკი მაშინ შადმან ვალავი იყო) ხორბლის საყიდლად $ 800 მილიონ კრედიტს გვაძლევდნენ(ნაცებმა აიღეს)...თოფაძემ დიდი მადლობა,.... მაგრამ თუ შეიძლება აქედან ცოტას, ერთი 50 მილიონისას ტრაქტორს, შხამქიმიკატებს.. სოფლის მეურეობისათვის რაღაც--რაღაცეებს ვიყიდით,.... ცოტას ჩვენც დავთესავთ, სირცხვილია სუ თქვენს კისეზე ხომ არ ვიქნებითო..
გადაირივნენ--აბა რას ამბობთ, თუ თქვენ დათესეთ და მოიყვანეთ, მერე ჩვენი ხორბალი რაღაში დაგჭირდებათ, ..... არავითარ შემთხვევაშიო...
ასე რომ.. რა და რატომ ხდება, ძაან კარგად იცი
ჰოოდა ამ ყველაფერს რომ შეებრძოლოს ერთი კარგი ქართველი...კარგი ქართველი გვინდა
ან სულაც ,,უპატრონო,,.... ნათესავებიც რომ არა ყავდეს ისეთი, ოღონდ გულით სულით ... ტანსაცმლიანადაც ქართველი..

Maverick

2017-06-17 02:29:14

papa,
"ჰოოდა ამ ყველაფერს რომ შეებრძოლოს ერთი კარგი ქართველი...კარგი ქართველი გვინდა
ან სულაც ,,უპატრონო,,.... ნათესავებიც რომ არა ყავდეს ისეთი, ოღონდ გულით სულით ... ტანსაცმლიანადაც ქართველი.."
-----------------------
კი გვყავდა მაგნაირი ქართველი "დიმიტრი გელოვანი" ჩემო პაპა, მაგრამ "წმ." ედუარდ-გიორგის დასმულმა ფავორიტმა მიხ.უი.ლო საახოვმა "ნავთის რიგში მოაკვლევინა ნაცბოზბანდიტებს"...

ტორი

2017-06-17 11:36:07

პაპა,

გამარჯობა...დაეტ/ყო ფორ.ჯი-ს შენი არყოფნა:)))

ერთი ქართველიო, რომ ამბობ, ერთი ქართველი ამ საქმეს ვერ მოერევა - ძალიან ღრმად გვაქვს შეტოპილი...
რა საქმეშიც ხალხი არ ჩაერთვება, იმ საქმეს გამარჯვების შანსი არ აქვს...

ხელისუფლებას დააკვირდი!!! ყველა შტოს...

როგორც კი თანამდებობებს მიიღებენ, ეგრევე მოფერიანდებინ-მოსუქდებიან...მოტივაცია აღარ აქვთ - მეტს ვეღარ გაიქაჩებიან, ოცნების პიკს მიაღწიეს...
საქმე-საზრუნავი ხომ არ აქვთ და არა:

პოლიტიკურ საკითხებს კოლუმბის ელჩი გვიგვარებს, საკანონმდებლოს - ვენეციის კომისია, სასამართლოს - სტრასბურგი, ეკონომიკურს - მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, კულტურას და ხელოვნებას - აღარ გვაქვს, მაგრამ, რაც დაგვრჩა - მახინჯების სექტა - თვითმარქვია ქართული ბომონდი, მწერლობას - დეისაძე-ბურჭულაძეები...

ჰოოდა, ამდენ "დემოკრატიას" ერთი კაცის/ტანკის/ ძალა ეყოფა?

კუხნებიდან უნდა გამოვიდეთ -მეთქი, ვამბობ...

ლაზი1

2017-06-17 12:32:46

სოფლის მეურნეობაში მსხვილი უცხოური ინვესტიციების იმედი არ უნდა გვქონდეს.
უბრალოდ არ არის ჩვენი სასოფლო სამეურნეო პოტენციალი ამ მხრივ საიტერესო.
ჩვენ ცოტა-ცოტა თითქმის ყველაფერი გვაქვს, რაც ჩვენი მოთხოვნილებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად საკმარისია (თუ გონივრულად გამოვიყებებთ) მაგრამ, დიდი ინვესტიციისათვის არა. ჩვენ მიწებს უცხოელები ძირითადად უძრავი ქონების სახით ყიდულობენ, დროში სარფიანად გაყიდვის მიზნით. ერთად ერთი, ჩაის კულტურაა სადაც მეტ ნაკლებად მასშტაბური ბიზნესი შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ ეს სფერო უკვე იმდენად არის მონოპოლიზებული და თანაც ქიმიურ რელსებზე გადასული, რომ არც ამით ინტერესდებიან მაიცდამაინც.
ასე რომ, ჩვენი მიწა მხოლოდ ჩვენთვის არის მარჩენალიც და თვითმყობადობის საწყისიც. თანაც უფალმა მისი მოვლა-პატრონობა, ჩვენ ამ მიწის აბორიგენებს დაგვავალა.
ნუ განვუგებით უფალს. ნუ შევაჩეჩებთ ჩვენს მიწას სხვას.
სხვის მიწას კაცი ვერ შეიყვარებს, ის მითვის მხოლოდ სარგებლის წყარო იქნება და მეტი არაფერი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80