იცით თუ არა, რომ...
სხვადასხვა

იცით თუ არა, რომ...

იცით თუ არა, რომ...
for.ge

2017-06-17 11:11:15

თითქმის ყველა ქვეყანაში დაფასებულია ვარდკაჭაჭას მხალეული და დაფქული ფესვების ყავა. მის ნაყენს ასმევდნენ პატარებსაც. უძველეს დროში კი ვარდკაჭაჭა მიჩნეული იყო გათვალვის საწინააღმდეგო საშუალებად. ავიცენა ყველას ურჩევდა, მიეღოთ ვარდკაჭაჭა კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.

ვარდკაჭაჭა შეიცავს ინულინს - ნივთიერებას, რომელიც აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უშლის წონაში მომატებას, შეიცავს კაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, პექტინებს და სხვადასხვა მინერალს.

ვარდკაჭაჭას ნაყოფის ნაყენი აძლიერებს იმუნიტეტს: 0,5ჩ/კ ხსნად ვარდკაჭაჭას დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გემოვნებით დაამატეთ რძე და თაფლი. მიიღეთ დილას. სხვათა შორის, 100გ ვარდკაჭაჭა სულ 45 კკალორიას შეიცავს.

შტოში ბუნების ნამდვილი საუნჯეა: შველის ავიტამინოზს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ხალხური მედიცინა ოდითგანვე და დღესაც იყენებს პანკრეასის, თირკმლების დაავადების, ჰიპერტონიის, რევმატიზმის, გლაუკომის, ტუბერკულოზის, ათეროსკლეროზის, გაცივებისა და თავის ტკივილის დროს. შტოშის მორსი შეუცვლელი ანტიბიოტიკია. მორსი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: 1ჩ/ჭ შტოშის ნაყოფს დაასხით 0,5ლ თბილი ანადუღარი წყალი და მიიღეთ დღის განმავლობაში.

ყოველდღე, ჭამიდან ჭამამდე მიიღეთ 50-100გ უშაქრო და უთაფლო შტოში. დაიხსომეთ: შტოში არარეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ანთების დროს.

ზოგიერთი ოთახის მცენარე არცთუ უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ მძაფრსუნიანმა მცენარეებმა შეიძლება გამოიწვის თავის ტკივილი.

მაგალითად, ოლეანდრი და რძიანა ტოქსიკურია, ამიტომ არ არის სასურველი მათი ბავშვის ოთახში დადგმა. არც ჟასმინის ოფისში გახარებაა სასურველი, რადგან მისი სურნელება ხელს უშლის ყურადღების კონცენტრირებას, აქვეითებს რეაქციას, მირტი და ბალბიფოთოლა იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

 

 

ნანახია - 406

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80