„რამდენი მეჩეთიც მოითხოვეს, იმდენი გაიხსნა. ამ დროს ვინმემ დააყენა აზერბაიჯანში ქართული ეკლესიების საკითხი სახელმწიფოს დონეზე?“
საზოგადოება

„რამდენი მეჩეთიც მოითხოვეს, იმდენი გაიხსნა. ამ დროს ვინმემ დააყენა აზერბაიჯანში ქართული ეკლესიების საკითხი სახელმწიფოს დონეზე?“

„რამდენი მეჩეთიც მოითხოვეს, იმდენი გაიხსნა. ამ დროს ვინმემ დააყენა აზერბაიჯანში ქართული ეკლესიების საკითხი სახელმწიფოს დონეზე?“
მანანა ნოზაძე

2017-06-19 12:02:59

საინგილოში, კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია უკვე მერამდენედ გახდა შეურაცხყოფის ობიექტი. ეს ის ეკლესიაა, სადაც წლების მანძილზე მხოლოდ გიორგობა დღეს უშვებდნენ ქართველ მრევლს. მართლმადიდებელ მღვდელს კი იქ წირვის ჩატარების უფლებას მხოლოდ 40-წუთიანი ლიმიტით აძლევდნენ.

ამჯერად ქურმუხის ეკლესიამ იმით მიიპყრო ყურადღება, რომ აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია arb-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტიც გადაიღეს ქურმუხის ტაძარში. სწორედ ამ ტაძარში შესული ახალგაზრდა მამაკაცი შეუფერებელი მანერით ასრულებს შუბერტის „ავე მარიას“.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანულ მხარეს მიმართა და მათ სულიერ ლიდერს შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესაც მომხდარი ფაქტის დროული მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება სთხოვა არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

მით უფრო, რომ, საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. 2015 წელსაც ტელეკომპანია atv-მ სწორედ ამ ტაძარში გადაიღო მკრეხელური შინაარსის კლიპი. ეს მაშინ, როცა ქურმუხის ტაძარი, ეს უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავი აღიარებულია, როგორც მართლმადიდებლების, ისე მუსლიმანების მიერ.

„ამიტომაც გაუგებარი და დიდად საწყენია, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში. გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში დაიდო ინფორმაცია, თუ როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საინგილოში არსებული რთული ვითარების შესახებ For.ge გასულ წლებშიც წერდა. იმ პერიოდში ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს ჩრდილი მიაყენა იმ ფაქტმა, რომ საინგილოში მდებარე ქართული კულტურის სახლი დაიწვა და აბსოლუტურად განადგურდა, იგივე მდგომარეობაა დანგრეულ ქართულ ცენტრთან მიმართებითაც. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას უქმნიდნენ ეთნიკურ ქართველებს, რათა შვილებისთვის ქართული სახელები არ დაერქმიათ, მათ მეტრიკაში არ უწერდნენ ქართულ სახელებს. ხალხი დაშინებული იყო, ამ თემაზე არ საუბრობდა, ფოტოაპარატით გამოჩენილ ადამიანს კი მაშინვე მიჰყვებოდა აზერბაიჯანის სპეცსამსახურის თანამშრომელი და ქართული ეკლესიის ფოტოების გადაღებას უკრძალავდა.

უფრო მეტიც, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ ამ ეკლესიის რესტავრაცია მოახდინა, მას წააწერა, თითქოს იგი მე-13 საუკუნის ალბანური წარმოშობის ძეგლი იყო.

რა ფაზაში გადადის ჩვენი ურთიერთობა აზერბაიჯანთან და რა სარგებელი მოაქვს „ცალმხრივ მეგობრობას“, რომელიც რელიგიურ დამოკიდებულებასაც სცილდება?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქურმუხის ტაძარში მომხდარი ფაქტი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება. ქვეყნის სუვერენიტეტი კი არ განისაზღვრება მხოლოდ სამხედრო აგრესიით ან ტერიტორიის წართმევით. ამდენად, კარგი და აუცილებელი იყო საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება, მაგრამ აქ მთავარია, ჩვენმა სახელმწიფომაც თქვას თავისი სიტყვა. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, უმცირესობის თუ უმრავლესობის დაცვას, ეროვნულ თუ რელიგიურ გრძნობებს, აქ მხოლოდ ეკლესია არ უნდა იყოს ჩართული. ბოლოს და ბოლოს, ტერიტორია სახელმწიფოსია და ამას ემატება ეროვნული თუ რელიგიური ღირსების გრძნობის შეურაცხყოფა.

„მეც ვნახე ეგ კლიპი, აზერბაიჯანელი ბიჭი „ავე მარიას“ ასრულებდა, გროტესკულადაა გაშარჟებული, თანაც, საშინლად უგემოვნოდ. ეს ძლიერ შეურაცხმყოფელია. თუმცა არა მგონია, ჩვენმა სახელმწიფომ უკმაყოფილება მკვეთრად გამოხატოს. დღეს აზერბაიჯანთან ისედაც გაუგებარი სიტუაცია გვაქვს ამ ჟურნალისტის გადამკიდე, რომლის შესახებაც არ ვიცით, ჟურნალისტია თუ არა. უფრო ფანტომასად იქცა. ყველამ კარგად ვიცით, საინგილოში შესვლისას როგორ პრობლემებს უქმნიდნენ ქართველ მომლოცველებსა და სასულიერო პირებს. მაშინ ჩვენც შეგვიძლია ადეკვატური ღონისძიებები გავატაროთ საქართველოში. თანაც, მუსლიმანები ჩვენთან უფრო მეტნი ცხოვრობენ, ვიდრე ქრისტიანები აზერბაინჯანში. ამიტომ ეს უკვე სახელმწიფოს საკითხია და ხმა უნდა ამოიღონ. ტერიტორიების საკითხი ასე იოლად ვერ გადაწყდება. აზერბაიჯანი ერთ მტკაველ მიწასაც არ დათმობს, გინდაც ცხრაჯერ ვუმტკიცოთ, რომ ეს ტერიტორია ისტორიულად ჩვენია, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები. თუკი აზერბაიჯანი ასე იქცევა, ჩვენ მაინც უნდა ვიძახოთ, რომ ის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და ამიტომ ვერ ვაწყენინებთ? ასე თურქეთიც სტრატეგიული მოკავშირეა, ამიტომ დიდგორობას ვერ აღვნიშნავთ?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე და მიიჩნევს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა და უგულებელყოფა სწორედ ყოველდღიურ წვრილმანებში იკვეთება.

ქვეყნის სუვერენიტეტი იმდენად მგრძნობიარე მატერიაა, რომ აქ არ არსებობს წვრილმანი და მსხვილმანი. აქ უკვე პრინციპულია, საკუთარ სუვერენიტეტს იცავ თუ არ იცავ, მეზობლები შენს სუვერენიტეტს პატივს სცემენ თუ არ სცემენ.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სიტყვიერად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობაა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ, სამწუხაროდ, აზერბაიჯანს ალბანიზაციის თეორია აქვს აღებული, რაც არანაირი მეცნიერული თვალთახედვით არ დასტურდება. აბსურდია, თითქოს ქართული ქრისტიანული ძეგლები აზერბაიჯანელების წინაპრების-ალბანელების ქრისტიანული კულტურის ძეგლებია. ამიტომ ყოველნაირად ცდილობენ, აზერბაიჯანში წაშალონ ქართული კვალი.

„ახლა კლიპები გადაიღეს. უფრო ადრე კი ჩაატარეს რესტავრაცია გიშის ეპარქიაში, სადაც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროიდან დაარსებული საეპისკოპოსო იყო და მეექვსე საუკუნის ტაძარი იდგა. რესტრაციის შემდეგ ამ ძეგლს დააწერეს „პამიატნიკ ალბანსკოი არქიტექტური“. იგივე გააკეთეს ქურმუხის ეკლესიასთან მიმართებითაც, ხან გამოაგდებენ იქიდან მღვდელს, ხან კარებს აუჭედავენ. რაც დრო გავა, მათი თავგასულობა უფრო იმატებს და უარესად მოექცევიან არა მხოლოდ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს, არამედ -ქართულ მოსახლეობასაც. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს, არც ერთ დონეზე ასეთ საკითხებზე ხმას არ იღებდა, ყოველთვის თვალს ხუჭავდა და მიდიოდა დათმობაზე.

როდესაც საქართველოში აზერბაიჯანელები მეჩეთებს ხსნიან, კენჭი რომ ჩამოაგდოს ვინმემ იმ მეჩეთიდან, ერთი ამბავი ატყდება. კი ბატონო, ეროვნული უმცირესობების უფლებები დაიცვან, მაგრამ საინგილოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც, სინამდვილში, ისტორიულ საქართველოში ცხოვრობენ, ვინ დაიცავს? საინგილო ხომ ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ გადაეცა აზერბაიჯანს, თორემ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. მეფის რუსეთის დროსაც ეს იყო ზაქათალის ოკრუგი, რომელიც თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ორჯონიკიძემ აზერბაიჯანელი ბოლშევიკების თხოვნით გააჩუქა ეს ტერიტორია. ზოგიერთებს სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს სტალინმა არაფერი იცოდა, მაგრამ სტალინის გარეშე არაფერი კეთებოდა. სტალინი საბჭოთა იმპერიას აშენებდა. ის იყო უშუალო მონაწილე იმ სხდომებისა, როდესაც ლორე-ტაშირი გადაეცა სომხეთს“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.

მანვე მოითხოვა, ჩვენმა ხელისუფლებამ კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ოფიციალურად დააყენოს ეს საკითხი ისევე, როგორც საკითხი დავით გარეჯთან მიმართებით. ამის საწინააღმდეგოდ, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომღაც იძლევა განმარტებებს, თითქოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, უდაბნო და ჩიჩხიტური საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიაა.

ისტორიკოსს აინტერესებს, ნუთუ ეს ტერიტორიაც გადასცეს აზერბაიჯანს?! ეს ხომ დათმობითი პოლიტიკა იქნება?! ამიტომ ასეთი საკითხები ფაშა-ზადეს კი არა, სახელმწიფოს დონეზე გადასაწყვეტია. ამას საპასუხო რეაქცია უნდა მოჰყვეს.

„რამდენი მეჩეთიც მოითხოვეს, იმდენი გაიხსნა. ამ დროს ვინმემ დააყენა აზერბაიჯანში ქართული ეკლესიების საკითხი სახელმწიფოს დონეზე? არავის დაუყენებია. მალე საინგილოს ქართველების გააზერბაიჯანელებასაც მოითხოვენ, მიაღწევენ კიდეც ამას, ისეთ დღეში არიან საინგილოს ქართველები. თავის დროზე, იქ როცა ვიყავი, ინგილოები გვეხვეწებოდნენ, ჩქარა წავიდეთ აქედან, არავინ დაგვინახოს, ჩვენ რომ აქ ვართ ამოსულებიო. ისეთი შეშინებულები იყვნენ. რატომ არ ვიცავთ ჩვენს თანამოძმეებს?!“ 

ნანახია - 1432

თენგო

2017-06-19 15:01:17

რაღაცა /გვ/ჭი/რს/.ჩვენში ძალიან კარგად ხარობს /უც/ხო//თე/ს/ლი/!!!

თენგო

2017-06-19 15:04:49

ეს პარადოქსი თუ ქართული ე.წ. "ტოლერანტობა" ჩვენს მთავრობას საერთოდ არ აღელვებს!!!

თენგო

2017-06-19 15:08:22

25 წელია მთლიანად ქართველი ხალხი განიცდის //გე/ნო/ცი/დს/-არა მხოლოდ აფხაზეთი და
ცხინვალის რეგიონი - ფაქტი სახეზეა!!!

თენგო

2017-06-19 15:10:23

არ აღელვებს მთავრობას არც ჩვენი დემოგრაფიული /კო/ლაფ/სი/!!!

თენგო

2017-06-19 15:12:28

ამ დროს ეს /მა/რაზ/მი/ და მე ვიტყოდი /ტრა/გე/დია/ უკვე 27 წელია გრძელდება!!!

თენგო

2017-06-19 15:19:16

გამოსავალი რომ ვეღარ დავინახე უკვე /ჰო/მო/ფო/ბად/ ჩამოვყალიბდი!!!
მაგინეთ ეხლა /ლი/ბე/რას/ტე/ბო/ ,მაგას მიჩვეული ვარ ,მაგრამ ქვეყანას რა /ეშ/ვე/ლე/ბა/???!!!

თენგო

2017-06-19 21:42:57

აქედან მომდინარე ,აზერბაიჯანში რა ხდება ,ეს საერთოდ რუსები რომ /იტ/ყვ/იან/-დო ლამპოჩკი!!!

Maverick

2017-06-20 04:52:50

თენგო,
ცვედანი ხელისუფლება, ცვედან პოლიტიკას ატარებს და დაჩინჩვლის უნარიც არ აქვს...

Toni

2017-06-20 16:16:35

მაგ ტერიტორიებს ვიღა დაგიბრუნებს, ასე რომ აქ გაჯეჯილებულ აზერებსაც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ჰერეთში ექცევიან ქართველებს – ყველას გვარი და სახელი ქართული მივცეთ, ყველა მეჩეთი რომელიც უკანონოდ აქვთ აშენებული დავუხუროთ და აზერბაიჯანული ენის ჭაჭანება უნდა გაქრეს მაგ ადგილებში. მერე ეგება მიხვდნენ რა და როგორ, მაგრამ ჩვენი იმპოტენტი ხელისუფლება მაგის გამკეთებელია?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80