„სოფლის მეურნეობის 1%-ით განვითარება სხვა დარგების 3-4%-ით განვითარებას იწვევს“
ბლოგი

„სოფლის მეურნეობის 1%-ით განვითარება სხვა დარგების 3-4%-ით განვითარებას იწვევს“

„სოფლის მეურნეობის 1%-ით განვითარება სხვა დარგების 3-4%-ით განვითარებას იწვევს“
მანანა ნოზაძე

2017-06-19 18:00:10

საქართველოში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, სტატუსის აღდგენა. ბოლო წლების მახინჯი ტრადიციიდან გამომდინარე, სოფელს აღარ შეუძლია იმ სიკეთით სარგებლობა, რაც მას საუკუნეების განმავლობაში ეკუთვნოდა. როგორ წავახალისოთ სოფლად მოსახლეობის დამკვიდრება და როგორ ვაქციოთ ქართული სოფელი სამართალსუბიექტად, ამის შესახებ For.ge ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

„მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, მთელი ქვეყანა იქცეს ერთ დიდ ქალაქად, მაგრამ არც ის შეიძლება, მთელი სოფლის მეურნეობა საბჭოთა მენტალობაზე იყოს დაფუძნებული. ამიტომ თანამედროვე მეთოდებით უნდა ხდებოდეს სოფლების განვითარება და ბიოლოგიურ-ეკოლოგიური მეურნეობების წარმოება.

მისივე განმარტებით, ზოგადად, მსოფლიოში 5 ჰექტარი მიწა მცირედ ითვლება და საუბარი არც არის 0,5 და 0,6 ჰექტარზე, რაც საქართველოშია. უცხოეთში ყველამ იცის, რომ მცირე ნაკვეთით ადამიანი ვერ იცოცხლებს. ამდენად, მთლიანად უნდა შეიცვალოს მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ.

„ჩვენთან დიდი ინდუსტრიები ვერ შეიქმნება, ჩვენ არ ვართ ასეთი მასშტაბის ეკონომიკური განვითარების ქვეყანა. ამიტომ ჩვენი ქვეყნის შესაბამისად უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და არა ისე, რომ ყველგან ჰიდროელექტროსადგურები შენდებოდეს, კლიმატი იცვლებოდეს და ხალხი სოფლიდან გარბოდეს. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მცირე მიწით გლეხისთვის ცხოვრება რთულია. ამიტომ უნდა მოხდეს მიწების გამსხვილება, კოოპერატივების შექმნა. ალბათ, ეს არის გამოსავალი. ყოველ შემთხვევაში, სხვა ქვეყნების მაგალითები ამას აჩვენებს. დღეს კარგი პროგრამები ხორციელდება, მაგრამ უფრო დახვეწილი მიდგომებია საჭირო. ადგილზე უნდა განვითარდეს ის ტრადიციული წარმოება, რაც საქართველოს კონკრეტული რაიონისთვისაა დამახასიათებელი. თუკი კარგი საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობები ექნებათ, ადამიანებს სულაც არ სჭირდებათ დედაქალაქისკენ გამოქცევა. ქვეყანას, რომელსაც ასეთი შესანიშნავი კლიმატური პირობები აქვს, პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. ყველა რეგიონს უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია“, - აღნიშნა რუსუდან სიმონიძემ For.ge-სთან საუბარში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, სტატუსი. ქართული სოფელი უნდა ვაქციოთ სამართალსუბიექტად და სოფელში აღვადგინოთ სათემო საკუთრება. ანუ სოფელს, როგორც ტერიტორიულ ერთეულს, და იქ მცხოვრებ მოსახლეობას უნდა გააჩნდეს სოფლის ტერიტორიაზე არსებული მიწებით (ტყეებით, საძოვრებით) სარგებლობისა და ფლობის უფლება. ქართული სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას უცხოელზე კი არ უნდა ასხვისებდეს, არამედ, თუ რომელიმე მიწაა დარჩენილი, ისევ საქართველოს მოქალაქეებზე უნდა მოახდინონ მისი პრივატიზაცია, ხოლო სოფელს სათემო ფლობასა და სარგებლობაში უნდა ჰქონდეს თავისი მიწა. თემის ჩართულობისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფომ მიწა არ უნდა გაასხვისოს.

„დღეს მთავარი ამოცანაა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შენარჩუნება და იქაური ყოფითი პირობების მიახლოებითი მიყვანა ქალაქურ, ანუ ურბანულ კომფორტთან. სოფლად ცხოვრების ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომელიც მიახლოებული იქნება ქალაქური ცხოვრების პირობებთან. ანუ სოფლად უნდა იყოს განათლების, ჯანმრთელობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, უნდა იყოს სკოლა, ბაღი, კლუბი, კავშირგაბმულობა, ფოსტა, გაზი, ელექტროფიკაცია, სასმელი თუ სარწყავი წყალი, ტრანსპორტი და ა.შ. სოფლისთვის ფუნქციის დაბრუნება უმთავრესია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფომ მაკოორდინირებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს სოფლისა და აგრარული პროდუქციის განვითარების საქმეში. სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ გარდა რჩევისა, თუ საჭირო გახდა, სოფლად ფინანსური სუბსიდირებაც უნდა მოახდინოს. საბიუჯეტო ასიგნებები სოფლის მეურნეობაში ეტაპობრივად 10%-მდე უნდა გაზარდოს, ჯერ 5%-ით, მერე 7%-ით, შემდეგ კი 10%-ით. მთელ მსოფლიოში ეს სფერო სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად მხარდაჭერილია. თანაც, ამას სახელმწიფოები ჩუმად კი არ აკეთებენ, არამედ ამის ლეგიტიმაციას ახდენენ. ხელისუფლებები ოფიციალურად ეხმარებიან სოფელს, რადგან ამას იმხელა მულტიპლიკაციური ეფექტი გააჩნია, რომ სოფლის მეურნეობის 1%-ით განვითარება სხვა დარგების 3-4%-ით განვითარებას იწვევს.

დღეს საქართველოში არათუ გლეხკაცი, არამედ რამდენიმე ადამიანის გარდა, ყველა ადამიანი არაკონკურენტუნარიანია ღია ბაზარზე გატანილი ქართული მიწის მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით. თუმცა განათლებული და ერზე მზრუნველი მთავრობა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლითაც მოახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღორძინებას, სოფლის განვითარებას“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, მთასა თუ ბარში გლეხკაცის შენარჩუნება გადაწყვეტს უმთავრეს პრობლემას, რაც სურსათს, კვებას, კაცობრიობის არსებობას უკავშირდება. ეს კარგად იცოდა ილია ჭავჭავაძემ, როცა ამბობდა, ჩვენი ქვეყანა მთიანი ქვეყანაა, საქართველოში მთას 53% უჭირავს, ხოლო წინა მთას - 33%-იო. ამიტომ ამ ზონაში მეცხოველეობის განვითარება და შესაბამისი პროდუქციის წარმოება ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადამწყვეტიაო. ეს გახლავთ თავდაცვითი, სასაზღვრო ფუნქციის და, ამავე დროს, სოფლად მოსახლეობის დამაგრების ფუნქციის მქონე. ის კი არ უშველის მთაში მცხოვრებ კაცს, რომ შენ მხოლოდ 216 ლარს აძლევ ბარში მცხოვრებისგან განსხვავებით, არამედ აგრარული ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს მთაში მცხოვრებ ადამიანს. დღეს ქვეყნის ტერიტორიის 53%, ანუ მთიანეთი, პრაქტიკულად, აგრარული ბალანსის ფორმირებიდან ამოვარდნილია. მთაში მცხოვრები კაცი უფულო და ღარიბია, მაგრამ მაინც არსებობს, რადგან ძროხა და ცხვარი ჰყავს.

„ის კი არ არის მთავარი, შენ თუ მთაში იცხოვრებ, სურათს გადაიღებ და მანახებ, რომ ძროხას წველი, მაშინ შენ გაგათავისუფლებ გადასახადისგან. მთას უნდა დაეხმარო და გააკეთებინო ვერტიკალური ინტეგრაციის კოოპერაციული გაერთიანებები. ამისთვის ფული უნდა გამოყო, რომ იქ გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას, სუფთა ბიოპროდუქცია აწარმოონ და ამის რეალიზაციაში უნდა დაეხმარო ადგილობრივებს. ახალგაზრდა ოჯახების შექმნას უნდა შეუწყო ხელი, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინო. ამისთვის მთელ მსოფლიოში ფინანსურად უზრუნველყოფილ სახელმწიფო პროგრამებს ადგენენ. ჩვენ კი არარაციონალურად ვიყენებთ ჩვენს რესურსებს“, - მიიჩნევს პაატა კოღუაშვილი და ცხელ ზაფხულთან ერთად დიდ სიძვირეს პროგნოზირებს.

ექსპერტის აზრით, არც შემოდგომა იქნება დალხინებული, ზამთარი კიდევ უფრო უარესს გვპირდება, რადგან დაისეტყვა, განადგურდა ყველაფერი. მისივე აზრით, სწორი, ოპტიმალური, რაციონალური გადაწყვეტილებები მხოლოდ ფიქრით მიიღება. ხელისუფლებას ფიქრი არ უნდა, მარტო კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნა კი საკმარისი არ არის.

 

ნანახია - 888

თენგო

2017-06-20 12:27:19

ქართველი ერი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სოფელმა ე.ი.გლეხმა გადაარჩინა!!! ის იყო
სარჩოს მომყვანიც, მეომარიც და ერის გამამრავლებელიც,მართმადიდებლობის , ზნეობის და ტრადიციების შემნარჩუნებელიც
და დღეს რომ საქართველო არსებობს მათი უდიდესი მადლობელი უნდა ვიყოთ!!!

თენგო

2017-06-20 12:34:58

მასთან შედარებით ქალაქი ყოველთვის იყო ძირითადად ვაჭრობის ,მევახშეობის და სხვა ძირითადად
/პა/რა/ზი/ტუ/ლი/ საქმიანობის ადგილი ,ამას ვხედავთ დღესაც ოღონდ გაცილებით დიდ
მასშტაბებში!

თენგო

2017-06-20 12:41:53

ამიტომაც თუ მთავრობამ დროზე არ/გამ/ოიღვიძა საქართველო /ვ/ერ/ გადარჩება ,დრო ძალიან ცოტა
დარჩა!!!

თენგო

2017-06-20 12:50:21

რაც შეეხება იმ ე.წ. "პოლიტიკოსებს" /გოც/ირი/კე/ბს/ , /ფა/ლო/სე/ბს/და მათსხვა /ამფ/სონ/ებს/,
რომლებიც ამბობენ რომ ქართული მიწა უცხოელებზე უნდა გაიყიდოს, ისინი ამ მიწას ზურგზე ხომ არ
მოიკიდებენო ,სამწუხაროდ ჩვენ ამის ბევრი მაგალითები გვაქვს!!!

თენგო

2017-06-20 13:01:38

არ /მო/იკი/დეს/ /ზუ/რგ/ზე საინგილო ან ლორე-ტაშირი!!!
ან ტაო და იმერხევი!!! ან დვალეთი და ცხინვალის რეგიონი ან აფხაზეთი!!!

თენგო

2017-06-20 13:03:35

არ აპირებენ ქვემო ქართლის ,ჯავახეთის თუ აჭარის მოკიდებას!!!

თენგო

2017-06-20 14:57:19

არ აპირებენ???????!!!!!!!!!!! კი აპირებენ და მაგრადაც მუშაობენ!!! გავიღვიძოთ,დროა!!!!!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80