„ჯერჯერობით რაც იკვეთება, ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის კონტურებია“
პოლიტიკა

„ჯერჯერობით რაც იკვეთება, ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის კონტურებია“

„ჯერჯერობით რაც იკვეთება, ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის კონტურებია“
ლალი ზირაქიშვილი

2017-07-05 14:00:27

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა 7 ივლისს, ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა და მოგვიანებით, თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას.

მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

ეს შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მას ეწინააღმდეგებოდა. ახლა ცნობილი ხდება, რომ შეხვედრა შედგება - რა შეიცვალა?

- აქ საუბარია ბევრად უფრო გლობალურ თემებზე - ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე, ეს შეხვედრა ამ მხრივ არის ძალზე მნიშვნელოვანი და არა ორი ქვეყნის ურთიერთობის კონტექსტიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთიც და ჩინეთიც არიან პარტნიორები, ორივე იბრძვის ჰეგემონობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტებიც გააფორმეს.

მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში ტრამპისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრები იმართება გერმანიაში, ზუსტად იგივე ფორმატში, ხოლო შემდეგ უკვე შედგება აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ანუ აქ უკვე იკვეთება დიპოლარული სამყაროს შექმნის კონტური, ოღონდ აქ ოთხ პოლუსზეა საუბარი, რომელიც ორ ბანაკად გვევლინება - ჩინეთი და რუსეთი და ამერიკა და ევროკავშირი.

ამით უკვე დასტურდება, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და კვადრიპოლარული სამყაროს კონტურების მოხაზვა ხდება.

საინტერესოა, რომ ახალი მსოფლიო გადანაწილების პირობებში დღის წესრიგის თემებია ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან, უკრაინისა და სირიის თემები და სამწუხაროდ, საქართველო დღის წესრიგში ვერ მოხვდა.

ეს ცუდია თუ კარგი, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო დღეს არ არის გლობალური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი. როგორც ჩანს, საქართველოს საკითხი ამ დონეზე მნიშვნელოვანი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შევიდოდა მსოფლიოს წამყვანი აქტორების სასაუბრო თემების ნუსხაში.

საქართველო იმყოფება ახალი ცივი ომის საზღვარზე - ფაქტობრივად, ჩვენს ტერიტორიაზე ვითარდება ეს ომი. ისე, როგორც უკრაინა, კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა წარმოადგენს ცივი ომის საზღვარს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში.

ის, რომ საქართველოს საკითხი არ იხილება, შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც, გააჩნია, ვინ რა კუთხით შეხედავს საკითხს.

საქართველოშიც საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა - ერთი მხრივ, ჩინეთთან ღრმავდება პარტნიორული ურთიერთობები, მეორე მხრივ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ევროკავშირი და ამერიკა. თუ ოთხპოლუსიან მსოფლიოზე იქნება ლაპარაკი, როგორც ჩანს, ჩვენს საგარეო პოლიტიკაშიც საჭირო გახდება გარკვეული ბალანსის ან რაღაც წესრიგის შემოტანა?

- საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის კომპლიმენტალური - ამას ჯერჯერობით სხვას ვერაფერს უწოდებ, ანუ გამოკვეთილია ჩინური და დასავლური ვექტორები - აღმოსავლეთისკენაც ვიყურებით და კურსი დასავლეთისკენ გვაქვს აღებული.

ჩინეთი რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ეს დადასტურდა არაერთი დოკუმენტით და მაღალი დონის შეხვედრებით, პლუს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. რუსეთის მიმართ გვაქვს არჩეული არგაღიზიანების პოლიტიკა და თითქოს ჩინეთთან ურთიერთობა ამ მიმართულებით გვეხმარება.

რაც შეეხება დასავლურ ვექტორს, ის დიდი ხანია, არის საზოგადოებრივ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე აღიარებული.

გერმანიის შს მინისტრი ვარაუდობს, რომ რუსეთი შეეცდება გერმანიის არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა, ისევე, როგორც ამერიკასა და საფრანგეთში უკვე ჰქონდა მსგავსი მცდელობები - რა არის რუსეთის მიზანი? - მოკავშირეების მოყვანა ხელისუფლებებში მეტისმეტად თავხედური და მარტივი ფორმულა იქნებოდა...

- ერთადერთი მიზანი არის ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებში ბზარის შეტანა - ამერიკაში მოახერხა არეულობის შეტანა, მთელი პოლიტიკური სისტემა თავდაყირა დააყენა, რომელიც დღემდე ვერ მოსულა გონს - ეს რუსეთის სპეცსამსახურების და ხელისუფლების წარმატებული ჰიბრიდული შეტევის შედეგია.

რაც შეეხება ევროკავშირს, რუსეთი აგრძელებს მასზე ანალოგიური ზეწოლის განხორციელებას.

შეიძლება პროგნოზირება, რომ ჰამბურგის შეხვედრის შემდეგ გარკვეულ საკითხებში მეტი სიცხადე შევა?

- ჯერჯერობით რაც იკვეთება, ეს ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის კონტურებია - დანარჩენი, ალბათ, უკვე თანდათანობით გამოჩნდება. 

ნანახია - 2426

ამაპოლა

2017-07-05 14:46:15

კომპლიმენტა-რული, აგრა-რული და ა.შ.

მეგრელი

2017-07-05 15:52:27

გერმანიის შს მინისტრი ვარაუდობს, რომ რუსეთი შეეცდება გერმანიის არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა, ისევე, როგორც ამერიკასა და საფრანგეთში უკვე ჰქონდა მსგავსი მცდელობები -
----------------------------------------------------------------------------------
სნნ ჟურნალისტები გაანთავუფლა. ბატონმა ტრამპმა კი თავის ტვიტერში ამას კომენტარი ასე გაუკეთა.

Donald J. Trump ✔ @realDonaldTrump
Wow, CNN had to retract big story on "Russia," with 3 employees forced to resign. What about all the other phony stories they do? FAKE NEWS!
14:33 - 27 Jun 2017

ფხიზელი

2017-07-05 17:13:49

ამაპოლა,
დავდებ აქ "ორთოგრაფიული ლექსიკონის" ბმულს - http://ena.ge/
მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ გამოიყენებენ ავტორები:)
არადა, ძალიან ხშირად სჭირდებათ ამგვარ ლექსიკონებში ჩახედვა!..

ფხიზელი

2017-07-05 17:23:14

ვ.მაისაია:
"აღმოსავლეთისკენაც ვიყურებით და კურსი დასავლეთისკენ გვაქვს აღებული."
--------------------
აჰა, ე.ი. აღმოსავლეთისკენ ვიყურებით და დასავლეთისკენ მივდივართ?..

კი გვეტჸობა, სხვათა შორის, უკუსვლით რომ მივდივართ დასავლეთისაკენ :)))))

ფხიზელი

2017-07-05 17:26:51

მაგრამ ხანახან მაინც დავიხედოთ ძირს, ფეხი არაფერს წამოვკრათ, როგორც 08-ში...

natali

2017-07-05 19:24:42

ფხიზელი

http://kvira.ge/339607

აი ამისი ადგილია პარლამენტშია, ჩემი კი "კუხნაში".
მიხვდი ახლა რატომ არ ვიყრი კენჭს?

papaeqsperti

2017-07-05 20:03:00

ნატალი არის არის
ჩვენ ექსპერტის წოდებას მოგანიჭებთ(ნაღდად გეკუთვნის) თანაც დამსახურებული ექსპერტის და მერე როგორც ექსპერტი ისე შეხვალ პარლამენტში...რითია ცუდი..??
ეხლა მარტო კუხნის ექპერტი ხარ(ისე არაა ეგ ცუდი ხელობა) და მერეეეე.... აი მერე ნახე რა ექსპერტი იქნები--- კრუგლი სუტკა სუ ნაირნაირ ტელევიზია და მარიაჟობა გექნება..აქეთ სლუჟებნი მანქანა ..იქით ათასნაირი ლგოტები
მოკლედ კუხნაში დაჟე საჭმელადაც აღარ შეხვალ ...სუ მომართვით ...მომართვითო ძახილში იქნები
მოკლედ კარგად დაფიქრდი, ურიგო საქმეს არ გთავაზობთ ..

natali

2017-07-05 20:08:21

პაპა, ჯერ მასწავლე შენ როგორ მიიღე ეგ წოდება:))))))))))))))))))))

papaeqsperti

2017-07-05 22:02:01

ძალიან მარტივად ...
კოლუმბის დარგში მე თვითონ მივინიჭე ეგ წოდება და მას მერე ვარიგებ მაგ წოდებებს...ოღონდ მთლად ბატიბუტივითაც არა
როგორ ...აქ რომ ,,ექსპერტების,, ინტერვიუებია, იმათთან შედარებით არ ვართ აქაურები ექსპერტებიიიი??
დაჟე მეგრელს ექსპერტთუხუცესის წოდებაც კი მივანიჭე..
ჰოოდა.... აბა ეხლა შენ მაშ არ გეკუთვნის ექსპერტის წოდებააა?
გეკუთვნის .. გეკუთვნის...ჯარში სავალდებულო გაწვევის დარგში, წვრილი მეწარმეების დაცვის დარგში და კიდევ სხვა დარგებშიც..
მოკლედ გეკუთვნის ეგ წოდება--დოლჟნოსტი, გეკუთვნის

მეგრელი

2017-07-05 22:38:31

29 ივნისს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ პუტინი და კისინჯერი. მათი შეხვედრა უბრალოდ ითქვა მეტი არაფერი. არადა შეხვედრა იყო ძალიან მნიშნელოვანი. კისინჯერი დღესაც ითვლება სერიოზულ ფიგურად რომელსაც ანდობენ სერიოზულ მისიებს. ის არის ერთერთი დახურული არაფორმალური კლუბის წევრი (ბილდებერგის კლუბი). მაგალითი. 2016 წლის 3 დეკემბერს ტივანის (ოფიციალური სახხელი :ჩინეთის რესპუბლიკა) პრეზიდენტმა აშშ ახალ პრეზიდენტ ტრამპს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და მათ შორის შედგა საუბარი. 30 წელია აშშ ერთი ჩინეთის პოლიტიკას ატარებს , მართალია ის ეხმარება ტაივანს მაგრამ მას არ ცნობს .ეს ნახევრად აღიარებული სახელმწიფო ცნო 20 ქვეყანამ მ/შ ნაურუ და ტაივანნთან ამათუ იმ ფორმით ურთიერტობა სერიოზული ქვეყნების მიერ სერიოზულ რეაქციას იწვევს პეკინში. ტაივანი მათვის იგივე აფხაზეთია . იმავე დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგ.საქ. მინისტრმა რბილი განცხადება ტრამპისა და ცაი ინვენ შორის შემდგარ საუბარზე. საინტერესო ის არის , რომ იმ მომენტში პეკინში იმყოფებოდა კისინჯერი. ასე რომ ვფიქრობ ტრამპი პუტინის შეხვედრას წინ უსწრებს პუტინი -კისინჯერის მოლაპარაკება.

Maverick

2017-07-06 03:40:18

papaeqsperti,
გილოცავ, სახელოების ჩამორიგება დაგიწყია, არაა ცუდი საქმე, წარმატებებს გისურვებ...
სამშჭობლოში რომ დავბრუნდები, აუცილებლად შეგხვდები, არამარტო შენ, არამედ ყველა ჩვენ თანამოაზრე იუზერს გაშლილ სუფრასთან...

ტორი

2017-07-06 08:21:37

Maverick,

როდის ჩამოდიხარ ძამი?::))))

Maverick

2017-07-06 08:31:02

ტორი, ძამი,

ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ პირველები შენ, პაპა, ფხიზელი, ძველი გვარიიდან ლამე, კომეტა, და მეტს აღარ ვიტყვი რომ ვინმე არ გამომრჩეს...

papaeqsperti

2017-07-06 11:06:54

მავერიკ

ნუ გეშინია დამსახურებული ექსპერტის წოდება შენთვისაც შენახული მაქვს ....
....შენ მარტო ჩამოდი.....გრამოტას სუ საზეიმო ვითარებაში გადმოგცემ

Maverick

2017-07-06 21:14:56

papaeqsperti,

დიდი მადლობა, გაიხარე!

antoni

2017-07-07 10:18:53

ეს 4 პოლუსი მირაჟია - სულ ცოტა ხანში რუსის გაზსა და კალაშნიკოვს მუშტარი შეუმცირდება და რუსეთი ჟირაფივით წაიქცევა
ჩინეთი ეკონომიკურ აქტივობებში თუ მიიღებს მონაწილეობას, თორემ მას სერიოზული შინაური პრობლემები აქვს და მუშტზე ყურებისთვის არ ცხელა.
ევროკავშირს მიგრანტების პრობლემა უფრო და უფრო მოუჭერს მარწუხს
აშშ დღეს არაპროგნოზირებადი ტრამპის ხუშტურზეა დიდწილად დამოკიდებული
ჩემი აზრით ჩრდ. კორეას გააჩუმებენ - ყველას ინტერესშია; ტეროროზმით თემით ივაჭრებენ და ყველა თავის ძირითად სტრატეგიულ ინტერესებს მიხედავს: აშშ ძირითადად ერაყში,სპარსეთის ყურეს, ისრაელსა და საქართველოში; რუსი სულ მალე ჩინეთთან და კორეასთან იძულებით აღმოჩნდება პირისპირ შორეული აღმოსავლეთისა და ალტაისპირეთში
ბებერი ევროპა კი ისევ თავისი სნობისთური მანერით წაეკეკკუცება მიგრანტთა პრობლემებს და ნეოლიბერალიზმს

DDDzia

2017-07-10 12:05:34

antoni
ვერაფერი ვერ გავიგე.
ვინ ვის იძულებით და სად და როდის აღმოჩნდება?
გასაგებია, რომ ოთხპოლუსიანი სამყარო არ არსებობს და არც იქნება, მაგრამ როგორია თქვენი პროგნოზი?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80