პრეზიდენტის ულტიმატუმი მთავრობას
პოლიტიკა

პრეზიდენტის ულტიმატუმი მთავრობას

პრეზიდენტის ულტიმატუმი მთავრობას
თამთა ქარჩავა

2017-07-07 13:00:49

საკონსტიტუციო პროექტი შესაძლოა მთავრობასა და პარლამენტს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება მზად არის საკონსტიტუციო პროექტზე დიალოგი გააგრძელოს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და შემოდგომაზე წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე. თავის მხრივ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს და ფართო კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს დიალოგი და მონახოს ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ შეთანხმება. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან.

„წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა ჩვენ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი.

შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ, გავაგრძელოთ და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცეებზე შეთანხმება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს: „შეჩერება წარმატებული რეფორმის იქნება არასწორი. ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე, შემოდგომაზე“.

მიუხედავად პრემიერის განცხადებისა, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო საკითხებზე დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მთავარობას ულტიმატუმს უყენებს.

„კონსტიტუციურ საკითხებზე რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, საჭირო, აუცილებელი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია შეჩერდეს ან გამოწვეული იქნას პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტი. შესაბამისად, ამის შემდგომ აქვს აზრი დისკუსიას და ამის შემდგომ შესაძლოა გაჩნდეს კონსენსუსისთვის გარკვეული ტიპის რესურსები. შეუძლებელია, საქართველოს კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი მიღებულ იქნას ერთპარტიულად. ეს ვერ იქნება ვერანაირი ლეგიტიმაციის მატარებელი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებისთვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა, ოპოზიციური ფლანგის, მათ შორის პატარა პარტიებს გაძლიერების და არჩევნებზე მეტად წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ვენეციის კომიის პრეზიდენტის, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

ეს კი, კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მმართველი ძალა მზად არის თვითონვე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილელები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ იქნება მხოლოდ მმართველი ძალისთვის ბენეფიტის მიმცემი და შეიქმნას ისეთი პლატფორმა არჩენებისთვის, რომ პლურალიზმი მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოს თვითმართველ ერთეულებში დანიშნულ არჩევნებზე.

„ამ ყველაფრის ფონზე, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნაცნობი ნაბიჯები, კონსენსუსის მიღწევას კი არ იწვევს, არამედ, პირიქით - გახლეჩვას. ერთია, რომ კატეგორიულად მიღებელია კანონპროექტის გამოწვევა და მეორეა, მესამე მოსმენით განხილვისას რის საშუალებას იძლევა პროცედურა. უმრავლესობის მხრიდან უკვე გამოთქმულია თანხმობა და თუ დიალოგის ფონზე მიღწეული იქნება კონსენსუსი, პროცედურების დაცვით შესძლებელია რაღაცა ცვლილება შევიდეს მესამე მოსმენის დროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მიღებულია, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ეს არის ყველაზე კარგი კონსტიტუცია.

„ეს არის ქვეყნის დემოკრატიულობის უზრუნველყოფის კუთხით გადადგმული დიდი ნაბიჯი. აი, ამ კონკრეტულ სიბრტყეში თუ იქნება კონსენსუსი მიღწეული გარკვეულ საკითხებზე, ძალაინ კარგი იქნება. თვითონ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროსაც კი, უამრავი შემოთავაზება, რომელიც ოპოზიციური პარტიებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, კონკრეტულად კონსტიტუციონალისტებისგან მოდიოდა, გაზიარებული იქნა უმრავლესობის მიერ, რომელიც აისახა საკონსტიტუციო ცვლილებებში“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ გაუგებარია რისთვის იბრძვის ოპოზიცია და რა შეიცვლება საკონსტიტუციო რეფორმის თავიდან დაწყებით. მისი თქმით, გაუგებარია რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია დიალოგის დაწყებას და მაჟორიტარულ სისტემას.

„გაუგებარია პრეზიდენტის შეთავაზება. თავიდან დაწყებით რა იცვლება? უნდა მივიდნენ იმ წერტილზე, რაზეც დღეს არიან - მივლენ და ისევ გამოცხადდება, რომ თავიდან დაიწყონ. ასე უნდა დავიწყოთ თავიდან იქამდე, სანამ ვისაც მობეზრდება არ იტყვის თავი დამანებეთ, რაც გინდათ ის ქენითო. ოპოზიციას დაბალი რეიტინგი აქვს და სწორედ ესაა მიზეზი მათი დაუმრჩილებლობისა და შეუთანხმელობის.

ამ ოპოზიციის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე 2016 წლის არჩევნების შედეგად, რადგან 2016-ში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი იყო. ახლა ესეც დაყოფილია და მისი რეიტინგიც გაყოფილია. მთლიანობაში საეჭვოა, რომ 15%-ზე მეტი მთელ ამ ოპოზიციას ჰქონდეს.

ეს 15%-იანი ოპოზიცია მასმედიას 24 საათი ყურადღების ცენტრში ჰყავს. ისინი რომ ჩუმად იყვნენ, ყველაფერს რომ დათანხმდნენ, მასმედია ყურადღებას არ მიაქცევს. ეს დაბალი რეიტინგი აიძულებთ მათ, რომ იყვნენ ჯიუტები, დაუმორჩილებლები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ გაუკვეველია რა დინებებია შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რადგანაც ყოველდღიურად განსხვავებულ ინფორმაციებს ვიღებთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან, რომ თითქოს მათ ჰქონდათ მოლაპარაკება ოპოზიციასთან დახურულ კარს მიღმა.

როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, თითქოსდა საზოგადოება ბევრ ინფორმაციას იღებს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ მთავარი ინფორმაცია ამ საკონსტიტუციო პროცესის შესახებ, საკმაოდ დაბალია, რაც არ იძლევა ზუსტი ანალიზის გაკეთების საშუალებას.

„რაც თვალში საცემია, ეს არის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის განსხვავევული შეფასებები და დამოკიდებულებები საკონსტიტუციო პროცესის მიმართ. პრემიერი აცხადებს, რომ მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლადო. თუ მზდა ხარ, მაშინ კონსტიტუციის ვარიანტი, რომელიც ორი მოსმენით არის მიღებული, უკან უნდა გამოიწვიო და ხელახლა დაიწყო განხილვა.

ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, ამის გარდა „ქართული ოცნების“ ვეტერანი წევრები აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუცია ცვლილებას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა - ვინ არის საერთოდ ხელისუფლებაში პროცესების მთავარი განმრიგე“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

რაც შეეხება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობას, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დიალოგი უნდა დაწყებულიყო მანამდე, სანამ საპარლამენტო დელეგაცია წავიდოდა ვენეციაში და წაიღებდა კონსტიტუციის იმ ვარიანტს.

„აღმოჩნდა, რომ საკუთრ გუნდშიც არ ჰქონდათ გარკვეული ცვლილებები, მერე მოხდა უკვე კონსტიტუციის ტექსტის ცვლილება, რამაც ბუნებრივად გამოიწვია ვენეციის კომისიის აღშფორება. ევროპულ პრაქტიკაში ასეთი რამ არ ხდება. როცა ასეთ რაღაცას აკეთებენ ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც შემჩნეული არიან იმაში, რომ გააცურონ ვენეციის კომისია, ამის მერე, იმის იმედი, რომ ვენეციის კომისია მათ მიმართ პატივისცემით იქნება განმსჭვალული, პრაქტიკულად ნულის ტოლია.

მეორე საკითხია ის, რომ გვესმის აბსოლუტური წინააღმდეგობრივი შეფასებები. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ისედაც არ აპირებდა კონსტიტუციის მხარდაჭერას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარდებოდა. მერე განაცხადა, რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, რადგან 113 ხმას ვერ ვაგროვებდით საკონსტიტუციო ვერსიის გასატანადო. ანუ, რა გამოდის? - გამოდის, რომ შიგნით, უმრავალესობაში არ ჰქონიათ დალაგებული ვითარება. თუკი 113 ხმას ვერ აგროვებ, გამოდის, რომ უმრავლესობაში იყო პრობლემა. აბსოლუტარდ გაუგებარ განცხადებებს ვისმენთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რაც სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სისტემის ხარვეზზე მიუთითებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

 

 

ნანახია - 1892

asdf961

2017-07-07 13:40:33


მოასახლეობისგან პარლამენტს უმრავლესობის სახით აქვს დიდი ლეგიტიმაცია მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები. საერთოდ რატომ აწარმოებენ 0.1პროცენტიან პარტიებთან მოლაპარაკებებს? მოსახლეობამ იმისათვის აირჩია პარლამენტი, რომ 0.1 პროცენტიან პარტიებს შეეკითხონ რაიმე?
თუ მართლა იმათ ჭკუაზე იარეს, მაშინ მართლა უნიათოები ყოფილან და ეგაა!

arichopra 2

2017-07-07 19:10:52

ე ბიჯო საზღვარი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ბატონო პრეზიდენტო, ჯერ ხომ ხარ პრეზიდენტი და უმა/ღ-ლესი მთავარსარდალი, მოიწვიე უშიშროების საბჭო და გააჩერე ეს ოკუპაცია! აგერ ტრამპმა თქვა მოუთმენლად ველი პუტინთან შეხვედრასო. თქვენ ამაზე მეტი რაღა დაგაკლდებათ რაც გჭირთ წაბრძანდი, წადი, წაეთ..., ჩაუვარდი პუტინს მუხლებში და გააჩერე, გააჩერე ეს ოკუპაცია! ვის აინტერესებს ამ ნაყარ ნუყარიე.წ. პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლა არ შესვლა, მაჟორიტარული თუ პროპორციული! მიხედე ბატონო პრეზიდენტო, ძმაო, ნათესავო, მოყვარევ, მიხედე სამშობლოს! გააჩერე ეს ტყლაპი პირში სისულელის და დემაგოგიის გარდა არაფერს რომ არ აცხადებს. ჩაიცვი რკინის ქალამანი და წადი რუსეთში, თუნდაც ვერ ჩააღწიო წადი, შეეხვეწე. აბა საქართველოს ახალგაზრდობის 80%-ს ერთი სული აქვს სანამ ამ ქვეყნიდან გაიქცევა, რა სამშობლოსათვის თავდადება და თავგანწირვა, როგორ გეკადრებათ, პლანი და აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრება აი მათი იდეალები, ეს არის სულ! ესენი იომებენ სამშობლოსათვის?! რა ვიცი იქნება მაგარი ჩუს პლანი თუ დაურიგა გირჩებდასხმულმა ჯაფარიძემ იქნებ იომონ კიდეც?!

tngh

2017-07-07 19:53:22

პატივცემულებო!!! სად სცალია პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრისთვის. კაცი დღეს და ღამეს ასწორებს "მეგრანტეებთან" კონსულტაციებში...

papaeqsperti

2017-07-07 20:16:59

ჩოპრა ექსპერტო
ეგენი კააი პლანს ვეღარ შოულობენ.. ტრუხაა ტრუხა ..

tngh

2017-07-07 20:27:56

ტიტუ!!! ეს რას ხედავს ჩემი თვალები... ჩართეთ "ევრონიუსი", "ბბს", "სნნ". მერკელიდან დაწყებული ტრამპით დამთავრებული ყველა პუტინს ელაპარაკება. ერთად ერთი პოლიტიკოსია მსოფლიოში ბ-ნი მარგველაშვილი, რომელიც ამას არ კადრულობს. უკვე კომიკურია ის სიტუაცია, რასაც საქართველოში საგარეო პოლიტიკა ჰქვია>>>

Maverick

2017-07-08 00:44:37

მეგობრებო,

პრუწიდენდტმა გამოგვიცხადა, რომ 1.მდიდარია სექსში, 2.მაგარია ვეტოების დადებაში, 3.მთავარსარდლობაში კი საერთოდ გლიჯავს...

1 ვთქვათ სექსის, გიგანტია, ვერც შევედავები, შემოწმებას არ ექვემდებარება და არცაა ლამაზი, ემანდ არ დაუვარდეს და შემმოწმებელს დააბრალოს "გამთვალაო";

2.ვეტოების დადებაში რომ მაგარია, ვეთანხმები, მაგისთვის დაიბუდრა მიშმაკეთში /და დებს და დებს ვეტოებს/;

3.მთავარსარდლობაში რომ გლიჯავს, მაგასაც ვხედავთ, ისე აუბნია საწყალ რუსის ჯარს თავგზა, რომ საკუთარი საზღვრების ნაცვლად ჩვენ საზღვრებს ღობავს, ღობავს და რუსეთის გონია.

ამ დამსახურებისათვის წინადადებით შემოვდივარ, ვაჩუქოთ პოროშენკოს მრჩეველად, რათა არ დაირღვეს საქართველის წინა პრუწპრუწდუბიკამიდრეკილი პრეზიდენტის მიერ დანერგილი პრაქტიკა!

antoni

2017-07-08 07:17:02

აბაშიშვილს ვინ კითხავს ბალი რა ღირს? თუ სათქმელია, თვითონ შემოჩეჩებული პრეზ-ი გამოვიდეს

ტორი

2017-07-08 08:26:26

antoni,
" თუ სათქმელია, თვითონ შემოჩეჩებული პრეზ-ი გამოვიდეს"...
---------------

დარწმუნებული ვარ, "პრეზ-ი"-ში პრეზიდენტი იგულისხმეთ:)))



tngh,
"უკვე კომიკურია ის სიტუაცია, რასაც საქართველოში საგარეო პოლიტიკა ჰქვია">>>
--------------

საგარეო პოლიტიკა? მერე, სად არის საგარეო ან საშინაო პოლიტიკა? თუნდაც კომიკური?
უბედურებაც ის არის, რომ არანაირი პოლიტიკა არ გვაქვს - სხვის ხოშზე, ხან ალთას ვართ, ხან ბალთას...

მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერები რიგში დგანან ტრამპთან და პუტინთან შეხვედრის მოლოდინში...

ისე, ვინმემ ხომ არ იცით, საქართველოს პრეზიდენტი რატომ არ მონაწილეობდა G 20 სამიტში?:)))

tngh

2017-07-08 09:15:51

ვინ მისცა მაგის ტ/რა/კი???

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80