ტურიზმის დეპარტამენტი მოსკოვური ღონისძიების დაფინანსებას უარყოფს
დაიჯესტი

ტურიზმის დეპარტამენტი მოსკოვური ღონისძიების დაფინანსებას უარყოფს

ტურიზმის დეპარტამენტი მოსკოვური ღონისძიების დაფინანსებას უარყოფს
alia.ge

2017-07-07 14:07:20

1-2 ივლისს მოსკოვში დიზაინ-ქარხანა ფლაკონის ტერიტორიაზე ფესტივალი ,,მთელი საქართვლო ერთ ფლაკონში“ გაიმართა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ღონისძიება რამდენიმე სექტორად იყო დაყოფილი. სამზარეულო: ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ქართული ღვინოები, ქართული ლიმონათი, ჩურჩხელა და ტკბილეული. -,,Хачапури, лобио, аджапсандали, сациви и пхали можно будет попробовать в зоне ресторанов. Гостям предложат и самим сделать хинкали, а местные повара планируют приготовить не менее 10 тыс. порций этого блюда“, - ასე წერენ რუსული სააგენტოები სამზარეულოს სექტორზე. ერთი სექტორი ქართულ სიმღერას და ცეკვას ეძღვებოდა და ერთი სექტორი კი არტს.

ფესტივალი სამი რუსი გოგოს და ერთი ქართველი გოგოს ორგანიზებით ჩატარდა. მათ ფესტივალის ჩატარების იდეა მას შემდეგ დაებადათ რაც თბილისი მოინახულეს.

,,გვსურს რომ ჩვენ ქართველები და რუსები მუდამ ასე ვისხდეთ ერთ მაგიდასთან. რომ მხოლოდ სიყვარულით ვიყოთ ერთმანეთთან. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს რუსეთს - ამ სიტყვებით გახსნა სამზარეულოს სექცია აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ფესტივალის ერთ-ერთმა შემქმნელმა ანასტასია სუხოვამ კი განაცხადა - ,,ჩვენ აქ მოვიწვიეთ არა მხოლოდ ქართველი რესტორატორები არამედ მხატვრები, დიზაინერები, მინანქრის სპეციალისტები. იმედი გვაქვს რომ ფესტივალს 30 ათასი ადამიანი დაესწრება. ეს რეალური ციფრებია“,- ფესტვალის ორგანიზატორების თქმით, ისინი შეეცდებიან რომ ფესტივალს ტრადიციული სახე ჰქონდეს.

რუსული საინფორმცი სააგენტო ,,ტასი“და ტელეკომპანია ,,მირი“ წერენ, რომ ფესტივალი საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თანადაფინანსსებითაც გაიმართა. თუმცა ჩოგოვაძის უწყების პრესსამსახურში ,,პირველ რადიოს“ განუცხადეს რომ რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მიმდინარეობის დროს საქარათველოში სამ დღიანი მოგზაურობა გათამაშდა - ჰაშტეგი #checkingeorgia სახელით. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,მირი“ შემდეგს წერს - ,,При помощи хештега #checkingeorgia они участвовали в розыгрыше трехдневного тура в Грузию и поездки на сбор урожая в солнечную Кахетию в предстоящем сентябре. Для этого в коротком видеоролике им нужно было объяснить, почему хочешь поехать в Грузию“. ( გვერდზე იხ. შესაბამისი ვიდეო). checkingeorgia სახელით საქართველოში სამდღიანი ტურის გათამაშებასთან დაკავშირებით ,,პიველ რადიოსთან“ ტურიზმის დეპარტმანეტმა ყველანაირი კავშირი კატეგორიულად უარყო.

ამერიკის ხმის ინფორმაციით, კი ფესტივალს ვლადიმერ ჟირინოვსკიც დაესწრო. ამერიკის ხმა ჟირონოვსკის მიერ ქართული ხინკლის დაგემოვნების ფოტოს აქვეყნებს და შემდეგს წერს - ზუსტად იმ დროს, როცა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების კუთვნილ ქერის ყანებში, რუსი ოკუპანტები ივანოვი და პეტროვი ახალ საოკუპაციო ხაზს ავლებდნენ, ბერშუეთიდან 1900 კილომეტრით მოშორებულ, მოსკოვის, ბოლშაია ნოვოდიმიტროვსკაიას ქუჩაზე, „ფაბრიკა-FLAKON“-ის პავილიონებში, რუსეთ-საქართველოს „ისტორიული ძმობის“ სადღეგრძელოები ისმოდა... ქართული ტრადიციული სამზარეულოს გარდა, საქართველო მოსკოვში „კულტურული დესანტითაც“ იყო წარმოდგენილი: მოსკოველებმა ხელახლა აღმოაჩინეს ქართული მხატვრობა, კინო, მოდა, ხალხური ცეკვა და სიმღერა. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ბოლომდე, გრუზინულად აეწყვიტა: დაელია, ეჭამა, ემღერა, ეცეკვა, საქართველოს სახელმწიფო დროშაც კი დაეხატა. რუსებმა „პოლიტკორექტულობაც“ კი დაიცვეს, ფესტივალის დღეებში, არსად ჩანდა საქართველოს რუკა, „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. ერთი სიტყვით, იყო მხოლოდ Чито Гврито და სიამტკბილობა...ცნობილი რუსი პოლიტიკოსებიდან ფესტივალი, თვით ვლადიმერ ვოლფის ძე ჟირინოვსკიმ დააფასა. მთავარი რუსი „ლიბერალი“ რომელიც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ ლიკვიდაციას ემხრობა, „თბილისოს“ ჰანგების ფონზე, ქართული ხინკლის დასაგემოვნებლად უზარმაზარ რიგშიც კი იდგა", - წერს ამერიკის ხმა.

 

 

ნანახია - 594

Maverick

2017-07-10 06:52:24

არააა, ამათ ნაღდად ექიმი ესაჭიროება, დიაგნოზი გართულებული ფობიები და გახშირებული ჩასველებები რუსეთის ხსენებაზე.

რა მოხდა, თუ ტურიზმის დეპარტამენტმა მიიღო მონაწილეობა ამ ფესტივალის თანადაფინანსებაში? უსმინეთ ამერიკის ხმას და უკარით ფუყე ტაში. ტურიზმის შემოსავლებზე გაკანკალებთ და რა, რუსულ ფულს სუნი უდის, თუ ჯიბეს ააცილებთ?! ვაი თქვენ პატრონს და ვუი თქვენ მიერ აშენებულ ქვეყანას!

რუსეთთან "ზეძლიერ", "უმდიდრეს"ქვეყანას, საქართველოს თუ არ სურს ურთიერთობების გაუმჯობესება, სამაგიეროდ მასზე უფრო სუსტი და ღარიბი ქვეყნები აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. უთქვენოდ ანგარიშს უწევენ და ხელსაც ართმევენ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80