ახალი მაგისტრალი რკინიგზის სანაცვლოდ
ეკონომიკა

ახალი მაგისტრალი რკინიგზის სანაცვლოდ

ახალი მაგისტრალი რკინიგზის სანაცვლოდ
ბექა დანელია

2017-07-08 15:30:13

თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა ქალაქში რკინიგზის ხაზის გაუქმებას და დიდუბე-კახეთის გზატკეცილის შემაერთებელი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერიაში სარკინიგზო საკითხებთან დაკავშირებით დღემდე მსჯელობენ. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი ახალ იდეას სულაც არ იწონებს.

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით მუშაობა შეჩერებული არ არის. მუნიციპალიტეტში ფიქრობენ, რომ რკინიგზა გადატანა თბილისის გარეთ ქალაქს განვითარებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ის ძველი ვარიანტი არაეფექტური და არამომგებიანი იყო. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ტექნიკური, ეკონომიკური კვლევა რამდენიმე სცენართან დაკავშირებით. ამ პროცესს ახორციელებს „საქართველოს რკინიგზა“ და როდესაც მას ექნება ამ კვლევის შედეგები, ბუნებრივია, გაასაჯაროებს.

მერიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო. ჩვენი სურვილია, რკინიგზა გატანილი იქნას თბილისს გარეთ, რადგან ქალაქს მიეცეს უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა - იქნება ეს სარეკრეაციო სივრცე, ახალი სატრანსპორტო დერეფანი თუ ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, არსებული რომელი იქნება ყველაზე უფრო მიზანშეწონილი“, - განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის განაშენიანების გენგეგმის კოორდინატორის, არქიტექტორ გიორგი აბაშიძის, ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაც ვაგზლის რკინიგზის სადგურის გაუქმებას გულისხმობს, 80 ჰექტრამდე ტერიტორია გათავისუფლდება. ამ სივრცეში კი სარეკრეაციო ზონის, ახალი მაგისტრალური გზის და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მოიაზრება.

„თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, თავისუფალ ტერიტორიაზე უპირატესად გამწვანებაა გათვალისწინებული. თუმცა, ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვის მიზნით, საცხოვრებელი და სავაჭრო ზონების მშენებლობაც აუცილებელია. ყოფილი რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ გენგეგმის მიხედვით, დიდუბე-კახეთის გზატკეცილის შემაერთებელი საგზაო მაგისტრალის მშენებლობაა გათვალისწინებული“, - განუცხადა „ფორტუნას“ გიორგი აბაშიძემ.

პროექტის ავტორების მოსაზრებით, ახალი გზა დედაქალაქს საცობებისგან განტვირთავს, მაგისტრალზე განივი გზების მშენებლობა კი ლოტკინის და ნაძალადევის სხვა უბნებს ქალაქის ქვედა ნაწილთან დააკავშირებს.

თბილისში ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის მიზნით რკინიგზის გადატანას მოწინააღმდეგეები ჰყავს არასამთავრობო სექტორში.

„ეკოტრანსპორტ ცენტრის“ დირექტორის, ვასო ურუშაძის, შეფასებით, ახალი გზის მშენებლობა ქალაქში საავტომობილო ნაკადის განტვირთვის თვალსაზრისით დადებითი ეფექტის მომტანი იქნება, თუმცა ქალაქიდან რკინიგზის გადატანა თბილისის ტურისტული პოტენციალზე უარყოფითად იმოქმედებს.

ნანახია - 1730

natali

2017-07-08 16:48:12

ჯერ არითმეტიკა ისწავლეთ, კარგად გათვალეთ რაღაცეები და მერე გადაწყვიტეთ. პეკინის და კოსტავას გამზირები ცალმხრივი უნდა გავხადოთ და ამით მოძრაობა განიტვირთებაო და ხალხიც უჯერებს :)))

შესაკრებთა გადანაცვლებით რომ ჯამი არ იცვლება, ყურიც არ მოგიკრავთ? პეკინზე მოძრავი მანქანების ნახევარი რომ კოსტავაზე გადავა და კოსტავას ნახევარი კი პეკინზე რომ გადავა, ამით რამე შეიცვლება? კიი...ცოტა ნამდვილად შეიცვლება და უარესობისკენ, იმიტომ, რომ მაგ. პეკინზე მცხოვრები სახლში რომ მივიდეს, უფრო მეტი უნდა გაიაროს და შესაბამისად უფრო დიდხანს უნდა იაროს.

natali

2017-07-08 16:50:43

ან ქალაქის ცენტრიდან რკინიგზას ქალაქგარეთ რომ გადაიტან, ტურისტები გაგვებუტებიან? ტურისტებს ღამის კლუბში ორ კოქტეილში რომ 1100 ლარს ახდევინებენ, იმას მიხედეთ. აი ეს ნამდვილად მოქმედებს უარყოფითად.

Maverick

2017-07-08 19:27:38

მეგობრებო, წინადადებით შემოვდივარ, ვთხოვოთ კახი კალაძეს, თბილისის მერად არჩევის შემდეგ საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელიბა natali-ს ჩააბაროს!

mgelika

2017-07-09 01:05:20

natali ნამდვილად ჭკვიანია და, როგორც წესი, ძალიან კარგად წერს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცდება - ცალმხრივი მოძრაობა ყოველთვის აუმჯობესებს სატრანსპორტო ვითარებას. ასე მოხდა "ფილარმონიის სამკუთხედის" , ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების შემთხვევაში. სხვათაშორის, პლეხანოვის რემონტის შემდეგ ცოტა ხანს იქ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა, "საცობები" თითქმის შეწყდა, პარკინგის პრობლემაც შერბილდა, მაგრამ, შემდეგ #6 მარშრუტკამ გაიმარჯვა და ახლა ისევ ჯოჯოხეთია აქ მოძრაობა

natali

2017-07-09 20:49:52

Maverick
:)))))))))))
მხოლიდ პრეზიდენტობას დავთანხმდები.ძალიან მაგარი რამეა, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებ და ყველაფერში კრიჭაში უდგახარ მთავრობას. არაფერი შენ არ გევალება და არავინ არაფერზე პასუხს არ გთხოვს. ვეტოს დადებას კიდე რა უნდა, მე ვერ დავადებ თუ რა??? პატიმრებსაც უფრო მეტს შევიწყალებ.

mgelika
მადლობა ასეთი შეფასებისთვის:)) შევიფერე:))))))
ამ საკითხთან დაკავშირებით კი....აღდგომა და ხვალეო. ვნახოთ, ნეტავ ვცდებოდე, მაგის აღიარება არ გამიჭირდება.:)

Saqartvelo2010

2017-07-10 07:02:20

Chatia ra, natali da banda.

Saqartvelo2010

2017-07-10 07:05:35

For.ge is irine sarishvilia natali

natali

2017-07-10 11:22:02

Saqartvelo2010
ასეთი მიხვედრილი ხარ ყველაფერში?:))))))))))

აბა რააა...ქურდად ვზივარ ამ საითზე:))))))))

ვაიმეეე....შენ გაიხარე...როდორ გამამხიარულე:)))))))

ერთი დედას გაფიცებ რით მიმამსგავსე სარიშვილს, ხმით,აღნაგობით, პრიჩოსკით თუ ასაკით?:))))))))

Revazi

2017-07-12 18:20:47

რკინიგზას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა განსაკუთრებით ფორსმაჟორის დროს. აქედან გამომდინარე გადატანილ რკინიგზასთან ერთად აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს არსებულიც. სატვირთო მატარებლები ივლიან შემოვლით, სამგზავრო და ერთი ამკრეფი მატარებსლი რომელიც მოემსახურება ზონაში განლაგებულ საწარმოებს ივლიან არსებული რკინიგზით. ამის დასაბუთება რამოდენიმეჯერ გადავეცი მერიას, მაგრამ იხილავდნენ მხოლოდ მარკეტინგის სპეციალისტები და თაროზე დებდნენ. არქიტეკტორებსა და თავდაცვის სპეცალისტებსათვის არც გადაუციათ განსახილველად.
ეს საკითხი უნდა განიხილოს უშიშროების საბჭომ, მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ.
თუ ასე საჭიროა ქალაქისათვის რკინიგზის მონაკვეთი თბილის სამგზავროდან თბილისი საკვანძომდე, ამ უბნის გამონთავისუფლება შეიძლება არსებული რკინიგზის 4 კმ გვირაბში გადატანის გზით.
საუბედუროდ დღემდე ეს საკითხი სტრატეგიის თვალსაზრისით არ განუხილავთ და ტრამვაისა და ტროლებუსის არ იყოს შემდეგ გვიან იქნება. თუმცა ამ უკანასკნელთ სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნიათ, მათი არსებობა მხოლოდ ეკოლოგიის თვალზსაზრისითაა აუცილებელი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80