ბუკიკოსთან შეხვედრა ჩაიშალა - კონსტიტუციის ახალ პროექტში ცვლილებები არ შევა
პოლიტიკა

ბუკიკოსთან შეხვედრა ჩაიშალა - კონსტიტუციის ახალ პროექტში ცვლილებები არ შევა

ბუკიკოსთან შეხვედრა ჩაიშალა - კონსტიტუციის ახალ პროექტში ცვლილებები არ შევა
თამთა ქარჩავა

2017-07-11 10:30:42

„სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც საკონსტიტიუციო ცვლილებების გარშემო დიალოგისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

გიორგი მარგველაშვილთან კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობაზე უარს მმართველი გუნდი აცხადებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უადგილოა კონსულტაციების ხელახლა დაწყება, ვინაიდან კონსტიტუციის ახალი პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მასში ცვლილებები ვეღარ შევა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტს, როცა ამის შეთავაზება ჰქონდა, მაშინ უნდა მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში და არ დაეწყო პარალელური პროცესები, რომელმაც ვერანაირ შედეგამდე ვერ მიიყვანა.

მისი თქმით, მეორე მოსმენით დაბრუნებაზე საუბარი არ არის, რადგან მესამე მოსმენას გააჩნია თავისი კონკრეტული პროცედურა და შესაძლებელია, გარკვეული საკითხების ისე გასწორება, რომ მესამე მოსმენამ ეს სამართლებრივი ბუნებით აიტანოს.

„კონკრეტული მექანიზმები მსჯელობის საგანი უნდა იყოს. აქ საუბარია ორ მხარეს შორის შეთანხმებაზე, რადგან პრეზიდენტი, არ ვიცი, როგორ მიიღებს მონაწილეობას, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს შეხება არ აქვს ამასთან. პრეზიდენტის ინსტიტუტს როცა ამის შეთავაზება ჰქონდა, მაშინ უნდა მიეღო მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და არ დაეწყო პარალელური პროცესები, რომელმაც ვერანაირ შედეგამდე ვერ მიიყვანა. დღეს უკვე საუბარია პოლიტიკურ კონსენსუსზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტის შეჩერებას მიიჩნევს.

პრეზიდენტი ითხოვს კონსტიტუციაში მოხდეს ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი.

„დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსენსუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა. „ქართული ოცნების“ განმარტებით, ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა. სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე, არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო. მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე.წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამასთან, განმარტავენ, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტურ საკითხებს გადახედვის გარეშე, მესამე მოსმენით მაინც მიიღებს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სტრასბურგში დაგეგმილი სახელისუფლებო გუნდის, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ შედგება. „შეხვედრა გადაიდო, რადგან ქართული მხარე თბილისში მოლაპარაკებას აგრძელებს. შეხვედრის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს დასწრების საკითხს, მისი ყოფნა ხვალინდელ შეხვედრაზე არ განიხილებოდა. უცნობია, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა. ეს თბილისში მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუ პარტიები მოილაპარაკებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეუძლიათ სტრასბურგში ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკეტრიმ.

ჩაშლილი შეხვედრებიდან გამომდინარე ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, შესაბამისად პრემიერ-მინისტრის მხრიდან საუბარი დიალოგზე აბსურდულია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს არის მესამე მოსმენაზე. მესამე მოსმენა მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებს ითვალისწინებს. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, რომ წარმოდგენილ პროექტში სადმე წერტილ-მძიმე ჩავამატოთ? - ამიტომ უმარტივესი ტესტია - თუ ხელისუფლებას დიალოგი სურს, როგორც მინიმუმ, კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უნდა დააბრუნოს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, რა შეიძლება შეიცვალოს მეორე მოსმენის ფარგლებში. მათი მხრიდან დიალოგის შეთავაზება ვენეციის კომისიისთვის თვალის ასახვევად გაკეთდა. დიალოგის შეთავაზებას კონკრეტული გარემო სჭირდება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადაუგზავნის. რაც შეეხება ვენეციის კომისიის წევრებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეხვედრის ზუსტი თარიღი არ იცის, მაგრამ ზუსტად იცის, რომ საკონსტიტუციო პროექტში რაიმე ძირეული ცვლილება აღარ შევა.

როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, ორი მოსმენით მიღებულია პროგრესული და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ქვეყნის ძირითადი კანონი, რომლის ტექსტი არის ძალიან კარგი და ეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა და ვენეციის კომისიის სხვა ექსპერტებმაც აღნიშნეს.

„რამდენად სერიოზულია ამ ფონზე ორი მოსმენით მიღებული ქვეყნის ძირითადი კანონის უკან გამოწვევაზე საუბარი, როდესაც მათ დღემდე არ დაუფიქსირებიათ, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ამ პროექტს და რა არის ის ძირითადი საკითხები, რაც მათთვის პრინციპულია, რაც უზრუნველყოფს, რომ კონსენსუსი შედგეს. ამაზე, ალბათ, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. მას შემდეგ, რაც ისინი ამ მთავარ კითხვაზე პასუხს გასცემენ, შესაძლებელია, დიალოგი და მსჯელობა ნებისმიერ საკითხზე“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ნანახია - 1583

asdf961

2017-07-11 10:48:23


"გიორგი მარგველაშვილთან კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობაზე უარს მმართველი გუნდი აცხადებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უადგილოა კონსულტაციების ხელახლა დაწყება"
---------------------------------------------------------------------

ასე არ ჯობია? ვნახოთ, იქნებ კი შეიძლება გამოვიდეს რაღაცა ოცნებისგან!

cugo

2017-07-11 11:21:04

დავით ბაქრაძეს
---------------
ასეთი უტიფარი საიდან გაჩნდი შე ბანდიტო მეცოცხევ.2010 წელს კონსტიტუცია რომ მოარგე სააკაშვილს და სამუდამო პრემიერ მინისტრი გინდოდათ გამხდარიყო ვის დაეკითხეთ.ვიღაც გოგოს გულისთვის პარლამენტარის ასაკი რომ დასწიეთ არ იყო ღირსი რომ ცოდნოდა ქართველ ხალხს.შენ და შენს გუნდს კონსტიტუციაზე კი არა საერთოდ არა გაქვთ ლაპარაკის უფლება.უფრო მეტიც შენ პარლამენტში კი არა ციხეში უნდა იჯდე.რამოდენიმე წელი პარლამენტის თავმჯდომარე იყავი და მშვიდად უყურებდი იმ უმგავსოებას,რასაც მთავრობა აკეთებდა.შენი შეგნებული დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დახოცეს უდანაშაულო ახალგაზრდები და დამსახურებული ადამიანები.აწამეს და გააუპატიურეს ათეულ ათასობით უდანაშაულო პატიმრები.როგორი გარეწარი უნდა იყო ადამიანი ამ ყველაფერს შეცდომა უწოდო.სააკაშვილს რომ გაემიჯნეთ ვითომ და სახელი შეიცვალეთ სააკაშვილზე მეტი დამნაშავე ხარ პირადად შენ.შენ იყავი მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელი. ახლა გინდათ ახალი კონსტიტუცია მოირგოთ და დაბრუნდეთ ხელისუფლებაში.ვერ ეღირსებით მაგას.ხალხმა მანდატი მისცა უმრავლესობას და მათი პრეროგატივაა კონსტიტუციის მიღება.თქვენ კი არა თქვენი შვილებიც ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში ყოფნას.როგორ შეიძლება თქვენი შვილები ხელისუფლებაში იყოს სულხან მოლაშვილის,გია კრიალაშვილის, როინ შავაძის,სერგო თეთრაძის და სხვათა შვილებთან ერთად,რომელსაც თქვენ წამებით მამები დაუხოცეთ. თქვენს მიერ ჩადენილი სატიკი დანაშაულობანი თქვენს შვილებს აუცილებლად დახვდებათ წინ.გეგონათ სამუდამოდ იქნებოდით ხელისუფლებაში,მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მოგისროლათ პოლიტიკურ სანაგვეზე,საიდანაც ვერასდროს ვერ გამოხვალთ.

მეგრელი

2017-07-11 13:52:26

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს დავით ბაქრაძეს
----------------------------------------------
გელა ბაბლუანმა , რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს , 2006 წ გადაიღო ძაან მაგარი კინო-"მემკვიდრეობა". ის კინო ვენდეტაზე სრულად არარის. როცა ფრანგები (ევროპელები) ერევიან ჩვენ ცივილიზაციაში ჩნდება ახალი მსხვერპლი , ახალგაზდა ესეიგი მომავალი თაობა. იმ კინოში როცა დალაგებული სიტუაცია იყო და რომლის შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა , ჩაერივნენ ფრანგები (ევროპის ცივილიზაცია) და მეორე გასროლა მოხდა , რომელიც არც იყო გათვალისწინებული. თუმცა ვშიშობ ამას თქვენ მაინც ვერ გაიგებთ.

პ.ს
1940 წელს საფრანგეთის მთავრობამ პარიზი ღია ქალაქად გამოაცხადა და ვერმახტის ნაწილები უპრობლემოდ შევიდნენ პარისში. 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდელებს ჩანგლებით რუსული ჟანგიანი ტანკების მოგერიება რპმ მოგვიწოდე ნეტა მაშ ,, ევროპული საქართველო " არ ჩანდა ჰორიზინტზე თუ ჩვენი ინტერესი ჰქონდა?ეს ერთი ერთი და მეორე . წინგში კი მოხვდით აშშ ელჩის მოგონებებში.არც ისე სასიამოვნო სიტუაციაა ,, პოლიტიკოსისთვი". ყველა დილეტანტის ჩვეულებრივი შეცდომაა რომ იწყებენ რთულიდან და მიისწრაფიან შეუძლებელზე- იოჰან ვოლფგან ფონ გოეთე .

ტორი

2017-07-11 18:45:06

"თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტურ საკითხებს გადახედვის გარეშე, მესამე მოსმენით მაინც მიიღებს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას" - განმარტავენ საქარტგველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში...
----------------------------------
ძალიან დიდი წარმოდგენა გქონიათ საკუთარ თავზე, თუ ფიქრობთ, რომ თქვენთან "კონსენსუსი" კონსტიტუციის კანონის ან რომელიმე სხვა გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას გაზრდის...
პირადად ჩემთვის, ყველაფერი, რაც თქვენთან /ნაცხებთან, მის ნაბუშარ სახელშეცვლილ პარტიებთან, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებთან - ასოებთან და ა.შ./
არის შეთანხმებული და თქვენს მიერ არის მოწონებული, აპრიორი, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვს მიჩენს, რამე მორიგი მავნებლობა ხომ არ აქვთ ჩაფიქრებული - მეთქი...

რაც კარგია თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის, ცუდია ქვეყნისთვის...

tngh

2017-07-11 20:50:30

"მეგრანტეებს", "ნაც-ოპოზიციას" და "პრეზიდენტ" მუცლის გვრემა ქორწინების განმარტებაზე და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვაზე სჭირტ. თვითონ, სახალხოდ ამის თქმას ვერ ბედავენ, და სარჩევნო სისტემას მიედ-მოედებიან. 100/50-ზე, მშვენიერი კომპრომისი იქნება!!!

Maverick

2017-07-11 21:11:39

ოცნება 2024 წლისათვისს ასეთი კონსტუტუციით ვერ მივა ფინიშთან, თუ არ აღადგენს მაჟორიტარული წესით არჩევნებს და არ შექმნის ორპალატიან პარლამენტს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80