დივერსია თუ შემთხვევითობა - 13 დამწვარი ბაზრობა და ხანძრის გამომწვევი უცნობი მიზეზები
საზოგადოება

დივერსია თუ შემთხვევითობა - 13 დამწვარი ბაზრობა და ხანძრის გამომწვევი უცნობი მიზეზები

დივერსია თუ შემთხვევითობა - 13 დამწვარი ბაზრობა და ხანძრის გამომწვევი უცნობი მიზეზები
თამთა ქარჩავა

2017-07-11 15:00:12

ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი დილის 06:50 წუთზე გაჩნდა. ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე ხანძარს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული, დაიწვა 70-მდე მაღაზია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ზარალი ამ შემთხვევაშიც დიდია.

ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა ცეცხლი ბაზრობას, რადგან მათივე თქმით, ღამით ბაზრის ტერიტორიაზე ითიშება ელექტროენერგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანძარი გაუმართავიი ელექტროსადენების მოტივით არ გაჩენილა.

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის თეა ბელქანიას ინფორმაციით, არც ერთს მოვაჭრეს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნული სავაჭრო ცენტრი „ვითიბი ბანკის“ საკუთრებაში იყო და მხოლოდ ოთხი დღეა რაც ბაზრის ადმინისტრაციამ დაიკანონა, თუმცა ჯერჯერობით მათაც არ ჰქონდათ დაზღვეული. ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზიციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მზად არიან მაქსიმალურად გაითვალისწინონ დაზარალებულთა ინტერესები. ფოთის მერი დაზარალებულებს და მეპატრონეებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდნონ გამოძიების შედეგებს.

„ჩვენ გვინდა შუამდგომლობა გავუწიოთ დაზარალებულებს ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომ შეძლებისდაგვარად გადაუვადონ მათ სესხები. კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი არსებულ პირობებში. სამწუხაროა, რომ არც ერთ მეპატრონს არ ჰქონდა დაზღვეული საკუთარი ბიზნესი“, - აცხადებს ირაკლი კაკულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია ამბობს, რომ ვითარება მძიმეა, ფოთში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების, ვიცით, რომ ბანკის სესხები აქვთ, მაგრამ ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას არ დადებს, ვერაფერს ვიტყვით. რომ არა სახანძარო სამაშველო ბრიგადების ასეთი ოპერატიული მუშაობა, შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარიყო“, - აღნიშნა ლევან შონიამ.

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 13 ბაზრობა დაიწვა, ყველა ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებზე არ საუბრობს. ქართულ სინამდვილეში ბაზრობის დაწვა იმდენად ხშირია, რომ სპეციალისტების შეფასებით, შემთხვევითობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, აქიდან გამომდინარე ათი შემთხვევიდან 7 შეიძლება შემთხვევითობა იყოს, 3 დივერსია.

2012 წლიდან დღემდე 13 ბაზრობა დაიწვა. ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობების სტატისტიკა კი ასეთია:



2012 წლის 15 ნოემბერი - ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 30-მდე სავაჭრო ობიექტი მთლიანად გაანადგურა, დაიწვა 500 კვ.მ ფართობი;

2013 წლის 26 თებერვალი - დაიწვა სავაჭრო ცენტრი „საბა“ - დაიწვა 6 500 კვ.მ ფართი. ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა;

2014 წლის 25 აგვისტო - დაიწვა სენაკის აგრარულ ბაზრობა, დაიწვა 3 000 კვ.მ ტერიტორია. განადგურდა 250-მდე მოვაჭრის საქონელი;

2014 წლის სექტემბერი - დაიწვა ე.წ. ბოშების ბაზრობა;

2014 წლის 7 დეკემბერი - ბათუმი, დაიწვა ხოფის ბაზრობა, ხანძარი საახალწლო ფოიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა. შედეგად ორი მოვაჭრე დაიღუპა, დაიწვა 50-მდე მაღაზია;

2014 წლის 27 დეკემბერი - ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ ფართობი.

2015 წლის 21 იანვარი - დაიწვა ისნის ბაზრობა, ცეცხლი ბაზრობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ, დაიწვა 15-მდე მაღაზია;

2015 წლის 4 აგვისტო - ელიავას ბაზრობა, ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა;

2016 წლის 2 აგვისტო - ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზარი, ცეცხლი ბაზარში მდებარე სავაჭრო ობიექტებს ღამით გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი;

2016 წლის 3 ოქტომბერი - ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 კვ.მ ფართობი დაიწვა. დამწვარია შერეული საქონლის საწყობი;

2017 წლის 30 იანვარი - დაიწვა „ბავშვთა სამყარო“ და ე.წ. საბითუმო ბაზარი, მთლიანად დაიწვა სავაჭრო ცენტრი და ბაზრის ტერიტორია;

2017 წლის 2 ივლისი - ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაიწვა 2000 კვ.მ ფართობი.

2017 წლის 10 ივლისი - ფოთი, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრი დაიწვა.



ყველა შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ უცნობია გამოძიების შედეგები, რადგან for.ge-ს მცდელობის მიუხედავად, შსს-ში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. შესაბამისად, უცნობია რა არის გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზი - დივერსია, თუ შემთხვევითობა.

მაშ ასე, გიორგი მღებრიშვილის უწყება სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხელისუფლების ოპონენტები კი, ყველა ამ ფაქტის უკან, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესებს ხედავს. როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფის ინტერესებში შედის დამწვარი ბაზრობები, მით უფრო წინასაარჩევნოდ, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოების რისხვა ხელისუფლებისკენ იქნება მიმართული, თუნდაც გამოუძიებელი საქმეების გამო.

გახშირებული ხანძრების ისტორიაში საინტერესო დეტალია ისიც, რომ სახანძრო ბრიგადებზე ადრე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად ჩნდება „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფიც.

საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ბაზრობების დაწვის ოთხ ვერსიაზე საუბრობს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი, რომლის შეფასებით, ერთი ვერსია მართლა ეს არის შემთხვევითობა და ხანძარი ჩნდება დაუდევრობის მიზეზით. მეორე ვერსია - ბიზნესგარიგება და ბიზნესთან დაკავშირებული ვითარება;

მესამე ვერსია - პოლიტიკური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დივერსია, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და უარყოფითი მუხტის შესაქმნელად, რადგან, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დაზარალებული მოსახლეობა მიდის ხელისუფლებასთან და მეოთხე ვერსია - ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია და საბოტაჟი ქვეყანაში.

„აშკრაა, რომ უცხოპლანეტელები არ მოვლენ. გვინდა თუ არა, ჩვენ უნდა მივიდეთ ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლებასთან უნდა მივიდეთ არა თხოვნით, არამედ მოთხოვნით - რამდენად არის გამოძიებული ასეთი ფაქტები. იმიტომ, რომ ეს შემთხვევითობები მერე უკვე კანონზომიერებაში გადადის, მით უმეტეს როცა მეორდება შემთხვევითობა. ფოთის მერი ამბობს, რომ რაღაცა ძალიან გახშირდა ხანძარიო, ანუ, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენელსაც გაუჩნდა ასეთი კითხვა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა სათანადოდ ჩატარებული ექსპერტიზა, რა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, გარკვეულია თუ არა წინა შემთხვევებში ხანძრის გამომწვევი მიზეზები. 5 წელი არ უნდა სჭირდებოდს იმის დადგენას, რატომ გაჩნდა ხანძარი. ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლებას ევალება შეისწავლოს, ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს რა მიზეზით მოხდა ესა თუ ის შემთხვევა“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ ხანძარი ღამის საათებში ჩნდება და თუ დავუშვებთ დივერსიის ვერსიას, აშკარაა, რომ ხანძარი მსხვერპლზე არ არის გათვლილი. როგორც ალადაშვილი ამბობს, ფოთის ბაზრობა კარგად იცის და უშვებს შესაძლებლობას, რომ ამ შემთხვევაში მოწესრიგებული არ იყო სახანძრო უსაფრთხოების საკითხები, მაგრამ რაც შეეხება ელიავას ბაზრობას და „ბავშვთა სამყაროს“, ფიქრობს, რომ აქ უფრო სერიოზულად იყო მოწესრიგებული სახანძრო უსაფრთხოების საკითხები.

კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია ოპონენტების კრიტიკა, რომ ამის უკან იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესები, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში რატომ უნდა აწყობს ხელისუფლებას უკმაყოფილო მოსახლეობა, ალადაშვილი ამ შემთხვევაში ყოფილი პრემიერის ბიზნეს-ინტერესებს გამორიცხავს და პოლიტიკურ დივერსიაზე ამახვილებს ყურადღებას.

„არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ისეთი ბიზნეს-ინტერესები ჰქონდეს, რომ რაღაცეების დაწვა დაიწყოს. ივანიშვილის ინტერესები არის შემოგდებული თემა ოპოზიციის მხრიდან. ვის აწყობს - კარს მოგვადგა ადგილობრივი არჩევნები და ეს განაწყენებული მოსახლეობა, რომ ამ ხელისუფლებას არ მისცემს ხმას ეს აშკარაა. საკმაოდ ორიგინალური აზროვნების მქონე უნდა იყოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ის ტოტი მოჭრას, რომელზეც ზის. აქედან გამოდინარე, ეს ვერსია ლოგიკურად მიუღებელია.

პირიქით შეიძლება ითქვას, იქნებ - ოპოზიცია და ოპოზიციაში არსებული მესამე ძალა, რომელიც ხან ხელისუფლებას ამოეფარება, ხან ოპოზიციას?! ეს აპრობირებული მეთოდია, სწორედ მას აწყობს ორივე მხარე ერთამანეთს იყოს გადაკიდებული და ქვეყანაც გახლეჩილი იყოს. ამიტომ, ჩვენ უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ ფაქტების გამოძიება, - ეს იყო დივერსია თუ შემთხვევითობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ნანახია - 1204

papaeqsperti

2017-07-11 15:38:44

ვეთანხმები ალადაშვილს .
..მაგრამ ..... რად უნდა ამას ექსპერტობა, ბრმაც დაინხავს ამას ბრმაც ....დაწვეს აბა რა ქნეს, დაწვეს
ეს დივერსიააა დივერსია ..ნაცნობი პოჩერკია..თანაც ძალიან ნაცნობი

asdf961

2017-07-11 18:32:21


არის ასეთი პარტია, რომელსაც დაანონსებული აქვს ქვეყანაში მდგომარეობის დამძიმება, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა მთავრობაზე უკმაყოფილების გამოხატვით. ამის მიღწევა კი უნდათ თუნდაც ბაზრობების გადაწვით, კრიმინალური მდგომარეობის გართულებით და ათასგვარი ბინძური მეთოდებით. ამ პარტიის აგიტატორებთან უნისონში ჩვენი ჟურნალისტებიც არ აკლებენ "მუშაობას"(ეს კი ადასტურებს, რომ ჩვენი მასმედიაც საკმაოდ ნოყიერად ფინანსდება ამ პარტიისგან).

ყველაფერს ამას კი ჩვენი ბრძენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და შორს არაა ის არჩევნები, სადაც მაგ პარტიას სანაგვეზე კი არა, ამჯერად განავალს გააყოლებენ ისე, რომ ვეღარც ილაპარაკონ.

tngh

2017-07-11 19:50:48

ბაზრობებზე ისეტი ანტისანიტარია და ყოველ სტანდარტს მოკლებული ელ-გაყვანილობებია, რომ ხანძარი ყოველთვის მოსალოდნელია. ალბატობა ძალიან მაღალია თვით აალების...

papaeqsperti

2017-07-11 20:04:58

ტნგ
რაც ხდება ეგ გასაგებია, მაგრამ ადრე კრიალი გაჰქონდა და მაინც და მაინც ეხლა დაბინძურდააა???

anri

2017-07-11 20:44:32

ტნგ
ვაჟკაცურად, შენ ცოტას ხო არ წაიპუტინ წაინაცებ?
მარტო ამ პოსტიდან არა, ძველებიდან გამომდინარე გეკითხები, რაღაც ძაან ბალეშიკობ ვოვოჩკას.

ტორი

2017-07-11 21:07:27


asdf961,

"არის ასეთი პარტია, რომელსაც დაანონსებული აქვს ქვეყანაში მდგომარეობის დამძიმება, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა მთავრობაზე უკმაყოფილების გამოხატვით"...და ა.შ...
------------------------

კი, არის...
ძებნაც არ სჭირდება - პარლამენტში გვიზის...

მაგრამ, შენ თუ სახელმწიფო ხარ, 13 შემთხვევიდან ერთი მაინც უნდა გამოიძიო...
ყველაფერზე შენ აგებ პასუხს...

არც უვადო და უპირობო ინდულგენცია მიუცია ხელისუფლებისთვის ვინმეს...

"ბრძენი ხალხის" იმედად კიდევ მაინცდამაინც ნუ იქნები - ბევრი მათგანის გაკეთებული არჩევანი პარლამენტში მოიკითხე...

Maverick

2017-07-11 21:31:12

ტორი, გეთანხმები.

პარლამენტში მოხვედრამდე ძმობაზე, ერთობაზე, თანასწორობაზე, სამშობლოზე, ერზე ჭიკჭიკებენ, მაგრამ როგორც კი წამოსკუპდნენ დეპუტატის სკამზე ამნეზია ემართათ და ნაქებარი ძაღლუკასავით ნიახურძე აფსამენ...

ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი თითოეული კანდიდატის დაწვრილებითი ბიოგრაფიის წარმოდგენა ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ბავშვობიდან საარჩევნო პერიოდის ჩათვლით, რათა ვიცოდეთ ვინ გაზარდა, რა გარემოში ჩამოყალიბდა და რა ასულდგმულებს!

tngh

2017-07-12 08:45:06

როგორ მოვიქცეთ პატივცემულო ანრი??? ის, რომ ბაზრობებზე ანტისანიტარიაა და უსაფრთხოების ელემენტარული ზომები არ არის დაცული "ვოვაჩკას" დავაბრალოთ??? და მერე სასაცილოდ გავიხადო საქმე???

anri

2017-07-13 00:17:22

ანტისანიტარია და უსაფრთხოების ზომები არაა დაცულია კი ...
ისე, ბიძინაც შეუმჩნევიათ ბაზრობებზე, სპიჩკით ხელში დარბოდა თურმე :)))
კაი, გაატარე :)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80