მოურჯულებელი ჭირვეულები
პოლიტიკა

მოურჯულებელი ჭირვეულები

მოურჯულებელი ჭირვეულები
თამთა ქარჩავა

2017-07-12 10:00:07

რომელ პოზიციაზე შეჯერდებიან, ან საერთოდ მოხდება თუ არა რაიმე პრინციპებზე შეჯერება უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა ამტკიცებს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში არსებობს პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კანონპროექტში ცვლილებები აისახოს.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენამდე დარჩენილია დაახლოებით 3 თვე, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები შედგეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო რამდენად შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კომპრომისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის მიცემა, კობახიძე კონკრეტულად ვერაფერს ამბობს, რადგან წინადადებებს ოპოზიციური პარტიებისგან ელოდება. მისი თქმით, მზად არის ოპოზიციის ყველა შეთავაზება ყურადღებით განიხილოს.

„ვერ გეტყვით, რა იქნება კომპრომისი - ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ გვქონდა ჩვენი წინადადებები და ეს უკვე ავსახეთ დოკუმენტში. ჩვენ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული და ასახული დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, წინადადებები ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს. ჩვენ ოპოზიციის წინადადებებს დაველოდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რა შეიძლება აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დაიწყონ, მაგრამ რაც შეეხება პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გარშემო დიალოგის დაწყებას, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში უარს ამბობდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა შეუძლებელია.

„პრეზიდენტი 4 თვის განმავლობაში არ ჩაერთო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ეს იყო მისი არჩევანი და ასეთ პირობებში მისი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ როლზე საუბარი არის ზედმეტი. ჩვენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით დავამტკიცეთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმაში არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ. მთავარი მიზანი და ამოცანა ამ რეფორის იყო დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემის შემოღება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები მმართველ გუნდს საერთაშორისო კრიტიკის ობიექტად აქცევს.

„განცხადებები, რაც ისმის ბოლო დროს, რომ უშიშროების საბჭოს არ ეხება ოკუპაცია; რომ კონსტიტუციის განხილვა არ ეხება ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, ჩვენი აზრით, ზოგადად, სცილდება კომენტირების ზღვარსაც კი. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი კი არ არის იზოლაციაში, არამედ მმართველი გუნდი აღმოჩნდა იზოლაციაში, რასაც ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით. სამწუხაროდ, იქმნება საფრთხე, რომ მმართველი გუნდი ამ განცხადებების საფუძველზე გახდეს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისადმი პარტიის შეთავაზები რჩება იგივე, რაც თავდაპირველად იყო და რასაც ვენეციის კომისია იზიარებს. დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ცნობილია, რა მოთხოვნები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს მოთხოვნები არ შეცვლილა.

„სამი ძირითადი შეთავაზება გვაქვს. პირველ რიგში, ეს შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ანუ პარლამენტის ფორმირების წესს. ძალიან დიდი ხანია საერთაშორისო ორგანიზაციები ურჩევენ საქართველოს, რომ გადავიდეს პარლამენტი სრულად პროპორციული არჩევის წესზე და მე ვფიქრობ, დროა პარლამენტი დავაკომპლექტოთ პროპორციულად არჩეული დეპუტატებით.

ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, თუ რატომ უნდა გადავადდეს ეს საკითხი 7 წლით. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ მანდატების გადანაწილება მოხდეს პროპორციულად ყველა სუბიექტზე, ვინც გადალახავს ბარიერს. ეს არის ერთადერთი სწორი და სამართლიანი მიდგომა ამ საკითხისადმი. მესამე საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომ მომავალში გვქონდეს დამატებითი ბერკეტები ხელისუფლების შიგნით ინსტიტუციების მიერ ურთიერთდაბალანსების და გაკონტროლების“, - აცახადებს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველო“ მმართველი გუნდისგან ითხოვს ღიად დააფიქსირონ რას დათმობენ და მხოლოდ ამის შემდეგ ოპოზიცია იმსჯელებს, ღირს თუ არა უმარველესობასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ტუღუში ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოშიგნულ, უსაფუძვლო დიალოგს სთავაზობს, რომლის თაობაზეც წინასწარ არის ცნობილი, რომ არც ერთი პრინციპული საკითხი არ შეიცვლება.

„პრემიერ-მინისტრი ამბობს ერთს, რეალობა არის მეორე და აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება არანაირ პრინციპულ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. გამოდის, რომ საუბარია ლამაზი შეხვედრის ჩატარებაზე, სადაც რეალურად არაფერი შეიცვლება.

ამბობენ, რომ პროექტი უკან არ დაბრუნდება, ცვლილებები არ შევა და მოგვიწოდებენ დიალოგისკენ. ერთადერთი, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არის კმაყოფილი, ეს არის მმართველი გუნდი. სხვა ყველა - ვენეციის კომისია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო არ არის იდეალური, თუმცა მთლიანობაში დადებითია. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად მხარეებმა ერთად უნდა იმუშაონ.

„რა თქმა უნდა, ვერც ერთი კანონპროექტი ვერასოდეს ვერ არის ხოლმე იდეალური, ამ ტექსტსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამისათვის აუცილებელია თუ არა ტექსტის დაბრუნება მეორე მოსმენაში ეს მე არ ვიცი, ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ნანახია - 1334

cugo

2017-07-12 10:41:58

გიორგი ტუღუშს
-------------
ვინ მოგცა ლაპარაკის უფლება შე მეცოცხეების ატამანო.სახალხო დამცველი რომ იყავი წლების განმავლობაში და მილიონობით ხალხის ფული რომ მიგქონდა სახლში,შენს ცოლ-შვილს განცხრომით რომ აცხოვრებდი,სხვებისას მთავრობა რომ ხოცავდა,აწამებდა და აუპატიურებდა რატომ არ ახდენდი რეაგირებას.რისთვის იღებდი ხალხის ფულს.ერთი ფაქტი მაინც თუ გაქვს დაფიქსირებული ადანმიანების წამებაზე ციხეებში,მიტინგების დარბევაზე,ანტენების დაყადაღებაზე.პირიქით იმას ცდილობდი მსგავსი დანაშაულობები რომ დაგეფარა.შენ ხალხის დამცველი კი არა კრიმინალი და ბანდიტი ხელისუფლების დამცველი იყავი.შენ ბაჩანა ახალაიაზე და ვანო მერაბიშვილზე მეტი დამნაშავე ხარ.შენ გევალებოდა მათი კონტროლი,იმიტომ ღებულობდი ხალხის ფულს.შენ მაგათზე ორჯერ მეტი სასჯელს უნდა იხდიდე მატროსოვზე.ახლა რომ არ მოგწონთათ მაჟორიტარული სისტემა,თქვენ დროს რატომ იყო კარგი.თუ მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებას აძლევს პრივილეგიებს,რატომ დამარცხდით 2012 წელს.ანდა კონსტიტუცია რომ სააკაშვილს მოარგეთ და სამუდამო პრემიერ მინისტრად რომ გინდოდათ ვის კითხეთ.პარლამენტარის ასაკი რომ შეცვალეთ ერთი ქალბატონის გამო ხალხს რატომ არ შეუთანხმეთ.რანაირი კონსტიტუციაც გინდა მიიღონ თქვენ მაინც ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში.ვერც თქვენი შვილები მოვლენ ვერასდროს ხელისუფლებაში.ხელისუფლებაში მოვლენ თქვენი ხელისუფლების მიერ წამებით მოკლული ადამიანების შვილები.რომლებსაც თქვენ მამები სადისტურად დაუხოცეთ და ბავშვობა წაართვით.ამათი უბედურების ხარჯზე კი თქვენი შვილები ფუფუნებით აცხოვრეთ.

arichopra 2

2017-07-12 12:35:49

ახლა წავიკითხე საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებსო?! უნდა გკითხოთ აქაურ ექსპერტებს, ცოტა უხერხული ხომ არ იქნებ სრულიად საქართველოს პარლამენტის თავმჯდონმარე თბილისის მერის არჩევნებში ერთი პარტიის საარჩევნო შტაბს რომ უხელმძღვანელებს?!

papaeqsperti

2017-07-12 15:29:55

ჩოპრა ექსპერტო

ცოტა უხერხული თუ ...... ძაააააან.... ძაან უხერხული??

antoni

2017-07-12 21:09:55

პარლამენტში შესული ცვლილების პროექტში პროპორციული არჩევნები 2020 წელს უნდა შემოსულიყო (მერე შეიცვალა) მაგრამ მას იმთავითვე გაემიჯნა მთელი ოპოზიცია(!) ე.ი. ცვლილებებში რა საოპოზიციო დათმობაც არ უნდა ყოფილიყო, ოპოზიცია მაინც ისტერიკულ კრუნჩხვაში იქნებოდა.
და რა დროს კონსესუსია? მაშინ თქვან, კონკრეტულად რის შეცვლის შემდეგ იქნება ცვლილება მათთვის მისაღები?

serapina

2017-07-13 00:30:20

ცოტა უხრეხულიო?!

აი, ასე დაემსგავსნენ ესენიც ნაციონალებს!
კრეატივი,კრეტინიზმში აერიათ!

ბოდიშით მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ამათ გვარსა და სახელებს?!
თანამდებობები ფულის საკეთებლად უნდათ და ხალხი(ქუჩაში აღოღებული!!!) არავის აღელვებს.

Maverick

2017-07-13 03:34:11

სხვათაშორის, ერთი ქვეყნის ერთ ქოჩორა პარლამენტის თავმჯდომარეს ჭურნალისტებთღან განუცხადებია, თუ რაიმე შეიცვალა ჩემმიერ მოწუნებული კონსტუტუციის პროექტში გადავდგებიო.

აქვე დავძენ, წყალსი გადავარდნისა და გადადგომის თაობაზე განცხადებები ცუდად აქვს დაცდილი ქოცური პარლამენტის ხელმძღვანელებს, მაგ. წინა მოწვევის ქოცური პარლამენტის ვიცე სპიკერმა ლ. ბერძენიშვილმა როგორც კი განაცხადა თუ ასე არ იქნება ასე და ისე ვიზამო, გადადგომას ვინ დააჯერა, სართოდ გაქრა პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, რომ ბატონ კობახიძეს მომავალი რას უქადის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,

ვნახოთ!...

ტორი

2017-07-13 08:52:43

Maverick,
გამარჯობა ძამი,

კარგად მესმის შენი წუხილი...სხვებისაც...
კობახიძეზე არც მე ამომდის მზე და მთვარე...არც მის ადვოკატობას ვაპირებ...
მაგრამ, ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რა რესურსის პატრონები ვართ...

მთელი ხელისუფლებიდან ერთი კაცი დამისახელე, ვისაც ნაცხებისთვის და ლიბერასტი ასოებისთვის სათანადო პასუხის გაცემა შეუძლია - სულ ბლუკუნ-ბლუკუნით იმართლებენ თავს...
ვითომ დედააქაფებული ნაცხების მთელი ცოდვა-ბრალი ამათ ეკიდოთ ზურგზე...

ეგ ერთადერთი გამოდგა, ვინც ვაი-პრეზიდენტი თავის ადგილზე მოსვა, არც მავნებელ ნაცხებს და კიდევ უფრო მავნებელ ასოებს დაუთმო რამე...
ეგ კი არა, ბუკიკიოებსა და კიკუებს იქით შეუტია და თავის პოზიციას იცავს...

სულ არ დასჭირდებოდა ულტიმატუმების ენით ლაპარაკი - წავალო, ქოცები რომ მაგრად იდგნენ...
ეტ/ყობა, იქაც პრობლემა გვაქვს...

ჰოოოდა, მე მისი მომხრე და მხარდამჭერი ვარ ახლა...
მერე ვნახოთ...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80